რა ხდება ახლა
2 ოქტომბერია, ანუ არჩევნებმა ჩაიარა. მართალია, ქვეყანა ჯერაც ,,პახმელიაზეა”, მაგრამ შეფასებების გაკეთება უკვე შეიძლება. როგორც ჩანს, დემოკრატიისკენ მუდმივი სვლის რაღაც ეტაპზე, ჩვენ მოვახერხეთ და მივედით დემოკრატიულ არჩევნებამდე. სხვა საქმეა, რომ ყველა ვერ დარჩა ამ ამბით კმაყოფილი. ვერაფერს ვიზამთ. დემოკრატიული პროცესი ადამიანებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თუნდაც გუბაზ სანიკიძეები, თუკი მართლა ასე ძალიან ეზიზღებათ ნაციონალური მოძრაობა. ადამიანებმაც სამწუხაროდ გამოიყენეს ეს შესაძლებლობა. ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას კი ბონუსად ბევრი იდიოტის შესვლა მოჰყვება პარლამენტში.
რითი დაიმსახურა ,,ქართულმა ოცნებამ” ხალხისგან ასეთი ნდობა? საქმე ისაა, რომ ,,ქართულ ოცნებას” არ დაუმსახურებია ნდობა, უბრალოდ ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიმსახურა უნდობლობა და რადგან ჩვენს ერს რეალურად სულ ორი არჩევანი ჰქონდა, ხალხმა აირჩია 41. რიტორიკამ ,,ოღონდ ესენი აღარ” თავისი გაიტანა. სამწუხაროდ, ეს რიტორიკა უკვე რახანია სრულად განსაზღვრავს ჩვენს არჩევანს. რამდენიმე წელია, ფსონს პოლიტიკური ძალები არა საკუთარ ღირსებებზე, არამედ ოპონენტების სისუსტეზე დებენ. ოპონენტის სისუსტეზე იყო ნაწილობრივ დამყარებული აქამდე ნაციონალური მოძრაობის მომხრეების პოზიციაც ,,კარგი, მიშა არ ვარგა, მაგრამ აბა სხვა ვინ უნდა მოვიდეს?”. როგორც კი ამ კითხვაზე მოიძებნა ანგარიშგასაწევი პასუხი_ ,,ბიძინა”, სიტუაციაც მაშინვე შეიცვალა. ,,ქართული ოცნების” ზოგიერთი მაჟორიტარის გამარჯვებამ კი დამარწმუნა, რომ საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვის წარადგენდა ქართული ოცნება მაჟორიტარად ამა თუ იმ რეგიონში. ხალხმა უბრალოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მისცა ხმა. პოზიცია, ,,ოღონდ ესენი წავიდნენ და ამაზე უარესი როგორ იქნება” კი უპასუხისმგებლო პოზიციაა. ჩვენ გვავიწყდება, რომ უარესებიც არსებობენ და რაკი გვავიწყდება, ახლა შეგვიძლია გადამოწმება დავიწყოთ.
რა იქნება ახლა
შედეგების გამოცხადების წინ ვფიქრობდი, რომ თბილისში აუცილებლად მოიგებდა ,,ქართული ოცნება” როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ბრძოლას. მაგრამ არ მეგონა, თუ ,,ქართული ოცნება” ასე დამაჯერებლად გაიმარჯვებდა ზოგიერთ რეგიონში. იმასაც ვფიქრობდი, რომ სიტუაცია მზადდებოდა იმისთვის, რომ ხალხს არ ეღიარებინა არჩევნები, გამოსულიყო გარეთ და დაწყებულიყო არეულობა. და უცებ, გაირკვა, რომ მოიგეს! ახლა რა უნდა მოხდეს? ახლა უნდა მოხდეს ის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობის დიდი წილი სწორედ ,,ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს, ხალხმა კი რაციონალურად შეაფასოს მათი ნაბიჯები. ვფიქრობ, ამომრჩეველთა ნაწილს იმედი მაშინვე გაუცრუვდება, როცა აღმოაჩენს, რომ თურმე ,,ხალხისთვის ფულის დარიგება” მხოლოდ ხატოვანი გამონათქვამი ყოფილა. როგორც კი მოქმედებაზე მიდგება საქმე, მაშინვე დადგება პროგრამისათვის მიყოლის საჭიროებაც. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად არ მაქვს წარმოდგენა იმაზე, რა პროგრამა აქვს ,,ქართულ ოცნებას”. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ეს ჩემი ბრალია, მაგრამ რეალურად ასე არაა. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ბერას სიმღერები უფრო ხშირად ისმოდა, ვიდრე ,,ქართული ოცნების” სამოქმედო გეგმა. ასე რომ, რეალურად არც კი ვიცით, რა გზით განაგრძობს ქვეყანა სვლას ამ არჩევნების მერე.
მგონია, რომ პარლამენტში ძალთა გადანაწილება ძალიან შეიცვლება, იმიტომ რომ რეალურად ,,ქართული ოცნება” მონოლითური პოლიტიკური ძალა არაა. ის უბრალოდ ,,შეკოწიწდა” არჩევნების მოსაგებად. მიზანი მიღწეულია, ახლა მოსაფიქრებელია საერთო ხედვა, რომელიც განსხვავებულ პოლიტიკურ სიბრტყეზე მდგომ ადამიანებს გვერდიგვერდ დგომას აიძულებს.
მთავარი შიშები
რასაკვირველია, ამ შედეგების დადგომის შემდეგ, რეფორმები ვეღარ განხორციელდება ისე სწრაფად, როგორც აქამდე ხორციელდებოდა ხოლმე. შესაძლოა, საერთოდ ვეღარ განხორციელდეს.
გარდა ამისა, ახლა სწრაფად საჭიროა მოგებული ძალის მომხრეებისთვის იმის ახსნა, რომ არჩევნებში გამარჯვება არ ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან მათზე კანონები აღარ გავრცელდება. ღვედების შეკვრა ისევ აუცილებელია, ავტობუსში ბილეთების აღებაც და ოპონენტების აზრის პატივისცემაც. ცუდი პრეცენდენტია ის, რომ ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერები რუსთავი ორში შეიჭრნენ. მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, ცხადი განმარტება თვითონ პარტიის წარმომადგენლებმა უნდა გააკეთონ. ველოდები, როდის მოუწოდებს წესრიგისკენ ბიძინა ივანიშვილი თავის ამომრჩევლებს.
ჩემი მთავარი შიში მაინც საგარეო პოლიტიკას ეხება. თუ მთავარი კურსი არ შეიცვლება, ეს უკვე იქნება ახალი საქართველოს გამარჯვება. დამტკიცდება, რომ შესაძლოა ადამიანებს ერთი ხედვა ჰქონდეთ მთავარ საკითხებზე, მაგრამ განსხვავდებოდნენ კონკრეტულ ასპექტებში. სამწუხაროდ, ამის იმედი ყველაზე ნაკლებად მაქვს.
მთავარი იმედები
მთავარი იმედები იმას უკავშირდება, რომ პარლამენტი ნამდვილად დემოკრატიული იქნება. თითოეულ გადაწყვეტილებას დასჭირდება მეტი არგუმენტაცია, თითოეული გადაწყვეტილების აღსრულებას კი_ უფრო მეტი მოთათბირება ოპონენტთან, რაც ნიშნავს იმას, რომ იქნება დებატები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება.
ამავე დროს, იმედი მაქვს, რომ ადამიანები გააცნობიერებენ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ დაეკისრათ თავიანთი არჩევანის გამო. შესაბამისად, თუ ,,ქართული ოცნება” არასწორ გზაზე გადაუხვევს, მოსთხოვენ პასუხსა და ნდობის გამართლებას, რაც ამომრჩევლებს არ უქნიათ ,,ნაციონალური მოძრაობის” შემთხვევაში. იქნებ ვისწავლოთ, რომ გადადექი-ს ძახილისა და ვადამდელი არჩევნების გარდა არსებობს პრობლემების მოგვარების სხვა გზებიც.
ბოლოს კი ვიტყვი, რომ გილოცავთ პირველ დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მისი შედეგები ზოგადად დემოკრატიაზე არ აგვიცრუებს გულს 🙂
სრულად გადმოეცი ჩემი სათქმელი 🙂
anina momconxar<3
არაჩვეულებრივად არის ჩამოყალიბებული საღი აზრი,სრულიად ვიზიარებ.
შესწორებას გავაკეთებ, არავის არ უთქვია ხალხს ფულს დაურიგებო)! პირიქით ითქვა რომ 2 წელი მაინც დაგვჭირდება რომ ყველაფერი დავალაგოთ ამიტომ იმედები ნუ გექნებათო, რაც შეეხება პროგრამას და გეგმას დაიწერა და დაიდო 60 ე მეტი გვერდი იყო რას აპირებენ ასე რომ აშკარად არაინფორიმირებული ხარ ) ან არ აკვირდებოდი მოვლებს , პირველი რეფორმები და ყველაზე წარმატებული საქართველოში ივანიშვილის ფულით და რჩევებით ჩატარდა ამას ორივე მხარე აღნიშნავს ) ეს კი პროგრამა მე ბოლომდე ვერ წავიკითხე დამეზარა))) http://www.scribd.com/doc/104513449/%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%99-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90
getanxmebi
ell getanxmebi, eg aravis brali araa, ,,kartuli ocnebis” programa ro ar icis, tu ainteeresebda, moidziebda da gaecnoboda. da kide ამომრჩეველთა ნაწილს იმედი მაშინვე გაუცრუვდება, როცა აღმოაჩენს, რომ თურმე ,,ხალხისთვის ფულის დარიგება” მხოლოდ ხატოვანი გამონათქვამი ყოფილა. <– memgoni amis imedze aravis miucia xma :)) visac sagi azrovneba sheuzlia, icis da xvdeba rom ese martivad ar xdeba ,,fulis darigeba".
არაა ეგრე. მოძიება არ უნდა სჭირდებოდეს ამომრჩეველს, ყველგან უნდა ტრიალებდეს შენი პროგრამის ნაწილები. ვინმეს სჭირდება ნაციონალების პროგრამის მოძიება? ისედაც ყველამ იცის, 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ძლიერი სოფელი.
გამოდის, საარჩევნო პროგრამა სულ ფეხებზე ეკიდათ და გამოსვლებშიც არ ახსენებდნენ 🙂
sityvebs verc ki vpoulob,imdenad momewona es statia! es aris simartle da mxolod da mxolod simartle! yochag : )
am kveynis erterti didi problema isaa rom yvela politikaze saubrobs. sxva temebze cera uket gamogdioda
ავტორს დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის, გეთანხმები ყველაფერში!!! მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ.. ”მთავარი იმედი” – როგორ გგონიათ, რომელ მათგანთან იქნება არგუმენტირებული მსჯელობა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე? ზვიადაურთან (რომელსაც 1 წიგნი მის ცხოვრებაშჳ არ წაუკითხავს და ზოგადად რა ვალდებულებები დაეკისრა იმას ვერ ხვდება); დუმბაძესთან, რომელსაც ისეთი უკურნებელი სენი აქვს რომ მაგას სამარეც არ გაასწორებს (ფსიქიურად გაუწონასწორებელია); სანიკიძე რომელსაც მილიონერობა უნდა და სულ მაგრად კიდია ეს ქვეყანა; ეკა ბესელიაა?? ნეტავ იცოდეთ მისი განათლების ან მოღვაწეობის დეტალები.. ხიდაშელ-უსუფაშვილის ტანდემზე ნუ აღარ ვსაუბრობ (უკომენტაროდ ვტოვებ).. თეა წულუკიანი? ადამიანის უფლებათა დიიიიდი დამცველიიიი?? :)))) სასაცილოა მართლა.. რომელ დემოკრატიულ განვითარებაზე მელაპარაკებით ან საერთოდ რისი იმედი გაქვთ???
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყანაში ყოველგვარი განვითარება და ხალხის სამსახურში ყოფნის ბოლო იმედიც კი დაგაწურულია..
ანინა ძალიან საინტერესო მოსაზრებებია. რაც შეეხება პარტიების პროგრამებს ჩვენ გვაქვს გამოცემული და ონ– ლინე შეგვიძლია გამოგიგზავნოთ პარტიების პროგრამები .
ჩვბენი როლი სამოქალაქო საზოგადოიებისა სწორედ ისაა რომ მონიტორინგი ვაწარმოოთ მუდმივათ მათი დანაპირებების. ანუ ფხიზლათ რომ ვიყოთ. და როდესაც რამე გადაწყვეტილებას ღებულობენ რომ იცოდნენ რომ ხალხის აზრიც გასათვალისწინებელია. იქნება ეს ხიდების თუ სხვა რაღაცეების მშენებლობა თ უ ამ მშენებლობების ნგრევა. მაშინ შევძლებთ მიუახლოვდეთ დემოკრატიულ ღირებულებებს.
ყველაფერი ის წერია რასაც ვფიქრობდი!!! 100 დღეში გამოჩნდება ყველაფერი, თუ რაგზას ადგას ამდენი ხალხის ოცნება
getanxmebi yvelafershi. sworad da tavshekavebulad gadmoeci realoba, rasac me ver shevdzlebdi.
e.i. cofebis kra midis, vigaceebs blogi dzalian moewona, magram ra naxet gansxvavebuli imisgan rasac bokeria, baqradze da dzmani misni amboben? axla es erti teqstia chawerili da kvela imeorebs. erti rame aravis ainteresebs, 1 800 000-ma adamianma utxra uari tqvens satakvanebel nacmodzraobas da kvela es xma iko zizgis xma. ramdeni moipares kide, mat namusze ikos. ramxela mondomeba unda, rom amden xalxs ezizgebode. dawknardit ra cota xans, nervi daasvenet, ragas daxtunaobt, xom icit rom wavida tqveni dro, axla qurdebis, mxedrionis da mokled ukan rusetshi wasvlis droa ra.
ra sacodavedi xart, saakashvils vinc mistiris, meti chkua ar gaqvt? unda wasulikvnen aba ra, gaamwares xalxi. diaxac, xalxma nacebis winaagmdeg misces xma, imitom rom mattvis adamiani ar arsebobs, gaamatxovres naxevari saqartvelo, sxvaze agar vlaparakob. visac chemi azri ar mogwont, dagajvit tavze. tqven xalxi ki ara, prochebi xart.
100%-it vetanxmebi statiis avtors, titqos chemi nafiqralia dawerili, sul cota xanshi vnaxavt zogiertebis tirils.
shen ro exla subieqturi xar rat udna amas bevri mtkiceba:)
dato, rogor moviwono sheni komentari ar vici, torem moviwonebdi :)))
ნუ, არაინფორმირებულობაზე გაამახვილეს უკვე ყურადღება.
ანინა, ის ათასლარიანი ვაუჩერი 4 წელზე იყო გაწერილი :დ ანუ თვეში 20 ლარი… თუ ინფლაციასაც გავითვალისწინებდით ახლანდელი 20 ლარი, ოთხი წლის შემდეგ 20 ლარს ჩამოუვარდება და იმავე ღირებულების აღარც იქნებოდა :დ ესეც მეორე…
ზოგადად, კარგად გაქვს სურათი დახატული და რაღაცებში გეთანხმები, რაღაცებში არა… ყველანი სუბიექტურები ვართ… 100%-ით ობიექტურობა არც არსებობს… არც 50%-ით :)))
პ.ს. მესამეც, ნატოში შესვლა რატომ უნდა გვესახებოდეს პირველ მიზნად და რაში გვჭირდება მე ეს დღემდე ვერ გამიგია, მაგრამ კაი… დავუშვათ, გვჭირდება და ნატო აგვაყვავებს…. იმედია, არავინ არავის ტირილს არ ნახავს და გაგვიმართლებს ეს მთავრობა იმედებს… და დაუნახავებს, ბევრ რამეს დაანახვებს.,.. თუ არადა, გავა 4 წელი და შევცვლით ისევ… მაგრამ, არამგონია, კოალიციამ ამ 4 წელიწადში იმის მეასედი ზიანი მაინც მოგვაყენოს, რასაც მიშა გვიკეთებდა წლების განმავლობაში 🙂
შენ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე ხომ არ ცხოვრობ შემთხვევით?