ამ ბოლო დროს სულ ერთი და იგივე რამ მემართება: გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და ამ დროს რაღაც უცნაური ხდება. მაგალითად, ანძა, რომელიც ჩემს ფანჯარაში ბრდღვიალებს, უცებ წყვეტს ნათებას და ვხვდები, რომ ამდენი ხანი ოთახს მისი შუქი ანათებდა. მივდივარ ფანჯარასთან და ველოდები, როდის აინთება ისევ.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მირეკავს ძველი მეგობარი, რომელმაც არც კი ვიცი, საიდან იპოვა ჩემი ნომერი, რადგან 13 წლის ვიყავი, როცა ახალ ზელანდიაში წავიდა და იმის მერე არც ერთხელ არ გვილაპარაკია. მირეკავს და მეუბნება, რომ მხოლოდ ერთი დღითაა თბილისში და აინტერესებს, რამსიმაღლე გავიზარდე.
ან, გადავწყვეტ, რომ პოსტი დავწერო და მიო, ჩემი ბაჭია იწყებს ხმაურს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამოსვლა და ჩემთან თამაში უნდა. ამ დროს ყველაფერი, რასაც სადენები აქვს, საგულდაგულოდ უნდა გადავმალო, რომ მიომ არ შეჭამოს და ავად არ გახდეს.
დღეს ბოლოსდაბოლოს მოვაბი თავი და დავიწყე წერა. როგორც მივხვდი, ბლოგზე ახალი პოსტის დაწერასაც კი გარკვეული დეპრესიული ფონი სჭირდება. თუ ძალიან ბედნიერი ხარ, მხოლოდ იმაზე შეგიძლია წერა, რაც გაბედნიერებს. როცა უბედური ხარ, სამყარო სავსეა უბედურების მიზეზებით და ისინი ურთიერთკავშირშია. მთავარია, აცნობიერებდე იმას, რომ შენი უბედურება სწორედ შემოქმედებითობის წახალისებას ემსახურება, თორემ სხვა მხრივ პირობითია. პირობითია აბა რა, სანამ გაქვს ორივე ხელი, რომ სწრაფად ბეჭდო, გაქვს დამაკმაყოფილებელი ხარისხის ინტერნეტი და ფანჯარა, რომლიდანაც ჩანს ანძა.
ისე, პოსტის წერა სულ სხვა მიზნით დავიწყე. ვაპირებდი, მომეყოლა როგორ ვცხოვრობ უკვე მერამდენე თვეა მშობლების გარეშე. როგორ მწყინს და მიხარია ხოლმე მარტოობა. ვაპირებდი მომეყოლა, რომ ჩემს მაცივარში დევს წვნიანით სავსე მინის ქილა, რაც არის დადასტურება იმისა, რომ დედაჩემს მაინც ვუყვარვარ და ზრუნავს იმაზე, რომ კუჭის წყლული არ დამემართოს. რაც ასევე იმის დადასტურებაც არის, რომ მხოლოდ ჩემთვის წვნიანს მე ვერასდროს გავიკეთებ. ვაპირებდი მომეყოლა, როგორ ჩავიკეტე ერთხელ სააბაზანოში სრულიად შემთხვევით და ტირილით გავსკდი, რადგან მარტო ვცხოვრობ და ჩემს გამოსახსნელად ვერავინ მოვიდოდა.
ეს რომ მომეყოლა, ალბათ იმასაც დავამატებდი, რომ კარი დიდი ხნის წვალების მერე გავაღე და მივხვდი, რომ მხოლოდ საკუთარი ხელების იმედი უნდა მქონდეს ამიერიდან.
ამ მთელ ამბავს ალბათ იმით დავასრულებდი, რომ სახლი თავიდან სწორედ მეგობრების დასაპატიჟებლად და მხიარული საუბრებისთვის მინდოდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ეს სახლი ის ადგილია, სადაც სხვა ადამიანებს ვემალები ხოლმე.
თუმცა ეს ყველაფერი როგორმე სხვა დროს იყოს, როცა ყავა იქნება ცოტა უფრო ცხელი და სამუშაოც ნაკლები მექნება.
ისე, ამ ბოლო დროს რომ (ყავის) ჭიქებს ვაკვირდები, მათი უმეტესობა ნახევრად ცარიელია. იმიტომ რომ სანახევროდ კი არ აავსეს, არამედ ბოლომდე აავსეს და სანახევროდ დაცალეს.
ღამე მშვიდობისა, მეგობრებო !
ჩემნაირო 🙂 მეც ასე გადავწყვიტე თავიდან, სახლი ის ადგილი იქნებოდა სადაც სხვებს დავპატიჟებდი რეალურად კი სხვებს ვემალები აქ. დიდად არ მიყვარს სტუმრები, ბევრ გასარეცხ ჭურჭელს ტოვებენ, არც მეზობლების გაცნობით ვიკლავ თავს. მოკლედ იდეალური სამფლობელოა. სოკოს სუპის გაკეთებაც ვისწავლე. თუმცა ახლა ღამის სამი საათია და მირჩევნია მაღაზიაში ჩავიდე მზა სალათების საყიდლად. ბევრი ხარჯი აქვს ერთი ეგაა. მთელი ხელფასი კომუნალურ გადასახადებსა და საჭმელში იხარჯება.
martalia calke ar vcxovrob magram chems otaxshi viketebi xolme…sachmelebis keteba ki vici,magram yvelapers calke cxovrobde sjobs…samwuxarod tanxebshi ver vetevi rom vikiravo bina …ehh
ყავის ნახევრად დაცლილი ჭიქები, სინათლე ჩამქრალი ანძა და ჩამქრალი სინათლეები ოთახებში ძაან ნაცნობი სიტუაციაა☺
rogor momewona :*:*
ანინა! ანინა მომენატრა ❤
თუ მარტო ცხოვრობ აბაზანის კარებს ნუღარ დაკეტავ……………….
მარტო ვერასოდეს იქნები ადამიანი, თუ დღემდე ისე გამჯდარი გაქვს ტაბუ, რომ აბაზანის კარები აუცილებლად უნდა ჩაკეტო – მიუხედავად იმისა, რომ მარტო ცხოვრობ და არავინ შემოგივარდება.
ზუსტად : ) მე კიდევ ღია მრჩება-ხოლმე : )
ratom momcons koveltvis sheni postebi? ❤
ვისურვებდი, აქ ისევ ბევრი პოსტო როგორც ადრე. არ მგონია, ეს სხვა საქმეებზე ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს. წავიითხავდი ყველა განწყობითა და ემოციით დაწერილ პოსტს. მოკლედ, ველოდები ახალ პოსტებს :))
:*
ძალიან მომენატრაშენი პოსტები ანინა : ) ❤
წერას ყოველთვის განცდა ჭირდება და თუ, ეს განცდა დეპრესიულია, ან ჩემს შემთხვევაში პროტესტანტული, ჩემს ტვინში ნეირონები 99 %-თ იწყებს გაქტიურებას 🙂 ერთი რამ მინდა გირჩიო, შეეცადე დრო გამოძებნო და წვნიანეის მომზადება ისწავლო თუ, ტვინს, კუჭიდან წარმოქმნილი ენერგია კარგი, ნოყიერი და კალორიული საკვებით არ მიეწოდა, ცუდადა საქმე გამოფიტვისკენ მიდის
მოვედი
ანიინაა !! ყველაზე მაგარი ხარ <33 ვგიჟდები შენს პოსტებზე :))
kargia :)) but could be better
გამოხმაურება: საკეტები « ანინას ბლოგი
მეგობრებს წასვლა ეჩქარებათ?