
დღეს ქართული ენის დღეა. ისტორიის მოყოლას არ ვაპირებ. ალბათ, თქვენც ჩემსავით ათასჯერ წაიკითხეთ, მოისმინეთ, უყურეთ.. არც 14 აპრილის ფოტოები და ვიდეოები გვჭირდება. ასეთი რამეები მხოლოდ სენტიმენტალური მოგონებებისთვის გამოდგება. მაგალითად, აი, ასეთისათვის.
ქართული ენის ,,დღე”.
არადა რა ძნელია მოსმენილი სადღეგრძელოების, ქართულის მასწავლებლის მიერ თავში ჩაბეჭდილი სიტყვების, ზოგადი სტერეოტიპებისა და პათეტიკის გარეშე ენაზე საუბარი.
ჩვენი ენა ხომ ღმერთების ენაა. ჩვენი ენა ხომ მეორედ მოსვლისას უნდა გაჟღერდეს, ჩვენი ენა ხომ სხარტია და ლამაზი. მერე რა, რომ ქართული ენის ლექსიკონი ემსგავსება ,,ნიუსფიქის” ლექსიკონს ,,1984”-დან, ანუ ყოველ წელს სულ უფრო და უფრო ცოტა მოქმედი სიტყვა გვაქვს. მერე რა, რომ ღმერთს არ სჭირდება ქართულის ცოდნა ხალხთან საუბრისათვის და ზოსიმემ უბრალოდ ,,წაიტრიპაჩა”. მერე რა, რომ თანამედროვე ქართული არაა ქართული ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით და მექანიკური ნარევია ყველა იმ ქვეყნის ენისა, რომელსაც ოდესმე ჰქონია შეხება საქართველოსთან, ეს მექანიკური ნარევი კი მხოლოდ იმიტომ სუნთქავს, რომ საფუძველში რაღაც ძალიან ცოცხალი უდევს. მერე რა, რომ ქართულს რამდენჯერმე დასჭირდა ,,გადაწერა” _ ერთხელ, ბიბლიის თარგმნისას, მეორედ, მთაწმიდელების, ეფრემ მცირეს, პეტრიწისა და სხვათა ეპოქაში, მესამედ- ილიას დროს და ამ საქმეს ყოველთვის რამდენიმე ადამიანი აკეთებდა. ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ქართული ჩვენი საერთო Continue reading “ენის პალატა ავადმყოფი ენისათვის” →
Like this:
Like იტვირთება. . .