რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.
ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე. ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.
მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა. ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით, ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.
მერე ისე მოხდა, რომ მომბეზრდა, ანდა ფულის შოვნა დავიწყე. რომელიმე მიზეზი აქედან. მოკლედ, პეიზაჟიდან გავქრი. ისინი კი ისევ იქ დარჩნენ, არყებითა და მაუნთინ დიუებით ხელში, მოწყენილები და თავატკიებულები. იმას არ ვამბობ, რომ არ განვითარებულან, ან რამე მსგავსი. ახლა ფულიც აქვთ და სახლებიც, სადაც ი***აურებენ, უბრალოდ, მე მათ ვეღარ ვხვდები ხოლმე. მათგან განსხვავებით, ჩემი მარშრუტი დასაზღვრული გახდა.
დღეს ერთი ძველი მეგობრის ბლოგს გადავაწყდი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ისევ წერენ ლექსებს. წერენ სამყაროსთან ინდივიდის კონფლიქტზე, დაუკმაყოფილებელ ეგოებზე და დაუკმაყოფილებელ გოგოებზეც, მოკლედ, ბევრ რამეზე წერენ. მე კიდევ რაც დრო გადის, უფრო მიმყარდება ის აზრი, რომ პოეზია ძალიან ძველმოდური რამეა. იმდენად ძველმოდური, რომ უხერხულიც კია, სამგანზომილებიან ფილმებთან და ელექტრონულ რიდერებთან ერთად არსებობდეს სამყაროში. თან ხშირად საერთოდ მავიწყდება მისი არსებობა. მახსოვს კომუნალური გადასახადები, მახსოვს რამდენი კალორია იწვება სარბენ ბილიკზე 15 წუთში, მაგრამ პოლ ცელანის ვერც ერთი ლექსის სათაურს ვერ ვიხსენებ. არადა, ერთ დროს ძალიან მიყვარდა.
ისე, ხანდახან კარგი ყოფილა ძველი მეგობრის ბლოგის კითხვა. შესაძლოა, უცებ გული მოგეწუროს და მიხვდე, როგორ გენატრება ყველაფერი, რაც უკვე მოხდა.
ტკბილი ძილი მე.
05:37
“მერე ისე მოხდა, რომ მომბეზრდა, ანდა ფულის შოვნა დავიწყე. რომელიმე მიზეზი აქედან. ”
მე მგონი უფრო მეორე. მე ასე ვფიქრობ.
პოეზიაზე გეთანხმები. არასოდეს მიზიდავდა. თუმცა ზუსტადაც, რომ პოლ ცელანის წიგნმა მიმიზიდა 2008 წელს და ვიყიდე. ჯერ არ გადამიშლია.
ტკბილი ძილი ნინაჩკას.
aninas, romelic fitnes klubebs areklamebs es anina mirCevia, calsaxad.
ერთმანეთს მაინცდამაინც არ გამორიცხავს 🙂
მომენატრე,მომენატრე
au poezia xo yleobaa da ai simghera rom teqstis gamo evasebaT xolme eg ra movlenaa?
არ მიყვარს პოეზია
:))
Cool !!! :))
პოეზიის შესახებ აბსოლუტურად გეთანხმები.
შეიცვალე თუ განვითარდი არ ვიცი მაგრამ ძველი ანინა უფრო მომწონდა. ბევრად კარგი იყო. კარგი, განსხვავებული. 134654354 ფიტნეს გოგოა დღეს. ”ნამდვილი ანინა” ერთი იყო 😦
ნუ უდგებით ასე სერიოზულად ყველაფერს. იგივე გოგო ვარ, უბრალოდ სხვა პროექტსაც ვაკეთებ. :)) აუცილებელია, ფსიქოტროპულ აბებზე ვიჯდე, რომ ,,ძველი ანინა” ვიყო? :))
ანინა 🙂
ფსიქოტროპული აბები არ არის აუცილებელი, მაგრამ… ისე აღარ წერ რა. მაპატიე თუ ვცდები და იმედი მაქვს, რომ ვცდები. მე გული მწყდება ყოველ შემთხვევაში. მოკლედ არ ვიცი როგორ გითხრა…
სთივენ ქინგის “მიზერი” წაკითხული გაქვს, ანინა? 🙂
ფრთხილად იარე ქუჩაში.
წაკითხული მაქვს და ძალიან მაშინებს ეგ პერსპექტივა :დ
რაღაც ნამეტნავად მწუხრის პოსტია.
ვინმემ უნდა გითხრას, რომ ასეთიც კარგი ხარ და წონის დაკლებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ალბათ გითხრეს კიდეც.
პოეზიის შესახებ არ გეთანხმები. თუ პოეზია საშუალებაა express yourself, და ზუსტადაც ეგაა, რატომ არ უნდა არსებობდეს.
” მე კიდევ რაც დრო გადის, უფრო მიმყარდება ის აზრი, რომ პოეზია ძალიან ძველმოდური რამეა. იმდენად ძველმოდური, რომ უხერხულიც კია, სამგანზომილებიან ფილმებთან და ელექტრონულ რიდერებთან ერთად არსებობდეს სამყაროში.” – ჰმმ I’m old-fashioned girl. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ ყველაფრის გარეშე რაც ჩამოთვალე სადმე ტბის პირას მშვიდად ბევრ წიგნთან და ლუდთან ერთად. : )
წარმატებით შეიძლება ითქვას იგივე პროზაზეც, რომ ძველმოდური რამ არის და ზოგადად, ლიტერატურაზე. რა აზრი აქვს ამ აჩქარებულ დროში, როცა წინა თვის სიახლე მომდევნო თვეში უკვე ძველია, იჯდეს ტიპი და წერდეს ვრცელ ტექსტებს იმ ამბებზე და განცდებზე, რომლებიც ნაწარმოების გამოქვეყნების პერიოდისთვის არამოდური და უინტერესო იქნება? ან განა სცალიათ ადამიანებს იმისთვის, რომ იკითხონ ვიღაცის ნააზრევი და შეგონებანი ცხოვრებისეულ საკითხებზე? ძალიან უხერხულია სამგანზომილებიანი ფილმების და ელექტრონულ რიდერების გვერდით ეს ყველაფერი 🙂
არასდროს მიყვარდა ლექსები…
პოეზიის 55 სახეობა არსებობს და ესე განზოგადება, რომ საერთოდ ყველანაირი პოეზია ძველმოდურია, ცოტა არასწორედ მეჩვენება. ჩემი აზრით პოეზიაში, როგორც საქმიანობის ნებისმიერ დარგში “up to date” ყოფნა ძაან მნიშვნელოვანია. აი მე მაგალითად “contempo” ყარაჩოღელებზე გული მერევა და ის პოეტები რომლებიც წლების წინ აღმაფრთოვანებდნენ ახლა ეგ რომანტიკა მეპაპსავება, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ საეროდ პოეზიაზე გული მერევა ან მეპაპსავება?
ეს ლიმერიკი კი მაგალითისთვის : )
****
Don’t try to fix
My desktop mix,
My papers set
Is well as yet,
I love my dust,
Don’t touch my past,
Don’t try to get
My box of bricks.
S.M.
შენს პოეზიისადმი დამოკიდებულებას არ ვეთანხმები, პოეზია ყველა ადამიანის ქვეცნობიერშია და გარკვეულ დონეზე მაინც, ყველას გააჩნია კარგი დამოკიდებულება. თუმცა არისპოეზიის სახეობები რომელზეც მე პირადად ძალიან მეშლება ნერვები.
ერთ წელში ძალიან გაზრდილხარ! სწორი გზით მიდიხარ და მომწონს.