Relationship status: single

ამ სათაურით ბევრჯერ დავიწყე პოსტის წერა.  ამ ბევრი პოსტიდან ზოგიერთი აღწერდა, რა საოცარ შესაძლებლობას აძლევს ადამიანს მარტო ყოფნა, ზოგიერთი ყვებოდა  სიცარიელის გრძნობაზე, რომელიც გრძელვადიანი ურთიერთობის დასრულების მერე ჩნდება და ზოგიერთი სრული ნაგავი იყო.

არც ერთი ეს პოსტი არ გამომიქვეყნებია იმის გამო, რომ შემეშინდა,  არ ეფიქრათ, რომ ასე ვეძებ მომავალ პარტნიორს  (სავარაუდო კომენტარი: ანინა, ანინა! გავიგეთ, რომ სინგლ ხარ, მაგრამ აი, მაინც ყველას გვკიდია).

არადა, მართლა არავის ვეძებ. რა თქმა უნდა, არც არავის გამოჩენას ვეწინააღმდეგები, მაგრამ ამას პოსტთან საერთო არაფერი აქვს.

მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვინც ყოველთვის ალაიქებს, თუ რომელიმე მეგობარი ფბ-ზე სინგლ ხდება, მაგრამ არასდროს ფიქრობს იმაზე, რომ ამ ცვლილების უკან ყოველთვის მტკივნეული ისტორია იმალება: ისტორია  გულისტკენებით, ჩხუბებით, გაბუტვებით, ცრემლებით, კარგი და ცუდი სექსით, უსარგებლო ტაიმაუტებით, ეჭვიანობით, გაუგებრობით, დაძაბულობით და სამწუხარო დასასრულით. უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის ისტორია, რომელიც ძალიან რთული მოსაყოლია და მიუხედავად ამისა,  სულ რამდენიმე სიტყვაში ეტევა: xxxx yyyyyy  is now single.

ჰო, ამაზე აქამდე არასდროს მიფიქრია და იმიტომაც ვარიგებდი  გულუხვად ტრაფარეტულ ფრაზებს, რომლებიც იწყებოდა სიტყვით ,,სამაგიეროდ” და გრძელდებოდა ასე:

  • შეგიძლია, შენი ცხოვრებით იცხოვრო
  • მეგობრებს მეტი დრო დაუთმო
  • სადაც გინდა იქ წახვიდე
  • ვისაც გინდა ეფლირტავო
  • დათვრე და გქონდეს სექსი უცნობ ბიჭთან ან გოგოსთან
  • ვარცხნილობა რამდენჯერმე შეიცვალო
  • მეტი იმუშავო
  • გააკეთო ყველაფერი, რასაც ,,მის გამო” არ აკეთებდი

არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება ამ ფრაზებს ვინმე გაეღიზიანებინა, სანამ მეც არ მითხრეს იგივე ..

და მერეღა მივხვდი, რომ არ შეიძლება ასეთი რჩევები მოგცენ ადამიანებმა, რომლებმაც არაფერი იციან შენი ისტორიის შესახებ და მხოლოდ იმას აცნობიერებენ, რომ ამიერიდან შენთან ფლირტი სავსებით უსაფრთხოა.

და იმასაც მივხვდი, რომ მართალია,  ამიერიდან შემიძლია

  • ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრო
  • მეგობრებს მეტი დრო დავუთმო
  • სადაც მინდა იქ წავიდე
  • ვისაც მინდა ვეფლირტავო
  • დავთვრე და მქონდეს სექსი უცნობ ბიჭთან ან გოგოსთან
  • ვარცხნილობა რამდენჯერმე  შევიცვალო
  • მეტი ვიმუშავო
  • დავისვენო
  • და გავაკეთო ყველაფერი, რასაც ,,მის გამო” არ ვაკეთებდი

მაგრამ მირჩევნია, სახლში დავრჩე და ვიკითხო, სანამ წიგნები არ გამომელევა :დ

ძილი ნებისა

28 thoughts on “Relationship status: single

  1. ჯიჰად ანინას

    !
    აქ იყო კომენტარი, რომელიც ასევე მემუქრებოდა მე და ბონუსად შეიცავდა სიტყვებს : სტურუა გააქციეს და ანინა დატოვეს?

  2. ნინა

    ჯიჰადი და მართმადიდებლობა როგორ უთავსდება ერთმანეთს შენს წარმოსახვაში, მოძღვარმა იცის მაგ უწმინდურ ტერმინს რომ იყენებ?

  3. ანინა, გილოცავ, უკვე საკუთარი მანიაკიც გაგეჩითა, დიდება გემატება მაშასადამე :დ
    რაც შეეხება სტატუსს, ვერ ვხვდები რა საჭიროა ან მითითება და ან მერე გადაყვანა სინგლზე , ზედმეტი თავის ტკივილია. და მეორე, რა საჭიროა რილეიშენშიპი რომელიც რაღაცას არ გაკეთებინებს და გზღუდავს?

    1. როცა არ უთითებ, მეორე მხარეს რჩება შეგრძნება, რომ მალავ, ურთიერთობა რომ გაქვს და ბევრ კურდღელს დასდევ ერთად 🙂
      რაც შეეხება მეორე საკითხს, მგონი, ყველა ურთიერთობა გზღუდავს რამეში მაინც 🙂

    2. მოიცა და.. მეც მყავს ერთი საკუთარი მანიაკი, რომელიც კომენტარებს არა, მარა ყველა პოსტზე 2 დისლაიქს მიკეთებს (რა დამთხვევაა 2 კომენტართან, ღმერთო ჩემო..) და ეს პოპულარობის ნიშანია? :ბის:

  4. მეორე მხარეებს, საერთოდ, ადამიანებს, ღალატისაგან ვერ აკავებს ვერც ცოლი/ქმარი/საყვარელი/ბავშვების ინკუბატორი/ და მორალი, ხოდა რილეიშნშიპ სტატუსი ფეისბუქზე რამეს უშველის?
    როცა ურთიერთობა აგებულია გინდა არ გინდაზე და არა უნდა–ნადა ფედიაზე მაშინ არაფერი არ გზღუდავს და მეორე მხარეც არ აწყობს ისტერიკას თუ მეგობრებს მოინახულებ მის მაგივრად.
    მოკლედ, ჩემის აზრით ყველანაირი სტატუსი ყლეობაა.

  5. ხო ბოლო ფრაზა ჩემი ფრთიანი ფრაზა უნდა გახდეს (ნუ არის კიდეც , შეიძლება სხვანაირი ინტერპრეტაციით ვამბობ ხოლმე მაგრამ მაინც 🙂
    დაე _ less you care, the happier you’ll be ^

  6. მე არ მაქვს მითითებული ჩემი სტატუსი და არც მიმაჩნია საჭიროდ ჩემი სტატუსის აფიშირება..

    რჩევების მიცემაც, რაღაც, ცოტა ისეთია..
    მე, მაგალითად, თუნდაც უახლოესი მეგობრის შემთხვევაში, ყოველთვის ვიკავებ თავს რჩევის მიცემისგანაც და წაქეზებისგანაც (რომ იყოს single ან in a relationship)..

    შენ კიდევ ისა..

    წარმატებებს გისურვებ. :*

  7. არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება ამ ფრაზებს ვინმე გაეღიზიანებინა, სანამ მეც არ მითხრეს იგივე .. << აი რატომღაც ვერ წარმომედგინა (იმის მერე, რაც აქაურობას ვათვალიერებ), რომ ანინასთვის "იგივეს" თქმა საჭირო გახდებოდა ))

  8. Tamuna

    რაღაც ცოტა სხვანაირად იქნა მგონი პოსტი გაგებული. აქ სტატუსზე და მით უფრო, მის აფიშირებაზე არაა ლაპარაკი, უფრო ადამიანის მდგომარეობაზეა და თან, შინაგან მდგომარეობაზე. მგრძნობიარე ნაწერია, ყოველ შემთხვევაში, მე ვიგრძენი. კარგია. პირველადი ტკივილი როცა გაივლის, მერე სამყარო მართლაც უფრო მშვენიერი ხდება, როგორც წესი, და ეგ “რჩევებიც” მეორე ეტაპისთვისაა. ჩემთვის ეგრეა. ცოტა დრო მიეცი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s