Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი

ამ ცოტა ხნის წინ მომაფიქრდა სიტყვათშეთანხმება ,,კომპრომისული ტექნიკა”_ ეს სიტყვათშეთანხმება მშვენივრად მიესადაგება სიტუაციას, რომელშიც შენ ,,ნიკონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი გინდა, მაგრამ ,,სონის” არაპროფესიონალურ ფოტოაპარატს ყიდულობ; მაკბუქი გინდა, მაგრამ  ,,დელის” ლეპტოპს ყიდულობ და ყველაზე კარგი ქინდლი გინდა, მაგრამ ყველაზე იაფს ყიდულობ.. ასეთი რამ უამრავჯერ მომხდარა ჩემს თავს და შეიძლება თქვენს თავსაც. შედეგად_  ჩემი სახლი  ,,კომპრომისული ტექნიკითაა” სავსე.

არადა, ალბათ დროა, თავს უფლება მივცე და  ფული ზუსტად იმ ნივთებში დავხარჯო,  რომელთა გამოც საერთოდ შევდივარ ხოლმე მაღაზიებში. პრეტენზიული არ ვარ. არც სნობი. უბრალოდ მეოცნებე ვარ. მჯერა, რომ ოდესმე გამოვცვლი მობილურს, რომელსაც დილას, შუადღისას და საღამოს სჭირდება დატენვა. სამაგიეროდ კი ვიყიდი სმარტფონს, რომელიც ერთდროულად იქნება ლამაზი და ჭკვიანი_ იდეალური ბოიფრენდივით.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს  ვფიქრობ, მთლად სმარტფონი არაა. გარდამავალი სახეობაა სმარტფონსა და პლანშეტს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ პლანშეტიც გინდათ და მობილურიც, მაგრამ არც თქვენს მშობლებს და არც თქვენს ბოსს ასე ძალიანაც არ უყვარხართ, შეგიძლიათ უბრალოდ სამსუნგ გალაქსი ნოუთი იყიდოთ. მას ორივე ,,დივაისის“ საუკეთესო თვისებები აქვს: მოზრდილია, მაგრამ მსუბუქი, შესაბამისად, პლანშეტივით რთულად სატარებელი არაა. ეკრანი კი გაცილებით დიდია, ვიდრე იმ მობილურის ეკრანი, რომელიც ახლა გაქვთ. უნდა დავამატო, რომ დიდი ეკრანი გალაქსის მნიშვნელოვან უპირატესობებსაც ანიჭებს: ის მოსახერხებელია ინტერნეტ-მოხმარებისათვის და კომფორტულია კითხვისას. გარდა ამისა, როცა ამ სმარტფონს ამოიღებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჯიბიდან, ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას :დ

სამსუნგ გალაქსი ნოუთი იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის (იმიტომ, რომ ინტელექტუალური ორგანაიზერი აქვს + გრაფიკებთან და ცხრილებთან მუშაობა მაქსიმალურად გაადვილებულია) და ის შეუცვლელია კრეატიული ადამიანებისათვის (ჭკვიანი ელექტრონული კალმის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოებზე წარწერების დატოვება, ნახატების შექმნა, ხელით ნაწერი მესიჯების გაგზავნა… ). გალაქსი ნოუთი იმ ადამიანებსაც გამოადგებათ,  ლეპტოპიც რომ აქვთ და მობილურიც, მაგრამ თან პატარა წიგნაკს მაინც ატარებენ მნიშვნელოვანი ამბების ჩასანიშნად. როგორც ჩანს, ადამიანს მაინც აქვს წერის მოთხოვნილება, რომელსაც  ,,კრეფა“ ვერაფრით ანაცვლებს.  სამსუნგმაც აქცენტი სწორედ ამ მოთხოვნილებაზე გააკეთა.

Continue reading “Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი”

ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge

როცა დიდხანს არ ვწერ, მინდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერილი  პოსტი გამორჩეული იყოს ხოლმე.
ხანდახან ეს გამორჩეული ამბები პირდაპირ ხელებში მიცვივა, ხანდახან კი მოსვლას აჭიანურებს და მეც ვიჯერებ, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთივით მოსაწყენია.
არადა, სულაც არაა მოსაწყენი:

  • მე მყავს  თავზეხელაღებული მეგობრები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამხვევენ შარში.
  • მე მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომელთა გამოც ძილი ასე ძალიან მიყვარს.
  • და მე მაქვს საქართველოში ყველაზე საინტერესო სამუშაო, რომლის დამსახურებითაც ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს ყველაზე ადრე ვკითხულობ.

სამუშაოში librivivi.ge-ს ვგულისხმობ. ეს არის საიტი, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაეშვა და მიზნად ისახავს, მწერალსა და მკითხველს ცხოვრება გაუადვილოს. მწერალს ამ საიტის მეშვეობით შეუძლია ყველაზე ადვილად მიიტანოს საკუთარი ნაწარმოები მკითხველებთან, მკითხველები კი მიზერულ ფასად კითხულობენ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იწერება.

Continue reading “ინტერნეტ-წიგნები | Librivivi.ge”

5 ვიდეო, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს

მგონი, ასეთი პოსტის დაწერა ყველაზე ადვილია. ლინკის ჩასმა უნდა და ეგაა. თუმცა, მანამდე ეს ვიდეოები უნდა იპოვო. შესაძლოა, ბევრი მათგანი ნანახიც გქონდეთ უკვე (ან იქნებ_ ყველაც), მაგრამ აუცილებლად აღმოჩნდება ვინმე, ვინც ამ მაგარ ვიდეოებს პირველად ჩემს ბლოგზე ნახავს. და ძალიანაც კარგი.

1) Evolution of Dance – By Judson Laipply

მოქნილი, ნიჭიერი, სასაცილო…

Continue reading “5 ვიდეო, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს”

ალისა მეტროში

დილას ჩეშირული კატა ამაცოცდა. უფრო სწორად, ჩეშირული კატის თავი. სადღაც მხართან ტივტივებდა და იღიმებოდა. ფისო- ფისო_ ვუთხარი მე და დაბნეულმა გავუღიმე.

_ვინაა შენი ფისო?_ გადაიკისკისა. და ცოტა ხანში მკითხა: მოდიხარ კრიკეტის სათამაშოდ?

_ თავი მტკივა, პახმელიაზე ვარ_ ვუთხარი შეძლებისდაგვარად დამაჯერებლად.

_აჰა, ეს დალიე და გაგივლის_ ხელში მწვანე აბები ჩამიდო.

მაშინვე ჩავიყარე პირში და ცოტა ხანში ვიგრძენი, როგორ დამიარა ტკივილმა ძვლებში. ფეხებმა საწოლი გაამტვრიეს, ხელები უზომოდ გამიდიდდა.  წამოწევა ვცადე, მაგრამ სულ ტყუილად. ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვსქელდებოდი და ვდიდდებოდი. რამდენიმე წამში თავი უკვე ჭერზე მქონდა მიბჯენილი და თუ კიდევ განვაგრძობდი ზრდას, კისერი  მომტყებოდა. ის კი, ჩეშირული, ტივტივებდა ერთ პატარა ადგილას ( რომლის გავსებაც მე ჯერ ვერ მომესწრო) იკრიჭებოდა და მეკითხებოდა: არ გაგიარა თავის ტკივილმა?

Continue reading “ალისა მეტროში”

რჩეული ვიდეოები II (animated)

ძალიან მარტივი გრაფიკით ხანდახან დიადი იდეებიც შეიძლება გადმოიცეს, ან შეიძლება არც ისე დიადი, მაგრამ სასაცილო..

1. Bruno Bozzetto

ეს კაცი ნამდვილი გენიოსია.  მწერალი რომ იყოს, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი მის მოთხრობებს. მარტივად გადმოსცემს სათქმელს, საინტერესოდ ხუმრობს და ძალიან გასაგებადაც. ერთხელ დამესიზმრა, მე და ბრუნო როგორ ვისხედით იტალიის ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ  პიცერიაში და ვჭამდით პიცას, რომელიც პრეგოს პიცის ასლი იყო. ბრუნო წუწუნებდა, რომ ცომი ძალიან სქელი იყო, ყველი კი ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო.. მერე მიხვდა, რომ თავი მომაბეზრა წუწუნით და სასხვათაშორისოდ თქვა: დარტყმული ხალხი ვართ იტალიელები, არ შეიმჩნიო. მე გავუღიმე და ვუთხარი: შენ ქართველები უნდა ნახო.. Continue reading “რჩეული ვიდეოები II (animated)”

რჩეული ვიდეოები (I)

კარგა ხანს ვიფიქრე, ამ პოსტისთვის + 18 დამეწერა თუ არა და ბოლოს გადავწყვიტე, რომ არ ღირდა. მართალია, პოსტი ძირითადად ეროტიკულია, მაგრამ არაფერია ისეთი, რისი ნახვაც არ შეიძლება,   ეს ის ვიდეოებია, რომლებმაც იუტუბიდან პირდაპირ ჩემს აიპოდში გადმოინაცვლეს. my top-played : )

1. I can hardly wait

დაივიწყეთ ლესბი-პორნოში ნანახი გოგოები, დაივიწყეთ ყველა სტერეოტიპი გოგოების კოცნის შესახებ. უბრალოდ უყურეთ ვიდეოს, რომელსაც მეც არ ვიცი, მერამდენედ ვუყურებ და მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც  ალბათ შეგიყვარდებათ.

Continue reading “რჩეული ვიდეოები (I)”