ყველაზე კარგი თებერვალი

1jasmine
რამდენი წლის იყავით, როცა მიხვდით, რომ თქვენი ტვინი თქვენი სხეულის ნაწილია? როდის გააცნობიერეთ, რომ ეს სხეული თქვენია? მე  ზუსტად მახსოვს ეს მომენტი.  4 წლის ვიყავი. რკინის მაღალ კიბეებზე ჩამოვდიოდი და ფეხი ამისრიალდა. დავგორდი. ძალიან ბევრი რამე მეტკინა, ახლაც უამრავი ნაიარევი მაქვს იმ დაგორებიდან შემორჩენილი. ვტიროდი და მაშინ მივხვდი, რომ ეს სხეული ჩემია. მივხვდი, რომ მხოლოდ თვალები და მუდმივად მოლაპარაკე პირი არ ვარ. ეს მუხლები, რომლებიც ახლა ჩალურჯებულია, ჩემია. ეს სისხლიც ჩემია. მივხვდი, რომ ჩემს შიგნით რაღაც მანქანაა, რომელსაც უნდა მოვუარო იმისთვის, რომ თვალებმა და პირმა კარგად იმუშავოს.

ეს შეგრძნება, სხეულის მოვლის მოთხოვნილება ყოველთვის სწორ გზაზე მაყენებს ხოლმე.  გარდა ეთიკური მოსაზრებებისა, სხეულზე ზრუნვის გამოც გავხდი ვეგეტარიანელი.  ამავე მიზეზით დავიწყე ბევრი ხილისა და ბოსტნეულის ჭამა, შემიყვარდა წვნიანები და შემძულდა ქუჩაში ნაყიდი ლობიანები. ვიტყოდი, სხვა ისეთი არაფერი-მეთქი,მაგრამ ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ: თებერვალში სიზარმაცეს ვაჯობე და ვარჯიშს სერიოზულად შევუდექი. თავიდან 15 წუთიანი ვარჯიშით დავიწყე დღეში. მერე აზარტში შევედი და  ვვარჯიშობდი  ყველანაირად: სახლში იატაკზე, სახლში ჰულაჰუპით, დავდიოდი ფეხით, ვიდექი როლიკებზე და ბოლოს გადავწყვიტე, ეს ქაოსი რამე სისტემაში მომექცია. ასე აღმოვჩნდი “კლუბ 71”-ში.

Continue reading “ყველაზე კარგი თებერვალი”

შემოქმედებითი წერა

დღეს შემოქმედებითი წერის ლექციაზე ლექტორმა არასტანდარტული დავალება მოგვცა. სტუდენტებს დაგვირიგა ,,ჩეკები”, რომლებიც კაფე ,,კალადან” იყო აკრეფილი. ჩვენ მათ მიხედვით რამე უნდა დაგვეწერა (მოთხრობა, ნოველა, ისტორია). ჩემი ჩეკი ასეთი იყო.

კაფე ,,კალა” (წინასწარი ჩეკი)
მაგიდა # 79
თარიღი: 19/10/11
გაიხსნა:   17 : 12
ბოლო შეკვეთა:  17 : 39
დაიბეჭდა:  17 : 57

მიმტანი: ლიზი

სალათი:
კიტრი, პომიდორი ნიგვზით                 1 x 8.5 = 8.5

ცხელი კერძი:
შებოლილი ქათამი სოუსში კეცზე      1 x 15.4 = 15.4

კუპატი                                                           1 x 13.8 = 13.8
ღვინო თეთრი (150 გრ)
წინანდალი ,,თელ.ღვ.მარ”                   2 x 7.4 = 14.8
ჯამი: 52.5
სულ: 57.75

დავალების შესასრულებლად 30 წუთი გვქონდა.
ეს კი ჩემი ნოველაა : ]

ხუთზე უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათები არ მიყვარს, მაგრამ იმ ორშაბათებს, რომლებზეც ჩემი უფროსი ავადმყოფობს, პრინციპში, არა უშავთ. ზაზას დავურეკე. ძალიან მეზარებოდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. წინა დღეს დავპირდი, რომ შევხვდებოდი:

Continue reading “შემოქმედებითი წერა”

სიარული და ჯდომა

ჯდომა კლავს :/
ჯდომა კლავს :/

ქალაქში სიარული სასარგებლოა. საერთოდაც, სიარული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჯდომა, მაგრამ მე მაინც ჯდომა მირჩევნია ხოლმე. შევატყვე, რომ ჯდომა წოლასაც მირჩევნია და ამბობენ, რომ ეს ცუდია, ძალიან ცუდია, რადგან ადამიანის სხეული არაა შექმნილი იმისთვის, რომ დიდხანს იჯდეს. თუმცა ეს მოსაზრება გადასახედია. ვინ იცის, რისთვისაა შექმნილი ადამიანის სხეული?ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ხორცი და  კენკრა ჭამოს, ინადიროს, შიშველმა იაროს, იშვიათად იბანავოს და გამრავლდეს.  მაგრამ ჩვენ ხომ ამის გარდა უამრავ რამეს ვაკეთებთ, არა? არის თუ არა ადამიანის სხეული შექმნილი იმისთვის, რომ კოსმოსში იფრინოს, ან იმისთვის, რომ ღრმად ჩაყვინთოს ოკეანეში? ან თუნდაც იმისთვის, რომ გლობალური დათბობის პირობებში იცხოვროს და ისუნთქოს მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქების ყველაზე ბინძური ჰაერი? მგონი, არა. მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვძლებთ. ამასთან შედარებით ჯდომა უმნიშვნელო რამე მგონია.

Continue reading “სიარული და ჯდომა”

ქართული ბლოგინგის დღეები _ done!

დამთავრდა ქართული ბლოგინგის დღეები. უნდა აღინიშნოს, რომ წელს ამ მოვლენის შესახებ გაცილებით ნაკლები ხმაური იყო, ვიდრე შარშან.

შარშან  ძალიან ბევრი ადამიანი გაბრაზდა (გავბრაზდით) თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩენის გამო.

შარშან არავის უთქვამს, რა პრინციპით შეარჩიეს ბლოგერები[ სტაჟი?სოცმედია- ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება? ბლოგზე ვიზიტორების რაოდენობა? კაიტიპობა?]

შარშან ვერავინ ამიხსნა, მაინც რას აკეთებდნენ ეს ბლოგერები იქ საყოველთაო კეთილდღეობისთვის.

წელს კი ყველაფერი გასაგები იყო. გამოცხადდა კონკურსი, გავაგზავნეთ პროექტები და აარჩიეს საუკეთესო ვარიანტები.. თუმცა, ჰმ.. ისა. საუკეთესოები კი არა, ყველა აგვარჩიეს. გამიტყდა.

ყველას წამოყვანა რომ ცუდი იდეა იყო, ეს პროექტების პრეზენტაციაზე გამოჩნდა. ზოგიერთ პროექტს საშინლად ეტყობოდა, რომ მის ავტორს არაფერზე უფიქრია ზღვაზე დასვენების გარდა.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებას… და და და დააამ! თუ გინდათ, ნუ დაიჯერებთ, მაგრამ

Continue reading “ქართული ბლოგინგის დღეები _ done!”

ჩემი შეყვარებულის შეყვარებული

ჩემი შეყვარებულის შეყვარებული უცნაური გოგოა. უცნაური იმიტომაა, რომ სავსებით ჩვეულებრივია. ანუ: ჰყავს გოგონები, რომლებთანაც მეგობრობს, არ აქვს მიდრეკილებები თავისსავე სქესისადმი, ძალიან ცოტას სვამს და ისიც ძალიან იშვიათად, რაც ასევე ძალიან უცნაურია. ჩვენს საზოგადოებაში ხომ ყველაფერი, რაც სუბკულტურის ნაწილია, მალევე ხდება მასობრივი. ეს კი ნამდვილ ალტერნატივშიკებად მათ აქცევს, ვინც ლედი გაგას უსმენს და ფეხის ფრჩხილებზე ,,ფრენჩს” იკეთებს.
ჩვენ ყველანი (მე და ჩემი მეგობრები) განსაკუთრებულები ვართ. ჩვენ ყველანი ინდივიდები ვართ ამ სიტყვის ყველაზე სნობური გაგებით (ეს სიტყვაც სნობური მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს). ამიტომ ხშირად ვსაუბრობთ ,,უცნაური” ტერმინებით, ვციტირებთ ,,უცნაურ” და ,,ჩათლახ” მწერლებს, ვუსმენთ ექსტრა-პიზდეც სიმღერებს, რომელთა არსებობაც მათ შემსრულებლებსაც არ ახსოვთ … იმისთვის, რომ ძალიან უცნაურები გამოვჩნდეთ, არც ისეთი სისულელეების თქმას ვერიდებით, რომ რობოტები უფრო აღგვაგზნებენ, ვიდრე ქერათმიანი ნაშები, რომ ფეტიშები გვაქვს, რომ ვეგეტარიანელები და ბისექსუალები ვართ (ან ერთად_ ვეგეტარიანელი ბისექსუალები ვართ :D), მივდევთ იოგას და.. მოკლედ, ჩვენ ყველანი ძალიან ,,თავისებურები” ვართ.

Continue reading “ჩემი შეყვარებულის შეყვარებული”