X-files

ეს ვარ მე ჩემი არაპუნქტუალობით
ეს ვარ მე ჩემი არაპუნქტუალობით

ოფენეარი მთლიანად გავმაზე. ასე გამოვიდა. ხან რაღაცას ვწერდი, ხან რაღაცას ვკითხულობდი, შაბათ დილას ვფიქრობდი, რომ შაბათს საღამოს წავიდოდი. შაბათს საღამოს ვფიქრობდი, რომ _ კვირა დილას. კვირა დილას მეძინა. მოკლედ, ოფენეარს ჩემი დასწრების ამბავში არ გაუმართლა. სამუშაო დღეს რომ დამთხვეოდა, ალბათ, უფრო შევიწუხებდი თავს,  იმიტომ რომ სხვა გასართობი ასეთ დღეებში არც არაფერია.

დღეს პირველის ნახევარზე გამეღვიძა. საერთოდ, თვალის გახელამდე ვიღვიძებ და ჯერ კიდევ თვალდახუჭული ვეძებ მობილურს. თუ მესიჯია, მიხარია. თუ მესიჯია მობილური ოპერატორისგან, ნერვები მეშლება. მგონი, სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავს ჩემს მომავალ დღეს.

დღეს მესიჯი არ ყოფილა და საერთოდაც, მობილური დამჯდარი იყო, როცა გავიღვიძე. დამტენი მოვძებნე, შევაერთე და ვეცადე, გამომეცნო, რამდენი გაცდენილი ზარი დამხვდებოდა. 8. მე 5ს ვვარაუდობდი. ნახევრად მძინარემ ზარების განმხორციელებელს  გადავურეკე. თურმე  ჩემთან დაკავშირებას 9 საათიდან ცდილობს და თურმე მალე გამოვა სახლიდან. მე ვუთხარი, რომ მეც მღვიძავს  უკვე და ვემზადები. მერე გავთიშე და დავიძინე. 20 წუთში გამოვფხიზლდი, პირდაპირ საწოლიდან ჩავრთე კომპიუტერი  (ეს არის პატარა ბინების და ოთახების პლუსი_ ყველაფერი ახლოსაა) და დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ ავდგებოდი, როგორ მოვწესრიგდებოდი და გავიდოდი სახლიდან. საბოლოოდ, გაცილებით სასიამოვნოდ მომეჩვენა, X Files-ის მორიგი სერია ჩამერთო და ასე გამოვფხიზლებულიყავი. ვქენი. რამდენიმე წუთში, სწორედ იმ დროს, როცა დანა სკალი აბაზანიდან გამოდიოდა,  მობილურის ეკრანი აინთო:

მე უკვე გამოვედი, იმედია, მზად ხარ

მე უსინდისოდ ვპასუხობ:

უკვე გელოდები.

და ვაგრძელებ X-files ის ყურებას. შიგადაშიგ სინდისი მქენჯნის, რომ წასასვლელი ვარ და ყურს არ ვიბერტყ. მერე სერია ძალიან იხლართება და მეც ფეხებზე ვიკიდებ, რომ თანამედროვე კაცებს ქალის არაპუნქტუალობა საპატიოდ სულაც არ მიაჩნიათ. პუნქტუალობა თუ უნდა, სვოჩი მაჩუქოს ❤ _ აი, ეგეთ ჭკუამხიარულ ხასიათზე ვარ.

 10 წუთი გადის და მობილურზე ზარია. ვაპაუზებ და ვპასუხობ. ფაქ. ფაქ. ფაქ. უკვე მოვიდა. რა ვქნა? ვეუბნები, რომ 5 წუთში გამოვალ და მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობიერებ, რა საშინელება დამატყდა თავს. კომპიუტერი უნდა გამოვრთო-ავდგე-ლოგინი ავალაგო-ხელპირი დავიბანო(შხაპს ვერ ვასწრებ)- თმა დავივარცხნო_ ტანსაცმელი ავირჩიო_ჩავიცვა_ გასაღები მოვძებნო_ კარი დავკეტო. ყავის ადგილი ამ სიაში არაა, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მთელი დღე ვიბუზღუნებ. სანამ ამ ყველაფერს ვაკეთებ, ის კიდევ 2ჯერ რეკავს. საბოლოოდ 15 წუთში ვეტევი.

გარეთ დგას. ოდნავ მოწყენილი. კარგად გამოიყურება. საოცრებაა, მაგრამ არ ვნანობ, X files ის ყურება შუა გზაში გამაწყვეტინა. /X-files-ის.  შუა გზაში/  ჰო. არ ვნანობ.

ალბათ, სწორედ ესაა სიყვარული.

პ.ს.  მობილური სახლში დამრჩა. დაიტენება

15 thoughts on “X-files

    1. ანი

      მე მაპატიეთ, მაგრამ ამ წინადადებაში “ლეზბი” ისეთივე ზედმეტია, მისი ზოდიაქო რომ დაგეკონკრეტებიან :)))

  1. ლიკა

    ვსოჩი მაჩუქოს :)))))

    ჰაჰა, როგორ გამეცინა :)))

    სანამ მეც ღარიბი სტუდენტი ვიყავი “სვოჩზე” მაბოდებდა, ბოდვაც აღარ ერქვა უკვე ისე ვოცნებობდი ❤ და ვინაიდან ჩემით და ჩემი თავისთვის ყიდვის არანაირი იმედი გამაჩნდა, გავიძახოდი "ნიშნობის ბეჭდი არ მინდა, "სვოჩს" ვინც მაჩუქებს იმას გავყვები ცოლადთქო" .. მერე იყო მარტოობის წლები, საერთოდ არავინ რომ არ დაინტერესებულ ჩემით, მერე წარმატებული კარიერა და საკმაოდ ბევრი ფულიც და "სვოჩიც" 2 წლის წინ, ისე, ერთი ჩვეულებრივი საათივით, შევიძინე მიუნხენის აეროპორტში, მაღაზიის დაკეტვამდე რომ 5 წუთი იყო ზუსტად დარჩენილი და ნორმალურად არჩევის საშუალებაც რომ არ მქონდა. თუმცა მაინც ვიყიდე, და დღემდე არ ვნანობ ისეთი კარგი არჩევანი გავაკეთე ❤ მერე კიდე გავიდა დრო, და დაბადების დღეზე, სულ რომ არ ვალოდე, და რაც მთავარია, ეს ჩემი ახირება -"ვინც მაჩუქებს, ცოლად გავყვები"-ც რომ მიმავიწყდა, ერთმა სულიერმა დაბადების დღეზე მაჩუქა (სუნ) თან ისე, რომ თვითონ არაფერი იცოდა ჩემი ახირების შესახებ… საჩუქრით გახარებულმა რომ ხელზე მოვირგე და სამადლობელი ხვევნა-კოცნა გავიარეთ, მერეღა გამახსენდა ის სიტყვები და მენიშნა.. არ შევმცდარვარ… მალე ცოლადაც გავყვები! ❤

    წარმატებებს გისურვებ! თავისუფლებისკენ სწრაფვა ერთგვარი სპორტია და აზარტში გაგდებს, მაგრამ თუ არ გიყვარს და არ აუყვარხარ, არც ერთ ცხოვრებისეულ აზარტს აზრი არა აქვს! :*

  2. ზოგს სვოჩი აპუნქტუალურებს და ზოგს ბიორიტმები :დ
    დღეს დილას მეც დამჯდარი დამხვდა მობილური თუმცაღა კარგი დღე იყო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s