ჰაერში ვართ. უეცრად მთელი ერი ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით, როგორშიც აქამდე არასდროს ვყოფილვართ. გვერევა ტერმინები და გვერევა დისკურსი. ვერ გავარკვიეთ, ვინ არის ოპოზიციონერი, ვინ არის ხელისუფლებაში, ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება და ასე შემდეგ. მესმის, რომ ასე ერთბაშად გადაწყობა ძალიან რთულია. რამდენიმე დღის წინ ჩემი მარჯვენა ხელი მწყობრიდან გამოვიდა და ახლა ყველაფრის კეთება მარცხენა ხელით მიწევს. ჰოდა, იმის თქმა მინდა, რომ ისე კარგად არ გამომდის, როგორც მარჯვენა ხელით გამომდიოდა, მაგრამ აშკარად ავუღე ალღო. რამდენიმე დღე დამჭირდა, ცოტა ვიწვალე კიდეც და საბოლოოდ მაინც გადავეწყვე. ახლა ხელსაც მარცხენა ხელით ვაწერ და ჩანგალიც მშვენივრად მიჭირავს. ამ პოსტსაც ძირითადად მარცხენა ხელით ვწერ :დ
ასე უნდა გადაეწყოს ქვეყანაც. გადაეწყოს ნაციონალების კრიტიკიდან ახალი ხელისუფლებისათვის თვალის დევნებაზე. გარდა ამისა, ნელ-ნელა უნდა მივხვდეთ, რომ სიტყვები, რომლებითაც აქამდე ვოპერირებდით, ახლა უკვე სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს. ადრე რომ ,,ვაზელინებს” ვეძახდით, ისინი ახლა ოპოზიციონერები გახდნენ და აქცენტის დასმა მათ კონფორმისტობაზე უკვე ალოგიკურია. გამარჯვებული ძალის საქმე კი მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღებაა და არა დამარცხებული ძალის კრიტიკა. თავისთავად ის, რომ ხალხმა ნდობა აღარ გამოუცხადა ნაციონალურ მოძრაობას, უკვე არის ნაციონალური მოძრაობის კრიტიკა.
გუშინ, როცა ,,ასავალ-დასავალთან” აქცია მოეწყო, გაჟღერდა იდეა, მოდი, რუსთავი 2-ის, რეალტივისა და იმედის ქმედებებიც გავაპროტესტოთო. მე გამეცინა, რადგან ეს მოტივები ისევ ,,ოპოზიციური რიტორიკიდანაა”. რაღა აზრი აქვს რუსთავი-2 თან აქციების მოწყობას, თუ ის აღარაა და აღარ იქნება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი არხი. გასაგებია, რომ ჩვენ ძალიან მივეჩვიეთ რუსთავი-ორისა და იმედის ჟურნალისტების მონებად გამოცხადებას, მაგრამ ამ ეტაპზე მათი შენობების წინ აქციების მოწყობა არარელევანტურია. ახლა, როცა ვიცით, რომ ქვეყნის პარლამენტში უმრავლესობით ,,ქართული ოცნება” მოდის, უცნაურია ისე მოქცევა, თითქოს ,,ქართულმა ოცნებამ” არჩევნები წააგო.
უკვე დროა, რომ დავლაგდეთ. დროა შეწყდეს ქუჩაში დროშებით სირბილი და დაიწყოს ქვეყნის მომავალზე საქმიანი მსჯელობა. პირველი ნაბიჯი ამ მიზნისაკენ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა, სამწუხაროდ, მომავალი მმართველი ძალა ამ ნაბიჯს მომზადებული ნამდვილად არ შეხვედრია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ცხადყოფს, რომ მას წარმოდგენა არ აქვს, რა კურსი უნდა აიღოს ქვეყანამ და მხოლოდ გაფანტულ განკარგულებებს იძლევა: საქართველო არა მსხვილი, არამედ რეგიონალური მოთამაშე უნდა იყოს, თამაზაშვილი ციხიდან უნდა გამოვიდეს, ქართული პროდუქტი რუსულ ბაზარზე უნდა დაბრუნდეს და ასე შემდეგ. ეს არაა მსოფლმხედველობა და ქვეყნის განვითარების გეგმა. ეს ცალკეული განცხადებებია და არა ქვეყნის მომავლის მასშტაბური ხედვა. ასე მგონია, რომ ნებისმიერ ტაქსისტს მეტი აქვს ნაფიქრი იმაზე, როგორ უნდა გახადოს საქართველო წარმატებული ქვეყანა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს. პრობლემა ისიცაა, რომ ,,ქართული ოცნების” გუნდს არ აქვს საერთო ღირებულებები, რომლებსაც უნდა უერთგულოს. ,,ვარდების რევოლოციის მთავრობას” ჩამოყალიბებული იდეალები ჰქონდა, რომლითაც მოღვაწეობა დაიწყო, გამარჯვებული კოალიციის იდეოლოგიური პლატფორმა ჩემთვის სრულიად უცნობია.
ამ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთ რამეზე დამაფიქრა: მინდა თუ არა მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს, ცუდად წაუვიდეს ,,ქართულ ოცნებას” და შესაბამისად საქართველოსაც საქმე? არ თქვათ ახლა, ეგეთი რამე როგორ შეგიძლია იფიქროო. თქვენ არასდროს გინატრიათ, მსუბუქად წაეტეხა კისერი ადამიანს, რომელმაც თქვენს რჩევას არ დაუჯერა? ან არ განგიცდიათ კმაყოფილება, როცა ვინმესთვის გისაყვედურიათ, ხომ გაფრთხილებდიო. არჩევნების დღესა და შემდეგ დღეს მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი: აი, ნახავენ, ყველაფერი რა ცუდად იქნება-მეთქი. მაგრამ დღეს ასე აღარ ვფიქრობ. ნეტა ყველაფერი კარგად წავიდეს და სულ ერთი არაა, რომელი ძალა მიიწერს ამას საკუთარ დამსახურებად? ნეტავ, პატრულმა ხალხის გინების მიუხედავად განაგრძოს ჩვენი დაცვა, ნეტავ მართლაც მიგვიღონ ,,ნატოში” და საერთოდაც, არაფერი მნიშვნელოვანი არ გაფუჭდეს, თუ არ გაკეთდება მაინც. ერთია, რომ იყო სკეპტიკური და არ გჯეროდეს, როცა დაბნეული პოლიტიკოსები ქვეყნის განვითარებაზე გელაპარაკებიან და მეორეა, შენ თვითონ ნატრობდე, რომ მართლა არაფერი გამოუვიდეთ. რამდენიმედღიანი მუშაობის შედეგად ვაჯობე საკუთარ თავს და გადავლახე ეს გრძნობა. ახლა მხოლოდ ის მინდა გავიგო, ვინ რისი მინისტრი იქნება.
იმისთვის, რომ დავლაგდეთ, აუცილებელია, პირველ რიგში მთავრობა დალაგდეს. მას შემდეგ, რაც გვეცოდინება, რომელ სფეროებში შეიცვლება არსებული კურსი, პოლიტიკურ სივრცეში ორიენტირებასაც შევძლებთ და ფეისბუქზე სიმღერების დაშეარებასაც. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ყველაზე მეტად გაურკვევლობა და გარდამავალი პერიოდები არ მიყვარს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ სიტუაციაში გრძელვადიანი გეგმების დასახვას აზრი არ აქვს, არამედ იმიტომაც, რომ როცა ვნერვიულობ, ფრჩხილების კვნეტას ვიწყებ.
Kargia, dzalian kargia. Tan bolo cinadadeba cavikitxe da uceb mivxvdi rom neka titi pirshi medo da vkvnebavdi 😀
„ნეტავ, პატრულმა ხალხის გინების მიუხედავად განაგრძოს ჩვენი დაცვა…” საინტერესო განცხადებაა. ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო და შესაბამისად პატრულს დაკისრებული მოვალეობებიც უკვე “აღარ ეკისრება”?! ალბათ გგონია რომ ისინი ანგარიშვალდებული მხოლოდ და მხოლოდ პარტიის წინაშე არიან და რომ დაკისრებული მოვალეობების აღსრულება მხოლოდ პარტიის მხრიდან წამოსული ნებართვის შემთხვევაში უნდა გააგრძელონ?!
ანინა, დარჩით კი იგივე პრინციპების ერთგული რის გამოც მმართველ ძალას მხარს უჭერდით? აი, მაგალითად ნულოვანი ტოლერანტობა ავიღოთ. თუ მოგწონდათ რომ ს.მოლაშვილი პრემიების არასწორად დარიგებისთვის იყო ციხეში, ეხლა იგივე უნდა მოხდეს თუ არა ლ.ვარძელაშვილის და სხვა მინისტრების მიმართ? თუ ენერგეტიკის მინისტრი მირცხულავა არასწორი კონტრაქტის ხელმოწერისთვის იჯდა ციხეში იმიტომ რომ სახელმწიფო აზარალა, იგივე უნდა მოხდეს თუ არა იმ მოხელეების მიმარათ (ეროვნული ბანკი, კონტროლის პალატა, მოსამართლეები, პარლამენტარები ვინც კანონი მიიღეს და 4 თვეში გამოცვალეს და ა.შ) რომლებმაც ასევე აზარალეს სახელმწიფო? ან იმ პირების მიმართ ვინც სახელმწიფო ფონდებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ (კონცერტები, მივლინებები, ძვირადღირებული კიპარისები …)?
კარგია კონკრეტულ ჭრილში რომ გადაგყავთ საუბარი:
ენერგეტიკა / ფინანსები/ფისკალური ინსტიტუტები/სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა/საერთაშორისო ინვესტიციები/ეკონომიკური ზრდა/რეკრეაცია/ტურიზმი/კრიმინალური სიტუაცი/კორუფციის ინდექსი/ჯანდაცვა/….
ანუ, ამ ადმინისტარციის პირობეში ეს სექტორები ისე “დაზარალდა” რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?
ეს თქვით თუ რაიმე სხვა?
ჰაერში ვინ ჩივის, მთავარია, ტრაკში არ აღმოვჩნდეთ.
ძალიან მომეწონა ეს პოსტი. აი ძალიან.
რამდენად გეთანხები, ეგ მეორე საკითხია.
დარწმუნებული ვარ, ვარდების რევოლუციის დროს მსგავსი აზრი საღად მოაზროვნე ადამიანების 1%-საც არ გამოუთქვამს, დღეს კი, იმასთან შედარებით, გაცილებით მეტი საუბრობს ამ ტონით და ეს სხვაობა მახარებს.
რა ხეირი რო? 🙂
თან ვარდების რევოლუციით მოსული კოალიცია პოლიტიკური შემადგენლობით ამაზე უკეთესი იყო გაცილებით, იმჰო. მერე რა დაემართა და რა ტრანსფორმაცია განიცადეს – ეს სხვა ამბავია.
თვალი გალჰდავავლე aმ ნაცოდვილარს პირველი რეაქცია: ტიპი არც პოლიტიკის არც გეოპოლიტიკის არც ნაციონალური სტრატეგიის ბაიბურში არ არის მას აქვს ცალცალკეული კონტექსტიდან ამოდღლეზილი ყურმოკრული ფრაზები ივანიშვილის პრესკონფერენციიდან და ამით ეჭვქვეშ აყენებს მის პოლიტიკურ ეკონომიკურ პრაგმატულობაც რაც
ავტორის მიერ პერსონაჟის ცოდნის ზედაპირულობაზე მეტყველებს
ასე თუ უნდა უადვილესია შექმნა ბლოგი და სააკიანის წმინდა სომხური რიტორიკის ყველაზე მაგარი დემოკრატია ყველაზე მაგარი ცათამბრჯენი ყველაზე მაგარი ლაზიკა ყველაზე სამაგალითო ციხე ყველაზე მაგარი ტელევიზები (სომხებთან თუ გქონია ურთიერთობა საპოჟნიკიდან დაწყებული მინისტრiთ დამთავრებული მსოფლიოში უნიკალურობის არანორმალური დომინანტური თვითშეფასება აქვთ ) ამ ბლოგის ავტორზე ბოლო ანალიტიკურ აკორდს ავიღებ მინორულ ჰარმონიულ პონტში – მამრებში, ფრჩხილების კვნეტას, ორალური უკმარისობის მქონე მამათმავლები მიმართავენ გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად !
,,სააკიანის სომხური რიტორიკა”_ აქ დამთავრდა თქვენი რაციონალური მსჯელობა ეკონომიკასა და ჩემს პოსტზე :დ
როგორ გეთანხმები უბრალოდ ვერ წარმოიდგენ. ქართველები არასოდეს არ იღებენ, მიუხედევად იმისა რომ იციან არ პრობლემებია ჩვენს ქვეყანაში. გაბპროტესტებას მარტო მაშინ იწყება როდესც “ვიღაც სხვა” გამოჩნდება და ის სხვა მესია ხდება. ყოველთვის იმის პრობლემა გვაქვს რომ “ოღონდ ეს არა და სხვა ვინც გინდა ის იყოს”. ყველას უნდა კარგ და აშენებულ ქვეყანაში ცხოვრება მაგრამ მოთმინება არ ყოფნით და არ ესმით რომ ძალიან ბევრი რამე უნდა შეიწიროს იმისთვის რომ ქვეყანა “აშენდეს”. გადახედეთ ისეთი ქვეყნების ისტორიას როგორიცაა ინგლისი, აშშ, შვეიცარია და ა.შ. მათ ჩვენზე უარესი გამოიარეს და ახლა ჩვენზე უკეთესად ცხოვრობენ