როცა ვინმე კითხულობს, მაინც რაზე წერენ ქართველი ბლოგერებიო, პასუხი ორიდან ერთია: 1) სექსზე; 2) რა ჭამეს საუზმეზე.
მე პირადად სულ მინდა იმ ბლოგერების პოსტების კითხვა, რომლებიც სექსზე წერენ, მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ხოლმე. სხვათა შორის, არც ,,რა ვჭამე საუზმეზე” პოსტებია მაინცდამაინც ბევრი. არადა, ადამიანებს აინტერესებთ პირადი ბლოგები. უბრალოდ მკითხველებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სხვების პირად ამბებს ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. საქმე დაახლოებით ასეა: მე, მაგალითად, არასდროს ვყიდულობ ყვითელ პრესას, ფული მხოლოდ უკიდურესად ,, ხარისხიანი” ჟურნალებისთვის მემეტება, მაგრამ როცა საიდანღაც ჩემს სახლში მყვირალასათაურებიანი იაფფასიანი გაზეთი ჩნდება, ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ წავიკითხო. ერთი ეგაა, ხმამაღლა ვერაფრით მათქმევინებთ, რომ ყველაზე მდარე სტატიებს მშვენივრად გამოსდით ჩემი ჩათრევა. ასე თუ ისე, სხვათა პირადი ცხოვრება ნამდვილად საინტერესოა.
მოდი, მე უბრალოდ მოვყვები, როგორი დღე მქონდა. სულ ერთია, აინტერესებს თუ არა ხალხს, რა ვჭამე საუზმეზე.
ყველაფერი მართლაც საუზმეზე დაიწყო. 11 საათი იყო, როცა წიწიბურა, ცოტა თონის პური და ვეგეტარიანული კატლეტები ვჭამე. ყავა არ დამილევია. მაინცდამაინც ბევრი არ მიჭამია. როცა მარტო ცხოვრობ, საუზმე ფუფუნების კატეგორიაში გადის, ამიტომაც ჩავთვალე, რომ ბედნიერი დილა გათენდა. ბედნიერი და ნათელი დილა.
არ ვიცი, რა მოხდა ჩემს ორგანიზმში, მაგრამ გარეთ რომ გავედი, მაშინვე მივხვდი, რა ძალიან მინდოდა სახლში. შემიძლია დავიფიცო, რომ ეს საუზმის ბრალი იყო. საუზმემდე მშვენივრად ვიყავი. მერე კი_ თვალები მეხუჭებოდა, ფეხებში ძალა მეცლებოდა და ჩემი სხეულის ყველა უჯრედი ითხოვდა, დავბრუნებულიყავი საწოლში, მეყურებინა რომელიმე საყვარელი ტვ-შოუსთვის და დამევიწყებინა, რომ გარეთ არსებობს ფერადი სამყარო. ქუჩები, სახლები და სამსახურები. მაგრამ მივხვდი, რომ ეს უპასუხისმგებლობა იქნებოდა.
წავედი ჯერ ერთ საქმეზე, მერე მეორეზე, მერე მივედი ვაჟაზე მაღალ შენობაში, საიდანაც გამოვედი Samsung Galaxy Note-ით ხელში და ცოტა ხნით დამავიწყდა, რა მოთენთილი ვიყავი. აღმოჩნდა, რომ სამსუნგ გალაქსი საოცარი რამეა. სამწუხაროდ, ხვალ თუ არ დავაბრუნე 12 საათზე ისევ იმ მაღალ შენობაში, რომელიმე ჩვენგანი კვახად გადაიქცევა.
ჰო. რაც შეეხება მოთენთილობას, ეს არის ზუსტი სიტყვა იმის გამოსახატად, რაც მე მჭირდა მთელი დღე. საერთოდ არ მქონდა მოძრაობის ძალა და ხალისი. ამიტომაც ბოლოს აფთიაქში შევედი. ავუხსენი, რაში იყო საქმე. მკითხეს, კარგად მეძინა თუ არა და ჩემს წინაპრებში ვინმე ხომ არ იტანჯებოდა მოთენთილობით :დ მას შემდეგ, რაც კითხვებს ვუპასუხე, მომცეს ორი ამპულა ყავისფერი სითხე, რომელშიც სამ ლარამდე გადავიხადე. ამ ორ ამპულას ჩემთვის გადაადგილების სურვილი უნდა დაებრუნებინა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ამ სითხეს ნაძვის გემო ჰქონდა. თუმცა, ეს არაა მთავარი. როცა წყალთან მივედი წამლის დასალევად, ბაკურ სულაკაურის სტენდი შევნიშნე და მივხვდი, რომ ეს ხაფანგია ჩემნაირი ბუქაჰოლიკებისათვის. აფთიაქშიც კი ვეღარ შესულხარ ისე, რომ იქიდან წიგნით არ გამობრუნდე. იმ წამსვე გავაცნობიერე, რომ რამეს აუცილებლად ვიყიდდი და ჩემს თავს იმაზეღა შევუთანხმდი, რომ 10 ლარზე მეტს არ დავხარჯავდი.
და …. 6 ლარად მე ვიყიდე ყველაზე გენიალური წიგნი, რომლის ყიდვაც 6 ლარად შეიძლება: დონალდ ბისეტის ,,ყველაფერი ყირამალა”.

არ ვიცი, რატომ არ მქონდა ბისეტი აქამდე წაკითხული. არ ვიცი, რატომ არავინ მირჩია. საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლებოდა, ამ წიგნს ჩემ გვერდით ეარსება და მე არ მცოდნოდა. მაგრამ ფაქტია: დღეს რომ ცუდად არ მეგრძნო თავი, ამ წიგნს ვერ ვიყიდდი. შეიძლება ოდესმე მეყიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში დღევანდელი დღე ერთი რიგითი მოთენთილი დღე იქნებოდა და არა დღე, როცა ,,ყველაფერი ყირამალა” წავიკითხე.
,,ყველაფერი ყირამალა” სასაცილო და გონებამახვილური ამბების კრებულია, რომლებიც ყველაზე მეტად ბავშვებს მოეწონებათ. მაგრამ თუ თქვენ საბავშვო წიგნები გიყვართ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, რადგან არ არსებობს 6 ლარი, რომელიც ამაზე უკეთეს საქმეში დაიხარჯება. თანაც, მოთხრობები მაქსიმუმ 3 გვერდიანია. ბავშვები მშვენივრად გაუმკლავდებიან.
მერე სად წავედი? ჯერ საჯარო ბიბლიოთეკაში, იქიდან კი ალტერვიჟენში, სადაც ახალი ოუფენ ეარისთვის ვემზადებით. თავბრუ აღარ მესხმოდა და აღარ ვნანობდი, რომ სახლიდან გამოვედი. წიგნისა და ნაძვიანი ამპულების თერაპია სავსებით ეფექტური გამოდგა.
და აი, ახლა, როცა ჩემს გენიალურ საწოლზე ვწევარ და მთელ დღეს ვაანალიზებ, ვხვდები, რომ არც ისე უმნიშვნელოა, რას ვჭამთ საუზმეზე. მეტიც: საერთოდ არაა უმნიშვნელო.
ეს ძველი გამოცემაა ხო? მგონი ბავშვობაში მაქვს წაკითხული 🙂 ბუნდოვნად მახსოვს რაღაც.
კიიი გამახსენდა ვეფხვი და ცხენი, ხალიჩის ქვეშ, გაბრტყელებულები მყავდა წარმოდგენილი 😀
ხოოო… 😀
მშვენიერია.შემდეგში ალბათ სექზე დაწერ:)
6 ლარად მე ვიყიდე ყველაზე გენიალური წიგნი, რომლის ყიდვაც 6 ლარად შეიძლება: დონალდ ბისეტის ,,ყველაფერი ყირამალა”.
ვაუ! ❤
ღრმა ბავშვობის წიგნია, რომელიც ახლახანს გაგვახსენდა მე და ჩემ დას დას და სავარაუდოდ ჩვენს სახლშიც გაჩნდება ერთი ეგზემპლიარი : )
წლევანდელი ოფენ ეარი შარშანდელზე კარგი იყოს რა : ))
aucileblad vikidi, vfiqrob me da Mate kargad gavertobit 🙂 didi madloba informaciisatvis 🙂
dzalian kargi posti iyo, miukhedavad imisa rom shesavali ar momewona, mec motmineba gamovichine da bolomde chavikitxe, vpiqrob rom yvela sheni posti sainteresoa, da imedic ar gamicruvda : )
სულ ეგ კითხვა მაწვალებს: რაც იპოდრომზე იმხელა მშენებლობა დაიწყო ოფენეარი სად ჩატარდება? :შ (არადა იპოდრომი რა კაი ადგილია)…..
ჩემი “ყველაფერი ყირამალა”, ოღონდ ძველი გამოცემა მქონდა. ყველაზე ნათლად ის დამამხსოვრად, ტორტში რომ ბევრი საფუარი გაუკეთა მზარეულმა და დიდი ტორტი რომ გამოცხვა. 🙂
დონალტ ბისეტი ♥
ბისეტზე ჩემი პოსტი გამახსენდა: http://wp.me/p14Vr8-5c
ანინ გილოცავ . დღეს კოსმონავტკების დღეა
ანინა, გილოცავ დაბრუნებას და კოსმონავტიკის დღეს 🙂
ყველაფერი ყირამალა ჩემი ყველაზე საყვარელი წიგნი იყო,ბავშვობაში სუულ ვკითხულობდი,ძია ტიკ-ტაკი,ვეფხვი გრრრ და რავი კიდეეეე,,როგორ მიყვააარს და სულ აგარ მახსოვდააააა,შენ გაიხარე ანინა მემგონი ხვალვე ვიყიდი ახალ გამოცემას )****
“როცა ვინმე კითხულობს, მაინც რაზე წერენ ქართველი ბლოგერებიო, პასუხი ორიდან ერთია: 1) სექსზე; 2) რა ჭამეს საუზმეზე.”
ვითომ?
Tamuna Amashukeli ს კომენტარზე გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით. “aucileblad vikidi, vfiqrob me da Mate kargad gavertobit 🙂 didi madloba informaciisatvis” ასეთ რამეს მხოლოდ ქალები წერენ ხომ ? კაცმა რომ წაიკითხოს პოსტი რაიმე საბავშო წიგნზე და დაპოსტოს მსგავსი რამ , ხომ არ არსებობს ? რამხელა მზრუნველობა იგრძნობა თამუნას მხრიდან…სავარაუდოდ მათეს მაგრად გაუმართლა >D