ამ დღეებში რამდენიმე მელოდრამას ვუყურე. იმიტომ, რომ ჩემი ქინდლი უკვე მეორედ გაფუჭდა, ხოლო ახალი არაელექტრონული წიგნების ყიდვას ხელფასამდე ვერ მოვახერხებ. ამიტომაც ვზივარ და ვუყურებ ადვილად პროგნოზირებად ამბებს სიყვარულზე. აი, ბიჭი, რომელსაც კარგი იუმორის გრძნობა აქვს, უამრავი გოგო ჰყავს და უზრუნველი ცხოვრებით ცხოვრობს. აი, გოგო, რომელიც უცნაურად იცვამს, ბევრს მუშაობს და ბიჭებს ზედაც არ უყურებს. მათ ერთმანეთი უნდა შეუყვარდეთ, ოღონდ თავიდანვე არა. ეს ამბავი სუპერ-გოგოზე და სუპერ-ბიჭზეა. მეც, ისევე როგორც მელოდრამების სხვა მაყურებლებს, სიყვარულის დაუჯერებელი ისტორია მჭირდება. რეალური რილეიშენშიფები, სადაც გოგოებს სხვა ეტაპზე გადასვლა ეჩქარებათ, ხოლო ბიჭები საცვლებს იშვიათად იცვლიან, ცხოვრებაშიც მყოფნის. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირები მელოდრამებში ჩვეულებრივ ადამიანებს არ ჰგვანან. გოგოს მხოლოდ სექსზე დაფუძნებული ურთიერთობა მოსწონს და სითბოს ნებისმიერ გამოვლინებაზე აგრესიული რეჟიმი ერთვება, სიტუაცია ხანდახან ძალიან კომიკურიც კი ხდება. ასეთმა სუპერ-გოგომ შეიძლება სილა გააწნას ბიჭს ყვავილების ჩუქებისათვის, რადგან ეს საქციელი სექსზე დაფუძნებულ ურთიერთობაში ვერ თავსდება. ბიჭი კი, რომელიც ადრე ქალების გულთამპრყრობელი იყო, ახლა თავითაა გადაშვებული მონოგამიურ ურთიერთობაში და ცდილობს, ამ განსაკუთრებულ გოგოს როგორმე თავი შეაყვაროს. ბოლოს ყინული დნება, გოგო როგორღაც გადააბიჯებს წინა ურთიერთობებისგან დარჩენილ ტრავმებს და სუპერ-ბიჭს სიყვარულში გამოუტყდება. და ისინი ცხოვრობენ ტკბილად და ბედნიერად, სანამ ტიტრები არ ჩამთავრდება.
როგორი შეგრძნება უნდა მრჩებოდეს ასეთი ფილმების ნახვის შედეგად? წესით, უნდა ვიღიმებოდე და ვრწმუნდებოდე, რომ სიყვარული მართლაც ყოვლისშემძლეა და მას შეუძლია უკანასკნელი მექალთანეც კი მეოჯახე ტიპად გადააქციოს. ამისთვის უბრალოდ განსაკუთრებული გოგოა საჭირო. გოგო, რომლის დანახვაზეც ყველას გული უჩერდება. გოგო, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ რატომღაც ეს თვითონაც არ იცის. გოგო, რომელიც ისეთი უცნაურია, რომ შეიძლება ფეხი დაკრას და სხვა ქვეყანაში წავიდეს. მხოლოდ ასეთ გოგოს შეუძლია ჯიუტ, ფეხებზემკიდია და პრინციპულ კაცს სიყვარულის ძალა აგრძნობინოს.
ნაცვლად ამისა, მე ვფიქრობ არა მთავარ, არამედ მეორეხარისხოვან გმირებზე. არაგანსაკუთრებულ გოგოებზე. გოგოებზე, რომლებსაც მთავარი გმირი იცვლის და ტოვებს. გოგოებზე, რომლებსაც სუპერ-ბიჭი აუცილებლად უნდა გადაახტეს, სანამ ცხოვრების მთავარ სიყვარულამდე მივა. მელოდრამის მთელი ხიბლი იმაშია, რომ მისი მაყურებელი გოგოები საკუთარ თავს მთავარ გმირთან აიგივებენ, მთავარი იდეა პროექციაა. მაგრამ რა უნდა ქნა, თუ საკუთარ თავს იმ ერთადერთში კი არა, ჩვეულებრივ გოგოებში ხედავ, რომლებიც პრინციპში არც არაფერს აშავებენ, უბრალოდ გასაგიჟებლები არ არიან. სწორედ ამიტომ, მთავარი გმირი მათ ნაძირალასავით ექცევა. ეს სიუჟეტს სჭირდება, რაც უფრო ცუდი პარტნიორი იქნება სუპერ-ბიჭი სხვა გოგოებისთვის, მით უფრო გასაოცარი აღმოჩნდება მისი ტრანსფორმაცია. ამიტომაც იგი შორდება გოგოს, რომელსაც მისი ღიმილი პირველ პაემანზევე შეუყვარდა, იგი შორდება გოგოს, რომელიც ხუთი წელი მისი საცოლე იყო, ურთიერთობას წყვეტს გოგოებთან, რომლებთანაც კარგი სექსი აკავშირებდა. ეს ყველაფერი ასეც უნდა იყოს. სხვანაირად როგორ მიხვდება, რომ სინამდვილეში სულ სხვა ვინმე სჭირდება გვერდით.
არ ვიცი, შესაძლოა მხოლოდ გოგოები ჭორაობენ ამ თემაზე, მაგრამ მე ხშირად მსმენია წუწუნი ყოფილი პარტნიორების ორმაგ სტანდარტებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას გვინდა, რომ სამართლიანად მოგვექცნენ ყოფილი შეყვარებულები და თუ ჩვენთვის ცუდი შეყვარებულები იყვნენ, სხვებისთვისაც ასეთებად დარჩნენ.
გოგო ერთი: მე სულ იმას მეუბნებოდა, რომ პასუხისმგებლობებს ვერ იტანს, მაგრამ ახალ გოგოსთან ეგრევე დაიყენა რილეიშენშიფ სტატუსი და მალე ცოლადაც მოიყვანს.გოგო ორი: ცხოვრებაში ჩემთვის არაფერი უჩუქებია, 2 წელი ვხვდებოდით. და ახლა ახალ შეყვარებულს 3 თვის თავზე მანქანა აჩუქა.
გოგო სამი: სულ მეუბნებოდა, რომ მაკიაჟიან გოგოებს ვერ იტანს. ერთი უნდა ნახო, როგორ შეღებილ გოგოსთან ერთად დადის ახლა.
ყველა ამ გოგოს აგრძნობინეს, რომ ისინი არ არიან განსაკუთრებულები, მათთვის არ ღირდა შეცვლა, ახალი გოგოებისთვის კი ღირს. ამ ბიჭს საკუთარი მელოდრამა აქვს, რომელშიც ყოფილი შეყვარებულები მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის ეფექტს აძლიერებენ.
ნუთუ შეიძლება გოგოების ასე დაყოფა: საოცარი გოგოები, რომელთათვისაც ყველაფრის დათმობა ღირს და ჩვეულებრივი გოგოები, რომლებიც უბრალოდ ამ საოცარ გოგოებამდე მისვლის პროცესში გეჩეხებიან. ვინმემ შეიძლება ისიც თქვას, რომ ყველა ის “არაგანსაკუთრებული გოგო” ვინმესთვის მაინც იქნება განსაკუთრებული. ვინმე მათთვისაც გადაიქცევა მექალთანიდან მეოჯახე ტიპად და მათთვისაც დათმობს პრინციპებს.
მაგრამ ესეც მელოდრამებიდან მოტანილი ამბავია. მე მგონია, რომ სიტუაცია სულაც არ არის ასე. ადამიანები იცვლებიან და ამ ცვლილებების ერთადერთი მიზეზი ახალი პარტნიორი სულაც არაა. არის სხვა ფაქტორებიც: მაგალითად, ასაკი, წინა ურთიერთობებიდან ნასწავლი გაკვეთილები, გემოვნების ცვლილება და ასე შემდეგ. ჩავთვალოთ, რომ ზოგი ადამიანი საჭირო დროს საჭირო ადგილზე ხვდება. ზოგი გოგო მაშინ პოულობს თავის ბიჭს, როცა ამ უკანასკნელს მოსწყინდა მექალთანეობა და ოჯახის შექმნაზე დაიწყო ფიქრი. ზოგ ბიჭს კი იმიტომ მიაჩნია კონკრეტული გოგო განსაკუთრებულად , რომ სულ ცოტა ხნის წინ სხვა თვალით შეხედა წითურ გოგოებს, ეს გოგო კი სწორედაც რომ წითურია.
ძალიან დიდი ხანია ურთიერთობების შესახებ ამდენი არ დამიწერია და ალბათ, კიდევ დიდ ხანს არ დავწერ, რადგან ამ თემებზე წერა ყოველთვის მასევდიანებს. სად არის მელოდრამებში ის ნაწილი, სადაც ბედნიერი წყვილი 2-3 წლის შემდეგ უბედურ წყვილად გადაიქცევა და სასამართლოში მიდის ალიმენტის რაოდენობის დასადგენად? არ არის, მაგრამ იგულისხმება.
ყველა გოგო ვიღაცისთვის განსაკუთრებულია,ან იქნება
”ყველა ამ გოგოს აგრძნობინეს, რომ ისინი არ არიან განსაკუთრებულები, მათთვის არ ღირდა შეცვლა, ახალი გოგოებისთვის კი ღირს. ”
რა ცუდია,რაღაცნაირად გული მეტკინა ეს რომ წავიკითხე;)
ჩემზეა ეს პოსტი ასე მგონია
საწყენია, რომ ჯერ კიდევ არაგანსაკუთრებულის შეგრძნება გაქვს გამოყოლილი
:D:D:D
სიყვარული სამ წელს ძლებს – ბეგბედერის ამ წიგნზე ფილმიც არის და უყურე 🙂 იქ არის ალიმენტები და სასამწართლოც
მაგრამ ამ წიგნშიც ხომ ცოლი ანინას თქმისა არ იყოს მხოლოდ რაღაც ნაწილია მთავარი ამბის, ხომ მაინც პოულობს “იმ ერთს” და ყველაფერი კარგად სრულდებ ^^
რას უყურე? კრასავჩიკს?:დ
რამდენიმე ფილმს ვუყურე: ერთი იყო ,,სიყვარულის შესახებ” თუ რაღაც ეგეთი_კინოთეატრში. მეორე_ love and other drugs. მესამე _ no strings attached
არაგანსაკუთრებულებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! 😐
გეთანხმები,ანინა)) Happy end-ებში ნამდვილად იგულისხმება ის, თუ რა მოხდება წლების შემდეგ, თუმცა ფილმზეა დამოკიდებული. ზოგიერთ მათგანს ეტყობა, რომ ასე გაგრძელდება, ზოგიერთ წყვილს კი დიდხანს არ უწერია ერთად ყოფნა.
Zalian kargia,martivad aris dasasrulshi yvelaferi axsnili
Dzalian kargad wer.. pirvelive strikonebidan mivxvdi ro “Love and other drugs” gqonda nanaxi ))) aragansakutrebuli gogo ki vfikrob konkretuli pirovnebistvisariis da zustad am aragansakutrebulma gogom unda mixvdes rom gansakutrebulia sanam partniori daaswreebs am statusiis mikvras ;))
ძაან კარგი პოსტი!პირველად ვკითხულობ თქვენ ბლოგს ❤
აუ აუ ქინდლე რატომ გაგიფუჭდა? შემაშფოთე:/ ჩემსას დავთათანებ ზედ, რამე რომ მოუვიდეს ხო მოვკვდი :დ და სად აკეთებ ხოლმე? ანუ არც მინახავს სადმე ქინდლეს შეკეთება რომ ეწეროს :დ
Silver linings playbook ს უყურე, ძაან დონეა ატვიჩაი ვარ
მართლაც დამასევდიანებელი პოსტი იყო…”ადამიანები რომლებიც გამოტოვეს”-ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე…
c’est la vie.
ახლა გავიხსენოთ, რამდენი ბიჭი ყოფილა ჩვენთვის არაგანსაკუთრებული მაშინ, როცა ჩვენ მათთვის განსაკუთრებული ვიყავით? 🙂
როცა რიგ უსამართლობებზე, ორმაგ სტანდარტებზე და ა.შ. ვფიქრობ, გულში ვიხსენებ ასეთ არაგანსაკუთრებულ მამრებს და მაგ დროს ვხვდები, რომ წინ ჯერ კიდე მაქვს 1-2 თავანი ჩასაბარებელი, სამართლიანობა რომ აღდგეს, ვიდრე განსაკუთრებულის მიერ განსაკუთრებულობას დავიმსახურებ:D
ახლა გავიხსენოთ, რამდენი ბიჭი ყოფილა ჩვენთვის არაგანსაკუთრებული მაშინ, როცა ჩვენ მათთვის განსაკუთრებული ვიყავით?
არც ისე ბევრი პრინციპში :დ თან ეგეთ სიტუაციებზე მაინცდამაინც ბევრ ჰოლივუდურ ფილმს არ იღებენ. პატრიარქალური კულტურა in action
ფილმს არ იღებენ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ რეალურად არ არიან 😀
yoveltvis mdzulda sayideli gOgoebeeeeeeeee… ertadert qveyanaaa saqartvelo 21e saukuneshi sadac adamianis yidva shegidzlia. da kidev umetes shemtxvevashi problema gogoshia,magram bolos mainc yvelaperi bichs braldeba :)))))
არ მეგონა რიკარდო ასეთი გაიძვერა თუ აღმოჩნდებოდა!
ძალიან კარგადაა დაწერილი და ძალიანაც მოახერხა ჩემი დასევდიანებ-ჩაფიქრება. კარგი გოგო ხარ,ანინა ^^
dzaan kargi postia ❤ nacnobi situaciebit ❤
მომეწონა შენი პოსტი ))) ყველაფერი დაემთხვა,მეგონა მე ვწერდი)))ერთადერდი რაც მაღიზიანებს მეთერთმეტე ჩემი დაწყევლილი ლიფტია,რომლის ათი თეთრი მაღაზიაში აღმოუფხვრელი პრობლემაა )))
არა, ეს პრობლემა მხოლოდ გოგონებზე არაა. ანალოგიური შესაძლოა ბიჭსაც დაემართოს. ანუ იმის თქმა მინდა რომ შესაძლოა გოგომ მიატოვოს ბიჭი, ან ბიჭებიც კი და მერე სრულიად მოულოდნელად, აღმოაჩინოს ის ვინც მართლა გაუგებს. იმის თქმა მინდა აზრი არააქვს ვეცადოთ საყვარელი ადამიანის გამო შევიცვალოთ. უბრალოდ უნდა ვიპოვოთ ის ვინც მართლა ჩვენთვისაა . ვინც ჩვენში ბუნებრივად გამოიწვევს ცვლილებების სურვილს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჩვენი შეყვარებული ქვია და ვალდებულად ვიგრძნოთ თავი მის გამო შევცვალოთ რამე.
ძალიან საინტერესოდაა დაწერილი. მაგარია
ძალიან მომეწონა მეც..ძაან რეალობაა.გულდსაწყვეტი ისაა, რომ ყველა გოგოს არ ხვდება იმ “ერთადერთი განსაკუთრებულის” როლი:)..და ძალიან მაგარია, როცა თავს ასეთ განსაკუთრებულ ადამიანად გრძნობ:) და შენს წილ მელოდრამას ელი:)
http://moviesgeo.ga/
Hey,
Chile took a major step towards ending its total ban on abortion on Wednesday, as the senate in the http://projectawheels.com/coordinatorx.php?8081
Sincerely yours, Lenora Bowles
Hello!
I need your suggestions about my latest work so please read my article and tell me your opinion http://obelisk-rts.ru/cross.php?6465
Warmest, Kristina Hooker
Hey friend,
I’ve found a couple of interesting articles and wanted to know what you think about them, please take a look here http://www.zincocaldoadda.com/possibly.php?7475
Bests, Loren Hood
Hey friend,
Our shared friends just told such a great news, they have a surprise for you! Just take a look http://wmbp.edu.pl/administrator/manifests/packages/question.php?1617
Regards, Mack Wiseman
Hi!
Just wanted to say hello and wish you a good day! By the way, perhaps you have seen that http://destinationsolution.asia/cgi-bin/sessions/individual.php?UE9jb21tZW50K2VmbTRkZzFmMTdnbzhtaml5bzZ3ejFqQGNvbW1lbnQud29yZHByZXNzLmNvbQ–
Warm regards, Kellie Mills