უანგარო სიყვარულის შესახებ


როცა საუბარი ჩამოვარდება იმაზე, არსებობს თუ არა უანგარო სიყვარული, ყოველთვის წამოიჭრება ვერსია, რომ შესაძლოა შეყვარებულ ადამიანებს შორის უანგარო სიყვარული არ არსებობდეს, მაგრამ დედაშვილური სიყვარული ნამდვილად  უანგაროა. დედებს  შვილები გულწრფელად უყვართ. ოღონდ ისინი იყვნენ კარგად და…

თქვენ გჯერათ ამის? ნუთუ დედებიც და მამებიც მართლა არაფერს ელოდებიან ჩვენგან მათი სიყვარულის სანაცვლოდ?  ნუ, მაგალითად, თუ მოხუცებულობისას თავშესაფარში ჩააბარებთ, ხმას არ ამოიღებენ, ოღონდ თქვენ იყოთ კარგად? არ იფიქრებენ, რომ თქვენი ვალდებულებაა მათი მიხედვა?

სინამდვილეში დედაშვილური სიყვარულიც ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა. ჯერ მე მოგივლი და გაგზრდი, მერე_ შენ, უკვე გაზრდილი და ფეხზედაყენებული მომივლი მე.  seems legit, right?

უანგარო სიყვარული არ არსებობს და ეს მშვენიერია 🙂

28 thoughts on “უანგარო სიყვარულის შესახებ

  1. ადამიანები ერთმანეთისგან ყოველთვის რაღაცას მოელიან, ეს დედა-შვილობაშიც ასეა და სხვა სახის ურთიერთობებშიც. ურთიერთობა გულწრფელი უნდა იყოს და როცა ეს პირობა დაცულია, მაშინ იქ ანგარება გამორიცხულია.

  2. ანგარება გააზრებული, გაცნობიერებული პროცესია. ჩიტები ბარტყებს იმიტომ უვლიან, რომ აცნობიერებენ მათგან მისაღები სარგებლის შესაძლებლობას? შენს მოტანილ მაგალითში ეს უსამართლობის განცდა იქნება გაწეული ამაგის გამო და არა ანგარება. ბავშვებს იმიტომ არ აჩენენ, ბეხრეკი რომ ვიქნები, მომივლისო 😛

    რომანტიკულობისგან თუ აპირებ სიყვარულის დაცლას, მის ინსტინქტურ ბუნებაზე, ან სოციალურ წარმომავლობაზე ილაპარაკე, ანგარებიანი კი რა ვიცი რამდენადაა 😉

    1. რატომ აჩენენ_ სხვა საკითხია. მანდაც ბევრი მიზეზია სხვათა შორის, სიყვარულის გარდა,.
      მე უკვე გაჩენილის მოვლა-აღზრდა-განათლების მიცემაზე ვსაუბრობ 🙂
      ჩიტების შემთხვევაში კი სიყვარულზე საუბარიც ზედმეტია, უვლიან, მაგრამ ეს გაცნობიერებული რამდენადაა, ძნელი სათქმელია.

      1. ჩიტები ზუსტად იმიტომ მოვიყვანე მაგალითად, რომ ინსტინქტების დონეზე უვლიან, შეიძლება ინსტინქტიც კი იყოს ადამიანის შემთხვევაში მათ მსგავსად, ანგარება კი არა-მეთქი. ანგარება არის უარყოფითი მნიშვნელობის შემცველი და ეს მაღიზიანებს, ანგარება იქნება, თუ გააზრებულად გამოთვლი, რომ შვილისთვის უმაღლესი განათლების მიცემა უზრუნველყოფს მომავალში მისთვის კარგ ანაზღაურებას და მოხუცი რომ იქნები, ამის წყალობით ჰავაიზე დაისვენებ.

        და ის ადამიანი, რომელიც იცის რომ სასიკვდილო ავადმყოფობითაა ავად, რატომ უვლის შვილს, იმ ანგარებიანი გამოთვლით, რომ, აი, ორ თვეში კი მოკვდება, მაგრამ მის საფლავს მარმარილოს დაადგამენ? საერთოდ რატომ ვწერ
        და ვამტკიცებ ამას არც ვიცი. ყურადღების მისაპყრობად შეიძლება კარგი თემაა, მაგრამ არა მგონია, თვითონაც არ იცოდე, რომ სიყვარული ძალიან ხშირად უანგაროა და თუ ანგარებიანია, ის სიყვარული არაა. თვითონ “ანგარებისადმი” მაქვს პრეტენზია, ეს სიტყვა
        აშკარად არ გამოხატავს იმას, რაც ასეთ ურთიერთობებში ხდება.

  3. ყველა იმაზე უარესია ვიდრე აცნობიერებს. დედებს შვილებში თავისი ვერასრულებული ოცნებების განხორციელების შანსები უყვართ. მეტნაკლებად რასაკვირველია. გააზრება გაცნობიერება კიდევ ბევრს ეზარება. აღიარება, რომ შვილი მუსიკაზე დაგყავს და ტვინს უხნავ გამებით იმიტომ რომ თავად გინდოდა პიანისტობა, არც ისე ადვილია . ერთეულები ახერხებენ. დაბარჩენები იდეალებს იფარებენ ლეღვის ფოთლებივით, ადვილია რაა..

    1. მე მეგონა თავი პესიმისტი და შავ-ბნელად მოაზროვნე, მაგრამ აშკარად მჯაბნიან. ეგეთი დედები არიან, კიდევ არიან ისეთები, რომლებიც შვილებისთვის თავს სწირავენ, როცა არჩევანის წინაშე დგებიან, ვისი სიცოცხლე უნდა გადარჩეს, ისეთებიც არიან, რომლებიც შვილებს სანაგვეზე ისვრიან. მაგრამ ყველა იმაზე უარესი არ არის, ვიდრე თავი ჰგონია. კარგი ტიპებიც არიან ამქვეყნად, უანგაროდ რომ უყვართ და სულაც არ ვწერ ამას ბავშვური გულუბრყვილობით. სინამდვილეში ადამიანების უმეტესობა სულაც არ არის ისე ცუდი, როგორსაც პოსტებში აღ(ვ)წერთ 😛

      1. +1
        ყველა ერთ ქვაბში ვერ მოიხარშება და შესაბამისად, დედა–შვილურ და მშობლების შვილებისადმი სიყვარულს ზოგადად ანგარებიანი ვერ ეწოდება.

  4. user

    თვისებების, გრძნობების და ა.შ. უნივერსალიზაციის ყველა მცდელობა გულუბრყვილო მგონია:

    პირველ რიგში, რას ნიშნავს, არსებობს თუ არა ასეთი ან სხვაგვარი (ან ზოგადად) სიყვარული? კარადა ხომ არაა, ან მანქანა ან თუნდაც ღმერთი 😀

    (უანგარო) სიყვარული იმდენად არსებობს, რამდენადაც მნიშვნელობს ვინმესთვის.

    მეორეც, მე მჯერა, რომ სიყვარული (და არამარტო სიყვარული) იმდენნაირი “არსებობს”, რამდენიც – ადამიანი. ჰოდა, უანგაროც გამოერევა რამდენიმე ალბათ :))

      1. არაფერიც, იქ გავა კაცი პენსიაზე და ექნება საშუალება, საკუთარი თავი შეინახოს.მას არ სჭირდება შვილი, რომელიც სიბერეში მიხედავს, მოუვლის. ჩვენთან რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მით უფრო მეტი “მომვლელი” გყავს. ევროპელებს კი ეს სულ ცალ ფეხსე ჰკიდიათ. გადახედე მათ შობადობის სტატისტიკას.

  5. ჩემი აზრით რაღათქმაუნდა არსებობს უანგარო სიყვარული……. და თუ მშობელებს და შვილებს შორის ასეთი დამოკიდებულებაა, ეს უანგარო სიყვარული კი არა საერთოდ არაფერია…

  6. “შესაძლოა შეყვარებულ ადამიანებს შორის უანგარო სიყვარული არ არსებობდეს” –
    და შესაძლოა – კი 🙂 ანუ არსებობს, ვიდრე ძალიან ხარ შეყვარებული. თუმცა ადამიანს გააჩნია – მას, ვინც შეყვარებულია..

  7. shvili adamianis cxovrebashi imdenad didi bednierebaa, ro aramgonia vinme fikrobdes investiciaze, ubralod ginda misce mas yvelaperi rac shegidzlia, amas imitom aketeb ro ginda is aadamiani bednieri iyos da ara imitom ro shvilis scavlashi gadaxdil cifrebs savaraudo mogebis koeficientze amravleb 🙂 im shromas da energias rasac shvilis agzrdas moaxmar tviton misi arseboba akompensirebs,

  8. არ ვიცი რატომ… რატომღაც მგონია რომ უანგარო სიყვარული არ არსებობს..
    ამის დასამტკიცებლად საკმარისი არგუმენტები არ მაქვს.. პირიქით,ამის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი რამ მეტყველებს 🙂 მაგრამ .. უბრალოდ. ეს ჩემი აზრია !

  9. ერთი კითხვა მაქვს,აქ არის ვინმე ვისაც ყავს შვილი და ფიქრობს რომ უანგაროდ არ უყვარს?

    და ვისაც არ ყოლია, დარწმუნებული შეიძლება იყოს რომ შვილი შეიძლება ან არ შეიძლება უანგაროდ უყვარდეს?

  10. მე სიყვარულს არ ვეძახი იმ ‘გრძნობას’ როცა წყვილს ერთმანეთი ანგარებით ‘უყვარს..კარგით რა! დაბრუნდით რეალობაში. თქვენთვის სიყვარულია როცა ორი ადამიანი ერთმანეთსიგან რაღაცას ითხოვს???

  11. კითხვა ყველა მასთან, ვისაც ჰგონია, რომ დედა შვილს “იმისათვის აჩენს, რომ… ” – შვილები გყავთ?
    თუ არა, მაშინ თქვენი მსჯელობა საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ჰიპოთეტური ნააზრევია. მაპატიეთ, ამგრამ სრული აბსურდია. მხოლოდ მას შემდეგ მივირებ ამ პოსტულადს (ისიც, როგორც თქვენს აზრს, და არა ობიექტურ რეალობას), როცა საკუთარი შვილები გეყოლებათ.

  12. ერთი იტყვი განსხვავებულს და აყვება ყველა…ეს გჭირთ თქვენ, გაუაზრებლად საუბარი და ყველა მოსანზრების მხოლოდ ეპოქასთან დაკავშირება და ეს საკმარის არგუმენტად ჩათვლა აშკარად არ არისმ მართებული

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s