ძველი მეგობრის ბლოგი

რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა  გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე.  ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.

მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები  და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა.  ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით,  ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი  ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.

Continue reading “ძველი მეგობრის ბლოგი”

საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები

Another day spent home, doing nothing. . .
almost nothing.
That’s how I live, I’m lonely and boring, full of unattained goals. .

ხდება ხოლმე, სახლში ძალიან მთვრალი ბრუნდები, შედიხარ საშხაპეში, ძალიან ცხელ წყალს უშვებ და ფიქრობ, რომ ცოტაც და გული აგერევა. იცი, რომ როგორც კი გამოხვალ, დაგხვდება დედა, რომელმაც შენ გამო არ დაიძინა და გეჩხუბება.  შენ იმედოვნებ, რომ ის სასმელის სუნს ვერ იგრძნობს. პრინციპში, შეგიძლია მასთან შეხვედრა ცოტა გადადო, მაგრამ ძალიანაც არა. შეგიძლია, შხაპში დიდხანს დარჩე, სანამ წყალი  არ გაცივდება და შენც არ გალურჯდები.  მერე კანკალით გამოხვიდე, პირსახოცი მოიხვიო და ძალიან სწრაფად შეძვრე ლოგინში. თმას არ გაიშრობ, თვალებს მაგრად დახუჭავ და საკუთარ თავს მისცემ პირობას, რომ ეს აღარ განმეორდება. რა თქმა უნდა, შეგიძლია, ასე მოიქცე. შეგიძლია, საკუთარ თავს იმდენი პირობა მისცე, რამდენიც გინდა, რადგან შენ თვითონაც იცი _  საკუთარი თავის მოტყუება ყველაზე ადვილია.

Continue reading “საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები”

13-19 (I)

ვიცი, სათაურის წაკითხვისას  რაც გაიფიქრეთ_ თინეიჯერი (ოდნავ დამცინავი ტონით, თუ არა?). ოდესმე დაგიფიქსირებიათ, რომ როცა ანინას ბლოგზე შემოდიხართ, თინეიჯერის ბლოგზე ხვდებით? მე დღეს პირველად დავაფიქსირე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემს ბლოგს თინეიჯერულად არ ვთვლი. აბა როგორი წარმომიდგენია თინეიჯერული ბლოგი? აი ისეთი, რომ შედიხარ და დიდი გული გეჩითება  წარწერით: მე რომ მენატრება, მას თუ ვენატრები..


მოკლედ, მე თინეიჯერები არ მიყვარს, მაგრამ რადგან ზუსტადაც ,,თინეიჯერული პონტია”  რაიმე ფენომენის(მოვლენის, ადამიანის, ღირებულების) მომწონს-არმომწონს კრიტერიუმებით გაკრიტიკება, მოდი, ცოტა შორიდან მოვყვეთ..

საცდელი ობიექტი_ ანინა. 19 წლის.

Continue reading “13-19 (I)”

მომავალი კასმანავტკას დღიურები

თუკი არსებობს პრინცესას დღიურები, გეიშას დღიურები, ბრიჯიტ ჯონსის დღიურები, რატომ კასმანავტკას დღიურები არ უნდა არსებობდეს? რომ არსებობდეს, ალბათ,  ასეთი ჩანაწერით  დაიწყებოდა:

20.05.2010: no comets

21.05.2010: still no comets

22.05.2010: no fucking comets.

23.05. 2010: whatever. keepin diaries sucks

Continue reading “მომავალი კასმანავტკას დღიურები”

ბიოანინა Volume 4 (?)

აღარ მახსოვს მერამდენე წერილი ბიოჰას : )

გამარჯობა, ბიო. სკაიპში არ ვარ, თორემ მეცოდინებოდა, გღვიძავს თუ არა. მამენტ, სულ ერთია.
გუშინ ინტერნეტი დამესიზმრა.
არც რომელიმე საიტი, არც სკაიპი, არც გუგლი და არც ვიკიპედია, არამედ მთელი ინტერნეტი.
ჯერ თავბრუ დამეხვა და ვცადე, ნაცნობ ლოგოებს ჩავბღაუჭებოდი, ფეისბუქი, გუგლი, იაჰუ..
მერე ესენი უშველებელ მონსტრებად გადაიქცნენ და სპამების წვიმა დამაყარეს. პარალელურად გვერდით ინთებოდა ფანჯარა, რომელიც მატყობინებდა, რომ მეათასე ვარ, ვინც ასე კვდება და ჯილდოს მისაღებად უნდა დავაკლიკო სადმე.
ჩემი ანტივირუსი კომპს ვირუსებით მივსებდა და მე მივდიოდი მწვანე მინდორზე, სადაც აქედან და იქიდან ინთებოდნენ ფანჯრები, მავიწყდებოდა პაროლები და მიგზავნიდნენ მეილზე, მერე ისევ მავწყდებოდა და პროგრამა დედას მაგინებდა სკლეროზისათვის.
მოკლედ, კაშმარ.
და რა გავაკეთე ყოველივე ამის მერე? ნაცვლად იმისა, რომ მომეყოლა წყლისთვის, დედისთვის, დაქალისთვის, ჩავრთე კომპი და მოგწერე ინტერნეტწერილი.
ახლა რომ დავიძინებ, ფორუმებიც დამესიზმრება. უკვე ვხვდები სცენარს.
მომდის იმდენი პიემი, რომ გახსნას ვერ ვასწრებ და ყველას აუცილებლად უნდა ვუპასუხო. მოდერი შლის ჩემს ოფფტოპიკ სიზმრებს და ადმინი ჩემს ტვინს ადებს ბანს…
შენ როგორ ხარ?

Continue reading “ბიოანინა Volume 4 (?)”