პრინცესების ცხოვრება არც ისეთი მარტივი და ვარდისფერია, როგორიც ჩვენ გვგონია. პრინცესა თუ ხარ, ესე იგი უსაშველოდ მოსაწყენ ადგილას იზრდები, დედა დაბადებისთანავე გიკვდება, მამაშენს ქალი რომ მოუნდება, მოჰყავს ცოლი, რომელსაც სასტიკად არ მოსწონხარ და მისი დავალებით მთელი დღე რეცხავ, წმენდ და ალაგებ. ხო, ხანდახან ვაშლის ნამცხვარს აცხობ და ჩიტებთან ერთად მღერი. დიდი ვერაფერი შეღავათია. მამაშენი ნამდვილი ჩვარია, ხმას არ იღებს, შენ კი იმდენად სულელი ხარ, რომ სახლიდან ფეხსაც არ იცვლი, თუ ვინმემ არ გაგაძევა. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ ნამდვილად იცი, შენი პრინციც გამოჩნდება ოდესმე, მაგრამ.. You can’t always get what you want.

ზღაპარია უზარმაზარი სასახლეები, ზღაპარია ფერიების შეკერილი კაბები, ზღაპარია დაუსრულებელი მეჯლისები, სიმართლე ისაა, რომ 7-ვე ჯუჯას ფიფქიას გაჟიმვა უნდა, კონკიას პრინცს ფეტიში აქვს ბროლის ფეხსაცმელზე, ჯადოსნური ჯოხი კი, შენი ყველა ოცნება რომ უნდა აასრულოს, მხოლოდ და მხოლოდ ვიბრატორია : )
დინა გოლდსტეინმა გადაწყვიტა ეჩვენებინა, როგორია ზღაპრები თანამედროვე რეალობაში და რისი გადატანა მოუხდებოდათ ზღაპრის გმირებს, ახლა რომ ეცხოვრათ. ამ ფოტოებს რომ უყურებ, ალბათ, იმაზეც უნდა იფიქრო, თუ რამხელა უფსკრულია სამყაროზე ჩვენს ბავშვურ წარმოდგენებსა და რეალობას შორის. ამ უფსკრულს კი ყველა ერთად ქმნის, მშობელი, ძიძა, მასწავლებელი, ზღაპრები, მულტფილმები, სათამაშოები .. ქმნის იმისთვის, რომ ერთ დღესაც თავზე დაგექცეს ყველაფერი, პრინცისგან გულნატკენი დაემხო ბალიშზე და გულამოსკვნით ატირდე. დისნეის პრინცესები კი არასდროს ტირიან : )
Continue reading “დაცემული პრინცესები” →
Like this:
Like იტვირთება. . .