დღეს შემოქმედებითი წერის ლექციაზე ლექტორმა არასტანდარტული დავალება მოგვცა. სტუდენტებს დაგვირიგა ,,ჩეკები”, რომლებიც კაფე ,,კალადან” იყო აკრეფილი. ჩვენ მათ მიხედვით რამე უნდა დაგვეწერა (მოთხრობა, ნოველა, ისტორია). ჩემი ჩეკი ასეთი იყო.
კაფე ,,კალა” (წინასწარი ჩეკი)
მაგიდა # 79
თარიღი: 19/10/11
გაიხსნა: 17 : 12
ბოლო შეკვეთა: 17 : 39
დაიბეჭდა: 17 : 57მიმტანი: ლიზი
სალათი:
კიტრი, პომიდორი ნიგვზით 1 x 8.5 = 8.5ცხელი კერძი:
შებოლილი ქათამი სოუსში კეცზე 1 x 15.4 = 15.4კუპატი 1 x 13.8 = 13.8
ღვინო თეთრი (150 გრ)
წინანდალი ,,თელ.ღვ.მარ” 2 x 7.4 = 14.8
ჯამი: 52.5
სულ: 57.75
დავალების შესასრულებლად 30 წუთი გვქონდა.
ეს კი ჩემი ნოველაა : ]
ხუთზე უკვე თავისუფალი ვიყავი. ორშაბათები არ მიყვარს, მაგრამ იმ ორშაბათებს, რომლებზეც ჩემი უფროსი ავადმყოფობს, პრინციპში, არა უშავთ. ზაზას დავურეკე. ძალიან მეზარებოდა მისი ნახვა, მაგრამ ვერაფერს ვიზამდი. წინა დღეს დავპირდი, რომ შევხვდებოდი:
_ გამარჯობა, ზაზა
_ გამარჯობა, ლელა
_ მე გამოვედი უკვე და თუ გცალია, იქნებ ახლავე გვენახა ერთმანეთი?
_ ოო. ძალიან კარგი. ადგილი მოიფიქრე უკვე?
_ არ ვიცი. იქნებ ,,კალაში” მოხვიდე..
_ კალა?
_ ერეკლე მეორეზე.
_ კაი. 20 წუთში ვიქნები მანდ. თუ რამეა, დამირეკე
_ მეც მალე მივალ.
გადავწყვიტე, ფეხით გამესეირნა ცოტა. თან იმაზე ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ზაზა. გარეგნობა, ასე თუ ისე, ვიცოდი. შეთხელებული თმა, სქელი წარბები, სწორი ცხვირი, მომცრო ღიპი. ასეთებს დედაჩემი მარტივად ახასიათებს ხოლმე: ,,კაცია, რა”. ხოდა, ამ ,,კაცია,რას” უნდა შევხვედროდი სულ რამდენიმე წუთში.
თითქმის ერთდროულად მივედით. ტრადიციული მისალმების შემდეგ კაფეში შევედით და სულ განაპირა მაგიდა ავირჩიეთ. მიმტანიც მალევე მოვიდა. ლამაზი გოგო. ცოტა მოკლე ფეხებით. მენიუ მოიტანა. ის ცქმუტავდა, მე_ არა.
_მე ამას შევუკვეთავ, _ ვთქვი და თითი ,,კიტრისა და პომიდორის სალათას” დავადე მენიუში.
8.5 _ რამდენჯერმე გადაურბინა ჩემმა მზერამ ფასს.
_ დასალევი? _ მკითხა ცოტა უხერხულად.
_ ღვინო, ალბათ.
_ მაშინ მეც ღვინოს დავლევ, _ თქვა და მიმტანს ანიშნა, მოსულიყო.
_ ესე იგიიი (სიტყვებს უცნაურად წელავდა), მე მინდა შებოლილი ქათამი სოუსში კეცზე.. 1 კუპატი… ქალბატონს მოართვით კიტრი-პომიდორი ნიგვზით. და 2 ჭიქა თეთრი ღვინო.
მიმტანმა ჩაიწერა და წავიდა. ის დრო იყო, ზაზას ჩემთვის რამე კომპლიმენტი ეთქვა.
ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია.
_ ძალიან ლამაზი ყოფილხარ რეალურადაც.
_ მადლობა, _ ვუთხარი და გავუღიმე.
ვიცოდი, რომ ლამაზი ვიყავი. გასაგიჟებლად ლამაზი _ არა. უბრალოდ, დასამახსოვრებლად ლამაზი. ცოტა ხნით გავჩუმდით, მერე კი სამუშაოს შესახებ დამისვა ერთი-ორი შეკითხვა. ჩემ შესახებ თითქმის არაფერი იცოდა. უხალისოდ ვპასუხობდი. ამასობაში მიმტანმა გოგონამ წინ სალათი დამიდო და საქმე გამიჩნდა. შემეძლო, ზაზას მზერისთვის თვალი ახლა სავსებით ლეგიტიმურად ამერიდებინა.
მერე მისი კუპატი მოიტანეს. რაღაც უცნაურად გავბრაზდი. რატომ შეუკვეთა მაინცდამაინც კუპატი? ამაზრზენი კუპატი.
_ აჰა.. კუპატიც მოსულააა, _ თქვა ზაზამ და ძალიან მომინდა, ავმდგარიყავი და წავსულიყავი.
_ ხომ არ გაგვეყო?_ მკითხა ხალისიანად.
_ მე ვეგეტარიანელი ვარ,_ ვუპასუხე უხალისოდ.
_ ოჰო. და რატო? ცხოველების სიყვარულის ამბავში?
გამეღიმა. სხვა მიზეზი ვეგეტარიანელობისთვის არც არსებობს.
10 წუთი ვილაპარაკე იმაზე, რატომ არ ვჭამდი ხორცს. ის მისმენდა და კუპატს ჭრიდა.
მერე იყო შებოლილი ქათამი სოუსითა და ამბებით. მე ღვინოს ვსვამდი. ზაზა მიყვებოდა რუსეთში გატარებულ ოცდახუთ წელიწადზე. არ მაინტერესებდა, მაგრამ ვუსმენდი.
ასე ერთ საათში გამოვედით ,,კალადან”. ტაქსი გამომიძახა. ცუდ ხასიათზე ვიყავი. შეხვედრა ამაზრზენი გამოდგა. კუპატივით.
დედა დივანზე იჯდა და ხელში პულტს ათამაშებდა.
_ აბა, როგორ ჩაიარა შეხვედრამ?
_ ჩვეულებრივად, _ ვუპასუხე მშვიდად.
_ რას ნიშნავს ,,ჩვეულებრივად”?! სულ ეგაა, რაც უნდა მითხრა? აბა, როგორ მოგეწონა მამაშენი? ამდენი ხანია გინდოდა ნახვა. თქვი, როგორია… _ დედა აღელდა.
_ კაცია, რა, _ ვუთხარი დედას და გული მომეწურა.
ტელევიზორში სერიალი გადიოდა. ვარდისფერკაბიანი მომხიბვლელი გოგო ძალიან უშნოდ ტიროდა.
სულ ესაა, რაც დავწერე.
პ.ს. ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ სადღაც ამ ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც გუშინ კაფე ,,კალაში” შებოლილი ქათამი, კუპატი და სალათი შეუკვეთეს და მათ არ იციან, რა ცოტა კმარა ისტორიის შესაქმნელად : ]
როგორ ჰგავს ჩემს სიტუაციას
ახლა ვფიქრობ იმაზე, რომ სადღაც ამ ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამავდროულად არიან ლოხები, დადიან კაფე კალაში და მკვეთრად იწეწებიან. 😀
😀
Me davdivar da momcons. Ra tkma unda, zviria. Da kargicaa 🙂
მეც ვიყავი რამდენჯერმე, მაგრამ არანაკლებ სიტუაციაში და არანაკლებად გემრიელი კერძები შეგიძლია მიირთვა სხვაგანაც, გაცილებით ნაკლებ ფასად 🙂 🙂
აბა დაასახელე – შევიცვალო ობიექტი
კი, ნამდვილად ძალიან ძვირია.
ვა-ვა 🙂 მომეწონა :პ
Zaan magaria!
Sagol lektors, kai rame shearchia.
Da shenc magrad gkonda, mamas vabshe ar velodi
Midi, gaagrzele
მენატრებოდი
ჩემი საყვარელი დავალება ❤ ძალიან მაგარი გამოგსვლია
და ახლა თუ ფიქრობ იმაზე, რომ სადღაც ამ ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლა წევნან და ამას კითხულობენ 😉
წევნან რა არის?
კიარა
მოულოდნელობის ეფექტი კარგი იყო :))
საკმაოდ საინტერესო იყო, ბოლოში ჩემთვის მოულოდნელი 🙂 მაგრამ მოუხდა ძალიან
კარგი იყო, განვითარება –დინამიური, ამბავი– თანამედროვე და საინტერესო,
ფრაზები–ძალიან ნაცნობი. ვიღაც რომ გაიგებს, რომ მეორე ადამიანი ვეგეტარიანელია , ამას ეკითხება სულ”
“_ ოჰო. და რატო? ცხოველების სიყვარულის ამბავში?” :)))))
ხოდა, კიდევ დასასრულიც კარგი იიყო, განსაკუთრებით– “ამ ქალაქში არსებობენ ადამიანები,”.
ამ ქალაქში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც რაც არ უნდა ჰქნან, სტატუსი მუდამ ექნებათ “ზაზა”. :))))
ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა: მე იმიტომ კი არა ვარ ვეგეტერიანელი, რომ ცხოველები მიყვარს, არამედ იმიტომ, რომ მცენარეები მძულსო!.. ეს ისე… ნოველა ძალიან მომეწონა!:)
gasablogi iyo da gaibloga! kaia +1
რა კარგია, რომ დაბრუნდი, რამდენი ხანია აღარ დაგიწერია პოსტი… ამდენი ხანი აღარ დაიკარგო რა, თორემ ტოპ-ათეულში საოცრად უაზრო პოსტები ხვდება… 🙂
მეც ეგ ვთხოვე იმ დღეს…
არა, კონკურენცია კაია.
ახლა დაველოდები შიუკაშვილი რას დაწერს 🙂
რა შედარებაა 🙂 ანინა VS შიუკაშვილი :დდ
ხო ძნელია შედარება, მაგრამ, გაითვალისწინე ანინას ასაკი – ჯერ ყველაფერი წინ აქვს. მე მჯერა, რომ შიუკაშვილსაც აჯობებს.
რომელი უნივერსიტეტის ლექტორი იძლევა ასეთ კრეატიულ დავალებებს? ძალიან მომეწონა : )
შენი ჯგუფელები არ იბოღმებია ასეთი მაგარი რომ ხარ? :)))
მშვენიერია! მსგავსი დავალება გვქონდა ადრე ჩვენც, ოღონდ ჩვენ შემთხვევაში მაღაზიის ჩეკის მიხედვით პერსონაჟი უნდა დაგვეხასიათებინა და უნდა გვეთამაშა (თეატრში).
და დავალებაა გამოიცნოთ რისი თქმა უნდოა არ მოთხრობით ანინას.
მე ვფიქრობ არაფრის :დდ მოთხრობიდან ასე ჩანს.
ისე კარგად იკითხება
ანინა კაი იყო ძაან. მითუფრო რომ უხეირო ჩეკი შეგხვედრია 🙂
დვორსკი – არ დაუჯერო მაგ პროვოკატორს 🙂
“კალაზე” უკეთესი თბილისში არ არის და ეგეთი კარგი ძალიან ცოტაა.
ძალიან კარგი სამზარეულოა და არ აფუჭებენ წლებია უკვე.
კარგი მომსახურებაა ძალიან.
კარგი გარემოა.
და მუსიკაა კარგი (ნუ ეგ ჩემი გემოვნებით).
momewona…
mshvenieria! tak derjat’!
რა საინტერესოდ და რეალისტურად არის აღწერილი 🙂
დასასრული მართლა მოულოდნელი იყო
^__^
მიშაა!
რა მალეე დაამთავრეე
წერე რა, წერეეეე
ძალიან კარგია.
ყოჩაღ ანინა.
ბოლოში მოულოდნელი სიუჟეტი ძალიან კარი იყო. რატომღაც მეგონა, რომ ვირტუალურად გაცნობილი ადამიანი იყო ზაზა და მეთქი , აუ ისევ იგივე სცენარი.
მოკლედ, ყოჩაღ.
nice shot
Anina…kreatiulobis deda xar ))
kalas rac sheexeba, chemi motsitsebuli azrit uketesebi martla aris tbilisshi…sadac shedarebit nakleb fasad met siamovnebas miigeb kvela aspeqtshi.
is faqti, rom mzareuli jamie oliveris motsapea ar unda adzlevdet imis uflebas fasebi evropul standartebs gautanabron. Me piradad principis gamo agar davdivar.
Dzirs Kala!
Magla Anina!
❤ bravo…
ra sainteresoa rom shenma datovilma chekma sxvas amdeni ram moapiqrebinos. istoria romelic ertdrouad titqos bevr rames moicavs da amavdroulad arapers:)
p . s novela momewona:)
მომეწონა !!!