
ქალაქში სიარული სასარგებლოა. საერთოდაც, სიარული უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჯდომა, მაგრამ მე მაინც ჯდომა მირჩევნია ხოლმე. შევატყვე, რომ ჯდომა წოლასაც მირჩევნია და ამბობენ, რომ ეს ცუდია, ძალიან ცუდია, რადგან ადამიანის სხეული არაა შექმნილი იმისთვის, რომ დიდხანს იჯდეს. თუმცა ეს მოსაზრება გადასახედია. ვინ იცის, რისთვისაა შექმნილი ადამიანის სხეული?ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება ხორცი და კენკრა ჭამოს, ინადიროს, შიშველმა იაროს, იშვიათად იბანავოს და გამრავლდეს. მაგრამ ჩვენ ხომ ამის გარდა უამრავ რამეს ვაკეთებთ, არა? არის თუ არა ადამიანის სხეული შექმნილი იმისთვის, რომ კოსმოსში იფრინოს, ან იმისთვის, რომ ღრმად ჩაყვინთოს ოკეანეში? ან თუნდაც იმისთვის, რომ გლობალური დათბობის პირობებში იცხოვროს და ისუნთქოს მსოფლიოს ყველაზე ბინძურ ქალაქების ყველაზე ბინძური ჰაერი? მგონი, არა. მაგრამ ჩვენ ხომ მაინც ვძლებთ. ამასთან შედარებით ჯდომა უმნიშვნელო რამე მგონია.
ხო, ახლა თავში დავბრუნდეთ: ქალაქში სიარული სასარგებლოა. ოღონდ თავჩაღუნული არ უნდა დადიოდე, ყველაფერს უნდა დააკვირდე, რადგან სიცოცხლე ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ ყველაფერს არ დააკვირდე. აი, მე დღეს ქალაქში ბოდიალისას და შიგადაშიგ ჯდომისას გადავწყდი საინტერესო წყვილს. ბიჭი 20ის იქნებოდა, ქალი_ 35 და ზევით. ბიჭი საუბრობდა იმაზე, რა ძალიან არ უყვარს ტოტალიზატორში ფსონების კეთება, მაგრამ რა მაგრად იგებს. ყვებოდა, რა საშინელებებს უკეთებდნენ სკოლაში დირექტორს ის და მისი ძმაკაცები. მშობლებზეც ამბობდა რაღაცებს. ქალი უსმენდა, მხოლოდ უსმენდა. დროდადრო უხერხულად იშმუშნებოდა. ასეთ დროს ბიჭი წყვეტდა მოყოლას და თბილ წინადადებას ამბობდა –შაბათს თეატრში წავიდეთ–ს მსგავს , მერე კი აგრძელებდა: პოკერები, ფეხბურთი, ძმაკაცები. მერე ეს ქალი ადგა და თქვა: იკა 2 საათით დავუტოვე დედაჩემს და უნდა წავიდეო. წავიდა კიდეც. ბიჭი დარჩა. გაოგნებული და დამწუხრებული.
მერე გადავაწყდი ერთ უცხოელს, რომელმაც მკითხა, სად შევჭამო ხინკალიო. მე ვუპასუხე, რომ ვეგეტარიანელი ვარ. გვიან მივხვდი, რომ მიუხედავად ამისა, მაინც შემეძლო მერჩია რამე. მაგალითად, ზახარ ზახარიჩი. ან მსგავსი. თქვენ სად ჭამთ ხოლმე?
ბოლოს კი ძველი ნაცნობი შემხვდა, რომლის სახელიც ვერ გავიხსენე და რომელმაც ვერ გაიხსენა ჩემი სახელი. ვერაფრით მივხვდი, ამ ფაქტორის მიუხედავად, რატომ მივესალმეთ ერთმანეთს. ალბათ, იმედი გვქონდა, რომ რომელიმეს მაინც გვემახსოვრებოდა 😐
ახლახან სახლში დავბრუნდი, დავჯექი და ეს პოსტი დავწერე ჩემსავით მჯდომარე საზოგადოებისთვის. გუდ ლაქ!
პ.ს. ჯდომის მავნებლობის შესახებ იხილეთ აქ
ლაიქ! გუდ ლაქ 🙂
მე კი მიცნობ, როგორი აქლემიც ვარ: სიარული ძილსაც კი მირჩევნია, მაგრამ ძალიან ბევრი გაზარმაცდა. შენ კიდევ ისე არა, როგორც სხვები და, განსაკუთრებით, რეგიონებში. ნუ ერთ რეგიონში მაინც. ქუთაისში 2 გაჩერებას ფეხით რავა გეიარს თავმოყვარე ადამიანი 😐
კარგი გამახსენე, მე სიარულზე დავწერ პოსტს 🙂
აი რატომ ტანჯავს მძღოლების უმრავლესობას ბუასილი! 😀
სად და ვაკე-საბურთალოზე “ბეღელში” წადითთქო.
კარგი პოსტია, როგორც ყოველთვის.
მე ვაკიდან ქავთარაძემდე ფეხით გავდივარ ხოლმე.
1 თვის ვაკის პარკიდან სოლოლაკამდე წავედი.
მიყვარს სიარული.
au ramdens vivlidi dro rom mqondes
rogor mikvars siaruli
samwuxarod siaruli armiyvars . tumca amis gamoworebac Sheidzleba. posti kaargi iyo momewona .
Dges 8 saats vijeqi vagonshic da meore taimistvis gavcire tavi. Another 8 hs. + tavic chaghunuli maqvs.
———————————
აქ იყო ქსენოფობიური კომენტარი
სომეხი არ ვარ, მაგრამ რომ ვიყო, მერე რა? 🙂
—————————–
ვაიმე რა იდიოტია ეს ვიღაც Oo
აე, ფშიუ..
shen tu mkavxar namdvili, ankara qartulsisxliani, imitom ar imkraleb pirs, viris manerebs ar avlen da sheni uzrdelobit tavs ar imcireb?
კარგია მიყვარს სიარულ-ბოდიალი, ხშირად გზას ვიგრძელებ-ხოლმე :))) აი ესე მაგალითდ აქვე მავქს გაჩერება,მაგრამ ავუვლი გვერდს ერთ გაჩერებას ,მეორეს, მესამეს ნუ შეიძლებ მეოთხესაც :)))) თნა ჩემნაირი ბოდიალაც თუ მახლავს თაბნ შეიძლება დანიშნულების ადგილას სულ ბოდიალით ჩავიდეთ :)))))))
კარგია 🙂 სიარულს არაფერი ჯობია. 🙂
კარგი პოსტია.სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვახერხებ სიარულს.
თქვენი ბლოგის პოსტებს ვკითხულობ ძველსაც და ახალსაც 😉 ეს პოსტი მომეწონა :*