საპნის ბუშტების დღე

თურმე ხანდახან უნდა გადახედო ფეისბუქზე ივენთ ინვითეიშენებს. შეიძლება სადმე ძალიან გრილ, ძალიან კარგ ადგილას აღმოჩნდე მშვენიერ სანახაობაზე.  ასე ამოვყავი თავი გუშინ თუ გუშინწინ საპნის ბუშტების საერთაშორისო დღეზე კუს ტბაზე  (:დ). რომელიმე იყავით? არა მგონია. ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, ეს ამბავი შეგახარბოთ და ეფექტური შეხარბებისთვის ფოტოებიც გამოვიყენო.

Continue reading “საპნის ბუშტების დღე”

ძველი ამერიკა

დღეს რატომღაც ვცადე ძველი (1900-1930) ამერიკა წარმომედგინა და გამიჭირდა. აი,  ისეთ წარმოდგენას ვგულისხმობ, თვალებს რომ დახუჭავ და დაინახავ. ვიცი, როგორია  მეორე მსოფლიო ომის პერიოდის ამერიკა, ვიცი, როგორია 70იანი წლების ამერიკა, თანამედროვე ამერიკაც ვიცი. აი, მეოცე საუკუნის დასაწყისი ამერიკის ,,იმიჯები” კი არ მაქვს თავში. რატომღაც მგონია, რომ მაშინაც კი, როცა  თბილისის ქუჩები სავსე იყო  მაწვნებით, ხალიჩებით, ვირებითა და დუდუკებით, ნიუ-იორკი ისევ სწრაფ რიტმში ცხოვრობდა და ჰქონდა ცათამბჯენები, ყვითელი ტაქსები და ,,სტარბაქსის” ყავა. რას ვიზამთ, ყველაფერი სტერეოტიპებისა და ასოციაციური აზროვნების ბრალია.

ჰოდა სტერეოტიპების დასანგრევად  ავდექი, დავსერჩე ,,Early 20th Century America” და ვიპოვე ჩემი აზრით ძალიან მაგარი სურათები : )

Buffalo, NY, about 1905.
Buffalo, NY, about 1905.

Continue reading “ძველი ამერიკა”

2010 summer erotic

მე სულ საქართველოში ვისვენებ. ისიც, თითქმის ერთსა და იმავე ადგილებში, ამიტომაც დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მგონია (და ძალიანაც მგონია), რომ საქართველოში ასეთს ვერაფერს ვნახავ.  მხოლოდ შიშველ სხეულებზეც არაა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივი და ლაღია. ვუდსტოკის დუხში თითქოს..

მომხიბვლელია. enjoy-თ : )

Пустые холмы 2010

Continue reading “2010 summer erotic”

უძილობა, დილის 6

რისი გაკეთება შეიძლება დილის საათებში..რა თქმა უნდა, იმისაც, რაც ახლა გაიფიქრეთ, მაგრამ მაგაზე არ ვამბობ. აი, 6 საათია, ჩემს ყველა ღამურა მეგობარს სძინავს. მშობლებს კლავიატურის ხმა აღვიძებთ, ამიტომ წერა დილის საათებში მეკრძალება, თუ რა თქმა უნდა, ჰაიკუს დაწერას არ ვაპირებ. ამიტომ ვიღებ ჩემს ძველ დღიურს და ვიწყებ საკუთარ თავზე კაიფს. მერე დასკვნებს ბოლო გვერდზე ვწერ.. აი, ეგეთ დასკვნებს: ,,ამ პერიოდში როგორც ჩანს, უფრო მეტს ვფიქრობდი ბიჭებზე, ვიდრე ახლა ვფიქრობ, გარდა ამისა, პრობლემები მქონდა ოჯახში და პავიჩს ვკითხულობდი :))” … გუშინაც ეგრე ვქენი, თუმცა, ეს ბრაით აიდეა ეგრევე არ მომსვლია თავში. მანამდე წიგნების კარადასთან მივედი და დიდხანს ვუყურე წიგნებს, მერე კიდევ ,,ულისე” გამოვიღე  (ჯოისის ,,ელისო”, როგორც ჩემი ძმა ეძახის). რა მოწყენილი უნდა იყო, ეგ რომ გააკეთო დილის 6 საათზე. მით უმეტეს, თუ უკვე 2ჯერ გაქვს წაკითხული.

Continue reading “უძილობა, დილის 6”

კოსმო-ტურისტის ფოტო

როგორ უყვართ ტურისტებს ბანალური კრეატიულობის გამომჟღავნება. ზღვაზე ბრდღვიალა მზე უჭირავთ ხელში, ან  გიგანტურ ქვებს სწევენ, ან კიდევ   პიზას აკავებენ:

Continue reading “კოსმო-ტურისტის ფოტო”

ჯამფ! ფოტოები

ამას წინათ ბლოგერები გავიცანი. სიმართლე გითხრათ, ძალიანაც მეზარებოდა, მაგრამ ლანდიშამ ისე სწრაფად მომიჭრა, 7-ის ნახევარზე  კუს ტბის ასასვლელთან იყავიო, რომ მიზეზების მოფიქრება ვერ მოვასწარი და დავეთანხმე.

გზაში ტაქსისტს შევუყვარდი და ფული არ გამოურთმევია, რაც შეეხება ლანდიშას, სრული 25 წუთით დააგვიანდა და ბოლოს  თეთრი პერანგით მოვიდა ( თეთრ საროჩკაში ამხედრებული პრინცი). მანამდე კი ლეონსიოს და ალუკარდის გაცნობა მოვასწარი. რაღაც მათრობელა სიგარეტს ეწეოდნენ და მომავალ ექსკურსიაზე სუბრობდნენ.

მერე კი ორივემ ფოტოაპარატი გააძრო. მდაჰ. შემეშინდა. არ მიყვარს, როცა მიღებენ, მე რომ ვიღებ, ის მიყვარს. სამწუხაროდ, ისინიც ასე ფიქრობდნენ.  მეც თან მქონდა აპარატი, მაგრამ არ გამომიჩენია.

თმა დაწნული მქონდა, მაგრამ სიცხემ რომ გადაიარა, გავიშალე და ლეონსიოც შთაგონდა.

Continue reading “ჯამფ! ფოტოები”

რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots

დღეს მომინდა უბრალოდ ბოლო დროის  random shot-ები დამედო ბლოგზე. ისეთი სახით, როგორითაც გადავიღე.

1. აგურის სახლი. მე მაქვს აგურის სახლი სოფელში და იქიდან ჩანს მთები. იმ მთებიდან კი ჩემი სახლი არ ჩანს. მთები იმდენად შორსაა და ხედი იმდენად უცვლელია, რომ ხანდახან მგონია, უზარმაზარ პოსტერს ვუყურებ.  მეშლება ნერვები და ვბრუნდები ოთახში. სოფელში მხოლოდ ყავას ვსვამ.

2. კოსმონავტი ცაში. კოსმონავტი ხარ, თუ შენი გვარია გაგარინი, სულ ერთია, შოთა გქვია თუ იური.  მთავარია, გამბედაობა გეყოს და ეშმაკის ბორბალზე აძვრე ისე, რომ ცალ ხელში მეგაფონი გეჭიროს, მერე კი იქიდან კონკურსის გამარჯვებულები დაასახელო. რომ ჩამოხვალ, ხელი გეტკიება, შარვალი დასვრილი გექნება, მაგრამ გაიღიმებ და იტყვი: მერე რა, კოსმონავტი ცაში უნდა იყოს : )

Continue reading “რამდენიმე ,,ჩხაკ!” random-shots”

დღის ეროტიკული ფოტო

ჯეინ ბირკინზე ვარ ჩაციკლული ეს დღეები და ისეთი გულმოდგინებით ვეძებდი მის ფოტოებს, რომ ბოლოს აი რა გამოვთხარე. ეს ქალი ჯეინია. იღებს მისი მეუღლე, სერჟ გინზბურგი.

ფოტო-შეკითხვა

მგონი, ძალიან ადვილი შეკითხვაა. დაასახელეთ ადამიანი, ვისაც პირდაპირ უკავშირდება ეს ფოტო. სწორ პასუხებს დავმალავ დროებით. პირველ სამ გამომცნობს დავაჯილდოებ

grunge photography

grunge სლენგია, ასე 80-იან წლებში წარმოქმნილი და ჭუჭყიანს ნიშნავს. მუსიკის ჟანრიცაა და ფოტოგრაფიისაც. ზუსტად არსად წერია, რას ნიშნავს. მაგრამ ფოტოებს რომ ვათვალიერებ, ვგრძნობ როგორ უნდა გავარჩიო grunge სხვა ფოტოებისაგან. განწყობა მოაქვს ეგეთი, grunge-ული. ფარდულებიანი ამერიკული სახლების (მერე ამ ფარდულებში რომ საშინელებათა ფილმების სცენარი ვითარდება), მიტოვებული ეკლესიების, ძველი მანქანებით მოგზაურობების (ფონი ერთი და იგივე, ყვითელი მიწა და კაქტუსები), ქარის წისქვილების.. მოკლედ, 90-იანი წლების ამერიკის. უფრო სწორად ამერიკის იმ ნაწილებისა, საიდანაც ცათამბჯენები არ ჩანს… grunge არის პატარა მოსაწყენი, სიეტლის ტიპის  ქალაქების ფოტოგრაფია..

Continue reading “grunge photography”