კარგა ხანია, არაფერი მომიწერია. ახლახან დავფიქრდი, შენ თუ რამით გამოირჩევი ჩემი სანაცნობოდან, ეს არც შენი უცნაური წერის მანერაა, არც ის, რომ არ გიცნობ, არამედ სწორედ ის, რომ მე შენ გწერ(დი).
სხვას ვერ ვიხსნებ, ვისთვისაც წერილის მიწერა ასე გამიხარდებოდა.
ხოდა, გამარჯობა, ბიო. ანინა დაბრუნდა.
დღეს მინდა სახლებზე გელაპარაკო.
ჩემს სახლში რომ შემოიხედო, ეგრევე იტყვი, რომ ეს არის ყველაზე ლიტერატურული ბუნაგი, რაც კი გინახავს.
ძალიან ჰგავს მწერლის სახლს.
ბევრი წიგნია, ყავის ჭიქები, არყის ბოთლებიც (ეს ჩვენში დარჩეს).
ციხესაც ჰგავს. მე ორსართულიანი საწოლი მაქვს და გისოსები ფანჯრებზე..
ნამდვილი ნესტან-დარეჯანი ვარ.
კიდევ რას ჰგავს ჩემი ოთახი..
მართლაც და რას ჰგავს
აქ იპოვი პალანიკის ნაწლავებს (მოთხრობაა, მართლა პალანიკის ნაწლავები არ გეგონოს)
ზოგადი ენათმეცნიერების კურსის სილაბუსს (ეს უცნაური სიტყვა იმისთვისაა მოგონებული, რომ სტუდენტებს სწავლა მისტიკური რამე ეგონოთ. ზოგადად, სილაბუსი სასწავლო გეგმას ნიშნავს)
კიდევ_ სარკეს, რომელშიც აღარ ვჩანვარ. ძალიან გასაწმენდია.
ტანსაცმელს_ წიგნებთან შედარებით ძალიან ცოტა ტანსაცმელია. ამიტომაც, მე უფრო ჭკვიანი ვარ, ვიდრე_ ჩაცმული, თუ როგორცაა.
კიდევ_ ფურცლებს. უმეტესობას ზედ ახატია ფისო.
იმიტომ, რომ ფისო არ მყავს.
აი, რა აკლია ჩემს ოთახს.
ერთი ცალი ფისო.
მაგრამ შენ როგორ ფიქრობ, აზრი აქვს ფისოს მოყვანას მარტში?
მგონი, არა..
შენ კი, ბიო. მარტო ცხოვრობ, ხო?
შენს სახლში აუცილებლად იქნება გასარეცხი ჭურჭელი, ტაფა, რომელზეც ახლახან შეწვეს კვერცხი, მაგიდაზე_ საფერფლე და არყის ჭიქა.
დიდი მაგიდა კომპიუტერისათვის და დიდი მოწყენილობა.
შენ არ გყავს ფისო?