შაბათის ,,ნოუთი”

საინტერესო შაბათები იშვიათად მაქვს. შაბათს, როგორც წესი, გვიან ვიღვიძებ (ეს იმიტომ, რომ საინტერესო პარასკევები მაქვს). მერე სიზარმაცის გამო ვწყვეტ, რომ სახლიდან ფეხის გადგმას აზრიც არ აქვს და მთელი დღე ტვ-შოუებს ვუყურებ. შაბათი ჩემთვის სახლის დღეა. თუმცა, ყველა  შაბათი_ არა. აი, მაგალითად,  წინა შაბათს გადავწყვიტე, თმა შემეჭრა. რაც სახლიდან გაუსვლელადაც ხერხდება, მაგრამ ცუდად.

ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას ადამიანები დეპრესიის ჟამს იღებენო. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ  მე დეპრესია დანამდვილებით არ მაქვს. უბრალოდ ხანდახან  მოწყენილი ვარ. თმის შეჭრა კი ახალი ტანსაცმლის ყიდვასავითაა, ოღონდ უფრო იაფი ჯდება.

შაბათის გეგმა ასეთი იყო:

  • თმის შეჭრა
  • მიოსთვის, ჩემი ბაჭიისთვის სალათის ფურცლების ყიდვა
  • თბილისი მოლში წასვლა

ჰოდა, წავედი და შევიჭერი. შეჭრის შემდეგ კი დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. მომეწონა. გავმხიარულდი და მივხვდი, რომ სახლში შეყუჟვა გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა. სამყაროს ჩემი ახალი თმა უნდა ენახა.

მერე მიოს სალათის ფურცლები ვუყიდე და მეგობარს დავურეკე.

Continue reading “შაბათის ,,ნოუთი””

პურის რიგებში გაკეთებული თაობა

ჩვენ ორ რამეს გვატყუებდნენ ბავშვობაში: როგორ ჩნდებიან ბავშვები და ვინ აქრობს შუქს.  ორივე ამბავი დაახლოებით ერთად გაირკვა მაშინ, როცა ათიოდე წლისა ვიყავი და ამ ორ ამბავს შორისაც  იყო რაღაც იდუმალი კავშირი: როცა შუქი ქრებოდა, ხალხი ბავშვების ,,კეთებას” იწყებდა.

90-იან წლების key-word ჩემთვის უშუქობაა. მაშინ ჩვენ ყველას რაღაც პასიური აგრესია გვქონდა ამ მოვლენის მიმართ. ჩვენ არ მოგვწონდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ვერ წარმოგვედგინა, როგორ უნდა ყოფილიყო სხვანაირად. რატომღაც მეგონა, რომ თუ (!) არსებობს ქვეყანა, სადაც შუქი არასდროს ქრება, ალბათ, ამ ქვეყანაში მხოლოდ გაზულუქებული ადამიანები ცხოვრობდნენ. იმიტომ, რომ შუქი თუ გაქვს, ესე იგი, ყველაფერი გაქვს, რაც გინდა. და თუ ყველაფერი გაქვს, რაც გინდა, გაზულუქებულიც ხარ.

Continue reading “პურის რიგებში გაკეთებული თაობა”

მმკ_ქრისტოფაშიზმი

სულ ცოტა ხნის წინ ჭავჭავაძის უნივერსიტეტში ( იქ, სადაც გუშინ საშინელი მოვლენები ვითარდებოდა) საუბარი მორალის კანტისეულ გაგებაზე გვქონდა და რა თქმა უნდა, ვახსენეთ კატეგორიული იმპერატივიც: ,,თუ გსურს მიხვდე, არის თუ არა შენი ქცევა მორალური , ჰკითხე შენს თავს, ისურვებდი, რომ შენი მაქსიმა უნივერსალურ კანონად ქცეულიყო?” კანტს სწამს, რომ  ადამიანი ბუნებით გრძნობს, რა არის სწორი და რა_ არა, შესაბამისად როგორც კი საკუთარ ქცევას განაზოგადებს, მიხვდება, არის თუ არა  მისი საქციელი მორალური.  დასკვნის გაკეთების ერთადერთ წინაპირობად კანტი განათლებას ასახელებს. გაჩნდა კითხვა:  იქნებ არსებობს გამონაკლისებიც? ჰიტლერი არ იყო გაუნათლებელი, მაშინ რატომ ვერ მიხვდა საკუთარი პოლიტიკის ამორალურობას?  პასუხი კი ასეთი იყო: ჰიტლერს არც უცდია საკუთარი საქციელისათვის მორალის თვალით შეეხედა. იგი, ისევე როგორც ნიცშე, ფიქრობდა, რომ მორალი ამორალურია : ) მე მაინტერესებს, მიაჩნიათ თუ არა მორალურად მმკ-ს წევრებს საკუთარი საქციელი. ვფიქრობ, მიაჩნიათ. ამით განსხვავდებიან ისინი ჰიტლერისაგან.

Continue reading “მმკ_ქრისტოფაშიზმი”

3 საუბარი მომხდარის შესახებ

1)

[11:37:46 AM] – anina: rogor xar
[11:37:51 AM] – anina: gtkiva rame?
[11:38:23 AM] …1100…: loyebi
[11:38:31 AM] …1100…: tvaltan ro dzvlebia
[11:38:33 AM] …1100…: amoweuli
[11:38:34 AM] …1100…: egeni
[11:38:37 AM] …1100…:
[11:38:45 AM] – anina: bicho, dzaan vinerviule
[11:38:48 AM] – anina: girekavdi
[11:38:57 AM] …1100…: saxlshi damrcha teli
[11:38:58 AM] …1100…: 😦
[11:39:01 AM] – anina: calke shenze vneviulobdi
[11:39:03 AM] – anina: calke_
[11:39:06 AM] – anina: gagarinze
[11:39:11 AM] – anina: imas vigac 10 tipi aekida
[11:40:28 AM] …1000…: ho
[11:40:32 AM] …1100…: gagarinic magar sharshi iyo
[11:40:37 AM] …1100…: mere sikoc cemes
[11:40:37 AM] …1100…: janashia
[11:41:10 AM] – anina: au
[11:41:20 AM] – anina: mec ragac cudad miyurebdnen

[1:48:41 PM] …1100…: neknebi mtkiva sashilad

Continue reading “3 საუბარი მომხდარის შესახებ”

,,საიდუმლო სირობა” და სირული ორშაბათი

ორშაბათები არ მიყვარს, თუმცა დღევანდელი ორშაბათი უფრო არ მიყვარს, ვიდრე ნებისმიერი სხვა.  დღეს ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტთან გაიმართა აქცია, რომელიც თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან ,,კულტურულ” ღონისძიებად. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები პოლიტიკოსებთან ერთად აპროტესტებდნენ ერეკლე დეისაძის წიგნს, ,,საიდუმლო სირობას”. აბა თუ მიხვდებით, რას მოითხოვდნენ ისინი?! ტირაჟის ამოღებას?_ არა. გამომცემლობისაგან ბოდიშის მოხდას?_ არა.  ახსნა-განმარტებას? არამც და არამც. ისინი მოითხოვდნენ ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომას.

საინტერესოა, რა დააშავა გიგი თევზაძემ, რომელმაც ისიც კი არ იცოდა, რომ  ,,საიდუმლო სირობის” პრეზენტაცია ,,ლიგამუსში” უნდა გამართულიყო.  ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი აქციის მონაწილეებსაც კი არ ექნებათ, მაგრამ დასაწყისისთვის გავარკვიოთ ის, რომ ლიტერატურა დღევანდელ მოვლენებთან არაფერ შუაშია. იმ ადამიანთა უმრავლესობას, ვინც მიტინგზე იყო შეკრებილი,  ისიც კი არ ეცოდინებოდა, რამდენი მოთხრობაა შესული წიგნში. მათ შეუძლებელია უყვარდეთ ლიტერატურა, რადგან კითხვა იმდენად ათავისუფლებს გონებას ჩარჩოებისაგან, რომ რწმენის მახინჯი ფორმებისათვის იქ ადგილი აღარ რჩება.

Continue reading “,,საიდუმლო სირობა” და სირული ორშაბათი”