ვერაფერს ვერ მოვასწრებ

ძალიან ცუდი შეგრძნებაა ეს ,,ვერაფერს ვერ მოვასწრებ”. თან ხანგრძლივი აკვიატება იცის. უბრალო საქმეებზე არ ვამბობ: ყავის დალევას თუ ვერ მოასწრებ სამსახურში წასვლის წინ, ამის გამო არაფერი დაგექცევა თავზე (შეიძლება ყავა დაგექცეს მაქსიმუმ). ტრაგედია მაშინ იწყება, როცა ფიქრობ, რომ ვერ მოასწრებ ისეთ მნიშვნელოვან რამეს, როგორიც კოსმოსში გაფრენაა. იმ შეგრძნებამ, რომ ძალიან ცუდ დროს და ცუდ ადგილას დაიბადე, შეიძლება გაგარეკინოს.  ამერიკაში რომ დაბადებულიყავი, მაშინ უკეთესი სასტარტო პირობები გექნებოდა.

წიგნებზეც ასეა: რამდენი წიგნიც არ უნდა წაიკითხო, ყოველთვის გექნება შეგრძნება, რომ სადღაც შენგან მოშორებით, სადღაც შენგან ძალიან მოშორებით არსებობს წიგნები, მაგარი წიგნები, რომელთა თარგმნასაც ქართველი მთარგმნელები ვერ მოასწრებენ. რა თქმა უნდა, შეგიძლია ისწავლო ბევრი ენა და ეს წიგნები ორიგინალში იკითხო, მაგრამ..  ამდენი ენის სწავლასაც ვერ მოასწრებ.

შეიძლება მხოლოდ მე მაქვს იმის პანიკური განცდა, რომ დრო ძალიან სწრაფად გარბის. არადა, მე მხოლოდ 19 წლის ვარ და როგორც ყველა ამბობს, ჯერ ყველაფერი წინაა, მაგრამ  როცა ვფიქრობ, მაინც რა არის წინ, გული მეკუმშება.  სახლში ჯდომა, შვილები, განვადებით ნაყიდი ბინის ფულის გადახდა, რუტინული სამუშაო..  რა თქმა უნდა, მე ყველაფრის შეცვლა შემიძლია. შემიძლია, არასდროს გავთხოვდე და ბევრი ვიმოგზაურო, სანამ არ დავბერდები და ისევ საქართველოში არ ჩამოვალ ტურისტად, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი.  მგონი, ასეთი ამბები მხოლოდ სხვებს ემართებათ.

ხანდახან დიდი გეგმები მხოლოდ დიდ გეგმებად რჩება.

პ.ს. ჩემი დღის საიტი_ წვიმის ხმა. გახსნილი მაქვს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე. ტენიანობის შეგრძნება მოაქვს : ]

პ.პ.ს ეს კიდევ ახალი ჩანაწერი ტაბულას ბლოგზე_ მსუქნები

15 thoughts on “ვერაფერს ვერ მოვასწრებ

  1. eva

    ,,ვერაფერს გააწყობ,
    დრო არის ასეთი.
    გეგმას თუ დააწყობ,
    გიშლიან თამაშსაც.
    კალთაში ჩაიწყობ,
    დაკრეფილ ვაშლივით
    წიგნებს და ძილისწინ
    კითხულობ ერთბაშად”

    hooo….. eg mxolod shen ar gawuxebs, romv erafers moascreb, ai mec viqrobdi rom verasodes movascrebdi mogzaurobas, tuki gavtxvdebodi. avdeqi ar gavtxovd, cavedi evropashi da gadvuar gadmovuare shedzelebisadgavarad mtel evropas da uceb mivxvdi rom ver vascreb gatxovebas, shvilebs, ojaxs… rom cemi nanaxi qveynebi, mxolod nanax kveynebad darchen da mogonebis garda araferi datoves, rom vigaca gaklia, ragaca ginda….! adgili ginda sadac mudam iknebi da ara momtabaresavit , dges parizshi xval romshi,zeg düsseldorfshi da a. sh. mokled… mokled erts aketeb da more grcheba, meores aketebd da pirveli….. ras izam… dro ki ise chkara gadsi rom …! lamisaa yulabashi mgrovili fuli, futokamerisatvis, kuboshi gadavixado da shig chavcve

  2. mzime)

    არა რა თქმა უნდა,მარტო შენ არ გჭირს ეგ. ჩემი პრობლემაისაა რომ მგონია ცხოვრებას ვერ ვასწრებ,ბევრს ვტოვებ და ამ ყფელაფერში ხელს ეს ქვეყანა “მიწყობს”,სადაც ამდენი პრობლემაა დაგროვილი და პრეზიდენტის შემყურე უფრო ცუდად ხდები რადგან ის არარეალურ ქვეყანაზე ლაპარაკობს თავის “ლაივ”ებში.

    გავიცევი მალე აქედან:)

  3. მეც მაქვს ეგ შეგრძნება და ვცდილობ, ყველაფერი სწრაფად გფავაკეთო, ახალ ეტაპზე რომ გადვიდე..

    სამწუხაროა, რომ რაც არ უნდა ვიჩქაროთ, რომ მოვკვდებით, მაინც ბევრი რამ დაგვრჩება გასაკეთებელი.

  4. ნათია

    … ვიცი, რომ კოსმოსში ვერასდროს გავფრინდები და გული მწყდება ამერიკაში რომ არ დავიბადე… წიგნებზეც იმავეს განვიცდი…

  5. me vici ra male mtavrdeba cxovreba. vici gamovcade
    ert camshi sheidzleba agarc iyo. da veraferic ver moascro
    amaze rom vifiqro movkvdebi. amitom agar vfiqrob.
    100 wlisac roo iyo cxovreba mainc 1oo wami iqneba roca ukan moixedav.

    amitom ar vici saidan davicyo daa roca am kitxvas vsvam yvela meubneba “tavida”
    ukacravad tavidan romelia??
    amaze vegar vigeb pasuxs.
    mokled ….

  6. მე მაინც მგონია რომ რამდენიც არ უნდა ეცადო, ყველაფერს მაინც ვერ მოასწრებ, თან ეს “მოსასწრები ლისტი” ყოველ ერთ მოსწრებულ საქმეზე 10–ით ივსება ხოლმე 🙂 ყველანი ვქმნით საკუთარ მომავალს და ზუსტად ვიცი შენნაირი ადამიანი სტერეოტიპებში ვერ ჩაჯდება :))

    და არასწორ ადგილას დაბადება და რთული სტარტი, ჩემი აზრით, სტიმულია ფინალამდე უფრო მალე მისვლის და სისწრაფეში “დასპეცების”

    ისიამოვნე დროით, მაინც ვერ დაეწევი 🙂

  7. tatkii

    ამერიკა რა შუაშია აქ?? საირთოდ კარგია იქ სადაც არ ვარ, თუ რაგაც ამდაგვარი, მაგრამ ფაქტია, იქ არის გაცილებით ბევრი დაუსაქმებელი, ბევრი გაჭირვებული და ბევრი ოცნება აუხდენელი ვიდრე საქართველოში (რიცხვობრივი მეტობის ფაქტორია). რაც შეეხება ვერ მოსწრების საკითხს, ეს რეალურად შემაწუხებელი ფაქტია და რეალობაა, რომ ადამიანი ვერ მოასწრებ ყველაფერს, რადგან ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა არანაირად არ უწყობს ხელს, სამყაროში ყველა საინტერესო საქმის განხორციელების ხანგრძლივობას.. ამიტომ იმას, რომ უხარისხოდ და ამოუწურავად ბევრი საქმის მოსწრებას, ჯობია ერთი ან ორი საქმე ვაკეთოთ ამომწურავად. სიბერისას კი ვთქვათ ჩემი ცხოვრება შედგა, რადგანაც ამა და ამ საქმის კეთებით გული ვიჯერე.. 🙂

  8. და ყველაზე ცუდი მაინც ისაა რამდენიც არ უნდა მოასწრო ადრე თუ გვიან დაიკრიფავ გულზე ხელებს და იტყვი :”ეჰ რამდენი მომისწრიაო” 🙂

  9. ..................X

    ertxel da samudamod momklavs imaze piqri ras ver movaswreb….(waukitxavi wignebit dawyebuli…dauwerelit da agqmulit damtavrebuli) ……. sulertia….jandabamde gza qonia dros….ragacas mainc movaswreb….shevdegebi adamianad….viswavli siaruls swori nabijebit…lamazad jgabnas…waval tibetshi da avirchev ,,swor,, psevdonims…ai ase….

  10. რა თქმა უნდა, მე ყველაფრის შეცვლა შემიძლია. შემიძლია, არასდროს გავთხოვდე და ბევრი ვიმოგზაურო, სანამ არ დავბერდები და ისევ საქართველოში არ ჩამოვალ ტურისტად, მაგრამ ეს როგორ უნდა მოხდეს არ ვიცი. მგონი, ასეთი ამბები მხოლოდ სხვებს ემართებათ. << au xandaxan amis meshinia xolme zalian, tavshi uceb rom damkravs rom vaitu bevri fuli ver vishovo, vaitu ver vimogzauro da ocnebebi ocnebebad darches.. :S magram mxolod xandaxan! :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s