შვილები

შვილები ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მასწავლიდნენ. თეფშს თუ კარგად არ მოასუფთავებ, პირდაუბანელი შვილები გეყოლებაო. თუ არ მოგწონს დედა როგორც გექცევა, შენ თვითონ გაზარდე შვილები უკეთესადო. შენს შვილებს რას დაარქმევო და კიდევ ათასი ასეთი რამ.
აგერ, ჩემი ერთი ნაცნობი 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა ცოლს,  უშვილო გამოდგა და რაღა უნდა მეკეთებინა მასთანო. გათხოვდები თუ არა, ეგრევე  გეკითხებიან, შვილი როდის გეყოლებათო. ერთ შვილს გააჩენ და ბავშვს და-ძმა ხომ უნდაო. შესაძლოა, ეს მიდგომა  სავსებით ბუნებრივია, მაგრამ ცოტა შეურაცხმყოფელია, ბავშვების მკეთებელ ქარხანად რომ აღგიქვამენ.  ამას ემატება ის, რომ ყველა ქალის მთავარი მისია ხალხის თვალში დედობაა და თუ დედა არ/ვერ გახდები, ყველა ცოტა ამრეზით დაგიწყებს ყურებას. თქვენი არ ვიცი და მე არ მომწონს ეს მიდგომა. ხომ შეიძლება რომ უბრალოდ არ მინდოდეს შვილი? ან არ შემეძლოს შვილის გაჩენა, მაგრამ ამის გამო უბედური არ ვიყო?

იმის გამო, რომ შვილებთან, როგორც განყენებულ თემასთან ასეთი სპეციფიკური დამოკიდებულება გვაქვს, შვილების თემით მანიპულირებაც გავრცელებული მოვლენაა.  როცა შენი აზრის გადამოწმება უნდათ რაიმეზე (სექსუალურ უმცირესობებზე, სექსუალურ თავისუფლებაზე), პირველ რიგში იმას გეკითხებიან: შენი შვილი რომ გეი იყოს, რას იზამო. ან შენს გოგოს რომ ბოიფრენდი ჰყავდესო და შენც, ვინც აქამდე შესაშური ტოლერანტობით გამოირჩეოდი, შედარებით გურჯდები. რას იზამ, საქმე შვილებს ეხება და როცა აღზრდაზე ვიწყებთ ხოლმე საუბარს, ყველანი ცოტათი დედაჩვენები და მამაჩვენები ვხდებით. სხვა მოდელი არ გვაქვს და არ ვიცით. აი, სწორედ ამიტომ გვეკითხებიან ხოლმე ჩვენს არარსებულ შვილებზე ,,პროვოკატორები”, უნდათ, რომ ჩვენგან დედაჩვენების და მამაჩვენების პასუხები მოისმინონ.

თუ მამაცი ხარ, იტყვი, რომ არც არაფერი დაშავდებოდა, შენი შვილი რომ გეი იყოს, ან თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდეს. რაზეც კითხვის დასმელი გიპასუხებს, რომ აი, მას რომ ჰყავდეს გეი შვილი, თავს გაუპობდა. რა უცნაურია, მაგრამ  ამით ის უკეთესი მშობელი ხდება, ვიდრე შენ იქნებოდი. სანამ შვილი გვეყოლება,  სულ  ჩვენს არარსებულ  შვილებზე ვსაუბრობთ, როცა გვეყოლება, მერე არსებულებზე.  სამსახურიც, რელიგიაც, ენაც, მამულიც, ტყეც და ყველაფერიც ჩვენი დაუბადებელი თუ დაბადებული შვილებისთვის გვინდა და გულწრფელად გვეცოდება უშვილო წყვილები.

კიდევ ერთი აკვიატება მრავალშვილიანობაა. რაც მეტი შვილი, მით უკეთესია: შეღავათები გექნება, პატრიარქი მოგინათლავს მესამე შვილს (თუ ყოველ მესამეს?), ხალხის თვალში კარგი გოგო/ბიჭი იქნები, ერი გამრავლდება. არადა, პრინციპში, რად გვინდა თითო ოჯახს 3-4 შვილი რომ ჰყავდეს? იმ ბევრ შვილს ხომ უნდა განათლების მიცემა? თუ საქმე მართლა სიმრავლეზეა და არა ხარისხზე? ნუთუ შვილები  მართლა სწრაფ-სწრაფად უნდა ვაჩინოთ, რომ არ გადავშენდეთ? მთავარია, ქართველები იყვნენ და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა?

ისე ხომ არაა, რომ  გამრავლებას ხშირად იმაზე მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე აქვს?

შვილების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არც იმდენად, რომ შვილები მხოლოდ იმისთვის გააჩინო, რომ გყავდეს.

და ბოლოს: არგუმენტი, რომ გეი წყვილები ბიოლოგიურად გაუმართლებლები არიან, რაკი ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ, ძალიან შეურაცხმყოფელია. საქმე ხომ მხოლოდ გამრავლებაში არაა. საქმე პროგრესშია.

37 thoughts on “შვილები

  1. მე არ ვგურჯდები ხოლმე 🙂

    შეკითხვაზე: “შენი შვილი რომ გეი იყოს რას იზამ?” ჩემი პასუხია: “ბოლომდე დავუდგები გვერდში, რომ შენნაირი ყლეებით სავსე მსოფლიოში თავი ბედნიერად იგრძნოს.”

    ჩემს გოგოს რომ ბოიფრენდი ჰყავდეს? well… სრულწლოვანი რო გახდება, მოსტყვნია პატრონი 🙂

  2. ყოჩაღ. კარგი მიდგომაა, რეალური. XXI საუკუნეში „ქალებიც ადამიანები ხართ“ 😀 და იმედია საქართველოშიც რეალურად იქნება ქალი ადამიანი ოჯახში და არა ნივთი. მე პირადად არ მინდა „კუხნა-სპალნის“ რეისზე გამწესებული ცოლი ოჯახში – კიდევ ერთი ნივთი, მოსამსახურე (რაც გინდათ ის დაარქვით). მომეწონა ძალიან 🙂

  3. sandro

    აი მარტო აქ შეგედავებოდი…….”თეფშს თუ კარგად არ მოასუფთავებ, პირდაუბანელი შვილები გეყოლებაო.” მე უშნო ცოლი ვიცოდი 😐

  4. “გათხოვდები თუ არა, ეგრევე გეკითხებიან, შვილი როდის გეყოლებათო. ცოტა შეურაცხმყოფელია, ბავშვების მკეთებელ ქარხანად რომ აღგიქვამენ” – 100%-ით გეთანხმები. ვერ ვიტან, როდესაც იციან კითხვების დასმა იმის შესახებ, თუ როდის აპირებ შვილის გაჩენას და ასე შემდეგ. უტაქტობის ზე-გამოვლინებაა ჩემის აზრით.

    ისევე, როგორც უზრდელობად მიმაჩნია, თუ ქალი აჩენს ბევრ შვილს და რატომღაც ამის გამო საზოგადოება უცნაურ და აუცილებლად ზე-ეკლესიურ ადამიანად აღიქვამს. ანუ “მორწმუნეა და ამიტომაც აჩენს”. პლუს, “თუ ფული არ გქონდა, შვილებს რას აჩენდი?”-ო რომ მითხრას ვინმემ, დავალეწავ რამეს თავზე.

    კარგი პოსტია, მომეწონა. ვაშეარებ.

  5. მეც როცა მეკითხებიან შენი შვილი რომ გეი იყოს ან ლესბიო, მაშინ რას იტყოდიო, მე ვპასუხობ, რომ ამის ადეკვატურად აღვიქვამ და ისტერიკა ნამდვილად არ დამემართება. უბრალოდ, იმაზე ვინერვიულებ, თუ რა საზოგადოებაში მოუწევს ცხოვრება ჩემს შვილს, ვინერვიულებ იმაზე, რომ შესაძლოა დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს, თორემ მისი ორიენტაცია მისი ასარჩევია. პრინციპში, ასე თეორიულად მსჯელობა, ალბათ, რთულია, მე ხომ არ ვიცი რა განცდები და დამოკიდებულებები გამიჩნდება ჩემი შვილის მიმართ, შესაძლოა, მან სრულიად შეცვალოს ჩემი მსოფლმხედველობა…

  6. Saa

    შვილები მხოლოდ იმისათვის არ უნდა გააჩინო რომ გყავდეს, მაგრამ არ მესმის რატომ არ უნდა უნდოდეს ქალს თუნდაც ერთი შვილის ყოლა…
    რაც შეეხება დედისა და გეი შვილის დამოკიდებულებას და თანამედროვე დედის მოდელს მშვენიარი ფილმია Prayers for Bobby და სწორედ ამ მტკივნეულ თემაზე დააფიქრებს ბევრ მომავალ მშობელს ))

  7. სულ 9 თვეა რაც ოჯახი შევქმენი, ბავშვი ზოგადად გვინდა მეც და ჩემს ქმარსაც, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობთ, სადღაც მე-3 თვიდან დაიწყო შეკითხვები : ორსულად რატომ არ ხარ? თუ მე ვპასუხობ რომ რავი არ ვარ – რეაქცია მოდის – ნწ ნწ ბერწია ალბათ – არაუშავს ღმერთი არ გაგწირავთ!!!!! და თუ მე ვპასუხობ რომ რავი ჯერ არ ვჩქარობთ – რეაქცია: -აბა რას თხოვდებოდი?! ან – გაფუჭებული ეს, იმისთვის გათხოვდა რო სექსი ქონოდა, გათახსირებული, ღმერთი დაგსჯის და სულ უშვილო დარჩები!! და ა.შ. ნუ კი რაღაც მომენტში მკიდია ასეთი რაღაცეები მაგრამ იმდენად ხშირად მაქვს შეხება უკვე რო ძალიან მაღიზიანებს…
    რაც შეეხება იმას რომ თუ ჩემი შვილი იქნება გეი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იმ დროს ხალხ უფრო საღად აზროვნება შეეძლება ვიდრე დღეს…

  8. anina, shvili ratom ar gindaaa? dedashenma rom gagachina kargi iyoo?ise, xalxis damokidebulebashi getanxmebi {shvilebis saswrsfod gachenis taobaze}. is mivxvdi, rom sqesebis sxvadasxva kombinaciit shejvarebaze tanaxma xar; albat, isic mogwons, ori mamakaci ertmanets trakebidan rom xmarobs. ase tu gagrdzelda — qalebma shvilebis gachenas daanebes tavi da isini dakavdnen sex-it, visac shvilebi ertnairi sqesis gamo ar gauchndebat, mashin male gadavshendebit{zogadad adamianebi gadavshendebit da ara marto “gurjebi”, rogorc shen moixsenieb ironiit}. odesme tu dafiqrebulxar, ratom arseboben qalebic da mamakacebic da ara — mxolod qalebi an mxolod mamakacebi?! homosexsualizmi daavadebaa, cudad yofnaa da ra adamianis bunebrivi mdgomareoba. nu cdilobt shen da shennairebi, avadmyofoba kargadmyofobad da misagebad warmoachinot. qali da mamakaci xom ertmanetistvis arian sheqmnilni.

    1. ამ ბრბოში ერთი საღად მოაზროვნე ხარ…. გაიხარე.. მე იმ პროგრესის დდშვც სადაც გეობა პროგრესი იქნება ცხოვრების….. ანინა შენ კიდე რაღა დაგემართა დიდი ხანია შენს პოსტებს ვაკვირდები და სულ მომწონდა… აქაც ბევრი საინტერესო გიწერია შვილებზე… გინდა თუ არა უნდა გააჩინო სრაზუ რო დაქორწინდები… მაგრამ გეების გამართლება უადგილოა… აი გეი შვილი რო გყავდეს სახლში ბიჭი მოგიყვანოს და შენ თვალ წინ იზასაოს აი შენი რეაქცია მაინტერესებს…. და მერე გითხრა იცი დედა ჩვენ ქორწილი გვექნება და ტრ***ი ვი*****ებთ და ვიქნებით ბედნიერები…. ესაა პროგრესი ? და ხელი გინდა რო შევუწყოთ მას ?…. ჩემი ხელით მოვკლავ სათითაოდ თუ გადამეყარა ვინმე მასეთი…

  9. mr crowley

    rac sheexeba shens magalfardovan gramatikulad da azrobrivad chamokalibebul gonebas romelic me ar gamachnia da isga damrchenia shensas vetrfobde…:D:D minda gitxra rom sruliad gluvia chemi uswormasworosgan gansxvavebit..tumca jobia shen sakutar oswormasworo adgilebs mixedo an me momce sashvaleba dagautavo patarav.D::D

  10. giorgi bego

    es ra sisulelea, kai mama shvils gay-s ar gamoiyvans… agzrdazea damokidebuli… laparakia aucilebeli, zogierti gamosirebuli mama roa egetebi ar unda iyvnen zogadad, shvilebi ro hkidiat yvelgan,tu shvilistvisa ara vistvis unda iyo aba? mas gajdoma unda dzvalshi da rbilshi,ise ver sheitviseb…

  11. mr crowley

    Darine Metreveli
    ki daimsaxure udaod…bodishsac mogixdi….mara es gramatikuli shesworeba shegonebani nu shegviye..:D imito ro “mshobliuric” mkidia kvelaferi mtlianad sakartveloc da kidev atasi ram zecashi da miwasa zeda..:D:D

  12. Marry...

    Anina, dzalian kargad wer…. Mtlianad gadavikitxe sheni blogi, tanac ramdenjerme 😀 dzalian chkviani xar, albat, imaze chkvianic ki, vidre unda iyo, magram geebis progrestan dakavshireba da gei wyvilebis urtiertobis gamartleba sruli sisulelea… Chems tvalshi geebi ubralo avadmyofebi arian da miugebelia isic ro blogerebi nebit tu uneblied mat apiareben… Warmatebebs gisurveb :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s