დრო უფრო სწრაფად ზაფხულში გადის თუ მეჩვენება? ფაქტია, ზაფხული თითქოს გუშინ დაიწყო, არადა უკვე მთავრდება. თითქმის მთელი ზაფხული თბილისში გავატარე, მაგრამ არ ვნანობ, რომ “დედაქალაქში ჩავრჩი” (სხვები ასე ამბობენ ხოლმე, თბილისში ჩავრჩი და ვიხუთებიო, ოხ ეს წყეული სამუშაოო, შვებულება რატომ არ მეკუთვნის, ბოსის ბოზი დედას შ***ციო და ასე შემდეგ). მე არც სახურავზე ვირუჯები და არც ლეღვის ნახარშს ვისვამ. საერთოდ არ ვზრუნავ გარუჯვაზე, რადგან კანის ნებისმიერ ფერს ვწყალობ. არც სიცხეზე ვწუწუნებ, რადგან სახლში სრულიად იაფი და გენიალური ვინტილატორი მაქვს, რომელიც მთლიანად ჩემზეა ფოკუსირებული და ამიტომაც არ ბრუნავს. ერთი პერიოდი ჭაღ-ვინტილატორებზეც კი ვფიქრობდი. თუ დაკვირვებიხართ რომელიმე ასეთ ჭაღს, შეამჩნევდით, რომ მოსახერხებელი რამეა, მაგრამ ამავე დროს საძაგელი სანახავია.
რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ თბილისში ზაფხულის გატარება არათუ არაა საშინელება, არამედ გონივრულიც კია. იმიტომ რომ ბევრად იაფი ჯდება იქ დარჩენა, სადაც ხარ, ვიდრე სადმე სხვაგან წასვლა. ყოველ შემთხვევაში, მე უფრო იაფი მიჯდება. საქმე ისაა, რომ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და სახლის დიასახლისი ფულს მაინც მომთხოვს, თუნდაც ნარნიაში გადავსახლდე დროებით. და რაკი ფულს სულ-სულ ყოველთვე ვიხდი, ამიტომაც უნდა ვიცხოვრო კიდეც.
ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ ზაფხულში თბილისში ყოფნას მინუსებიც აქვს. ზაფხულის სიცხე ჩემზე უცნაურად მოქმედებს და ნელ-ნელა ცივი ყავის მკეთებელ და ტვ-შოუების მაყურებელ მექანიზმად მაქცევს. ამბობენ, რომ ერთ დროს პერსპექტიული გოგოც კი ვიყავი და ადამიანები ჩემს ნაწერებს კითხულობდნენ, მაგრამ მე ეს აღარ მახსოვს. მომეცით ცივი ყავა და ჩამირთეთ six feet under-ი, თუ შეიძლება 🙂
ჰო, მთავარი ისევ დამავიწყდა, როგორც ყველა უპასუხისმგებლო ადამიანს ემართება. თბილისში ზაფხულის გატარებას კიდევ ერთი ნაკლი აქვს: არავინ იზიარებს შენს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში კარგია დასვენება. სწორედ ამიტომ, ოჯახის წევრები და მეგობრები სოფლებსა და ზღვისპირა ქალაქებში იკარგებიან და რატომღაც ტელეფონებზეც უფრო იშვიათად პასუხობენ. ცხადია, ისინი სიცხეზე მეტად საკუთარ ბოსებს გაურბიან, რომლებიც თბილისში უფრო ადვილად მისწვდებიან მათ, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადგილას. ბოსების უმრავლესობა თვლის, რომ თანამშრომლების შვებულებაში გაშვება ჩვეულებრივი ამბავი კი არაა, არამედ მსხვერპლი მათი მხრიდან. ხოდა, თუ მაინც თბილისში უნდა დარჩე, რატომ უნდა გაიღონ მათ შენ გამო მსხვერპლი? აი, ბათუმში რომ მიდიოდე, კიდევ ჰო..
ასე თუ ისე, ზაფხული დასასრულს უახლოვდება და მალე დადგება მაიკებზე ჟაკეტების შემოცმის სეზონი_ ყველაზე კარგი სეზონი სეზონებს შორის.
მე ვიზიარებ შენს მოსაზრებას, რომ თვილისში კარგია დასვენება 🙂 მითუმეტეს როდესაც ყველა გაკრეფილია და ქუჩები, კაფეები და კინოთეტრები თითქმის ცარიელია ^_^
მაიკებზე ჟაკეტების შემოცმის სეზონი მეც ძალიან მიყვარს ; )
ყველაფერს დადებითად რომ შეხედავ,უფრო ადვილია.მაგ.: თბილისში დარჩენაც.
მეც ამ ზაფხულს თბილისში მომიწია ყოფნა,არადა სოფელში უნდა წავსულიყავი ცოტა ხნით,მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს იქ ყოფნა ერთი კვირის შემდეგ სული მეხუთება და დეპრესია მემართება,ასე როცა ვფიქრობ თბილისში დარჩენა მიხარია :დ
უსეზონესი სეზონია : )
მაიკებზე ჟაკეტების შემოცმის სეზონი, რომ მოვა პერსპექტიული გოგონაც დაბრუნდება ♥ (იმედი მაქვს)
ვერ ვიტან შემოდგომას და წელს სექტემბრის მეორე ნახევარში მაქვს შვებულება. კაშმარ.
თბილისში ზაფხული კი არის მარაზმი, მაზოხიზმი, ტირანია და აღარ ვიცი, კიდევ რა. 😦
წადი იქ, სადაც სექტემბერი კარგია 🙂
მეც მომწონს ზაფხული თბილისში. :)) სადაც არ უნდა წავიდე და ვისთან ერთადაც არ უნდა ვიყო 2-3 დღეში მაინც აქაურობა მინდება :))) + ცოტა ხალხი, დიდი ფასდაკლებები და თუ მთელ დღეს საწოლში გავატარებ და სერიალების ყურების და ყავის სმის მეტს არაფერს გავაკეტებ სინდისიც არ შემაწუხებს :)))))
ისე მართლა ლოგიკურია დაეტიო იქ სადაც ხარ ვიდრე ფული ფლანგო უაზროდ და ბოლოს ცოტათი გაყავისფრებული ჩამოხვიდე. წასული ვიყავი დასასვენებლად დ აგზაში ვფიქრობდი რამდენი ფულიც იქ დავხარჯეთ ბილისში რომ მოეცად უფრო ნაყოფიერად დავხარჯავდი.
Six Feet Under – მშვენიერია!
ცხვირი არ გამიყვია თბილისიდან და საუკეთესო ზაფხული მქონდა
ყველაზე მართალი პოსტია. მეც ველოდები შემოდგომას, წითელ-ყვითელ ფოთლებს ტროტუარზე….
წელს რატომღაც ჩემთვისაც ძალიან სწრაფად გავიდა ზაფხული, ალბათ იმიტომ რომ არც მე გავსულვარ არსად..
სადაც ცხოვრობ იქ დასვენება მაშინ არის კარგი როცა უკეთსს ვერ მიდიხარ :)))
ანინა, სადაა ახალი პოსტი?