ამ თამაშში ნატოშამ დამთაგა. ჩანაფიქრი შემდეგია – უნდა მისწერო საკუთარ თავს წარსულში წერილი და გააფრთხილო, ურჩიო, ეჩხუბო, აწვალო.. რაც გინდა, ის უთხრა. მე გადავწყვიტე, 15 წლის ანინასთვის მიმეწერა წერილი:
,,გამარჯობა, ანინა. ვიცი, რომ რჩევა -დარიგებები დიდად არ გიყვარს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა უბრალოდ უნდა მომისმინო.
მინდა ისეთი რამეები გითხრა, რაც აუცილებლად გამოგადგება მომავალში. თან ზუსტად ვიცი, რომ გამოგადგება.
პირველ რიგში, იზრუნე იმაზე, რომ საკუთარი კომპიუტერი გქონდეს. შენი ძმის კომპიუტერზე კვირაში მოპარული 1 საათის განმავლობაში ვერასდროს მოახერხებ იმას, რაც ასე აუცილებელია_ ბლოგის შექმნას.
ამას რაც მალე იზამ, მით უკეთესი, რადგან
1. ასეთი დეპრესიული აღარ იქნები
2. რამენაირი სოციალური სტატუსი მაინც გექნება, გარდა ,,რთული მოზარდისა”.
- ბიჭები ფეხებზე დაიკიდე. 19 წლამდე მაინც არავინ შეგიყვარდება
- გოგონებიც ფეხზე დაიკიდე. მიზეზს არ გეტყვი, თვითონაც მიხვდები.
- სექსის მიმართ შეინარჩუნე ის დამოკიდებულება, რაც გაქვს. YOU ARE RIGHT!
- ფსიქოტროპულ წამლებს არ გაეკარო. მომავალში ამის გამო სერიოზული პრობლემები შეგექმნება ჯანმრთელობასთან. და თან ამით უფრო მაგარი ნამდვილად ვერ გახდები.
- ხელები არავითარ შემთხვევაში არ დაისერო. ახლა ვერც კი წარმოიდგენ, რა გართულებები მოჰყვება ამას. ნაიარევი მარტივად სულაც არ გაქრება და მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში მოგიწევს პასუხი გასცე ისეთ სულელურ შეკითხვებს, როგორიცაა: თავს იკლავდი? და რა სიამოვნებას ნახულობდი?
- შენს ერთადერთ ნამდვილ მეგობარს მაგრად ჩაჰკიდე ხელი და უფლება არ მისცე, წავიდეს.
- იზრუნე საკუთარ ფულზე და ცალკე ცხოვრებაზე. ახლა რომ გითხრა, რომ 19 წლის ასაკშიც კი 10 საათზე მოგთხოვენ სახლში დაბრუნებას-მეთქი, დამიჯერებ? არადა, ზუსტად ეგრე იქნება.
- შეეშვი ღმერთს. საკუთარ თავს მიხედავს.
- უფრო მეტი წიგნი იკითხე და დამატებით რამე ენა ისწავლე რუსულ-ინლისურის გარდა
- ნურასდროს დალევ იმდენს, რომ გული აგერიოს
- პროზაზე გადადი. სასწრაფოდ.
- არ უღალატო იმ პრინციპებს, რომლებიც უკვე ჩამოყალიბებული გაქვს. ეს მხოლოდ ტკივილს მოგიტანს
- ცურვას თავი არ დაანებო
და ბოლოს, უფრო მნიშვნელოვანი: გახსოვდეს, რომ ყველაფერი სულაც არაა ისე ცუდად, როგორც ახლა გეჩვენება. მთელი ცხოვრება შენს ხელთაა და შეგიძლია ნებისმიერი რამ შეცვალო, შენი თავის ჩათვლით.
forever yours,
YOURSELF”
anina… ra kargi postia, ra sauintereso werils swer shens 4 wlis winandel tavs..
momewona : )
აქედან მხოლოდ უკანასკნელი რჩევა შეიძლება მივცე 15 წლის მეს 🙂
15 წლის ანინას პასუხი უფრო მაინტერესებს 🙂
gmerts ro dacildi zustad magis mere aurie shen…. magram yvelaferi cin aris jer 19 wlis xar da 99isac ro iyo tu cocxali xar shegidzlia moinanio da eklesiisken shetriade isev.. ketilisurvilebit sheni navnobi
nacnobi
anina, rogor momwonxaar
ძალიან კარგი პოსტია. მომეწონა.
ყოჩაღ ანინ.
sainteresoa 15 wlis anina ramdenad gaitvaliswinebda am rchevebs…. albat ubralod daikidebda da im gzit gaagrdzelebda siaruls, rogorc moeprianeboda da mainc am blogamde da werilamde mividoda…. warsulis ,,me,,-stan saubari sainteresoa, magram cota ar iyos damtrgunveli………
anina gverdtan dakavshirebit ragac shekitxvebimaqvs da tuarshewuxdebi rom shemexmiano??
h
sainteresoa
ხელები არავითარ შემთხვევაში არ დაისერო. ახლა ვერც კი წარმოიდგენ, რა გართულებები მოჰყვება ამას. ნაიარევი მარტივად სულაც არ გაქრება და მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში მოგიწევს პასუხი გასცე ისეთ სულელურ შეკითხვებს, როგორიცაა: თავს იკლავდი? და რა სიამოვნებას ნახულობდი?
მეც შევაჩნიე ლისზე მაგრამ აღარ გკითხე
ისედაც ალბათ იოლი არ არის ათასი აბეზარას მოგერიება აბეზარი კითხვებით
ჰმ…
მე კიდევ არ შემიმჩნევია.
sainteresoa 5 wlis mere ras miswerdi 19 wlis aninas
15 წლის ანინამ კითხვა იცის? თუ მხოლოდ პანკია და ლესბიანკა პანკი? შენ თავს სხვა უფრო ნორმალურს თუ არ წერ დარჩები ის, რაც ხარ. დაუწერე ისეთი რაღაც, რასაც მოგისმენს, ამ რჩევებს დაიკიდებს. და რა? როგორ დააღწიოს მარტოობას თავი? ბლოგებით? შენ თუ ლუზერი ხარ ეს იმ ანინას ბრალი არ არის, ეს გაზრდილი ანინას ბრალია. და 15 წლის ანინა კიარა და ვინ იქცეოდა ნორმალურად? არავინ, და თუ ძაან გარეკეს 15 წლის რომ იყვნენ, მერე გამოვიდნენ ნასას სპეციალისტები და არა ბლოგერები, სადამდე აპირებ ბლოგების წერას? ან ანინამ საიდან უნდა იყიდოს კომპიუტერი? ან რისთვის? ბლოგერობისთვის? იქნებ სულაც კიდია ბლოგერობა. და შენც ის გაზრდილი ანინა არ ხარ და სინამდვილეში ვააააააბშე სხვა ანინა ხარ და არც ლესბიანკა ხარ? და იქნებ დროა ნასას სპეციალობა შეარჩიო და მაგისთვის იმუშაო? სხვა ქართველები ნასაში უკვე მუშაობენ და შენ კიდევ გახდი ასტრონავტი და ვიამაყებთ და ამ იდიოტიზმების წერას შეეშვი, იქნებ შენ უფრო მოგცეს რჩევები და არა შენ მიცე მას და რაღაც Batterfly Effect კინოს დარემეიკება? შენ იშოვე კაი ნაშა და გაერთე და კიდე დაიკიდე ბლოგი და გადადი ნასასთვის მომზადებაზე,
ewviet kika7studio.wordpress.com
15 წლის ანინას პასუხი –
“მაიცა რა”
au am wordpress.comze rogor davregistrirdeee???