ანინა და “ნატახტარის” ქარხანა

ლუდის ქარხანაში მუშაობაზე პირველად სტუდენტობისას დავფიქრდი. სრულიად მთვრალი და ძალიან მიამიტურად. როგორც ბავშვები ოცნებობენ ხოლმე ნაყინის გამყიდველად მუშაობაზე. პირველი კორპუსის ეზოში ვიჯექი, წინ ცარიელი ბოთლები და მთვრალი მეგობრები მეწყვნენ. წარმოვიდგენდი, რამდენ ლუდს დავლევდი, ლუდის ქარხანაში რომ მემუშავა. უფრო სწორად, რამდენი ლუდის დალევას მოვასწრებდი, სანამ მუშაობის ნამდვილ მოტივს მიმიხვდებოდნენ და გამომაგდებდნენ.

მაშინ ძალიან ბევრ ლუდს ვსვამდი და ეს ჩემს ბლოგსაც ეტყობოდა. ერთგულ მკითხველებს ემახსოვრებათ, რომ თავდაპირველად  ბლოგის მთავარი თემატური ხაზი ლუდი და მარილიანი მიწისთხილი იყო_ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ამქვეყნიური ბედნიერება.

წინა კვირაში ორი დღის განმავლობაში ნატახტარის ქარხანაში ვიმუშავე და მივხვდი, სინამდვილეში რამდენ სირთულესთან არის დაკავშირებული ლუდის წარმოება. სირთულეები იწყება იმით, რომ შვიდ საათზე უნდა ადგე, რომ რვაზე დიდუბის მეტროსთან იყო, სადაც ნატახტარის ავტობუსი ხვდება თანამშრომლებს.

დაახლოებით ცხრა საათისთვის ლუდიანი ავტობუსი ნატახტარის ქარხანასთან ჩერდება. გადმოვდივარ და  ეზოში შევდივარ.  პირველი, რაც თვალში მხვდება, ქარხნის კედელზე გამოკიდებული ნატახტარის მისიაა:

“ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს უფრო მეტად დატკბნენ ცხოვრებით ჩვენი პროდუქტების გონივრული გამოყენების გზით” _ნამდვილად მშვენიერი მისიაა. ცოტა პროდუქტი მახსენდება, ადამიანებს რომ ეხმარება ცხოვრებით ტკბობაში და ამასთან ერთდ ლეგალურია. საბედნიეროდ, ლუდი ერთ-ერთი მათგანია.

ქარხანა შთამბეჭდავია. ვუყურებ ლუდით სავსე უზარმაზარ ტანკებს და წარმოვიდგენ, რა კარგი იქნებოდა, მათი მფლობელი რომ ვიყო. ალბათ, ამასვე გრძნობდა ჩარლი, როცა პირველად შეაბიჯა შოკოლადის ქარხანაში. მისი არ იყოს, ჩემთვისაც მომხიბვლელი და უცნაურია ეს სამყარო: სამყარო, სადაც ყველაფერს ლუდის სუნი აქვს.

ორი დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად უნდა დავათვალიერო, მეც ჩვეულებრივად უნდა ვიმუშავო. ჩემი მეგზური სახარში განყოფილების უფროსი სოსო ხუნაშვილია და მპირდება, რომ ბევრ ლუდს მომახარშვინებს. თან მარწმუნებს, ნუ გეშინია, ამ ლუდით არავინ არ მოიწამლებაო.

სახარშში ავდივართ. აქ კომპიუტერების ოთახია და მე ერთ-ერთ კომპიუტერთან ვჯდები. წინ ცივი ლიმონათი მიდგას. სამუშაო პირობები იდეალურია. დაახლოებით ნახევარ საათში ყველაფერი მზადაა ხარშვის დასაწყებად. ჩემ მიერ მოხარშულ ლუდის პარტიას თავისი ნომერი ექნება: ხარშვა N 1098. ლუდის სახეობა: ქარვა. “ნატახტარის” ლუდებიდან ყველაზე მსუბუქი.

ყველა პროცესი კომპიუტერით იწყება და მისითვე კონტროლდება, თუმცა პროცესების გაშვებასა და მართვასაც ცოდნა უნდა. მიხსნიან, რა გზა უნდა გაიაროს ჩვეულებრივმა სითხემ, სანამ ლუდად იქცევა და  ეკრანზე გამოსახული გაუგებარი სქემაც ნელ-ნელა ცხადი ხდება.

ლუდის დაყენებას თავიდან ბოლომდე დაახლოებით 21-22 დღე სჭირდება. ასე რომ, ჩემ მიერ მოხარშული ლუდი დღის სინათლეს სწორედ ამდენ ხანში იხილავს. მანამდე კი ლუდმა ერთი სათავსოდან მეორე სათავსოში უნდა იბოდიალოს, სანამ საუკეთესო გემოს არ მიიღებს.

ლუდი სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: ალაო (ქერი), სვია და ნატახტარის უნიკალური წყალი. ჩვენ ალაოს დაფქვით ვიწყებთ.  უცნაურია, კომპიუტერთან რომ ზიხარ და უყურებ, რამდენი კილოგრამი ალაო დარჩა დასაფქველი. თითქოს ფილმის გადმოწერას ელოდები. განსხვავება ისაა,  რომ რომელიღაც სათავსოში მართლაც იფქვება ალაო და შენს ბრძანებას ელოდება, რომ შემლეს ტანკში გადაინაცვლოს. შემლეს ტანკში ალაოს მდუღარე წყალი ემატება და ირევა.

ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.   ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.   ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.   ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.   ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.
ამის შემდეგ მთელი მასა გადადის ფილტრში, სადაც საწყისი სითხე იფილტრება. შედეგად უამრავი ნარჩენი გამოიყოფა, რომელიც სამშენებლო მასალას ჰგავს.
ეს მადუღარა ტანკია. სწორედ ამ ტანკში ემატება ბადაგს სვია. როგორც კი სვიას ვუსუნე, მაშინვე მივხვდი, რომ ლუდს სპეციფიკურ არომატს სწორედ ის აძლევს. მომავალში, როცა ლუდი ჩამივარდება ხელთ, ადვილად გავარჩევ ერთმანეთისგან ორ არომატს: სვიისას და ქერისას
ეს მადუღარა ტანკია. სწორედ ამ ტანკში ემატება ბადაგს სვია. როგორც კი სვიას ვუსუნე, მაშინვე მივხვდი, რომ ლუდს სპეციფიკურ სუნს სწორედ ის აძლევს. მომავალში, როცა ლუდი ჩამივარდება ხელთ, ადვილად გავარჩევ ერთმანეთისგან ლუდის ორ არომატს: სვიისას და ქერისას
ასე გამოიყურება სვია, რომელსაც დოზატორებში ვამატებ. სუნი როგორ გაჩვენოთ, არ ვიცი :ჰმ:

პარალელურად ხდება მუდმივი კონტროლი. ასე მაგალითად, პირველ საათზე აშაქრება შევამოწმეთ, ორის ნახევარზე_ მჟავიანობა. გარდა ამისა, მონაცემები იზომება დუღილის დაწყებამდე და დუღილის შემდეგაც.  როცა რომელიმე სათავსო იცლება, მაშინვე ვუშვებთ რეცხვის პროცესს. გარეცხვის შემდეგ კი ლაბორატორია სინჯს იღებს და აკვირდება, ყველაფერი სათანადოდ არის თუ არა გარეცხილი. ჰო, რაც შეეხება ლაბორატორიას, ის ყველაფერს ამოწმებს, რისი შემოწმებაც საერთოდ შეიძლება. არა მხოლოდ ლუდს, არამედ ისეთ რამეებსაც, როგორებიცაა შემოსული ნახშირორჟანგი, თავსახურები, ეტიკეტები, ბოთლები და ნედლეული.

დუღილის შემდეგ ბადაგი გადადის ვირპულში, სადაც სითხემ ბევრი უნდა იტრიალოს, სანამ სვია ძირს არ დაილექება. ამის შემდეგ ბადაგის გაციება იწყება. ბადაგის გაციების მერე კი ლუდი რომელიმე ცილინდრულ-კონუსირ ტანკში იგივე ცეკატეში გადადის.  ჩემი მოხარშული ლუდი ორმოცდამეცამეტე ცეკატესკენ მიემართება. ფოტოზე სწორედ ლუდის ტანკებს ხედავთ. მე მეჩვენება, თუ მართლა ძალიან ლამაზებია?

ცეკატეები. მე მეჩვენება, თუ მართლა ძალიან ლამაზებია?

ცეკატეებში ფერმენტაცია მიმდინარეობს. ფერმენტაციისთვის ლუდს საფუარს უმატებენ. საფუარი ჩვეულებრივ ქაფს ჰგავს, მაგრამ მისგან განსხვავებით, ცოცხალია. საფუარი ბადაგში არსებულ სიტკბოს ალკოჰოლად გარდაქმნის. სხვადასხვა ტიპის ლუდს სხვადასხვაგვარი ფერმენტაცია სჭირდება და ისინი ერთმანეთისგან შაქრის, ალკოჰოლისა და სიმკვრივის მაჩვენებლებით განსხვავდება. ცეკატეებში ლუდი საკმაოდ დიდხანს ყოვნდება. რამდენიმე დღის შემდეგ კი საფუარი მუშაობას ასრულებს და მას ოთხ გრადუსამდე აცივებენ. ამ ტემპერატურაზე საფუარი ,,იძინებს” და მისი ლუდისგან გამოცალკევება ადვილია. მოშორებულ საფუარს ლუდის შემდეგი პარტიებისთვის იყენებენ.

ლუდის დაძველების შემდეგ რამდენიმე პროცედურაღა რჩება: ლუდის ფილტრაცია ქვიშის დახმარებით  (აკრიალება) ——> პასტერიზაცია —–> ჩამოსხმა.  ჩემი ლუდი ამ პროცედურებს 20-21 დღეს მოანდომებს. ამ დროის შემდეგ კი შემიძლია შევიდე მაღაზიაში და ვიყიდო ლუდი, რომელიც მე მოვხარშე.

რა გავიგე ნატახტარში მუშაობის პირველ დღეს?

1. ის, რომ გაუფილტრავი ლუდი მართლა ყველაზე გემრიელი ლუდია, რაც კი დამილევია. მუდმივად მისი დალევა რომ შემეძლოს, ბოთლში ჩამოსხმულ ლუდს არც კი გავეკარებოდი.

2. ის, რომ ცეკატეების თავზე თუ მოექცევი, სიმაღლის აღარასდროს შეგეშინდება

აი, ასეთი მაღალი და დახვეული კიბეები ადის ცეკატეების თავზე
აი, ასეთი მაღალი და დახვეული კიბეები ადის ცეკატეების თავზე

3. ის, რომ არსებობს ერთი იდეალური პასუხი კითხვაზე: აბა მე დღეს ვის რა ვარგე?
საღამოს, როცა დასაძინებლად დავწექი, გავაცნობიერე, რომ მე დღეს 30 ტონა ლუდი მოვხარშე. ალბათ, ამაზე სასიკეთო რამ ჯერ არც გამიკეთებია ქვეყნისათვის🙂

პ.ს. ეს პოსტის პირველი ნაწილია. დანარჩენი იხილე აქ

6 thoughts on “ანინა და “ნატახტარის” ქარხანა

  1. საინტერესო პოსტია. ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი ლუდის დამზადების შესახებ. კიდევ წადი და მერე მოგვიყევი ამბები ხოლმე🙂

  2. miau

    შთამბეჭდავი ფოტოებია. პოსტი ძალიან გრძელია, მაგრამ მაინც წავიკითხე

  3. მეორეში რაღა უნდა დაწერო, არ ვიცი, მაგრამ იმასაც სიამოვნებით დაველოდები და, საერთოდ, ნელ-ნელა ბლოგ სივრცეში ვბრუნდები და ეს ნაწილობრივ შენი დამსახურებაა :პ

  4. :-))

    ar momcons eseti postebi, me vikavi im aninas ertguli mkitxveli romelic cerda seksebze da kosmosze da tavis sizmrebze.😀 dagvibrunet zveli anina!🙂

  5. Pingback: Save water, drink beer! « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s