ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები

realize-family-1024

იცით, რომ ქალებს მსოფლიო მიწების მხოლოდ 1 პროცენტი ეკუთვნით? მხოლოდ ერთი. არადა ქალები მოსახლეობის ნახევარს შეადგენენ. მე იმ 99 პროცენტში შევდივარ, ვისაც თითქმის არაფერი ეკუთვნის დედამიწაზე. რაც მაქვს, ჩემი ფულით ვიყიდე, რაც არ მაქვს, მის შესაძენად ფული არ მეყო:

მაქვს 1 ლეპტოპი
ერთი კომპიუტერი
ერთი ანდროიდიანი ტელეფონი, რომელსაც დღეში ორჯერ სჭირდება დატენვა
ერთი კურდღელი, რომელიც 15 ლარად ვიყიდე და არასდროს გავყიდი
ერთი წიგნის კარადისთვის სამყოფი წიგნები
ერთი ერთადგილიანი საწოლი
ერთი სარეცხი მანქანა
იმდენი ჭურჭელი, რომ მე მეყოს და კიდევ 3 სტუმარს
როლიკები
აიპოდი
ერთი წითელი პუფი

რა არ მაქვს:

საერთოდ არ მაქვს ძვირფასეულობა. საერთოდ.
არ მაქვს ძვირფასი სუნამოები.
არ მაქვს არავის ვალი. ერთი თეთრიც კი.
არ მაქვს ბრენდირებული ტანსაცმელი.
არ მყავს მანქანა.
და არ მაქვს სახლი.

როგორ ფიქრობთ, ეს სიტუაცია სევდიანია თუ არა? და რა შანსებია რომ ეს ნივთები მოვიპოვო გათხოვების გარეშე?
ჩემმა მშობლებმა ისე გამზარდეს, რომ არასდროს არავის იმედი არ მქონოდა. მათ შორის არც ღმერთის. არ მჯერა სწრაფად გამდიდრების და მგონია, რომ ლატარიაში მოგებული ფული უსამართლოდ მოპოვებული ფულია. ამიტომ უეცრად გამდიდრებაზე არ ვოოცნებობ, ჩემი ნაცნობების უმრავლესობისგან განსხვავებით.  არც ტოტალიზატორისა და ონლაინ პოკერის მომხმარებელი  ვარ. ასე მგონია, რომ მათ ღარიბი ადამიანები კი არ უნდა იყენებდნენ გასამდიდრებლად, არამედ მდიდარი ადამიანები – გასართობად. მე კი მდიდარი ნამდვილად არ ვარ. საერთოდაც, მდიდრები ნაკლებად მაინტერესებენ. ალბათ, მე რომ ძალიან ძალიან ბევრი ფული მქონდეს, კაბაში მაინც არ გადავიხდიდი ასეულ ათას დოლარს, მაინც არ ვიყიდდი მრავალკარატიან ბეჭედს და ღამეს იმ სასტუმროში არ გავატარებდი, სადაც ერთი დღით დარჩენა ოცდაათი ათასი დოლარი ღირს. ესეც რთული წარსულის ბრალია და იმის ღრმა რწმენის, რომ მთლად ნივთებშიც არაა საქმე.

364576

დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა მშობლებთან ვცხოვრობდი, ასეთ საკითხებზე ფიქრს დიდ დროს არ ვუთმობდი. ყველაფერი დაუწერელი სცენარის მიხედვით მიდიოდა. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით ასე ჩანდა: ვიცხოვრებდი ჩემი მშობლების სახლში, სანამ არ გავთხოვდებოდი. ჩემს ქმარს ექნებოდა საკუთარი სახლი, მშობლებიანი ან უმშობლებო. ფინანსურ ხარჯებს ის გაიღებდა, მორალურ ხარჯებს- მე. იმის მიხედვით, ჩემი ქმარი რამდენს იშოვიდა, ან ვიმუშავებდი ან_ არა. ყველაფერი იქნებოდა მეტ-ნაკლებად რიგზე. ჩემმა წამოსვლამ მშობლების სახლიდან ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სულ უფრო და უფრო ცხადად ვაცნობიერებ, რომ დამოუკიდებლობა მეტია, ვიდრე უბრალოდ საკუთარი ფულის ქონა. ეს არის სრული კონტროლი საკუთარ ბედზე. ეს არის ზრუნვა იმაზე, რომ ბინის ქირა დაფარო. გართობისთვის  კონკრეტული რაოდენობის ფულის გადანახვა და იმპულსური შენაძენების მინიმუმამდე დაყვანა. ახლა ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ საკუთარი ბინა მჭირდება. მჭირდება კედლები, რომლებზეც პოსტერების მიკვრა დანაშაული არ იქნება. მჭირდება უფლება, რომ დავკიდო თაროები ან გადავაკეთო ოთახები. მჭირდება სახლი, საიდანაც ვერავინ გამომასახლებს იმიტომ, რომ ,,ბინის გაქირავება აღარ უნდა”. ხანდახან თავი მტკივდება ასეთ საკითხებზე ფიქრით, მერე მახსენდება, რომ მხოლოდ ოცდაერთი წლის  ვარ და დიდი დანაშაული არ იქნება, თუ ფულს მეგობრებთან ერთად გართობაში დავხარჯავ. ანდა კომფორტულ ფეხსაცმელში, კინოში, წიგნებში, ალკოჰოლურ სასმელში, რომელსაც რედბულს სინდისის ქენჯნის გარეშე მივაყოლებ 🙂
ერთი ეგაა, რაც უფრო შორი და ბუნდოვანია მიზანი, მით უფრო ადვილი და უწყინარია გზიდან გადახვევა.

მიზანი კი  ლამაზი და პატარა სახლია, სადაც ყველა იმ ნივთს დავდებ, რომელიც მაქვს. სადაც ჩემი შვილი კედელს დაჯღაბნის და ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა იქნება და არა ბინის პატრონის. სადაც ვიცხოვრებ დიდხანს, თუნდაც არც ისე ბედნიერად და სადაც დავბრუნდები ხანგრძლივი და დამღლელი მოგზაურობების შემდეგ.

ვითომ არარეალურია?

33 thoughts on “ოჯახი, სახლი და სხვა თავისტკივილები

  1. სულ ვფიქრობ მაგაზე და იმიტომ არ მინდა ქირით გადასვლა :((((((((( ჩემი მინდა ://// რაც სრულებით არ მეჩვენება შესაძლებლად :დ ამ ეტაპზე მაინც :დ

  2. ჩემი “ოცნებაა” საკუთარი სახლი (ბინა) და ზუსტად ვიცი, რომ ოდესმე მექნება. საერთოდ, ვერ წარმომიდგენია, რომ ერთი ოჯახიდან (ანუ ჩემი მშობლების ოჯახიდან) პირდაპირ სხვა ოჯახში წავიდე (თუნდაც იქ მარტო ჩემი ქმარი იყოს, მშობლების გარეშე). ცოტა ხანს მაინც მარტომ, საკუთარ თავთან თუ არ ვიცხოვრე, ასე მგონია ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს გამოვტოვებ..

  3. სანამ საკუთარ სახლს იყიდი, პოსტერების გაკვრის და ჯღაბნის თავისუფლება უშპალერო სახლებში ეძებე : ) რომლებსაც გადასვლისას გადაღებავ და ყველა ბედნიერი იქნება : )

  4. მე მაქვს ერთი სახლი კიდევ, რომელშიც არავინ ცხოვრობს, არც აქირავეენ… მაგრამ როგორც კი იქ გადასვლა მოვისურვე, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა და ისე მეცხოვრა, როგორც შენ პოსტში გაქვს დაწერილი, უეცრად ყველა ამიჯანყდა და დედაჩემმა გასაღები არ მომცა (დედაჩემის ბინაა).
    ნაქირავებში არც მე მინდა… აზრი არ ექნება… ეგეთივე შეზღუდვებით ჩემ სახლშიც ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. ის კიდევ ალბათ უარესიც იქნება

    1. gijmaj

      რა შეზღუდვებს გულისხმობ? ან გამქირავებელმა რაში უნდა შეგზღუდოს, ერთადერთი სახლის სუფთად შენახვა და გაფრთხილება მოგთხოვოს. მისი რა საქმეა რას გააკეთებ იმ სახლში, ან ვისთან ერთად იქნები სანამ ქირას დროულად უხდი.

      1. სხვისია რა მაინც და ისე ვერ იქნები როგორც შენ გისწორდება… პახოდუ ძაღლით მეეჭვება ბევრმა შემიშვას :))

      2. gijmaj

        გამქირავებლისთვის მთავარია დროულად გადაუხადო. დანარჩენი – შიგნით ლამბადას იცეკვებ თუ ზოლებიან ბეჰემოტს დააბამ კარის წინ, უკვე მისი საქმე არ არის. :))
        ეზოიანი სახლებიც არსებობს. და ძაღლიანებიც… საქართველოში ყოველ შემტხვევაში ძაღლი არაა დიდი პორბლემა, მით უმეტეს თუ უვლი და ა.შ. 😀

      3. დამიჯერე ცდები… ჩვენც გვაქვს სახლი რომელსაც ვაქირავებდით ხოლმე და მარტო ფულის გადახდაზე არაა…

  5. სულაც არა!
    ხო და კიდე, რაც გინდა ქენი და ეცადე სახლი იყიდო. თუნდაც “მოცუცქნული”
    ვიცი ეს უჩემოდაც იცი, მაგრამ მართლა მაგრე უნდა ეცადო, მერე ნახავ რა არის სრულ ტავისუფლება, მერე ხვდები რომ ფული საერთოდ არ გჭირდება, მტავარია სახურავი გაქვს თავზე და საჭმელს შენს სამყოფს სულ კი იშოვი.
    მერე სისულელებში ფულსი დახარჯვაც აღარ შეგიქმნის დისკომფორტს ^^

  6. “ამქვეყნად არის ადგილი, სადაც ჩვენი ჭეშმარიტი სახლი დგას და სადაც ერთ მშვენიერ დღეს მივალთ; სახლი, სადაც მშვიდად დაველოდები მის დაბრუნებას; სადაც სკოლის შემდეგ მოირბენს გოგონა ან ბიჭი და ბედნიერებით ამავსებს…” – პაულო კოელიო, ” რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”

  7. არარეალური არ არის, მაგრამ ის უფრო არარეალური იქნებოდა, 21 წლის ასაკში საკუტარი ფულით ბინა გეყიდა, ვიდრე ის, რომ ჯერ არ გაქვს და ოცნებობ.
    მჯერა, აუცილებლად გექნება, შეიძლება რამდენიმე წელში, მაგრამ გექნება. ამ ეტაპზე კი ისიც დიდი მონაპოვარია, რომ მარტო ზრუნავ საკუტარ ბედზე და დამოუკიდებლად ცხოვრობ :*

  8. T_I

    კარგია თუ 21 წლის ასაკში ამდენი შეძელი, მე 31 ის ვარ და ზუსტად მაგ სიტუაციაში. ბინის ყიდვას მეგონა შევძლებდი, მაგრამ ვერ ვახედხებ და რაც დრო გადის, მით უფრო არარეალური მგონია ამის შეძლება 😦

  9. marta

    ამ ბოლო დროს ხშირად მესმის როგორ გადადიან ადამიანები ცალკე საცხოვრებლად, დაახლოებით 30 წლის ზემოთ და მაინც გაკვირვებას იწვევს საზოგადოებაში. მერე ვფიქრდები, როგორ გაგვიმართლა პროვინციიდან ჩამოსულებს, რომ უკვე 16-17 წლის ასაკში გვაქვს ნანატრი თავისუფლება, ნაქირავები ბინა, მარტო ცხოვრება, მშობლების დახმარება და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და საზოგადოებრივი ზეწოლის და რაღაცეების მტკიცების გარეშე ხდება 🙂 და უფრო სწრაფად ვვითარდებით და გადავდივართ ცხოვრების სხვა ეტაპებზე. ანინა, ყველაფერი წინ გაქვს, სულ მიკვირს, რატომ არ აკეთებ რაიმე სტიპენდიას და არ მიდიხარ ცოტა ხნით მაინც საზღვარგარეთ

  10. სახლი სახლის გარდა რაღაცა სხვის შესავსებადაც გვაქვს მგონი ადამიანებს, ან მე მგონია რო ეგრეა.. ყოველშემთხვევაში სახლზე იამზე მეტ იმედებს ვამყარებთ,, ვიდრე მას შეუძლია რომ მოგვცეს, გასაქცევი, დასამალი საშუალებასავით გვინდა რომ გვქონდეს და ჩვენ თითონ სტუმრები მთელ ცხოვრებას სახლის ყიდვაზე ფიქრში ვხარჯავთ და ისე მივდივართ აქედან რომ ვერც კი ვიღებთ იმ სიამოვნებას რაც ცხოვრებასუსახლოდაც შეეძლო მოეცა

  11. 27 წლის ისე გავხდი საკუთარი ოთახი კი არა, საკუთარი საწოლიც კი არასდროს მქონია (გასაშლელი დივანი იყო ჩემი საწოლი,მერე მამამ დამითმო თავისი და საკუთარ ბინაში გადმოსვლამდე მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ ლოგინი “წავართვი” 🙂 ) რამდენიმე წლის წინ მეც გადავედი ცალკე, ბინა ვიქირავე, მაგრამ არ მომეწონა ასე ცხოვრება. ალბათ მეტისმეტად ძლიერად უნდა გინდოდეს ან გჭირდებოდეს ცალკე გადასვლა, რომ თბილისში ქირით გადახვიდე საცხოვრებლად. დამოუკიდებლად ცხოვრებას იმდენი ფინანსები სჭირდება, რომ ზუსტად აი, ისეთი ბინა რომ იშოვო, ან მიახლოებით ისეთი მაინც, როგორზეც გიოცნებია, მაგას იმდენი უნდა, რომ ბოლოს მაინც გიწევს ის აირჩიო, რომელიც სულაც არ მოგწონს, მაგრამ შედარებით ხელმისაწვდომია.. ხოდა, დავბრუნდი უკან ისევ და იქამდე თუ 2 სამსახური მქონდა, მესამეც დავიმატე, ზოგჯერ კვირასაც კი ვერ ვისვენებდი; ქალაქის მეორე ბოლოდან 100 ლარად კვირაში სამჯერ ლოტკინის ბოლოში დავდიოდი მოსწავლესთან და კიდე სად არ მივლია (ახლა, როცა ამის კეთება აღარ მიწევს, ღიმილით მახსენდება ეს ყველაფერი), ხოდა, ასე ვაგროვე, ვზოგე, ვამატე, ვინახა, ვაანაბრე, მერე ძალიან ცოტა სესხით დავამატე და 27 წლისამ საკუთარი ბინის ყიდვა შევძელი. დღემდე არ მჯერა როგორ 🙂 ვუყურებ ჩემს თანატოლებს, უფროსებს, უმცროსებსაც, რომლებსაც არც სწავლა-განათლებისთვის დაუკლიათ დრო და ენერგია, მუხლჩაუხრელად შრომობენ, წვალობენ, მონურ სამსახურებს იტანენ, მაგრამ საკუთარი თავისთვისაც არ ჰყოფნით ხელფასი… ხელფასი, რომლითაც ამ ქალაქში ბინის ყიდვაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელია… და სულ ვფიქორბ, რომ მე, ალბათ, პროფესიაშიც გამიმართლა…
    თითქმის 2 წელია ჩემს ბინაძი ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად და ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ მე ეს შევძელი და ამით მინდა შენც გითხრა, რომ შენც შეძლებ… ბანალური ფრაზაა, მაგრამ მთავარია მონდომება და მიზანმიმართულობა…

    შესაშური მშობლები გყოლია, რომ ამ ასაკში ცალკე გადასვლის ნებართვა დაგრთეს… ჩვენში ეს ნამდვილად დიდი იშვიათობაა! 🙂

  12. არაფერია არარეალური რაც მატერიალურს ეხება. მონდომებაა საჭირო. მონდომებაზე მეტად ძლიერი სურვილი.

    ვგიჟდები კოელიოს წინადადებაზე: When a person really desires something, all the universe conspires to help that person to realize his dream.

  13. NINIA

    ანინა ❤ უფრო ხშირად წერე რაა :// შენი პოსტები ჩემი დეპრესიიდან გამოყვანის ერთ-ერთი პირველი წამალია ❤ ❤ ❤ ქიიფ გოუინგ !!!

  14. gamarjoba anina 🙂 sheni blogis kitxva ramodenime kviris win daviwye da vegar gavcherdi 🙂 tumca maqvs kitxvebi, shenishvnebi, komplimentebiii… magram es araa mtavarii, matvariaa am temashi nachvenebii sheni xedva , is, rom uplis imedic ar gqonia turme 😦 es mewyina dzalian da ar shemedzo ar damewera……

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s