შესავალი კურსი ურთიერთობებში

 

დღეს მთელი დღე ურთიერთობებზე, გაუგებრობებზე და დისკომფორტებზე ვფიქრობდი. და კიდევ იმაზე, მართლა საშინელება იქნება თუ არა, ყველამ რომ ის ვთქვათ, რასაც ვფიქრობთ.

აი, დაახლოებით ასე:
,,ძალიან კარგი ბიჭი ხარ. საკმაოდ სიმპატიური, მაგრამ არ შეგხვდები, იმიტომ რომ პატრიარქის სურათი გაქვს გადაშეარებული. სტერეოტიპებისა და სტატისტიკის გამო მგონია, რომ შეზღუდული აზროვნება გაქვს და მე რომც მომეწონო, შენ არ მოგეწონები”
,,სინამდვილეში მხოლოდ შენთან სექსი მინდა. ეს არ ნიშნავს, რომ ცუდად მოგექცევი. უბრალოდ ჩემგან მეტს ვერაფერს მიიღებ”.

,,მინდა, რომ ჩემი პოსტები წაიკითხო”

,,გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, მაგრამ მაინც მინდა, ჩემი ყავის ფული შენ გადაიხადო”

,,სინამდვილეში სამჯერ მეტი კაცი მყოლია, ვიდრე ვამბობ”
,,სინამდვილეში სამჯერ ნაკლები ქალი მყოლია, ვიდრე ვამბობ”

,,დღეს საღამოს სექსი არ გვექნება, რადგან გაპარსული არ ვარ”

,,მე მაინც ქერა გოგოები მირჩევნია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენთან სექსი არ მექნება”

,,ცოტა ხანს უნდა გაწვალო, რომ არ იფიქრო, თითქოს ყველას ადვილად ვაძლევ”

და ასე შემდეგ.

შეიძლება, რომ ასეთი გულწრფელობის ფონზე ადამიანებს კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდეთ? ალბათ, არა. იმიტომ, რომ ორივე მხარე კმაყოფილი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ორივე მხარე იტყუება. კარგი, მე ვეტყვი ბიჭს, რომ ძალიან არ მომწონს, შაურმა რომ უყვარს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მისგან მესიამოვნება ,,კარგი გოგო ხარ, მაგრამ უგემოვნოდ გაცვია”.  ამიტომაც მე ვამბობ, რომ მე უბრალოდ არ მიყვარს შაურმა. ის კი მეუბნება, რომ მე უბრალოდ კარგი გოგო ვარ. ჩვენ ორივე კმაყოფილი ვართ.

თუ იდეალურ სიტუაციაზე ვისაუბრებთ, ეს ის ურთიერთობაა, სადაც შენ ყველაფერს ამბობ, რაც გინდა, მაგრამ მხოლოდ იმას ისმენ, რისი მოსმენაც გსურს. მაგრამ რაკი ასე არ გამოდის, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ყოველთვის იქნება გაურკვევლობები და ,,ნეტავ რისი თქმა უნდოდები”. მთავარია, ერთმანეთს ჩვენი თავები მივყიდოთ.

ვიცი, რომ ეს ყველაფერი ურთიერთობების ანბანია, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ადამიანი არსებობს, ვინც ჯერ ასოებს ვერ ცნობს 🙂

30 thoughts on “შესავალი კურსი ურთიერთობებში

  1. და მოდი ცოტა გავაგრძელოთ ტყუილში ჩაღრმავება:

    თუმდაც “მითხრა რო დამირეკავს მარა აღარ დაურეკია”, “დამპირდა რო ზეგ ერთად წავიდოდით კინოში, გვქონდა დღეს სექსი და იმის მერე აღარ გამოჩენილა” და ა.შ.

    და ყველა ქალი მწარდება რატო მატყუებსო? – რატო? – იმიტო რო იყიდები მაგ ტყუილზე და – გაძლევს იმას რისი მიღებაც გინდა, ზაჩემ ჟალავაცცა? – ისეთივე ტყუილია მაღალი ქუსლები, მაკიაჟი, თმების “დაუთოვება”, თმების შეღებვა, წარბების დაპუტვა და ა.შ. – პროსტო კაცები მაგაზე ვიყიდებით და – ქალებიც გვყიდულობენ, შესაბამისად კაცებიც ვყიდულობთ ქალებს იმ ტყუილებით რომლებზეც ისენი იყიდებიან და არაფერს ცუდს ამაში არ ვგულისხმობთ ხოლმე, ისევე როგორც ქალები არაფერს გვერჩიან მაკიაჟით და ქუსლოჩკებზე შედგომით, უბრალოდ – თქვნეც გინდათ სექსი “უფრო უკეთეს” ვარიანტთან და ჩვენც გვინდა სექსი უფრო უკეთეს ვარიანტთან – არადა ნა სამომ ძელე დიდი არაფერი ვართ არც ჩვენ – არც თქვენ, მარა აქტიურად ვატყუებთ ერთმანეთს – უკეთესის დასათრევად.

    1. Mcloud, მგონის სულელური პარალელი გაავლე (sorry, სუბიექტური აზრია)
      ანუ ერთადერთი გულწრფელი ხალხი სოფლიდან ჩამოსული ბლანჟეიანი გოგოები არიან?
      რა არის ტყუილი, ის რომ პირველყოფილივით არ დავდივართ?
      ტონალურის მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ მოდი რა სიმართლე ვთქვათ, თმების დაყენება, წარბების გაკეთება და ეგეთები ჩემი აზრით ჰიგიენის საკითხია, და არავისთვის “თავის შესასაღებლად” არ ვაკეთებთ გოგოები 😐

      1. და რატომ გგონიათ რომ სოფლიდან ჩამოსული გოგონები ნაკლებად უვლიან თავს? ან ბლანჟეთი არიან მაინც და მაინც o.O
        ძალიან მძიმე სტერეოტიპია ეს ჩემი აზრით

      2. ჰიგიენა არის სუფთა რომ ხარ და სუფთად რომ გაცვია 🙂 არც წარბების პუტვა და არც თმების დასაყენებლად საპარიკმახეროში ჯდომა (ან თუნდაც საათობით სარკესთან ტრიალი), არანაირად არ გადის პირად ჰიგიენაში 🙂 ეს არის მარკეტინგი. საკუთარი თავის შეფუთვა 🙂 როგორც არ უნდა გწყინდეთ, ასეა.

      3. CheshireCat, დამცინი? შენი აზრით ბუჩქწარბებიანი, ბლანჟეიანი და ხელებზე ბალნიანი სიარული ჰიგიანურია?
        ყველაფერს რო თავი დავანებოთ არა ესთეტიურია…
        ყოველ შემთხვევაში მე მაღიზიანებს ეგეთი რამის დანახვა…
        აქ არ ყოფილა ლაპარაკი საათობით სალონში ჯდომაზე…
        აქ მთავარი იყო ის, რომ უაზრო პარალელია რომ თურმე “დღეს სექსი და ხვალ არ დარეკვა” წარბების “გაპუტვის” ტოლფასი ტყუილი ყოფილა…

        საერთოდ არ მესმის რაზე გეკამათები რა… თურმე თუ თავი მოიწესრიგე მატყუარა ხარ და საკუთარი თავის გასაღებაზე ხარ… ოკ ეგრე იყოს…

        თუ ადამიანს ეგეთი აზროვნება აქ მე ვერ შევცვლი ^^

      4. ნწ ) არ დაგცინი. ჰიგიენა ესთეტიკაში ნუ გერევა ) ჰიგიენაა, როდესაც არ ხარ ჭუჭყიანი, არ აგდის უსიამოვნო სუნი, არ გაცვია ჭუჭყიანი ტანსაცმელი.
        წარბების პუტვა, თმების მოშორება და ა.შ. უფრო “ესთეტიკაა”, როგორც შენ თქვი. თუმცა, თუ იმაზე ვიფიქრებთ, რომ იმას რაც “ესთეტიურია” საზოგადოება და მისი კლიშეები ადგენს, როდესაც წარბებს ვიპუტავთ, საზოგადოების და მათ შორის მამრობით სქესის “დაკვეთას” ვასრულებთ. რაც უფრო ვაკმაყოფილებთ მოთხოვნებს, მით მეტ მოწონებას ვიმსახურებთ. ზუსტად ისევე, როგორც კაცები, რომლებიც გპირდებიან, რომ ხვალ დარეკავენ ))

      5. ჰიგიენა ნიშნავს სისუფთავეს. ხელზე ბეწვები ან თუნდაც ზედა ტუჩზე ბეწვები ჰიგიენის საკითხი არაა. მაშინ კაცები ძალიან არაჰიგიენური არსებები გამოდიან, ისინი ხომ ფეხებსაც არ იპარსავენ 🙂

      6. anina, სგ, სგ კიდე გაავლე ეგეთი პარალელები… დავიხოცე ^^

        CheshireCat, ოკ, არ გეწინააღმდეგები, შენ თუ თავს მარტო იმიტო იწესრიგებ რო ვიღაცას ევასო ოკ, ჩემი პრობლემა არაა…
        მე უბრალოდ სუბიექტური აზრი გამოვთქვი, მეგონა როგორც მე არ მსიამოვნებს სარკეში ცუდი გამოსახულების დანახვა და საკუთარი სიამოვნებისთვის და თავდაჯერებულობის მოსამატებლად ვიწესრიგებ თავს ყველა ეგრე იყო…

        ბოდიში თუ მეც კაცებზე სანადიროდ არ ვაკეთებ ყველაფერს…
        მართლები ხართ 100 % :*

      7. cet, ოდესმე დაფიქრებულხარ იმაზე, რატომ თვლი რაღაცას ცუდ გამოსახულებად და რაღაცას ცუდად? ან რატომ გმატებს თავდაჯერებას გაპუტული წარბები? 🙂 თუ არა, დროა უკვე, დრო 🙂

      8. CheshireCat, ა მახინჯი ვარ?
        უი ეგ აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე…
        გმადლობ რომ თვალი ამიხილე
        ჰაჰა კაი, იყო ^^

    2. litterator, ბლა-ბლა… ეხლა არ დაიწყო რა…
      სტერეოტიპებს ვერ ვიტან. რასაც ვხედავ იმას ვამბობ, მეტს არაფერს და არასდროს

  2. ურთიერთობის საწყის ეტაპზე კიდე შეიძლება თავის შეკავება და რაღაცეების ართქმა მაგრამ მერე და მერე, მუდმივად გულში დარჩენილი სათქმელით მე პირადად არ შემიძლია ურთიერთობა და სხვისი არ ვიცი, მირჩევია გულახდილი ვიყო და თუ დასაკარგია ის ადამიანი, დაე დავკარგო. 🙂

  3. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ მიყვარს როდესაც მატყუებენ, გულის სიღრმეში მაინც მაქვს ხოლმე იმედი, რომ ეს ტყუილი არ არის და სიმართლის მარცვლები ურევია 🙂 ყველაზე საინტერესო ის არის, როდესაც ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთს ვატყუებთ 🙂 თუმცა, გააჩნია ტყუილსაც, ძირითადად, უწყინარ ტყუილებს ვგულისხმობ, ფატალური შედეგი რომ არ მოჰყვება მათ თქმას.

  4. შესაბამისი ადამიანის პოვნის შემტხვევაში და არა დარევა მოწონების შემთხვევაში ზუსტად რომ გულწრფელობა აჩენს ჰაეროვნებას და სიხარულს. ყურებზე რომ უჭერენ და ასე იღიმებიან… ნწ არაა ეგ ნამდვილი 🙂

  5. giorgi

    ტყულის თქმა არ მიყვარს და ამიტომ ძირითადად ჩუმათ ვარ, არც მოსმენა მიყვარს და ძირითადად მარტოც ვრჩები, ვიპარსავ, ვივარცხნი და ვიბან, მაგრამ როცა გოგო მხვდება ერთი ზომით პატარა ლიფით, ტონალურით, გაზრდილი წამწამებით, საყვარლად გამოჩენილი მუცლის პატარა ნაწილით და ფაქიზად შემზადებული დეკოლტით (კურტკის ან პალტოს შეგნით შეფუთული) უნდა იყიდო იხმარო და გაუშვა… მერე მარტო დარჩე და ისევ იმაზე იფიქრო რო ამ სამყაროს ყველაზე უარესი ნაწილი ხარ, გესმის იღებ და თავს არწმუნებ რო არ ისვრები…

  6. “იყავით გულწრფელები (ავთენტურები) ყოველთვის, ოღონდ ყველაფრის თქმა არ ღირს, რასაც იტყვით, ის იყოს გულწრფელი (ავთენტური)” – შესავალი საგანში ინტერპერსონალური კომუნიკაციის თეორიიდან.

    ))))

  7. , მე ვეტყვი ბიჭს, რომ ძალიან არ მომწონს, შაურმა რომ უყვარს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მისგან მესიამოვნება ,,კარგი გოგო ხარ, მაგრამ უგემოვნოდ გაცვია”. ამიტომაც მე ვამბობ, რომ მე უბრალოდ არ მიყვარს შაურმა. ის კი მეუბნება, რომ მე უბრალოდ კარგი გოგო ვარ. ჩვენ ორივე კმაყოფილი ვართ.
    ისე ეს ტყუილი არ არის ანინა 🙂 ეს არის კონკრეტული აზრით სხვა უფრო შელამაზებული ფორმით გამოხატვა :).
    ასე რომ მე თუ მკიტხავ არავინ არ იტყუება (ნუ ეს პირობითად) უბრალოდ ვცდილობთ ერთმანეთს გული არ ვატკინოთ და უფრო კორექტულების ვიყოთ.

  8. გამოხმაურება: Another kind of love « ანინას ბლოგი

  9. არსებობს ურთიერთობა – სიმბიოზი, სადაც არ თამაშობ, უბრალოდ გონება გჭირდება რომ გაანალიზო რეალურად რა გინდა, რა უნდა, რამდენად მისაღებია და თავხედობა გეყოს რომ იყო გულახდილი. ეს კი იმას ნიშნავს რომ მარტოობის არ უნდა გეშინოდეს 🙂 და უნდა არჩევდე რა უნდა შენგან გარემოს და რამდენად ემთხვევა ეს შენს მოთხოვნილებებს. მაგალითს მოგიყვან.გარემოს უნდა რომ იყო გამხდარი და აკეთებ პროექტს რომ გახდე. რათა უკეთ გაიყიდო, მაშინ როცა მთავარი კოზირი შენი წერის ნიჭია და არა ფორმები. ძალიან პირდაპირი ვარ და იმედია არ გამიბრაზდები :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s