შეხვედრა

ისეთი მოსაწყენი ვინმე იყო,

რომ მასთან ორგაზმის სიმულირებაც კი მეზარებოდა.

გუშინ შემომხვდა ქუჩის კუთხეში:

მღვდელი გამხდარა

თვითმკვლელობის გაკვეთილი

უცნობო ჩემო.
ყველაფერი ავრიე. მორჩა
ხიდიდან ხტება ყველა ხიდი
სუიციდია
ნაპირთან ზიხარ
ნაპირიდან ნაპირი მოჩანს
შენც თვითმკვლელობას აპირებდი. გადაგიდია
მე მდინარე ვარ. მივხრიალებ დინების აღმა
მერე გზადაგზა ვეხეთქები ხეებს ირიბად
დღეს სიზმრად ვნახე, რომ მასწავლა დახრჩობა ხალხმა
და გვამებიან ნაპირებზე გამოვირიყე.
უცნობო ჩემო. ყველაფერი ავრიე. მორჩა
ხიდიდან ხტება ყველა ხიდი
ხტება ვადამდე
ნაპირთან ზიხარ. ნაპირიდან ნაპირი მოჩანს
სხვა გზა არაა. არაა სხვა გზა
უნდა გადახტე!

ხეები და ადამიანები

ამ პოსტს წესით სულ სხვა სახელი უნდა რქმეოდა და სხვა რამეზე ყოფილიყო.  კერძოდ,  აქსელ ერლანდსონზე, რომელმაც შექმნა  ,,ხეების ცირკი” (tree circus) , 1964 წელს კი ისე გარდაიცვალა, რომ არავისთვის უთქვამს, როგორ ახერხებდა ხეების მოთვინიერებას ასე:

მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან ალექსა გამახსენდა. ალექსა შარშან ერთი კონკურსის ფინალში გავიდა ლექსით : ,,ხესთან იდენტობის გაცნობიერების პროცესი”.

Continue reading “ხეები და ადამიანები”