საინტერესო შაბათები იშვიათად მაქვს. შაბათს, როგორც წესი, გვიან ვიღვიძებ (ეს იმიტომ, რომ საინტერესო პარასკევები მაქვს). მერე სიზარმაცის გამო ვწყვეტ, რომ სახლიდან ფეხის გადგმას აზრიც არ აქვს და მთელი დღე ტვ-შოუებს ვუყურებ. შაბათი ჩემთვის სახლის დღეა. თუმცა, ყველა შაბათი_ არა. აი, მაგალითად, წინა შაბათს გადავწყვიტე, თმა შემეჭრა. რაც სახლიდან გაუსვლელადაც ხერხდება, მაგრამ ცუდად.
ამბობენ, ამ გადაწყვეტილებას ადამიანები დეპრესიის ჟამს იღებენო. შეიძლება, ასეცაა, მაგრამ მე დეპრესია დანამდვილებით არ მაქვს. უბრალოდ ხანდახან მოწყენილი ვარ. თმის შეჭრა კი ახალი ტანსაცმლის ყიდვასავითაა, ოღონდ უფრო იაფი ჯდება.
შაბათის გეგმა ასეთი იყო:
- თმის შეჭრა
- მიოსთვის, ჩემი ბაჭიისთვის სალათის ფურცლების ყიდვა
- თბილისი მოლში წასვლა
ჰოდა, წავედი და შევიჭერი. შეჭრის შემდეგ კი დიდხანს ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში. მომეწონა. გავმხიარულდი და მივხვდი, რომ სახლში შეყუჟვა გაუმართლებელი საქციელი იქნებოდა. სამყაროს ჩემი ახალი თმა უნდა ენახა.
მერე მიოს სალათის ფურცლები ვუყიდე და მეგობარს დავურეკე.
რა თქმა უნდა, არსებობს ადგილები, სადაც მეგობრების გარეშეც შეიძლება სიარული, მაგრამ თბილისი მოლი ამ ადგილების რიცხვში არ შედის. იმიტომ რომ უსაშველოდ შორსაა და გზაში თანამოსაუბრის არსებობა აუცილებელი ხდება. მეგობარს არ ეცალა_ალბათ, სახლის შაბათი ჰქონდა.
თბილისი მოლმა მართლაც მოახდინა შთაბეჭდილება. ყველაზე დიდხანს ჭერიდან ჩამოზრდილ კონსტრუქციას ვუყურებდი, საიდანაც ფერები გამოდიოდა.

ვფიქრობდი, რა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა ამ კონსტრუქციას. ბოლოს დავასკვენი, ალბათ, აქედან თანამშრომლები გადიან-მეთქი.
მაღაზიებში მცირეხნიანი ბოდიალის შემდეგ მოვიდა დრო, თბილისი მოლში ვიზიტის მთავარი მიზანი შემესრულებინა: სამსუნგ გალაქსი ნოუთის აქციაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. აქცია ვიცოდი, რომ მომეწონებოდა: პროფესიონალი მხატვრები ნებისმიერი მსურველის კარიკატურას ხატავდნენ Samsung Galaxy Note-ზე ჭკვიანი კალმის გამოყენებით, შემდეგ ნახატი მაისურზე, კეპზე ან ჭიქაზე გადაჰქონდათ და მსურველებს ჩუქნიდნენ. დიდი რიგი არ იყო და მხატვრებიც შესაშური სისწრაფით მუშაობდნენ (ნეტავ მე შემეძლოს ეგეთი სისწრაფით პოსტების წერა). ამასობაში მე იმას ვაკვირდებოდი, როგორ იღებდნენ ადამიანები საკუთარ გამოსახულებიან ნივთებს და ბედნიერები ტოვებდნენ აქციის ადგილს. სულ მალე ჩემი ჯერიც მოვიდა. სკამზე დავჯექი და წელში გავიმართე. ჩემმა მხატვარმა გამიღიმა, მაგრამ მე წამით მაინც შემეშინდა: ძალიან მახინჯი რომ დამხატოს, რა უნდა ვქნა-მეთქი. გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ჩემს კარიკატურიან ნივთს ჩემი ციცქნა სახლის რომელიმე ციცქნა კარადაში დავმალავდი და დავივიწყებდი. მხატვარმა ეტყობა დამინდო, რადგან ჩემ ნაცვლად ლამაზი ,,ბრუნეტკა“ გოგო დახატა ჩემნაირი ვარცხნილობით. მე კიდევ ბედნიერი დავრჩი იმით, რომ მან სწორედ ასე დამინახა. ნახატი m ზომის მაისურზე გადავაყვანინე, ყველას მადლობა გადავუხადე და წამოვედი.
გარეთ გამოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ვიყავი საღამოს ძალიან ცივა. ამიტომ ამოვიღე სამსუნგ გალაქსი ნოუთის მაისური და ჩავიცვი. ეს იყო ჩემთვის ცოტა დიდი მაისური, რომელიც სასიამოვნოდ მაგრძნობინებდა ახლადგადაყვანილი კარიკატურის სითბოს.
ესეც ბოლო სცენა:
სახლში მივდიოდი. ხელში მიოს სალათის ფურცლები მეჭირა, გულზე ანინა მეწერა და მოკლე თმა მქონდა.
ყველაფერი იყო კარგად.
ძალიან მომწონს მე სამსუნგ გალაქსი ნოუთის აქციები ^^
მხატვრებიც. მიუხედავად ბევრსაათიანი ჯდომისა მაინც რომ გიღიმიან და საუბარიც რომ არ ეზარებათ შენთან ^^ თანაც, კარგად ხატავენ. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მაისურით <3<3
და გულზე დახატული ანინა არ ჩანს კარგად :უსერ:
დავამატე პოსტს 🙂
არ გგავს ეს ნახატი 😦
მე უფრო კარგს დაგხატავდი : )
პირველ ფოტოზე ძალიან ლამაზი ხარ : )
ძალიან:
1.კარგი პოსტია
2.ზომიერი სარკაზმია მოლის მდებარეობასა და დიზაინზე
3.ძალიან ლამაზი ხარ ❤ ❤ ❤
რადისონში პრეზენტაციაზე ვნახე პირველად და იქვე დამხატეს. ძალიან მომეწონა მაისურზეც. თემას რომ გავცდეთ, შენც მომწონხარ 🙂
🙂 თმა ძალიან მაგარია 🙂
anina aseti postebi dawere xolme,modi ar ginda ra es seqsebi da a.sh ar ginda ra zalian gtxov,iseti nijieri da kargi gogo xar,rom magis gareshec gaxdebi warmatebuli.ragac gamocdileba maqvs am cxovrebashi da tu gaitvaliswineb gamixardeba.gansakutrebit ar momewona erti sheni ppsti.sheni sheyvarebuli,rom mgvdeli gaxda.saeklesio cxovreba sul sxva samyaroa mshvidi,lamazi da ar sheizleba am temaze ase agdebulad wera.nu dakargav chemi saxiT mkitxvels…chamoacale shens nawerebs aseti patar-patara minusebi da genialuri gaxdebi….
კარგი გოგო ხარ, მომეწონე
ვამაყობ შენით, რომ მოინდომე და გახდი კიდეც! 🙂
ძალიან კარგი ანინაა მაისურზეც და პირველ ფოტოზეც ^^
გიხდება თმა, მაგრამ 99დღის ბლოგიდან რატომ დაიკარგა ეს ანინა? :შ
daiwye ra isev wera 99 dgeze :(((
რა შეცვლილი ხარ 🙂 ძალიან გიხდება. თმა 🙂
ra kargi xar anina♥
– aniiin, kidev xom ar ariis eg aqcia? 😀 dzaliann momewona :d ❤
მშვენივრად გამოიყურები. ძალიან მომწონხარ.
კიდევ ხომ არ არის ეგ აქცია??? მეც მინდასავით.
კალგი გოგო ქალ:)
მიოზეც დადე რა პოსტი ძალიან მაინტერესებს შენი კურდღელი 🙂
Hi all. I discovered your blog using msn. That is a really well written article. I will be sure to bookmark it and return to learn more of your useful information. Thank you for the post. l definitely return.