ეს არის საკონკურსო ნამუშევარი imho.ge-სთვის
პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი
რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა.. ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან. არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.
(აქვე გადახვევა: ეიჩარის კითხვა გასაუბრებაზე ( 2002 წელი ):
_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?
_ მკვდარი)
მე რას გავაკეთებდი ამ დროს? საოჯახო ალბომს გადმოვიღებდი და დავათვალიერებდი ძველ შავ-თეთრ სურათებს.
მშვიდად. აუღელვებლად. არაადეკვატურად.
აი, მე, ლელა, ლევანი და მშობლები. ლელას ის ჯემპრი აცვია, რომელიც მე მეცვა პირველ კლასში. თუმცა ამ სურათში მხოლოდ თვეების ვარ. რა ძველი ჯემპრი ყოფილა.
აი, მე და ლევანი სოფელში. სკოლის ეზოში. მე გაღუნული ფეხები მაქვს. ლევანი ძალიან სასიამოვნოდ იღიმის.
ეს _მე და ლელა ყრუ გზაზე. სასაფლაოს წინ. აღდგომაა. ეს სასაფლაო უკვე განადგურებული უნდა იყოს. თუ ნიუ-იორკი დაინგრა, ალბათ, ვერც ლაგოდეხი გადარჩებოდა.
ეს მე ვარ ცხენზე. 5 წლის. კარგად მახსოვს, ჩემს შარვალს დიდხანს არ გასცილებია ცხენის სუნი.
და ეს მე პირველი კლასის ზეიმზე. ფეხები ცოტა გამსწორებია. თეთრი კაბა მაცვია.
სხვა რა უნდა ვაკეთო?
ევროებს ხომ არ გადავცვლი ეროვნულ ვალუტაში ან ბრაუზერის ისტორიას ხომ არ წავშლი. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ, ხომ კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ რამდენიმე საათში ყველაფერი დასრულდება. ყველაფერი, რაც ფოტოებზეა გამოსახული და ყველაფერი, რაც მომავალ ფოტოებზე უნდა გამოსახულიყო. ესაა და ეს.
I’m lovin’ it ❤
and only first hobbit movie 😦
ძალიან… სამყაროს დამასრულებლად ჟღერს ეს პოსტი.
მე მინდა, ძალიან მინდა, შენ ყოველ დღე წერო 🙂
იდეაში ყველასთვის დასრულდება.
ზოგისთვის 2012-ში, ზოგისთვის 2032-ში.
who knows 🙂
პოსტი კი ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის.
daikidet….tbilisshi zamtar mainc ar icis
ძალიან მომეწონა 🙂
რა “ფეხებზე მკიდია” პოსტია 🙂 მიუხედავად იმისა რომ არ მჯერა სამყაროს აღსასრულის და ა.შ მაინც მგონია რომ მეც ასე მოვიქცეოდი :დ
cota xshir-xshirad cere xolme ra gtxoooov <3<3<3
გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი
dzalian LIKE! ❤
რა სასიამოვნო პოსტია 🙂
თუ დედამიწას განადგურება ემუქრება, იმედი მაქვს, ეს მოულოდნელად მოხდება. თუკი მაინც წინასწარ იქნება ცნობილი აღსასრულის ჟამი, მაშინ მეც სწორედ ასე მინდა შევხვდე მას. გმადლობ იდეისთვის 🙂