გინების სოციალური ასპექტები

დედაჩემი მასწავლიდა, რომ თუ ბიჭები შენი თანდასწრებით იგინებიან, უნდა ადგე და წამოხვიდე. არის კიდევ ერთი, შედარებით კომუნისტური გამოსავალი: უნდა აუხსნა ბიჭებს, რომ ქალის თანდასწრებით შეგინება უზრდელობაა და დაამატო, რომ არც კაცების თანდასწრებითაა მაინცდამაინც მოსაწონი საქციელი. ამ თემასთან დაკავშირებულ რჩევებს ყოველთვის ვუსმენდი, ვეთანხმებოდი_ პრაქტიკაში არასდროს გამომიყენებია.

მაგრამ ეს მაშინ იყო, როცა გინება ყურში  მხვდებოდა. ახლა აღარ მხვდება და საერთოდაც, ახლა იმას უფრო ვაქცევ ყურადღებას, რომ ვიღაც არ (!) იგინება, ვიღაც ,,ცუდ სიტყვებს” ვარსკვლავების გამოყენებით წერს და ვიღაც ძალიან სენსიტიურია უზრდელობების მიმართ.

ხანდახან იმ გოგოებსაც ვაწყდები, ყურზე ხელს რომ იფარებენ, როცა ვინმე შეიგინება.. ვაწყდები და ვფიქრობ ხოლმე, რომ  ამ ქალაქში არ შეიძლება ასეთი სათუთი იყო.

  • სიტუაცია 1:

ზიხარ სტადიონზე, ყველა იგინება, შენ  წუხდები. აღტყინებულ გულშემატკივრებს შენიშვნებს აძლევ და ისინიც კიდევ უფრო ბრაზდებიან. შენ სხვა გზა აღარ გაქვს. დგები და მიდიხარ. ძალიან გაბრაზებული ხარ და გულით გინდა, ამ საზიზღარ ხალხს მაგრად შეაგინო, მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ საკუთარი თავისგანაც მოგიწევს გაცლა, ჰოდა,  აბა ეგ როგორ გამოვა? ამიტომ წუწუნით იფარგლები.
ისმის კითხვა: ვინ უფრო არაადეკვატურია, ვინც სტადიონზე იგინება თუ ვისაც ამაზე მწვავე რეაქცია აქვს?

  • სიტუაცია 2:

ზიხარ მეგობრებთან ერთად. ხართ გოგოებიც და ბიჭებიც, ჩავთვალოთ, რომ დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით. ერთ-ერთი ბიჭი  რეპლიკას ისვრის, რომელიც არაა განკუთვნილი პრინცესებისთვის, მაგრამ მართლა სასაცილოა. გოგონები იცინიან, ბიჭებიც იცინიან (შეიძლება ამ ფრაზაზე გახურდნენ და სხვა ,,უზრდელობებიც” მიაყოლონ), შენ კი ბრაზდები, იგრუზები და როცა გეკითხებიან, რა მოხდა, პასუხობ: გთხოვთ რა, ჩემი თანდასწრებით ეგეთი სიტყვები აღარ თქვათ, მე მაინც მეცით პატივი. ბიჭები სიცილით იხევიან. გოგონები ზემოდან გიყურებენ.

ისმის კითხვა: ვინ უფრო არაადეკვატურია, ვინც ხუმრობას ,,ცუდი სიტყვებით” ამძაფრებს თუ ის, ვინც ამაზე მწვავედ რეაგირებს?

ვიცი, რასაც მეტყოდა დედა: ეგეთი მეგობრები საერთოდ რად გინდაო მაგრამ აბა როგორი მეგობრები მინდა? სად ვიპოვო მეგობრები, რომლებიც არ იგინებიან, არ ამბობენ უზრდელურ ხუმრობებს და გოგონების ნატიფ სმენას უფრთხილდებიან?

ეგეთები არ არსებობენ.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ეს სხვებმა გაარკვიონ.
fuckmylife

23 thoughts on “გინების სოციალური ასპექტები

  1. boy25

    და სალანძღავად როცა იგინებიან? ვინმეს რომ აგინებენ მაგალითად: მიშა მშვილდაძემ აგინა ზაალ სამადაშვილს FACEBOOK-ზე.. ეს რომელ კატეგორიაშია? 😉

  2. ლელა

    უჰ, რამდენი ხანია ქართული გინება არ მომისმენია (სად მოვისმენდი ამერიკაში), ახლა გამახსენდა და გამაჟრჟოლა. მე არ ვიგინები, ანინა, და სხვების გინებით ლაპარაკზე ცუდად ვხდები. სამწუხაროდ ეგრე ადვილად არ იცვლებიან ადამიანები, ამიტომ უნდა აიტანო, სხვა რა გზა გაქვს…

  3. მე არ ვიგინები მგონი :დ “ცუდ სიტყვებს ” ვამბობ იშვიათად, როცა ძალიან გაბრაზებული ვარ :დ ჩემ გარშემო თითქმის ყველა მეგობარი იგინება. აღშფოთებას არ იწვევს, ხშირ შემთხვევაში ასეთ სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ. თუმცა, რა თქმა უნდა, სიტუაციას გააჩნია.
    ერთი რამ რაც არ მომწონს ისაა, რომ რატომღაც ის, ვინც უცენზურო სიტყვებს ამბობს, უკოპლექსო და მაგარ ტიპად მიიჩნევა. ხშირ შემთხვევაში, საკუთარი თავისუფლების გამვოლინებას ასე ცდილობენ.

  4. ერთი პერიოდი ვიგინებოდი ყოველ მეათე სიტყვაში, მერე ყოველ მეათასეში, ახლა ჩვეულებრივ ლაპარაკის დროს ყოველ მეასეში ალბათ, [რაც გამოიხატება სიტყვაში “ყლეობაა”) და გაბრაზებული თუ ვარ ბრრრ :დ
    ერთადერთი რაც მართლა არ მიყვარს და “ტვინს მიტყნავს” არის ყოველი ფრაზის მერე “ბოზიშვილივიყო ძალიან მაგარია ჰანეკეს ეგ ფილმი” და “ჩემი დედაშევეცი შიგ ხომ არ გაქვს ძალიან ასწორებს არქთიქ მანქიზის ლაივი გლასტონბერიზე”
    ჰო აი ამას ვერ ვიტან :დ მაგრამ ყურებზე ხელს არ ვიფარებ, შეუმჩნევლად ნაუშნიკების მოძიებას ვიწყებ :დ

  5. natia

    es daaxloebit igive situaciaa, adre kargad agzrdili madmuazelis tandascrebit garkveul temebze rom ar laparakobdnen : narkotikebi, mrushi qalebi, sikvdilianoba da a.sh… axlandel saqartveloshic arian blomad msgavsi ‘madmuazelebi’ garkveul ragaceebs grmad sheuracmkopelad rom miichneven da iset ragaceebze xuchaven tvals, rac namdvilad grmad sheurackmkopelia. ras izam. vizrdebit !

  6. იმდენი რამე მსმენია, მინახავს და გამიკეთებია, ცოტა რამ თუ მაიძულებს ყურებზე ხელის აფარების სურვილი გამიჩნდეს, მაგრამ ამას წინათ ერთი მეგობარი საკუთარი დედის თანდასწრებით ჩემი დედას შევეციო რომ გაიძახდა, ცოტა არ იყოს მეხამუშა და უნებურად ვჭყიტე თვალები გაკვირვებისგან. კარგი იქნება ადამიანები ქცევების და ლექსიკის კონტროლს თუ მოახერხებენ, ეს სულაც არ ნიშნავს თავისუფლების შეზღუდვას…
    ისე ფეხბურთზე ბიჭები კი არა მეც კარგად ვიგინები, სპორტი გინების გარეშე ვერ წარმომიდგენია. სტადიონზე იმდენ სასაცილო გინებათწყობას ვისმენ, ლამის ტაში დავუკრა კრეატიულობისთვის :))

  7. სად ვიპოვო მეგობრები, რომლებიც არ იგინებიან, არ ამბობენ უზრდელურ ხუმრობებს და გოგონების ნატიფ სმენას უფრთხილდებიან?

    ეგეთები არ არსებობენ.

    იმიტომ არ არსებობენ რომ არ აღუზრდია არავის. აღზრდა და გაზრდა სხვადასხვა რამეა

  8. tatuli

    ui sxvatashoris ginebis socialuri mnishvneloba martla didi xania maiteresebs ogond ara am mnishvnelobit.magalitad saidan modis mosazreba rom sxvis dedastan da a.sh seqsualuri urtiertobis damyareba sheuracyopaa,ratom mainc da mainc dedastan da ratom mainc da mainc seqsualuri.. ratom brazdebian ginebaze,imitom rom sheuracyopilad grdznoben tavs tu imitom rom tavdacvis instiqti amodzravebt(anu imitom rom vigacam mati dachagvris survili gauchnda)am temashi rom shemovedi megona es sakitxi geqneboda metnaklebad gashuqebuli,cota ar iyos imedi gamicruvda:))

  9. მანქიმ რაც აღწერა, ეგეთ ტიპებს წავაწყდი ჩაბარების პირველივე წელს, უნივერსიტეტის სტუდ. კავშირში. თავიდან მეც ვიჯექი, შემდეგ ავდექი და წამოვედი! მეორე წელს მეცხრე სართულისკენ აღარც გამიხედავს… ანუ, ამ ორი სიტუაციის გარდა კიდევ არიან ტიპიები (ბევრი ტიპები), რომელებსაც გინება ცხოვრების წესად აქვთ და ყოველ წინადადებაში იგინებიან.

  10. ფერიასავით არ უნდა მოიქცე როცა შენი მეგობარი “უწმაწური სიტყვებით” ხუმრობს, მაგრამ
    სიტუაცია 3 (გუშინ გადამხდა)

    მთელი ჯგუფი მამაკაცური წარმონაქმნებისა დგას ფაფარაშლილები ( :)) ) და ერთმანეთს უბღვერენ. კაციშვილი ხმას არ იღებს და ჩავიარეთ თუ არა მეგობრებმა, გადაწყვიტეს, რომ მოქმედების დრო იყო, ლამის ჩვენ გვცემეს და დაიწყეს “უშვერი სიტყვებით” გინება.

    ან სიტუაცია მეოხე:
    ძმაკაცები ჟღურტულებენ: რა იყო შეჩემა (თან ერთმანეთს სიყვარულით აღსავსე თვალებით შესცქერიან :)) )
    ან აღლს ეფერება გინებ-გნებით… ან საკუთარ დედას იგინებს სტყვის მასალად, დავიწყოთ აქედან. მიდი და ამ სიტუაციაში ნუ გაეცლები.

  11. მართლაც საინტერესო პოსტია ეს დღეს-დღეობით საქართველოში დიდი პრობლემაა ხალხი უფრო სწორად თინეიჯერები ბილწსიტყვაობით ცდილობენ დაიმკვიდრონ ადგილი საზოგადოებაში და სამწუხაროდ ასეთებს გამოსდით. ამ პოსტზე ლაშა ბუღაძის ”ნუგზარი და მეფისტოფელი” გამახსენდა იქაც ასე მწვავედაა დაყენებული ეს ”პრობლემა”

  12. sazogadoebashi bilwsityvaobit adgils ver daikavebs adamiani…tumca sheidzleba ipovos adamianebi romeltac tavisi bilwsityvaobit tavs moawonebs da adgils moipovebs,es adamianebi sazogadoebis yvelaze ugirsi da dabali penis warmomadgenlebi iqnebian…me bilwsityvaobis gareshe ver vlaparakob,tumca ara imito ro raime adgilis mopovebas vcdilob….

  13. კომენტარებს არ ვკითხულობ, ისე ერთი უბრალოდ ერთ სიტყვა მენიშნა: სენსიტიურია – მგრძნობიარე 🙂 მშვენიერი ქართული შესატყვისი აქვს 🙂 წარმატებები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s