ანინას ამბები

1. ჩემი ყოფილი შეყვარებული გამოსირდა

ამბავი იმაზე, თუ როგორ გამოსირდა ჩემი ყოფილი შეყვარებული _სიტუაცია, რომელშიც აუცილებლად ყოფილხარ შენ ან შენი რომელიმე ნაცნობი.

,,როგორც  წესი, ყოფილი შეყვარებულები მაშინაც სირები არიან, როცა მათი სტატუსი სიტყვა ყოფილს არ შეიცავს, მაგრამ ასეთ დროს ჩვენ საკმარისად ვართ შეიარაღებულნი სხვა არგუმენტებით, რომლებიც იწყება სიტყვით ,,სამაგიეროდ” და მთავრდება ფრაზით : ,,თან, ძალიან ვუყვარვარ”.

2. Young Georgian Lolita(z) ანუ ჩემი პირველი პაემანი

14 წლის რომ ვიყავი, ყველაზე მეტად ქუჩის მუსიკოსები მიზიდავდნენ. ეს არის ამბავი ბიჭისა, რომელიც მიწისქვეშა სამყაროში დავინახე, მიწისზედა სამყაროში  გავიცანი და სადღაც უკვალოდ დამეკარგა. სხვათა შორის, ამ პოსტის დაწერის შემდეგ ის  სასწაულებრივად გამოჩნდა, მითხრა რომ ვახსოვარ და ისევ აორთქლდა. მგონი, ამჯერად დიდი ხნით..

,,მაკდონალდსიდან რომ გამოვედით,  მკითხა, ბიჭისთვის თუ გიკოცნიაო._არა-მეთქი, ვუპასუხე.

_ვაიმე, რა მაგარიაო, აღფრთოვანდა მაშინვე. დავდიოდი და არ მჯეროდა, რომ მასთან ვიყავი. ძალიან რომ დაბნელდა, ჩამეხუტა და მადლობა გადამიხადა. შემდეგ შეხვედრაზე კი არაფერი უთქვამს. ამის საჭიროებაც არ იყო. მე მეგონა, რომ ვნახავდი რამდენიმე დღეში, ფულს აღარ ჩავუგდებდი. უბრალოდ წავიდოდით და იმ ფულით ნაყინს ვიყიდდით.მე იმ დღეს მისი Young Georgian Lolita ვიყავი.’’

3. 13-19

ხანდახან გულწრფელობა საუკეთესო გამოსავალი არაა. მით უმეტეს, როცა იცი, რომ შეიძლება ამ პოსტს შენი ოჯახის წევრებიც წააწყდნენ. სამაგიეროდ, გულწრფელობა თვითთერაპიაა. ეს არის პოსტი იმაზე, თუ რას ვაკეთებდი 13-19 წლამდე, როგორ ვსვამდი, ვერთობოდი და რა პრობლემები მქონდა.

,,ვსვამ, ვსვამ, ვსვამ.. გამოცდებისთვის ვემზადები და ისევ ვსვამ. ვსვამ უცნაურ და უცნობ ხალხთან. ვსვამ ლუდს და არაყს. ახლა უკვე ,,გომსაც”. არადა, სასმელებში კარგი გემოვნება მაქვს. ბევრს ვფლირტაობ, მაგრამ სერიოზული ურთიერთობის დაწყება კატეგორიულად არ მინდა. მოვწონვარ უფროს მამაკაცებს. 30-დან 40 წლამდე. ბევრს. მათ ხარჯზე ყველა სახის ვისკის ვსინჯავ, მერე კი.. უბრალოდ ვადებ..”

4. მეტროს ბოლო მატარებელი

ეს არის ამბავი, რომელიც დაიწერა სიფხიზლისა და ძილის ზღვარზე. უძილობა კი რეალობის აღქმას რადიკალურად ცვლის. (ამ თემაზე უყურეთ ,,მებრძოლთა კლუბს”). ეს არის ამბავი, რომელიც მეტროს არარსებულ ვაგონში მოხდა. პლუს, პოსტის დასაწყისში შესანიშნავი მუსიკა შეგიძლია მოისმინო.

,,მატარებელში ერთი 30-35 წლის ქალიცაა. ქერაა, ოღონდ ბუნებრივად ქერა _ არა. ხელში ტყავის ჩანთა უჭირავს. სახეზე თავის მართლება აწერია (მერე რა, რომ მეტროს ბოლო მატარებლით ვბრუნდები შინ, რამე ცუდი კი არ ჩამიდენია, მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი, იქ თავი ვერავის მოვაწონე და ამიტომაც არც არავინ გამომაცილა). პრინციპულად არ ჯდება. ზუსტად მეძავის პირდაპირ დგას. ვუყურებ და ვფიქრობ, რომ იმ რომელიღაცა სადგურზე ( მეტროს კარები რომ უჩველო მხარეს იხსნება), ეს ქალი სადგურზე მოსხლეტით გადავარდება ”

5.  ჩემი შეყვარებულის შეყვარებული

რას იზამდი, ერთ დღესაც რომ გაგეგო, რომ  შენს შეყვარებულს შეყვარებული ჰყავს? იბრძოლებდი ნებისმიერ ფასად თუ მეტოქის არსებობას შეურიგდებოდი?  ან იქნებ  არაორდინარულობაზე გაქვს პრეტენზია და არ გსურს  ბანალურად მოიქცეთ.. მოკლედ,  წაიკითხე ისტორიის საკმაოდ ,,არაბანალური”  დასასრული.

,, ჩვენ ყველანი (მე და ჩემი მეგობრები) განსაკუთრებულები ვართ. ჩემი შეყვარებულის შეყვარებული კი უცნაურად ჩვეულებრივია. დარწმუნებული ვარ, ამერიკული მელოდრამებიც უყვარს, ძაღლებიც და სხვა გოგოებზეც ეჭვიანობს. ჩუმ-ჩუმად ჩემი შეყვარებულის მობილურსაც ჩხრეკს, ხშირად ურეკავს და უბრაზდება კიდეც, თუ რაიმე საეჭვო შენიშნა.. მე ასე არ ვიქცევი. იქნებ, ამიტომაც ვარ მისი შეყვარებულის შეყვარებული?”

6. მე და მილა

ამბავი იმაზე, თუ როგორ წავედი კიევში ჩემი ბიჭის საძებნელად და თავი მილა იოვოვიჩის მკლავებში ამოვყავი. ლესბოსელების მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები, ჩემ მიმართ უარყოფითად განწყობილი ადამიანები და უბრალოდ, 18 წლამდე ადამიანები ნუ წაიკითხავთ.

,,წითელ კაბას რომ იხდიდა და მწვანეს ჩაცმას რომ აპირებდა, დამიძახა. უშველე რამე ამ შესაკრავს_ მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. შესაკრავს კი არაფერი სჭირდა, გარდა იმისა, რომ შეკრული იყო. ბოლომდე ჩავუხსენი და ზურგზე ვაკოცე. კაბა წელზე დაეკიდა. ახლა მკერდზე შემოვხვიე ხელები. სწრაფად შემობრუნდა. მეგონა, გამაგდებდა, მეგონა, დაცვას დაუძახებდა. ყველაფერს ველოდი, გარდა იმისა, რომ მაკოცებდა”

7. გაიხადე პაკისტანში

2006 წელს თითქმის მომხდარი ამბავი. პოსტი იმაზე, თუ როგორ გავიხადე პაკისტანის აუტანელ სიცხეში აბდულას თვალწინ და როგორ გახდა ეს გახდა ძალიან სახიფათო. ამბის ერთ-ერთი მთავარი გმირი ლაიკაა_ ჭკვიანი ძაღლი კოსმოსიდან.. სხვა გმირებზე კი არაფერს გეტყვით..

,,მეც მომწონს აბდულა. უფრო სწორად, მინდა აბდულა. მას შემდეგ მინდა, რაც პირველად ვნახე შიშველი. მაგრამ ხომ არ ვეტყვი ახლა ამას. მიყურებს. ღაწვებზე ოფლი მასხამს და თმა სახეზე მეწებება. სიფრიფანა კაბა სისველისაგან ტანზე მაქვს მიკრული. სასტიკად მცხელა. არ გინდა, კაბა გაიხადო? _ ამბობს სასხვათაშორისოდ. მე კი მგონია, რომ სერიოზულად ამბობს. შემიძლია გავიხადო კიდეც”

8.  ალისა მეტროში

ეს ალისას პოსტმოდერნული ვარიანტია + საუბარი ამ წიგნზე, არა როგორც საბავშვო, არამედ როგორც მომავლის ლიტერატურაზე. ცოტაოდენი გამომგონებლობა და სითავხედე_ სწორედ ამის გამო მიყვარს ეს პოსტი..

,,გახსოვთ წიგნის დასასრული>? ალისა იღვიძებს და აღფრთოვანებულია: ღმერთო ჩემო, რა საოცარი სიზმარი ვნახეო.. არადა სიზმარი ისეთი იყო, რომ აღფრთოვანებულს კი არა, შეშინებულს უნდა გაღვიძებოდა, მომავალში უძილობა დასჩვეოდა და 19 წლისა ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოებაში ჩაწერილიყო. იქნებ ასეც მოხდა, მერე კი ალისას ანონიმურობის დასაცავად წიგნის დასასრული შეცვალეს, ფსიქოტროპული სიზმარი საოცარ სიზმრად მონათლეს, წიგნი კი_ საბავშვო საკითხავად. არადა რა საბავშვო.. უმალ ,,ბინდს” წავაკითხებ ჩემს ბავშვს, ვიდრე ალისას : ))”

9.  დავფეხმძიმდი 3D პორნოს ყურების შემდეგ..

ეს პოსტი ნამდვილ ამბავზე დაყრდნობით დაიწერა, თუმცა არც ერთი ნამდვილი ამბავი არაა საინტერესო, სანამ მას საინტერესოდ არ მოყვება ვინმე. ეს ვინმე კი ანინა აღმოჩნდა.

,,ჯენიფერი გქვია. ამერიკელი ქალი ხარ, შენი1010 ქმარი წლებია, ერაყში მსახურობს, და ხანდახან (ან არც თუ ისე ხანდახან) როცა ძალიან გინდა, რომ ვინმე მოგეფეროს, პორნოს უყურებ. ყველაფერი ჩვეულებრივად მიდის, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩენ, რომ ფეხმძიმედ ხარ. იბნევი და იხსენებ, რამე ხომ არ მიქარე. არა. არა. ნამდვილად არავისთან გქონია სექსი და არც არაფერი მომხდარა ისეთი.. მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვათ, რაღაც მაინც მოხდა. 1 თვის წინ. აი, ლატარია რომ მოიგე და მერე 3 D მოწყობილობა შეიძინე”

10. 404 not found (error story)

ეს ისაა, რასაც მავანნი ,,geek” იუმორს უწოდებენ. ცნობილი ერორ-კოდების უცნაური განმარტებები. თუ ინგლისური და კომპიუტერი არ იცით, ეს ყველაზე სულელური პოსტი იქნება, რომელსაც კი ოდესმე წაიკითხავთ..

,,404-ს ვერასდროს იპოვი. შეიძლება მხოლოდ იმ გვერდს გადააწყდე, სადაც წერია, რომ 404 ვერ იპოვე. შეიძლება გადააწყდე მაშინ, როცა ცდილობ გუგლში ნაპოვნი სურათებიდან სრულ ზომაზე გადახვიდე ან როცა ერთი ნაბიჯი გაშორებს სანუკვარ პორნოს. ნერვები გეშლება. იხევ ერთი ნაბიჯით უკან (უკვე ორი ნაბიჯი გაშორებს პორნოს) და მერე ისევ ერთი ნაბიჯით წინ (თეთრი პაიკი, E4). 404 მაინც არაა ნაპოვნი და შენ ბრაზობ: გააგებინეთ ვინმემ სერვერს, რომ ფეხებზე გკიდია 404. შენ მხოლოდ მეტი სიშიშვლე გჭირდება და ნაკლები სამნიშნა რიცხვები. სამნიშნა რიცხვს შენ სამი თითის კომბინაციას უჩვენებ. ის კი ისევ იქაა, ორაზროვანი ერორი, 4-ის ჯერადი 404”


11. წარმოსახვითი ბაჭიები

რა უნდა ქნა, როცა შენს პატარას წარმოსახვითი ბაჭიები ჰყავს და რომელიმე მათგანი ავადაა? იქნებ, ექიმთან უნდა მიიყვანო.. ან იქნებ_ თამაშში უნდა აჰყვე..

,,მე ვეუბნები_ მოდი, წამალი დავალევინოთ. შეხედე, სუნთქავს. უბრალოდ ავადაა.

ლიზი წამლების უჯრაში ძვრება.

_ არა, ჩვენ ბაჭიას ეგეთი წამალი ვერ უშველის.

აი, ეს წამალი_ ვუწვდი ცარიელ ხელს”

8 thoughts on “ანინას ამბები

  1. es yvelaferi, dzalian, dzalian, dzalian cudia.
    tumca es jerjerobit mxolod chemi mosazrebaa, magram garkveul situaciebshi sheidzleba sxvebzec aisaxos (mattvis cudad da sazogadoebistvis sasiketod).
    ise cneba ,,sikete” dzalian pirobitia.
    ,,tu ert an met cud adamians mainc gaimdzghvareb jojoxetshi, mashin sazogadoebisa da kacobriobis inashe sakutari vali moxdili geneba”
    ;;chesmaritad patiosan adamians sakutari tavi uyvars, sakutar tavze metad ojaxi, ojaxze metad samshoblo da samshobloze metad kacobrioba.”
    ,,adamiani seqsze da zogadad sxva bunebriv motxovnilebebze maghla tu ar dgas mashin is dzalian axlos aris cxoveltan”
    ,,tu adamians ghmertis gareshe ar sheudzlia adamianad darchena, mashin is arc aris adamiani”

Leave a reply to zaza sutidze კომენტარის გაუქმება