გადამგდებები

large (1)ქართველებს ერთი შესანიშნავი სიტყვა გვაქვს მათ აღსანიშნავად, ვინც დანაპირებს არ ასრულებს- გადამგდები. მოდი, ვიყოთ გულწრფელები და ვაღიაროთ, რომ ჩვენც ვყოფილვართ გადამგდებები. მე პირადად ბევრჯერ დავპირებივარ ძველ მეგობარს, რომ მისთვის დროს გამოვნახავდი, მაგრამ საბოლოოდ დამზარებია ვიქენდზე სახლიდან გამოძრომა. დავპირებივარ ბიჭებს, რომ დავურეკავდი და არ დამირეკავს. დავპირებივარ უცნობ ადამიანს, რომ გადავხედავდი მის ბლოგს და არ გადამიხედავს. მოკლედ, მეც ვყოფილვარ გადამგდები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ზოგიერთ საქმეში გადაგდება არ შეიძლება, დღეს კი სწორედ ასეთ საქმეებზე მინდა ვილაპარაკო.

ამ პოსტის ინსპირაცია თინის ბლოგიდან მივიღე. ამასწინათ წერდა, როგორ გადააგდო კიკალა სტუდიო ტვ-მ  და არ მისცა თანხა, რომელზეც შეთანხმებულები იყვნენ. ხოდა, გამახსენდა ჩემი მტკივნეული გამოცდილება ზოგადად გადაგდებების მხრივ და მომინდა, თქვენთვის გამეზიარებინა.

1. ახლო, ძალიან ახლო მეგობრების გარდა არავის ასესხოთ ფული. ან თუ ასესხებთ, მხოლოდ იმდენი ასესხეთ, რამდენსაც პრინციპში, უპრობლემოდ აჩუქებდით. აი, მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც იოლად გამაბრიყვა და შესაბამისად, აღარც არის ჩემი მეგობარი. ჯერ 100 ლარი მესესხა 1 კვირით და 2 თვეში დამიბრუნა. მერე ბევრი ბოდიში მომიხადა, მთხოვა, მისთვის გამეგო, მოკლედ, ისევ დაიბრუნა ჩემი ნდობა. ამის შემდეგ ერთხელ 50 ლარი მესესხა ერთი დღით და მართლაც შეასრულა დანაპირები. და როცა დავიჯერე, რომ მართლა კარგი ბიჭი გახდა, ისევ მესესხა ასი ლარი და აღარ დამიბრუნა. ზარებს არ პასუხობდა, ქუჩაში მემალებოდა და როცა ძალიან, ძალიან დამჭირდა ფული და კატეგორიულად მოვთხოვე დაბრუნება, აქეთ გამომლანძღა, შენ რანაირი მეგობარი ხარო. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს.
რჩევა: გახდით ისეთი, როგორიც არის ნებისმიერი ბანკი. ადამიანი თუ აგვიანებს ვალის დაბრუნებას, უბრალოდ აღარ ასესხოთ მომავალში ერთი თეთრიც კი.

hate
ყველა გადამგდებს

2. ნამდვილად ვერ დავდებ თავს რომ ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ კაცები უფრო გადამგდებები არიან, ვიდრე ქალები.

3. გადაგდებები სამსახურში

თუ ჯერ არავის გადაუგდიხართ დამქირავებლებიდან, ესე იგი, თქვენ ჯერ კიდევ არსად გიმუშავიათ. ჩემი კარიერა საერთოდაც გადაგდებით დაიწყო. სულ პირველ სამსახურში  2 თვე უფასოდ მამუშავეს იმ იმედით, რომ ამიყვანდნენ და მერე მე თვითონ წამოვედი. მომაძახეს, ერთი თვეც რომ გაგეძლო, აუცილებლად მიგიღებდითო, რაც რა თქმა უნდა, ტყუილი იყო. მერე გავიგე, რომ ზოგადად ასე იქცეოდნენ: ადამიანებს მანამდე ამუშავებდნენ უფასოდ, სანამ თვითონვე არ მიხვდებოდნენ დაქირავებულები, რაში გაყვეს თავი. ჩემმა ერთმა ნაცნობმა ერთი წელი იმუშავა ასე. მე ადვილად გადავრჩი.

მეორედ ,,კლუბმა სტატუსმა” გადამაგდო. ერთი თვე ვიმუშავე და როცა ანაზღაურების აღების დრო დადგა, კლუბი დაიხურა, დამქირავებლებიდან კი ვერავის დავუკავშირდი. ის ადამიანი, ვინც ამ კლუბს ჩემი თავი ურჩია, დღემდე ბოდიშებს მიხდის. მაგრამ ამით ფაქტი არ იცვლება. გადაგდების გულისტკენა სამუდამოა და დაკარგულ ფულზე მეტად შელახული ღირსება გაწუხებს. ვიღაცამ ჩათვალა, რომ შენი გამოყენება ადვილი იქნებოდა და უფასოდ გამუშავა_ თუ ეს არ გამოგიცდიათ, ვერც მიხვდებით, რა შეურაცხმყოფელია.
რჩევა: რატომ ხდება, რომ ყველა დამქირავებელთან კონტრაქტს არ ვაფორმებთ? როგორ ახერხებენ დამქირავებლები იმას, რომ  ყურადღება ჩვენივე უსაფრთხოებიდან სხვა რამეზე გადაგვატანინონ? სქემა დაახლოებით ასეთია: გპირდებიან, რომ კონტრაქტს უახლოეს დღეებში დაამზადებენ, მერე კი უბრალოდ  დავალებებს გაყრიან. შენ ცდილობ, თავი გამოიჩინო და მობილიზებული ხარ. დროდადრო კონტრაქტის ამბავს ახსენებ, მერე გერიდება და ჩუმდები. მე მაგალითად იმისაც მეშინოდა, რომ თანამშრომლებს დავამახსოვრდებოდი, როგორც ”აი ის გოგო, სულ  კონტრაქტის ამბავს რომ კითხულობდა”. ჩემი რჩევა ასეთია, სამუშაოს შესრულებას შეუდექით მას შემდეგ, რაც კონტრაქტი ხელში გეჭირებათ. კონტრაქტი რამდენიმე დღეში იქნება მზად? უთხარით, რომ მუშაობასაც რამდენიმე დღეში დაიწყებთ.

tub24. არსებობს კიდევ გადაგდებები ურთიერთობაში. ტაიმ-აუტზე რომ თანხმდებით და სინამდვილეში ერთ-ერთ მხარეს ყველაფრის დამთავრება აქვს გადაწყვეტილი. მე იმის შესახებაც მსმენია, ბიჭს რომ უთქვამს გოგოსთვის, შენ აღარ დამირეკო, ძაან დაკავებული ვარ და მე თვითონ დაგირეკავ, როცა მეცლება ხოლმეო. შემდეგ კი აღარ დაურეკავს.

რჩევა:ურთიერთობებში გადაგდება მხოლოდ ერთხელ ხდება და ეს გადაგდება ბოლო წერტილია ხოლმე. მისი პრევენცია თითქმის შეუძლებელია. უბრალოდ, თუ თქვენი ბიჭი/გოგო გადამგდები აღმოჩნდა,  ნუ დაგწყდებათ გული და თამამად ილაპარაკეთ მის შესახებ საძაგლობები მის ყველა პოტენციურ პარტნიორთან, საერთო მეგობრების წრეში და სადაც გინდათ, იქ.

თქვენ თუ ყოფილხართ ოდესმე ,,გადაგდების მსხვერპლი”? შეგიძლიათ გულწრფელად გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება, იმიტომ რომ გადაგდებულობა სამარცხვინო არაა. სამარცხვინო გადამგდებობაა 🙂

16 thoughts on “გადამგდებები

  1. ჩემი პირველი სამსახური ისედაც დროებითი იყო, 2 თვე ვიმუშავე, გადამიხადეს და მორჩა.
    შემდეგი სამსახურიდან მეც ზუსტად ეგრე, 2 თვის შემდეგ წამოვედი, რადგან ამ დროის შემდეგ მითხრეს, რომ სტაჟირება 6 თვიანი იყო ;დ
    მესამე სამსახური ახლა მაქვს, მცირე ანაზღაურება უკვე ავიღე და ამიტომაც იმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევა არ განმეორდება.

  2. ოქროს პოსტია 🙂
    ჩემი პირველი სამუშაოც გადაგდებით დასრულდა 🙂
    ეჰ, არადა, რა კარგად მახსოვს, როგორ ველოდებოდი ასაღებ გასამრჯელოს… 😀
    ექსების სიმრავლით არ გამოვირჩევი და ჩემთვის, პირადად, მეგობრებისგან ყველაზე მეტად მტკივნეულია ასეთი ქცევა. სულ 2 დღის წინ მქონდა მსგავსი შემთხვევა და…
    ცუდია, ცუდი.

    1. ძალიან ცდებით, თუ გგონიათ, რომ ფულშია საქმე. ადამიანი რომ გატყუებს, გემალება, ზარებს არ პასუხობს, არასანდო ადამიანია, მით უმეტეს, თუ არც არაფერს გიხსნის. და არასანდო ადამიანებთან მეგობრობა შეუძლებელია ზოგადად.
      და ის ტეხავს, რომ თქვენ ასე დაინახეთ საკითხი. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანი თუ თვლის, რომ შენი გამოყენების უფლება აქვს, იქ მეგობრობაზე საუბარიც აღარ შეიძლება იყოს.

  3. მე ეგრე ერთმა ფორუმელმა მთხოვა 15 ლარი. წარმოიდგინე, 15 ლარი. შეიძლება შენც იცნობ იმ ადამიანს, ფბ-ზე გეყოლება, ან მინიმუმ 20-30 საერთო მეგობარი გაკავშირებს მასთან. ის 15 ლარი ჩემთვის მაშინ ფული იყო. “ნიტო” სტიპენდია იყო, “ნიტო” პენსია. მას შემდეგ რამდენი ვურეკე, რამდენი. ხოდა დღემდე არ დაუბრუნებია. საქმე არ არის 15 ლარში, საქმე არის უბრალოდ ადამიანურ მომენტში. მე არ მქონდა და მაინც გავიჭირვე და მივეცი.

  4. იმდენი გადაგდება გადავიტანე დამქირავებლებისგან, საიდან და როგორ დავიწყო არ ვიცი, ზოგი უკვე აღარც მახსოვს…
    არც ეხლა ვარ კარგ დღეში, თუმცა რამდენიმე სერიოზული არგუმენტისა და ჩემი სიჯიუტის წყალობით საქმე ისევ ჩემ სასარგებლოდ მიმდინარეობს :))

    სასარგებლო რჩევებია ნამდვილად:)

  5. ajapsandali

    ფულის სასესხებლად მოსული ადამიანის უარით გასტუმრება, კატასტროფად მეჩვენება. მით უფრო თუ მაქვს, უარის თქმა არ შემიძლია, ასე მგონია გამჭვირვალე ხდება ჩემი საფულე და ხილული და თვლადი ჩემს საფულეში არსებული თანხა 🙂 ასე, უარით ვერ გავისტუმრე და ვაჩუქე საკმაოდ სოლიდური თანხა ჩემს რამდენიმე თანამშრომელს რომლებიც კვირაში რამდენიმე დღეს მხვდებობდნენ, თუმცა მათი არც სახელები და არც გვარები ვიცოდი 🙂 შემდეგ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ისე გადაიკარგნენ რომ წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება მათი ძიება 🙂 ისე საშინელი შეგრძნებაა ”გადაგდება” 🙂

    1. Giorgi

      მეც ეგრე ვარ ამიტომაც ყლეზე უნდა დაიკიდო და არმაქ თქო უთხრა გინდაც ძაან ჩირდებოდეს ვისაც ხელი გაუმართე და დავეხმარე ყველამ მე გადამაგდო ზოგს ერთს დედა ეტყვნებოდა მეორე ბანკის პროცენტს ვერ იხდიდა მესამეს მევალეები სახში ადგებოდნენ 1000 გელაში გადამაგდეს სამივემ მდიდარი არ ვარ მარა ფულის დედაც მოვტყან კაცს რო დაეხმარები და შენთვის მოიკლებ თან მკვდარი ფული არ მიმიცია არცერთზე და სხვას მისცემ როცა არავინ კაპიკს არ მოგცემს ეგეთ უღირსი საქციელზე როგორ უნდა გაიფიქრო მაგრა მიტყდება ხოლმე რო ვიხსენებ არადა უარის თქმა თავისუფლად შემეძლო ისე რომ არც მე გამიტყდებოდა არას თქმა და არც იმას უარის მიღება ამიტომ არ უნდა იყო გულკეთილი პირველს მოსტყნოდა გამზრდელი მეორეს ბანკის თანამშრომლებს გადაეტყნათ მისი ოჯახი 😀 და მესამე დაეჭირათ მევალეებს და ტრაკში დაეზარალებინათ 😀

  6. მართალს ამბობ ნამდვილად, შენს რჩევასაც ვიზიარებ, თუმცა როცა სამსახური გჭირდება მთავარია დაიწყო მუშაობა და იმაზე არ ფიქრობ, რომ შეიძლება გადაგაგდონ.

  7. გამოხმაურება: გადამგდებები - kvira.ge

  8. Ercke Mydass

    მე პირდაპირ ისეთ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რომელიც ბაზარზე 50 წელია არსებობს, ამიტომ გადაგდება არც მემუქრება და არც დამემუქრებოდა, რა თქმა უნდა.
    ხოლო რაც შეეხება გასესხებას. მეც ვასესხე ჩემ მეგობარს 150 ლარი ერთი თვის წინ, რომელიც დღესაც ჯერ არ მოუცია 🙂 შეიძლება ერთ თვეში არც უნდა დავლოდებოდი, მაგრამ ასეა, უცებ რომ დაგჭირდება მერე აკითხავ ხოლმე შენ ფულს. )) მე რომ დამჭირდა და ვერ მომცა ამის გამო სესხი გამოვიტანე :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s