მუშაობა საკუთარ თავზე

ერთ დროს მეგონა, რომ კარგად ვმღეროდი, მერე  ვოკალის პედაგოგთან მივედი და ყველა ილუზია დამემსხვრა. თურმე სხვებზე უკეთესად რომ მღერი, ბევრს არაფერს ნიშნავს. ვოკალის პედაგოგს შეუძლია, წამში გაგრძნობინოს, რომ დეტონაციები გაქვს, მაღალ ბგერებზე იძაბები, დაბალი ბგერები გეკარგება, მოკლედ, არარაობა ხარ. ვოკალის პედაგოგის მთავარი მისია, სანამ მეცადინეობას დაიწყებდეთ ისაა, რომ ღრუბლებიდან მიწაზე ჩამოგსვას.

სულ ცოტა ხნის წინ ისიც მეგონა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას ბევრი პრობლემა არ მაქვს. ახალი ნაცნობების სახელებს ადვილად ვიმახსოვრებ, ხშირად  ვუღიმი გამვლელებს, საწინააღმდეგო სქესთან საუბრისას არ ვიძაბები, ჩემი სქესის ადამიანებთანაც არ ვღელავ დიდად. თუ ვინმე მომწონს, ამის გამოხატვა არ მიჭირს, თუ ვინმე არ მომწონს,  ადვილად ვიშორებ თავიდან.. სხვა რა არის საჭირო? ჰო. ბევრი მეგობარი მყავს და იუმორის გრძნობაც მაქვს.

რამდენიმე კვირაა, რაც აღმოვაჩინე, რომ დეტონაციები ადამიანებთან მიმართებაშიც მქონია.  პრობლემაა, რომ ზედაპირულ ნაცნობებს მაღაზიებში შესვლით ვემალები. პრობლემაა, რომ მამაჩემს ძალდატანების გარეშე ვერ ვეხუტები. პრობლემაა, რომ განსხვავებულ აზრს ცინიზმით ვპასუხობ.

ხოდა, ახლა ვცდილობ, როგორმე ეს პრობლემები მოვაგვარო და პოზიცია ,,მე ასეთი ვარ და რა ვქნა” ერთხელ და სამუდამოდ გადავდო გვერდით.

ალბათ, ისიც დაგაინტერესებთ, რამ შემიცვალა დამოკიდებულება საკუთარი უნარების მიმართ.  13 ნოემბერს დაიწყო ,,მზიანი სახლის” გრძელვადიანი ტრენინგი, რომელიც წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.   კურსი პიროვნულ განვითარებას ემსახურება და მეც კვირაში ერთხელ ოთხი საათის განმავლობაში საკუთარ თავზე ვმუშაობ. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ ტრენინგს იანვარში შეუერთდეთ.

ეს ბოლო სურათი დამშვიდობების ნაცვლად 🙂

20 thoughts on “მუშაობა საკუთარ თავზე

  1. ჩემი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფორმალური გავხდი ამ ბოლო დროს… ადამიანებს, მეგობრებს საათზე ყურებით ველაპარაკები და სულ გავრბივარ სადღაც. ჩვენ ქართველები ვართ და ნებისმიერ საქმეზე მაღლა, მეგობრობას ვაყენებთ. ერთი შეხედვით, ეს ცუდია, რადგან დღეს დრო ფულია, ფული კი ბევრი რამ. მაგრამ მეორე შეხედვით, ხელოვნება, შემოქმედება სულ იმაზე მიუთითებს ადამიანს, რომ უფრო მეტად თბილი და მეგობრული გახდეს. უყვარდეს ადამანები და დატკბეს აწმყოთი… ჰოდა დილემის წინაშე ვდგავარ.

    პ.ს. როგორ მივაგნო “მზიან სახლს”?

  2. ASDS

    ერთადერთი, რასაც მოგიტანეს ეგ მზიანი სახლი, იქნება წერის უნარის დაკარგვა. როდესაც ადამიანი ნორმალიზაციას განიცდის, მას გამოგონილზე წერა აღარ ჭირდება, ის კმაყოფილდება იმ ცხოვრებით, რომელიც მის გარშემოა და, მაქსიმუმ, ამ ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

  3. განსხვავებული აზრის ცინიზმით პასუხი პრობლემა სულაც არაა 😀

    ტრენინგი. . .

    imho “ის 4 საათი სხვა რამეში დამეკარგა, ჯობდა” გამოვა

  4. “პრობლემაა, რომ განსხვავებულ აზრს ცინიზმით ვპასუხობ.” – ხო აი ეს ბევრის პრობლემაა სამწუხაროდ. მეც სულ ვცდილობ, რომ მწარედ არ ვუპასუხო ხოლმე ადამიანს და უფრო კეთილი გავხდე.

    ახლა ვნანობ, პერწკლმა რომ შემომთავაზა და არ დავთანხმდი “მზიანი სახლი”-ს ტრეინინგს.

  5. ოოო დაიკიდე ყველა პედაგოგი.
    ვოკალის პედაგოგი ლიტერატორ-კრიტიკოსივითაა, სიმღერა რომ იცოდეს, სცენაზე იდგებოდა და არა სახლში იჯდებოდა.

    ნაცნობებზე კი მართლაც დეტონაციაა. დამალვის ნაცვლად ნივიჟუ უნდა დაურტყა ცივად. ეს უფრო კაი პონტია.
    Comment left from my Kindle Fire via WordPress for Android

    1. ,,გრძელდება განაცხადების მიღება პიროვნული განვიტარების გრძელვადიანი ტრენინგ-კურსის მე-3 ჯგუფში, რომელიც დაიწყებს მუშაობას 2012 წლის 29 იანვარს და იფუნქციონირებს ყოველ კვირას 4:00-8:00. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და განაცხადის ფორმის მისაღებად მოიწერეთ: ytc_sunnyhouse@yahoo.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 20 იანვარი.”:

  6. მგონი, შენში ძველი ანინა იღვიძებს, უფრო სწორედ, ნინო ტეფნაძე. მშვენიერია 🙂
    მღერას რაც შეეხება, მთავარია, იგრძნო. ხოლო, რომ იგრძნო, ბევრს და ბევრჯერ უნდა უსმინო 😉

    1. ,,გრძელდება განაცხადების მიღება პიროვნული განვიტარების გრძელვადიანი ტრენინგ-კურსის მე-3 ჯგუფში, რომელიც დაიწყებს მუშაობას 2012 წლის 29 იანვარს და იფუნქციონირებს ყოველ კვირას 4:00-8:00. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და განაცხადის ფორმის მისაღებად მოიწერეთ: ytc_sunnyhouse@yahoo.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 20 იანვარი”

      დღეს დაიდო ეს განცხადება

დატოვე კომენტარი