როცა დიდხანს არ ვწერ, მინდა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაწერილი პოსტი გამორჩეული იყოს ხოლმე.
ხანდახან ეს გამორჩეული ამბები პირდაპირ ხელებში მიცვივა, ხანდახან კი მოსვლას აჭიანურებს და მეც ვიჯერებ, რომ ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთივით მოსაწყენია.
არადა, სულაც არაა მოსაწყენი:
- მე მყავს თავზეხელაღებული მეგობრები, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის გამხვევენ შარში.
- მე მესიზმრება უცნაური სიზმრები, რომელთა გამოც ძილი ასე ძალიან მიყვარს.
- და მე მაქვს საქართველოში ყველაზე საინტერესო სამუშაო, რომლის დამსახურებითაც ჩემი საყვარელი მწერლების ნაწარმოებებს ყველაზე ადრე ვკითხულობ.
სამუშაოში librivivi.ge-ს ვგულისხმობ. ეს არის საიტი, რომელიც არც ისე დიდი ხანია გაეშვა და მიზნად ისახავს, მწერალსა და მკითხველს ცხოვრება გაუადვილოს. მწერალს ამ საიტის მეშვეობით შეუძლია ყველაზე ადვილად მიიტანოს საკუთარი ნაწარმოები მკითხველებთან, მკითხველები კი მიზერულ ფასად კითხულობენ წიგნებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის იწერება.
და რაც მთავარია, ლიბრივივი ინტერაქტიულია. თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მწერალს, აკრიტიკოთ ან შეაქოთ იგი და გადასცეთ საკუთარი იდეები. აქ ყველა მკითხველი პოტენციური ავტორია და ყველა წიგნი_ შეცვლის უნარის მქონე.
ეს ყველაფერი ჩემი აზრით, ძალიან ეფექტურადაა ახსნილი ამ ანიმაციურ ვიდეოში.
მე, გარდა იმისა, რომ ამ საიტის ადმინისტრატორი ვარ, ლიბრივივისთვის ვწერ კიდეც. რომელიმე ავტორის ნაწარმოებების წასაკითხად, თქვენ უბრალოდ უნდა ,,გამოიწეროთ” ის. 3-თვის ვადით ერთი ავტორის გამოწერის ფასია 5ლარი, 6 თვის ვადით- 7 ლარი, 1 წლის ვადით – 10 ლარი. თუ გავითვალისწინებთ, რა ადვილად იხარჯება ხუთი ან თუნდაც ათი ლარი სისულელეებში და რა ღირს წიგნები მაღაზიაში, ვფიქრობ, რომ ეს დასანანებელი თანხა არაა.
უსამართლო იქნება, აქვე არ გავიხსენო ის, რომ ინტერაქტიულ რომანს .გე-ნეტში საკუთარი წარსულიც აქვს. პირველი ონლაინ-რომანის წერა იუზერმა უნ ბესიტომ დაიწყო ფორუმ გე-ზე 2011 წლის 24 მარტს. საბოლოოდ კი ყველაფერი მაინც ტრადიციულ წიგნამდე მივიდა და პრეზენტაციით დაგვირგვინდა. არც კი ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი.
ყველამ ვიცით, რომ ამ პოსტს იმისთვისაც ვწერ, რომ ჩემი ბლოგიდან ლიბრივივიზე გადახვიდეთ და რომელიმე ერთი ავტორი მაინც გამოიწეროთ. ერთი შეხედვით მზაკვრობაა, მაგრამ თუ დაუფიქრდებით, ჩემს განზრახვაში არაფერია ცუდი. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ აკა მორჩილაძის ახალი რომანი ანდა, ანა კორძაია-სამადაშვილის წერილების ციკლი ,,გამომიარეთ ხოლმე”, ჩემს ახალ მოთხრობაზე რომ არაფერი ვთქვათ. როგორც არ უნდა მიუდგე, ეს ყველაფერი ნამდვილად იმსახურებს წაკითხვას.
p.s კინაღამ ყველაზე მთავარი დამავიწყდა: თუ თქვენ კარგად წერთ და გინდათ, ახალი ტიპის ლიტერატურა შექმნათ ინტერნეტ-მკითხველებისთვის, აუცილებლად შემეხმიანეთ.
სულ ესაა
ანინაა ,როგორ ველოდი შენს აბლოგს და ახალი პოსტი ნამდვილად გამორჩეული გამოგივიდა…მომეწონა ყველაზე მთავარი:)))) კონკრეტულად ის რომ კარგად ვწერ თუ არა,ამას მე ვერ გეტყვი,მაგრამ ძალიან მინდა ახალი ტიპის ლიტერატურა შევქმნა მკითხველისთვის და აი ….შეგეხმიანე:))))
vinc kargad ara magram ubralod vwert ar shegexmianot?
ჩვენს გაჭირვებულ პროზას თუ გამოვაკლებთ ოზას და მივუმატებთ უწუნს მივიღებთ პრუწუნ-პრუწუნს : )
უნდა დავრეგისტრიდე მაგარი ჩანს ისე
თვალს გადევნებ შვილო ჩემო, წერის ნიჭი უბოძებია შენთვის მამაზეციერს და ნუ შეჩერდები.
უფალმა გაგაძლიეროს ✞
http://vashrevashrevergavashre.wordpress.com/mogverdi/ ))
პირველი მე დავიწყე )) სამწუხაროდ ვერ დავამთავრე )) ჯერჯერობით.