Another kind of love

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცადე, მუსიკის ფონზე წერა არ გამომდის. და მგონი, არც ისე  გამომდის წერა. იმიტომ, რომ ნიჭი რომ მქონდეს, ასე მგონია, ორმოცდაათჯერ არ მომიწევდა პოსტის ჩასწორება. ჯერჯერობით ვერ გავარკვიე,  ზოგადად  წერა ან კონკრეტულად ბლოგი არის თუ არა ისეთი რამ, რაზეც უარს ვერ ვიტყვი. და თუ არაა ასეთი რამ, აუცილებელია თუ არა მისი არსებობა საერთოდ.

ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.

უძილო ღამეები დარჩა. ბევრჯერ მიფიქრია, მაინც რატომ არ მძინავს ღამღამობით და ახლა უკვე ვიცი პასუხი: მარტო ყოფნა მჭირდება. მთელი დღე გარეთ ვარ. სახლში როცა ვბრუნდები, დედა, მამა და ჩართული ტელევიზორები მხვდება. როცა მშობლებს სძინავთ და ტელევიზორები გამორთულია, მე ბედნიერი ვარ. თქვენი აზრით, შეიძლება ამის გამო ცუდი ადამიანი ვიყო? საკუთარი ოთახი არ მაქვს.

კიდევ არსებობს ყავა, რომელიც უფრო  მიყვარს, ვიდრე ადამიანების უმეტესობა. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ დაქცეულ ყავაზე უფრო ვღელავ, ვიდრე გარდაცვლილ ადამიანებზე. მე კარგად მესმის, რომ ყავის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე ადამიანების.

ვალენტინობაა დღეს და ვგრძნობ, იმიტომ ვამბობ, ეს დღე მკიდია-მეთქი, რომ მარტო ვარ. მოიცა, როგორ ამბობენ ხოლმე? ყოველი დღე ისედაც სიყვარულისააო. ვისთვისაა ყოველი დღე სიყვარულის? ან რას აკეთებენ ყოველდღე ასეთს. ქაღალდის წეროებს უგზავნიან ლეიკემიიან ბავშვებს?

 წინა პოსტში ურთიერთობების ანბანზე ვსაუბრობდი.  მე კარგად ვიცი, რომ არსებობს ყველაფრის ფორმულა. არსებობს სწორი პასუხები სიტუაციებზე, არსებობს კონკრეტული თამაშები, რომლებსაც ვთამაშობთ. ყველაფერი გამოთვლადია. ყველაზე რომანტიკული სიყვარულიც კი დაიყვანება დებილურ პრეტენზიებზე და ამას ვერავინ ვერაფერს უშველის. მაგრამ აი, ხანდახან რომ ვკითხულობ რამე საშინლად ემოციურს, ან ვუსმენ კარგ სიმღერებს სიყვარულზე, ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი იმ სულ სხვა სიყვარულს ეძღვნება, რომელზეც მე წარმოდგენა არ მაქვს.

და ეს სიყვარული თავისუფალია ყოველგვარი ანგარიშისგან, დაყვედრებებისგან, მესაკუთრეობისგან.

და არავინ ახურებს იმაზე, რომ ტელეფონში გოგონების სიცილი ისმის.

და არავის სწყინს, თუ ჩეტში პასუხი დაგიგვიანდა.

მე სწორედ ასეთი სიყვარული მინდა.

პ.ს. ემოცია მუსიკაზე, რომელიც პოსტს ადევს:

_შენ რომ ჩემთან ცხოვრობდე, თმას ყოველ დილას მე დაგივარცხნიდი. ოღონდ ჩემებურად.

_ მაინც როგორ?

_თითოეულ ჩამოსმამდე ხელს მოგკიდებდი თმაზე, რომ ადვილად ჩამომევარცხნა.

23 thoughts on “Another kind of love

  1. nall

    ზუსტად ახლა ვფიქრობდი, როგორ გამოვჩნდე იმაზე მეტად გაბრაზებული ვიდრე ვარ-მეთქი 🙂

    ძნელია.
    და სამწუხაროც.

    როგორ მეგონა, რომ მომაჯადოვებელ უფლისწულად გამოვზრდიდი. ახლაც კი ასე მგონია. ყველაფერი ისეთი სულელურია.
    რომ შეიძლებოდეს მეც ასე გვარცხნიდე.
    ვალენტინობას გილოცავ. უცხო ენაზე, რომ ვერც ნახავ და ვერც გაიგებ.

    მადლობა, ანინა.

  2. ყველაზე რომანტიკული სიყვარულიც კი დაიყვანება დებილურ პრეტენზიებზე და ამას ვერავინ ვერაფერს უშველის. – ამის თავიდან არიდება ყველაზე რთულია, მაგრამ თუ მიხვდები რომ იმის პრეტენზიები გაღიზიანებს, ესე იგი დროა ურთიერთობა დაასრულოთ, თორემ როცა ერთად ხართ, თავისთავად ჩნდება რაღაც მომენტები, რომელსაც ორივე ანგარიშს უწევთ.
    ჩართულ ტელევიზორზე გეთანხმები, რაც ჩემებთან აღარ ვცხოვრობ, მაგ მხრივ მართლა დავისვენე 😀
    სიმღერამ გაასწორა ფონად :)))

  3. nana

    ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.

    ამ პრინციპით გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან ბავშვობის მეგობრები. ალკოჰოლი და ხორცი.
    ჩემი ცხოვრებიდანაც ^^

  4. ჩემი აზრით, რაც ძალიან საჭირო არაა, საერთოდ არაა საჭირო.
    მართალია.
    ჟიდი ამბობდა – წერისთვის თავის დანებება რომ შემეძლოს წამითაც არ დავფიქრდებოდიო.
    პირადად მე ბანალურად გრაფომანიით ვარ შეპყრობილი ამიტომაც ვბლოგავ.

    აი ხორცზე და ალკოჰოლზე (ალკოჰოლს გააჩნია) უარს ვერ ვიტყვი.
    და კიდევ შოკოლადზე.

    და არც უანგარობის მჯერა. მათ შორის სიყვარულში.

  5. -ველოდები ხოლმე შენ პოსტებს, მომწონს. რაღაც-რაგაცებშიც კი არა და თითქმის ყველაფერში გეთანხმები რაც აქ წერია, ამიტომაც ველოდები ხოლმე შენ პოსტებს : დ  ერთადერთი ამ მუსიკას ვერ დავუმუღამე : დ ))))

  6. “მე კარგად ვიცი, რომ არსებობს ყველაფრის ფორმულა. არსებობს სწორი პასუხები სიტუაციებზე, არსებობს კონკრეტული თამაშები, რომლებსაც ვთამაშობთ. ყველაფერი გამოთვლადია. ყველაზე რომანტიკული სიყვარულიც კი დაიყვანება დებილურ პრეტენზიებზე და ამას ვერავინ ვერაფერს უშველის. მაგრამ აი, ხანდახან რომ ვკითხულობ რამე საშინლად ემოციურს, ან ვუსმენ კარგ სიმღერებს სიყვარულზე, ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი იმ სულ სხვა სიყვარულს ეძღვნება, რომელზეც მე წარმოდგენა არ მაქვს.” <:
    ———————
    იცი, ეგეთი სიყვარული არსებობს და მე ვიცი რომ ადამიანს შეუძლია მისი გააზრება…
    მე ვიცი რომ იქამდე მისასვლელად არც ისე ძნელი გზაა გასავლელი…
    დამიჯერე ვალენტინობა სიყვარულში ვერ დაგვეხმარება… ვერც წითელი ვარდები და ვერც ათასჯერ ნათქვამი ყავლგასული სიტყვა "მიყვარხარ!"
    სიყვაურლი იმაზე მეტია ვიდრე ადამიანი ოდესმე გამოთქვამს და იმაზე ბევრად პატარა ვიდრე მას ადამიანები ახასიათებენ!
    თუ არ დაიზარებ: http://lshisa.weebly.com/1/post/2011/10/3.html
    უბრალოდ ჩემი პასუხი ზოგადად სიყვარულზე ასეთია…

  7. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არსებობს, გამოცდილება, რომელიც ბევრ რამეში დაგეხმარება, ოღონდ უნდა დაელოდო ჯერ 🙂

  8. demi???
    გოგო ხარ თუ ბიჭი? მე მგონი არასწორად იქცევი…
    http://www.giorgigigeo.com/p/blog-page_11.html
    ნებისმიერს შეუძლია გამოაგზავნოს პოსტი,
    თუ რამე ან ვინმე არ მოგწონს შეგიძლია კაცურად მომწერო და წავშლი..
    ქალივით ზურგსუკან ლანძღვა მემგონი არ შეგშვენის არა?
    უკაცრავად ამ ბლოგის მფლობელს :))
    და ჩემგად დიდი პატივისცემა…

  9. არ არსებობს ისეთი რამ რაზეც უარს ვერ იტყვი (ჩემი აზრით!)… სასტიკად გამიჭირდებოდა მუსიკის გარეშე, წიგნების გარეშე, მაგრამ მაინც არ არსებობს არდათმობადი რამ

  10. ბოლო 4 წელია ჩემი ცხოვრებიდანაც სტიქიურად გაქრნენ ბავშვობის და დიდობის მეგობრებიც. ძალიან მტკივნეული იყო და ახლაც არის, მაგრამ სამაგიეროდ თითქმის იგივე 4 წლის წინ ისეთი მეგობარი შევიძინე, ყველა სიცარიელეს რომ მივსებს და ისიც გამააზრებინა, რომ მეგობრების წასვლაში ცუდი არაფერია. ჩვენ ვიზრდებით, ან ისინი იზრდებიან და ასე გვიპატარავდება ერთმანეთი. ის, სიყვარული კი, რომელზედაც შენ ჯერ არაფერი იცი, ნადმვიალდ არსებობს.. ნამდვილად არსებობს გრძნობა, რომელიც ადამიანს აიძულებს სულ (მარტო შეყვარებულობის პერიოდში კი არა, მერეც ცოლ-ქმრობაში) მილიონ ადამიანში შენი თვალები ეძებოს და შენი თითოეული ამოსუნთქვით ხვდებოდეს, რისი თქმა გინდა; თბილ დივანში კომპიუტერით მოკალათებული მილიონჯერ რომ დაიწუწუნებ რაღაცაზე და მილიონჯერ რომ არ დაეზარება შენთვის იმ რაღაცის გაკეთება.. 2 კვირით რომ წახვალ სადმე და სასტუმროს თბილ ლოგინში ჩაწოლილს მისი კანის სითბო და სუნი რომ გენატრება და მარტო წოლა რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ სასჯელად მიგაჩნია… ასეთი სიყვარული მართლა არსებობს და უბედნიერესი ვარ, რომ მე გამიმართლა, და ეს სიყვარული მე კი არ ვიპოვე, თვითონ მოვიდა ჩემთან და დღეს უკვე ჩემი ქმარი ჰქვია…:)

  11. კომენტარის დატოვება მინდოდა, მაგრამ არ ვიცოდი რომელი ერთი სტრიქონი ამომერჩია, რომ განმევრცო….

    კიდევ ერთხელ მადლობა.
    როცა ვინმესთვის რამის თქმა მომინდება სიყვარულის შესახებ, ამ პოსტის ლინკს მივცემ.

  12. m.k

    ”და ეს სიყვარული თავისუფალია ყოველგვარი ანგარიშისგან, დაყვედრებებისგან, მესაკუთრეობისგან.

    და არავინ ახურებს იმაზე, რომ ტელეფონში გოგონების სიცილი ისმის.

    და არავის სწყინს, თუ ჩეტში პასუხი დაგიგვიანდა.

    მე სწორედ ასეთი სიყვარული მინდა.”
    aninaa xo ar gicnob liveshi magram sheni postebidan imden nacnob piqrs amovikitxav xolme, chemi tavi mognia (amiti shens originalurobas ar vexebi)

  13. natashka

    “დაქცეულ ყავაზე უფრო ვღელავ, ვიდრე გარდაცვლილ ადამიანებზე. “ეს მაგარია.ამოიღე ერთი უბრალო ნაცვალსახელი და ნახე რა გამოვიდა.მაგრა მომენატრა შენი ნაშრომები:)

  14. luto

    dznelia roca sakutari otaxi ar gaqvs… titqos shezguduli xar da saxlisken agar gagiwevs guli magram ufro dznelia roca deda baroga gyavs. da bozi. mam loti romelic rigrigobit tynavs dedikos mere shvilikos shen tvalwin… dznelia roca ertaderti normaluri saxlshi bebiaa romelic yvelas yleze kidia da mis saxeze mxolod wuxils amokitxvaa shesaadzlebeli…
    ra unda qna am dros 😕

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s