უცნაურია, რომ ადამიანი ხანდახან შთაგონებას იქ პოულობს, სადაც საერთოდ არ ელოდება. ხანდახან მგონია, რომ აი, ახლა რომ წავიდე სადმე ისეთ ადგილას, რომელიც არ მინახავს, საოცარ რომანს თუ არა, მოთხრობას მაინც დავწერ. საინტერესო იქნებოდა, ჩემი მომავალი რომანები ტვინში კი არა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რომ ინახებოდეს. მათ დასაწერად კი იქ ჩასვლა იყოს საჭირო. აი, მაგალითად: ჩავიდოდი ნიუ-იორკში და დავწერდი რომანს ბიჭზე, რომელიც ნიუ-იორკში დაიბადა და ძალიან ეშინია ცათამბჯენების, რის გამოც სახლიდან ვერ გამოდის. პარიზი- 50 წელს გადაცილებული ცოლი და ქმარი, რომლებიც მარტოობის შევსებას მეძავების დაქირავებით ცდილობენ. ბერლინი – ამბავი ახალგაზრდა მხატვარ გოგოზე, რომელიც ჩვენს დროში ისე ხატავს, როგორც თავის დროზე ხატავდა ლეონარდო და ვინჩი. მას ძველმოდურს უწოდებენ და მის ნახატებს დასცინიან, არადა, ის მართლაც მეცამეტე საუკუნის უნიჭიერესი მხატვარია, რომელიც დროში მოგზაურობს.
ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ქალაქები, ქვეყნები, ისტორიები. პრობლემა ისაა, რომ მე ვერსად ვერ მივდივარ და სინამდვილეში, არსად წასვლა არაა საჭირო მოტივაციისთვის. ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება, მას უკვე აქვს- ტვინი, რომელსაც ყველაფრის წარმოდგენა შეუძლია. მე შემიძლია წარმოვიდგინო, რა ცუდია, როცა თვითმფრინავში ზიხარ, ახლახან იპოვე შენი ცხოვრების სიყვარული და თვითმფრინავი ძირს ვარდება. მე შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ მიდიან ადამიანები დედამიწიდან მარსზე და როგორ ენატრებათ მერე საკუთარი სახლები. შემიძლია წარმოვიდგინო, რას ნიშნავს, როცა ფეისბუქზე უამრავი მეგობარი გყავს და ისე_ არც ერთი. და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნებისმიერ სხვასაც შეუძლია წარმოიდგინოს. ახლახან გამახსენდა, როგორ მსაყვედურობდნენ ბლოგის მკითხველები, როცა სექსზე ვწერდი. იმაზე ნუ წერ, რაზეც წარმოდგენა არ გაქვსო. ახლაც, ამდენი ხნის მერეც ვფიქრობ, რომ მაშინ ალბათ ყველაზე სწორი წარმოდგენა მქონდა სექსზე, ისეთზე, როგორიც ის სინამდვილეში არის. მე მჯერა იმის, რომ სახლში გამოკეტილ ტიპსაც შეუძლია დაწეროს გენიალური რომანი მოგზაურებზე, თუ ის საკუთარ ტვინში სწორ ღილაკებს დააჭერს თითს. იმიტომ, რომ ჩვენმა ტვინმა მაშინაც კი იცის, რას ნიშნავს მოგზაურობა, როცა სულ ერთსა და იმავე ოთხ კედელს უყურებს.
რაც შეეხება ერთსა და იმავე ოთხ კედელს. ისევ ქირით ვცხოვრობ და ყოველდღიურ რეჟიმში აღვიქვამ უსახლკაროდ დარჩენის საფრთხეს. ეს არ არის ხუმრობა. ვიღაცისთვის შეიძლება ადვილი სათქმელიც კია: ვერ გადაიხდი ბინის ქირას და დაბრუნდები სახლში, მშობლებთან. სინამდვილეში, დაბრუნება ბევრად რთულია, ვიდრე წასვლა. როცა მიდიხარ, მიდიხარ ოცნებებთან, იმედებთან, გეგმებთან. და როცა ბრუნდები, ბრუნდები რეალობასთან, იმედგაცრუებასთან, დამარცხებასთან. არ იფიქროთ, რომ ცუდი მშობლები მყავს. მე საუკეთესო მშობლები მყავს იმ მშობლებთაგან, ვინც შეიძლება მყოლოდა. მათ მასწავლეს, რომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავეყრდნო, მასწავლეს, რომ გარეგნობაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა, ისიც მასწავლეს, რომ ვალი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიღო, როცა სხვა არავითარი გზა აღარ გაქვს. უბრალოდ, სწორედ იმის გამო, რომ მათ ასეთი გამზარდეს, მარტო მომინდა ცხოვრება და წამოვედი კიდეც. შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები. ნეტავ მათი გადმოსახედიდან როგორ ჩანს ეს ამბავი? ოჯახური შეკრებების დროს არასდროს ვლაპარაკობთ იმაზე, როგორ ვცხოვრობ მე ცალკე. თითქოს სხვა პლანეტიდან მივდიოდე ყოველ კვირას იმ სახლში, სადაც გავიზარდე. მამაჩემი მთავაზობს, რომ ერთხელ გამიკეთებს მთელ ქვაბ აჯაფსანდალს და გამატანს, რომ მერე ერთი კვირა ჯანსაღი საჭმელი ვჭამო. მე ვეუბნები, რომ ვიცი საჭმლის გაკეთება. ვეუბნები, რომ ყველაფერი ვიცი, რაც ადამიანს გადასარჩენად სჭირდება, ჯინსის გაკერვის გარდა. მას კი არ სჯერა, იმიტომ რომ მის თვალში ერთი გათამამებული ბავშვი ვარ, რომელიც ტაქსებით დადის და სამსახურებს წინდებივით იცვლის. ჩემი მშობლები ძალიან ცდილობენ, ისევ იზრუნონ ჩემზე. მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. შეკრული წრეა, რომელიც საბოლოოდ იქამდე მიმიყვანს, რომ მე მხოლოდ ვტირივარ, ჩემს საქმეებს კი სხვა მზრუნველი ადამიანები აკეთებენ.
ისე ზრუნვაზე გამახსენდა, მე როგორც მივხვდი, ზრუნვის ორი ფორმა არსებობს. ერთი; აქტიური და მეორე, პასიური, ანუ დიქტატორული.
სიტუაცია ერთი: ვხედავ, როგორ ახველებს ჩემი მეგობარი.
მე: მიმაქვს ჟაკეტი. ვუკეთებ ცხელ ჩაის, ვეკითხები, რამე ხომ არ უნდა. ხომ არ მოვუმზადო, ვუყიდო, წავუკითხო ან ვუმღერო რამე. ვმოქმედებ ისე, რომ მას არაფრის გაკეთება არ მოუწიოს.
სიტუაცია მეორე: ჩემი მეგობარი ხედავს, როგორ ვახველებ მე
ის: მეუბნება: ჩაიცვი, გაცივდები. ნასკები მაინც ჩაიცვი. დალიე რა ჩაი. იყიდე ბოლოსდაბოლოს ის წამალი, რამდენჯერ უნდა გითხრა. ექიმთან მიდი. ახლავე დაურეკე ექიმს და ჩაეწერე.
რამდენიმე დღის მერე: შენ კიდევ ახველებ? არ აქვს რა შენთან ლაპარაკს აზრი.
ამ ბოლო დროს ბევრი ადამიანი მწერს, რომ ჩემი წიგნი წაიკითხა და მოეწონა. ახალი პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ძალიან მსიამოვნებს ხოლმე იმაზე ფიქრი, როგორ უჭირავთ ჩემთვის უცნობ ადამიანებს ჩემი ფერადი წიგნი ხელში და როგორ ფურცლავენ, როგორ ეღიმებათ ან არ ეღიმებათ. პრინციპში, ასეთი მომენტებისთვის ღირს კიდეც, იყო ინტროვერტი. იჯდე სახლში და ფიქრობდე იმაზე, რაც არასდროს მოხდება. მგონი, მწერლებს საერთოდ არ აქვთ არჩევანი. ან უნდა იცხოვრო, ან წერო იმაზე, როგორ შეიძლება გეცხოვრა.
თუ თქვენც მოგწონთ ჩემი წიგნი, ნუ ეცდებით ჩემთვის ამ ამბის დამალვას. თუ თქვენ ამ წიგნზე ჯერაც არაფერი გსმენიათ, გვიანი არაა, რომ ახლა გაიგოთ. აი, ლინკიც.
..შეიძლება ეს არის კიდეც მშობლის მთავარი გამარჯვება: გაზარდო ისეთი შვილი, რომელსაც შენ მინიმალურად დასჭირდები”.- როგორ გულით ვეთანხმები ამ ფრაზას! მაგრამ მშობლებს და საერთოდ ხანშიშესულ ხალხს მუდმივად სტანჯავს გრძნობა, რომ ისინი აღარავის სჭირდება და მგონი, თავიანთი უუნარობით ღრმა დეპრესიამდეც მიდიან. ამიტომ ცდილობენ უკვე ზრდასრული შვილების ცხოვრების ყოველ დეტალში ჩარევას.
პ.ს. წიგნი მომეწონა! :))
მოგწერე, ახალი პოსტი გთხოვე და მეღირსა.:)
ეს წიგნი შემთხვევით მოხვდა ჩემ ხელში, მახსოვს რამდენიმე საათში წავიკითხე და ძალიან გახარებული ვიყავი ასე საქართველოშიც რომ წერდა ვიღაც 🙂 მარტივად, გასაგებად და კრეატიულად.
მე კი ძალიან არ მინდა, ისევ იზრუნონ ჩემზე, იმიტომ რომ როცა ადამიანები ჩემზე ზრუნავენ, ტირილი მინდება და როცა ტირილი მინდება, ადამიანები კიდევ უფრო იწყებენ ჩემზე ზრუნვას. < მშვენიერია, ზუსტად ჩემზე მორგებული. მიხარია ახალი პოსტი ანინა ❤
უი, იმ დღეს გამახსენდა, მაღაზიაში, ერთ ბლოგერს ვარ აყოლიებული და იმის წიგნი უნდა წამეკითხა-მეთქი და სახელი არ მახსოვდა xD
ვსიო, დავანოუთებ სახელს და წავიკითხავ ეხლა 😀
არადა, როგორი კარგია, როცა შენზე ზრუნავენ… განსაკუთრებით როცა შენი საყვარელი ადამიანი ზრუნავს შენზე… წლების წინ დეპრესიული პერიოდი მქონდა, დეპრესიის მერე ცივ, ვითომ ძალიან მტკიცე და უკარება ადამიანად ვიქეცი. მეც იგივეს ვამბობდი, არ მინდა რომ ჩემზე ზრუნავდნენ, საკუთარ თავზე თვითონ ვიზრუნებთქო.. ერთი სიტყვით ნამდვილ გენად ვიქეცი და ამ სახელითაც მიცნობდნენ კარგა ხანს… მერე გამოჩნდა ჩემი ბიჭი და თავისი რქებით გაიტანა, სანამ არ დამაჯერა, რომ ძალიან კარგია, როცა გივლიან, გეფერებიან და შენზე ზრუნავენ.. მითუმეტეს მაშინ, როცა შენც უვლი, ეფერები და ზრუნავ… ზედმეტი არც ზრუნვა ვარგა და არც შაქარი ჩაიში… მშობლების შემთხვევაში კი იმაზე იფიქრე ხოლმე, რომ ისინი მუდმივები არ არიან… არც ჩვენ… ამიტომ ხანდახან სჯობს სიცოცხლეში აგრძნობინო სითბო და გააკეთო ის, რასაც ბევრი ადამიანი თავის დროზე არ აკეთებს და მერე ძალიან, ძალიან გვიან იაზრებს, რომ შეცდა და ამაოდ ნანობს…
მეწვიეთ ბლოგზე http://kichigeo.wordpress.com
ჰმ, საინტერესოა !
რა კარგი ხარ, ანინა! იმედია, არ გეწყინებოდა, შენი ბლოგი გავაზიარე
ოღონდ გრამატიკული ნაწილაკების: თქო და მეთქის ხმარება გააკონტროლე 🙂
http://moviesgeo.ga/
Hey!
The passenger brought the boy aboard and immediately called police, Fox 5 reported. http://mpr-ra.ru/stemx.php?a2a3
Yours, Josephine Hodges
Hello,
A U.S.-based employee of a Russian real estate company took part in a June 2016 Trump Tower meeting http://modulsv.ru/necessityx.php?6b6a
Bests, Eugenia Simon
Hello,
Look what I’ve just found on the web! It’s so amazing, check it out http://vignoble-selection.fr/local/cache-vignettes/L134xH134/views/wbvwe08/work.php?9899
Bests, Desiree Mclain
Dear!
I’m sure you’ll like the stuff I’ve just found for you, here, take a look http://addigital.ru/them.php?6a6b
Pardon my monkey thumbs, William Vaughn
Dear,
I’ve suddenly came across my friend’s book, I didn’t expect him to become a successful writer. Please read his book here http://141-108.flexible-it.co.uk/builder.php?4140
Bryant Stacy
Dear!
Just take a look at that cool stuff I just have found, it’s so fantastic! Here it is http://sheff-roll.ru/mountainx.php?5f5e
Yours, Francis Ray
Hey!
I’ve read a really useful article recently, you might like it too, please read it here http://www.radio-dlv.com/automatically.php?7b7a
Yours faithfully, Marilyn Tomlinson
Dear friend!
I’m so excited to tell you that, I was impressed so much, please read here http://www.ders-notlarim.com/northwest.php?9594
Later, Audrey Kearney
Hey!
Have you seen that stuff? It’s something crazy, just take a look http://www.loaded123.com/fix.php?8c8d
Yours faithfully, Rufus Sutton
Dear,
I’ve visited a nice place recently, it was really cool! Check it out http://servimira.pt/branch1.php?6b6a
Typos courtesy of my iPhone, Audrey Marcus
Hey,
I’ve recently read a tale filled with amazing facts, it is so true! Please read it here http://jhmviagens.com/typical.php?7a7b
Thanks for your consideration, Timothy Stout