Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი

ამ ცოტა ხნის წინ მომაფიქრდა სიტყვათშეთანხმება ,,კომპრომისული ტექნიკა”_ ეს სიტყვათშეთანხმება მშვენივრად მიესადაგება სიტუაციას, რომელშიც შენ ,,ნიკონის” პროფესიონალური ფოტოაპარატი გინდა, მაგრამ ,,სონის” არაპროფესიონალურ ფოტოაპარატს ყიდულობ; მაკბუქი გინდა, მაგრამ  ,,დელის” ლეპტოპს ყიდულობ და ყველაზე კარგი ქინდლი გინდა, მაგრამ ყველაზე იაფს ყიდულობ.. ასეთი რამ უამრავჯერ მომხდარა ჩემს თავს და შეიძლება თქვენს თავსაც. შედეგად_  ჩემი სახლი  ,,კომპრომისული ტექნიკითაა” სავსე.

არადა, ალბათ დროა, თავს უფლება მივცე და  ფული ზუსტად იმ ნივთებში დავხარჯო,  რომელთა გამოც საერთოდ შევდივარ ხოლმე მაღაზიებში. პრეტენზიული არ ვარ. არც სნობი. უბრალოდ მეოცნებე ვარ. მჯერა, რომ ოდესმე გამოვცვლი მობილურს, რომელსაც დილას, შუადღისას და საღამოს სჭირდება დატენვა. სამაგიეროდ კი ვიყიდი სმარტფონს, რომელიც ერთდროულად იქნება ლამაზი და ჭკვიანი_ იდეალური ბოიფრენდივით.

სამსუნგ გალაქსი ნოუთი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტს  ვფიქრობ, მთლად სმარტფონი არაა. გარდამავალი სახეობაა სმარტფონსა და პლანშეტს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ პლანშეტიც გინდათ და მობილურიც, მაგრამ არც თქვენს მშობლებს და არც თქვენს ბოსს ასე ძალიანაც არ უყვარხართ, შეგიძლიათ უბრალოდ სამსუნგ გალაქსი ნოუთი იყიდოთ. მას ორივე ,,დივაისის“ საუკეთესო თვისებები აქვს: მოზრდილია, მაგრამ მსუბუქი, შესაბამისად, პლანშეტივით რთულად სატარებელი არაა. ეკრანი კი გაცილებით დიდია, ვიდრე იმ მობილურის ეკრანი, რომელიც ახლა გაქვთ. უნდა დავამატო, რომ დიდი ეკრანი გალაქსის მნიშვნელოვან უპირატესობებსაც ანიჭებს: ის მოსახერხებელია ინტერნეტ-მოხმარებისათვის და კომფორტულია კითხვისას. გარდა ამისა, როცა ამ სმარტფონს ამოიღებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჯიბიდან, ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას :დ

სამსუნგ გალაქსი ნოუთი იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის (იმიტომ, რომ ინტელექტუალური ორგანაიზერი აქვს + გრაფიკებთან და ცხრილებთან მუშაობა მაქსიმალურად გაადვილებულია) და ის შეუცვლელია კრეატიული ადამიანებისათვის (ჭკვიანი ელექტრონული კალმის მეშვეობით შესაძლებელია ფოტოებზე წარწერების დატოვება, ნახატების შექმნა, ხელით ნაწერი მესიჯების გაგზავნა… ). გალაქსი ნოუთი იმ ადამიანებსაც გამოადგებათ,  ლეპტოპიც რომ აქვთ და მობილურიც, მაგრამ თან პატარა წიგნაკს მაინც ატარებენ მნიშვნელოვანი ამბების ჩასანიშნად. როგორც ჩანს, ადამიანს მაინც აქვს წერის მოთხოვნილება, რომელსაც  ,,კრეფა“ ვერაფრით ანაცვლებს.  სამსუნგმაც აქცენტი სწორედ ამ მოთხოვნილებაზე გააკეთა.

თუ ოდესმე ჩაგივარდებათ სამსუნგ გალაქსი ნოუთი ხელში, აუცილებლად შეასრულეთ შემდეგი პუნქტები:

1)  წაიკითხეთ მისი მეშვეობით რამე. გაოცდებით, ისე იშვიათად მოგიწევთ გადაფურცვლა. ჰმ. აქამდე რატომ ვერავინ მოიფიქრა, რომ ეკრანი სტანდარტულ ზომაზე დიდი ყოფილიყო?
2)  უყურეთ ფილმს ან სულაც მულტფილმს_ იმიტომ, რომ გალაქსი ნოუთს ძალიან კარგი გარჩევადობა აქვს.
3)  გაერთეთ ჭკვიანი სტილუსით (S pen-ით)_ პირდაპირ ეკრანზე დახატეთ, დაწერეთ და შექმენით თქვენი შედევრი. რატომ? იმიტომ, რომ შესაძლებელია. სხვა მიზეზი საერთოდ არაა საჭირო.
4)  გადაიღეთ ფოტოები და ვიდეოები_ თქვენს განკარგულებაში იქნება 8 მგპ კამერა, რომელიც  ვიდეოს  full HD-ში იღებს. Mother of God!
5)  მაჩუქეთ მე, იმიტომ რომ მე ამ სმარტფონს მშვენივრად მოვუვლი და ყოველ დილას s-pen-ით დაწერილ მადლობას გამოგიგზავნით.

ეს ნახატი კი ბონუსად ჩემი ბლოგის მკითხველს. თავიდან ცოტა გამიჭირდა ელექტრონული კალმის დამორჩილება, მაგრამ მალევე მივეჩვიე. იმედი მაქვს, მოგეწონებათ, რადგან ხატვის დროს სწორედ თქვენზე ვფიქრობდი.

25 thoughts on “Samsung Galaxy Note – სმარტფონი, პლანშეტი და მეტი

  1. ფისო რა საყვარელია ❤

    საკაიფო რამე ჩანს, ფული რომ მქონდეს მაგდენი, სიამოვნებით გავიბედნიერებდი თავს მსგავსი დივაისით

  2. აუ რა საყვარელი ფისოა ^_^ მე ეგეთს ფურცელზე ფანქრით ვერ ვხატავ :დ

    რაც შეეხება სამსუნგ გალაქსი ნოუთს, მგონი მე ეგ არ მჭირდება ^_^ ჯერჯერობით :დ

  3. მომინდა :(( ჩემ კლასელს აქვს სამსუნგ გალაქსი მაგრამ მაქსიმუმ სურათების და ვიდეოების გადასაღებად იყენებს. 😐

  4. ჰმ…. ამ ბოლო დროს მეც ბევრს ვფიქრობდი მაგ ტელეფონზე, სავარაუდოდ ტელეფონზე ფიქრს მოვრჩები და იმაზე ფიქრს დავიწყებ, როგორ ვიყიდო გალაქსი.

  5. ვერა. ვერ შეცვლის.
    ეგ ეკრანი მაინც პატარაა გარაფიკებთან და დოკუმენტებთან სამუშაოდ. ასევე ძალიან პატარაა იმისთვის რომ ბლოკნოტი შეცვალოს და რამე შეხვედრაზე ვთქვათ ვრცელი ჩანაწერები გააკეთო.
    მე ეგ სმარტი არ მაქვს, მაგრამ ჩემსასაც დიდი ეკრანი აქვს, პლუს ქვერტი კლავიატურაც ემატება თუ გინდა – და ვირტუალური კლავიატურით ეკრანი არ მცირდება ასეთ დროს… ჰოდა მაინც მოუხერხებელია.
    ასე რომ – ქინდ ფაიას მიაწექი თუ მაინცადამაინც სამუშაო ანდროიდ-პლანშეტი გინდა 🙂
    არც ძალიან მძომეა და დიდი და არც ძალიან პატარაა.

  6. გამოხმაურება: საოცნებო სამსუნგ გალაქსი ნოუთი | სამარხვო ბლოგი

  7. . გარდა ამისა, როცა ამ სმარტფონს ამოიღებთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ჯიბიდან, ყველა თქვენ დაგიწყებთ ყურებას :დ:)))))) mxolod amitom girs shedzena:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s