ამბის დასაწყისი იხილეთ აქ:

Save water, drink beer!
სწორედ ეს ფრაზა წერია ,,ნატახტარის” ლაბორატორიის კარზე. ლაბორატორია, როგორც გითხარით, მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან მასში ჩატარებული კვლევების შედეგებმა ყველაფერი შეიძლება თავდაყირა დააყენოს. კარგმა ლუდმა ლაბორატორიის ყველა გამოცდას უნდა გაუძლოს და ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ნორმები კი რამდენიმე სახისაა: “ეფესის” მიერ დაწესებული, სახელმწიფოს მიერ დაწესებული და თვითონ “ნატახტარის” ოქროს სტანდარტი. ლაბორატორიისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეგონება მომხვდა თვალში: წარმატება არაა საბოლოო შედეგი, წარმატება ყოველდღიურად მიიღწევა. ,,ნატახტარში” სწორედ ასე მუშაობენ. არა ერთი, საბოლოო მიზნისთვის, არამედ თითოეული პარტიის კარგად მოხარშვა-ჩამოსხმისთვის. ყველა ბოთლი მნიშვნელოვანია და ნებისმიერი მათგანი საუკეთესო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მივდივართ მე და ჩემი მეგზური ჩამოსასხმელი განყოფილებისაკენ და ,,რენდომულად” ვიღებთ ჩამოსხმული უამრავი ბოთლიდან ერთ-ერთს. ლაბორატორიას თავიდან ბოლომდე უნდა შევამოწმებინოთ.
როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზეა. ლაბორატორიაში ჩემ მიერ მოხარშული ლუდის სინჯსაც ვპოულობ. ეტყობა, უკვე შეამოწმეს. აქედან პირდაპირ ჩამოსასხმელ ოთახში მივდივართ, სადაც ხმაურია და გამალებული მუშაობა. ჩამოსასხმელ ოთახში ლუდი გაფილტრული და დაწმენდილი. სახით ხვდება. ლუდის “შინაარსი” ამის შემდეგ აღარ იცვლება, ჩამოსასხმელ ოთახში კი ფორმაზე უნდა იზრუნონ. ლუდი ისხმება პოლიეთილენისა და მინის ბოთლებში, ასევე თუნუქის ქილებში. თუნუქის ქილაში ჩამოსხმულ ლუდს ცოტა განსხვავებული გემო აქვს, რადგან ლუდის პასტერიზაცია ქილაშივე ხდება, განსხვავებით ბოთლებისგან, რომლებშიც ლუდი პასტერიზებული სახით ხვდება. პოლიეთილენისა და მინის ბოთლებიც სხვადასხვა გზას გადიან. მინის ახალი ბოთლები საგულდაგულოდ ირეცხება, სანამ მასში ლუდს ჩაასხამენ. პოლიეთილენის ბოთლი კი პატარა სინჯარის მსგავსი “ბოთლუკებიდან ” იბერება და საჭირო ფორმას იღებს. ამის შემდეგ საცობები და ეტიკეტი უნდა დაემატოს ბოთლებს, რის შემდეგაც სხვა ბოთლებთან ერთად უნდა შეიფუთოს.

როცა ჩამოსასხმელ ოთახში ლუდის საბოლოო გზას ვაკვირდებოდი, მოულოდნელად სასიამოვნო სუნი ვიგრძენი. ლუდის სუნს ორი დღის განმავლობაში ძალიან შევეჩვიე და მომწონდა კიდეც, მაგრამ ეს სხვა სუნი იყო. არომატული, ნაცნობი და ნოსტალგიურიც კი. თურმე ლიმონათის ჩამოსხმა იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ინტერესის მთავარი საგანი ლუდი იყო, ცდუნებას მაინც ვერ გავუძელი და ცხვირი ლიმონათის ჩამოსხმის საქმეშიც ჩავყავი. ამდენი ლიმონათი რომ ბავშვობაში მენახა, ალბათ ამ ოთახიდან ფეხს არ მოვიცვლიდი.

ამასობაში ჩემი მოგზაურობა ,,ნატახტარის” ჯადოსნურ ქარხანაში დასასრულს მიუახლოვდა. სანამ ქარხნიდან გამოვიდოდი, კიდევ ერთხელ შევხედე 53-ე ცეკატეს, რომელშიც ჩემი მოხარშული ლუდი ,,დუღდა”. უცნაურ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი რამდენიმე ტონა ლუდზე. თან იმ ადამიანებზეც ვფიქრობდი, რომლებიც დალევენ ,,ქარვას” და ვერ მიხვდებიან, რომ კონკრეტულად ეს ლუდი ვიღაცისთვის ძალიან განსაკუთრებულია.
დღის ბოლოსთვის ემოციებით დატვირთული და დაღლილი ვიყავი. თბილისში დავბრუნდი და ჩვეულებრივად განვაგრძე ცხოვრება. მაგრამ ამ ორმა დღემ მაინც შეცვალა რაღაც:
1.ახლა ჩემს მეგობრებს შორის ყველაზე უკეთ ვერკვევი ლუდის მოხარშვაში
2. როცა ოდნავ მოვიწყენ, წარმოვიდგენ, რომ სადღაც ჩემი სახლიდან შორს, მუდმივად იხარშება და ისხმება ლუდი. ამის წარმოდგენა ძალიან მახალისებს. რადგან სანამ ლუდი არსებობს, ყველაფერი რიგზეა. სულ-სულ ყველაფერი.
გამოხმაურება: ანინა და “ნატახტარის” ქარხანა « ანინას ბლოგი
საინტერესო პოსტია ნამდვილად. ლუდი მეც ძალიან მიყვარს ❤
იაფფასიანი რეკლამა
Fantastic goods from you, man. I have understand your stuff previous
to and you’re just too great. I really like what you’ve acquired here,
certainly like what you’re saying and the way in which you say it. You make it enjoyable and you still care for to keep it wise. I can not wait to read much more from you. This is actually a tremendous site.
მაინტერესებს თუ სადაა შესაძლებელი ალაოს შეძენა საქართველოში, ფასი, მინიმალური რაოდენობა და ა.შ. მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს ალაოზე და იქნებ მირჩიოთ სად ვეძებო ინფორმაცია.