
აუცილებლად, აუცილებლად მოდით დღეს ექსპო-ჯორჯიას მეთერთმეტე პავილიონში. იმიტომ, რომ წიგნის ფესტივალის ბოლო დღეა, იმიტომ რომ კვირაა და იმიტომაც, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთი წელი აღარ იქნება. იცით რამდენი ხალხია? და იცით, რამდენი წიგნი იყიდება? და იცით რა ფასდაკლებებია? თუ გინდათ, მე გაგაღვიძებთ და გამოგივლით. თუ გინდათ, შემოსასვლელთან დაგხვდებით და სტენდებამდე მიგაცილებთ. მოკლედ, თქვენ იქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ :დ
მე სულ 60 ლარად აი, ამდენი წიგნი ვიყიდე
- ნოეს შვილი [ერიკ-ემანუელ შმიტი]
- ტიპი მეზობელი საფლავიდან [კატარინა მასეტი]
- 99 ფრანკი [ბეგბედერი]
- დაბადებული საბჭოთა კავშირში [ვასილე ერნუ]
- ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები [ჯერალდ დარელი]
- საყვარლები [ელფრიდე იელინეკი]
- კოღო [ერლომ ახვლედიანი]
- ვარმშტადული პარადოქსი [ჯაბა ზარქუა]
- ყორანი [გიორგი კეკელიძე]
- უჩინარი კაცი [ჰერბერტ უელსი]
გარდა ამისა, მაჩუქეს ,,15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2010″ და ამავე კრებულის დაჯილდოებაზე, როგორც ინტერნეტ-რჩეულს, ,,სანტა-ესპერანსამ” 50ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადმომცა.
პ.ს. დღეს 3-დან 4-მდე ბაკურ სულაკაურის სტენდთან მე და ჯაბა ზარქუა ვისაუბრებთ მის სადებიუტო წიგნზე ,,ვარმშტადული პარადოქსი”. გპირდებით, რომ შეხვედრა საინტერესოდ ჩაივლის.
შეხვედრამდე : ]
”დაბადებული საბჭოთა კავშირში” ძალიან კარგია, უბრალოდ ავტორი მიუკერძოებელი უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე სსრკ დადებითად წარმოეჩინა. მოკლედ რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ვისაც არ უცხოვრია საბჭოთა კავშირში, ნებისმიერი ადამიანისგან მოსმენილი ძველი ამბები საინტერესოა. იმედია კიდევ ბევრ წიგნს წავიკითხავ საბჭოთა პერიოდზე, რომ მეტი არგუმენტები მქონდეს თუ რატომ იყო ცუდი კომუნიზმის ეპოქა და რატომ არ უნდა მოგვენატროს ადამიანებს. ვასილ ერნუ კი ამისთვის არ გამოდგება 🙂
Summer, ძვირფასო, რამე განსხვავებას ხედავ იმ ბოილშევიკებსა და დრევანდელ ნეო ბოლშევიზმს შორის? როდის უნდა გამოიბერყტოთ ეგ უტვინო თავები, თქვე მართლა უსუსურებო. ლაჩრებო, საკუთარი აზრი რომ არ გაგაჩნიათ და ნაც მოძრაობის ზღაპრებს უსმენთ. გავიგეთ, რომ კომუნიზმი რ ვარგა, მაშინ რას ვაკეთებთ, რომ ახალი ტიპის სახელმწიფო ავაშენოთ? არა, ისევ ნეო ბოლშევიზმს ვაშენებთ. ღვთისგან შეჩვენებულები იყავით ყველა, ვინც საქართველოში გაბატონებულ მახინჯ რეჟიმს ტრაკს ულოკავთ. ვიღაც–ვიღაცეები თურმე 26 მაისის ღირებულებაზე მელაპარაკებიან, თქვე საცოდავებო, ქვეყანას, რომელსაც 9 მილარდიანი ვალი ზურგზე კიდია, რომელიც შაგრენის ტყავივით მცირდება 26 მაისის ფასადური და ბუტაფორიული აღნიშვნა უშველის, ღარ დაიღალეთ ამ ფსევდო იდეოლოგიით? ფუ, გული მერევა თქვენზე.
კომუნიზმი, კომუნიზმი, გვიგეთ, ორმ რ ვარგა, სხვა საქმე არ გაქვთ? თქვე უდღეურებო.
რას მიქვია არ ვარგა? ძაან მაგარი იყო კომუნიზმი.
კალბასი 2 მანეთი ღირდა და მოსკოვის ბილეთი 7 მანეთი.
მავზოლეუმის ბილეთი კი 50 კაპიკი.
ეს არის დემოკრატია, ყველა უცხო ენის სწავლა რომ უქმდება სკოლებში ინგლისურის გარდა მომავალი წლიდან? იქნებ მე მირჩევნია ფრანგული, ან გერმანული, ბოლობოლო მტრის ენა მაინც არ უნდა ვიცოდე? მოიცა და გერმანულს არ სწავლობდნენ სსრკ–ს დროს? გული მერევა რომ ქართველი ვარ ამათ შემხედვარეს. ფუუუ
მმმ… საინტერესოა… გესტუმრებით, სულ რაღაც 100 ლარად მეეეც ძძააალიან ბევრი წიგნი შევიძინე, თუმცა პარნასს, არილსა და ელფის გამომცემლობას ვერ მოვკარი თვალი 😦 არილისა და ელფის წიგნების შეძენაც მინდოდა…. რაღაც მომეჩვენა თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ აშკარად ყველა გამომცემლობა არ არის, რატომ ნეტა? 😦
წიგნის ჭია ხარ 😀
ბოლო წიგნის გარდა არც ერთს არ ვიყიდიდი
უფრო სწორედ არც ბოლოს არ ვიყიდიდი – წაკითხული მაქვს. . .
არ ვიყავი თბილისში, თორე მინდოდა რაღაც წიგნები. . .
ველოდებოდი ანინას გამოხმაურებასაც წიგნის ფესტივალზე. მშვენიერი სანოვაგით დატვირთულხარ 🙂 ამ თემაზე დაწერილი ჩემი პსტები ყველაზე რეიტინგული აღმოჩნდა ბოლო თვეებში, ხალხს აინტერესებს უკვე წიგნები და სავსე ექსპო ჯორჯიაც ამაზე მეტყველებს 🙂
ზუსტად ახლა დავბრუნდი სახლში, წიგნებით დატვირთული. სულაკაურის სტენდთანაც ჩავიარე, შენ რომ ლაპარაკობდი მაგ დროს ^_^
მიყვარს ეს ფესტივალი ❤
ბრმა აღმოვჩნდი, თვალებიც მიხატული მქონია :დ:დ:დ ზუსტად მაგ დროს ჩავუარე სულაკაურის სტენდს, ჯაბა ზარქუა საუბრობდა და, როგორც ჩანს, მასზე გადავიტანე მთელი ყურადღება:(
ეხლა გადავამოწმე დღეს გადაღებული სურათები და ნამდვილად შენ ხარ კადრში… არადა, გულდაწყვეტილი წამოვედი, რომ ვერცერთი ბლოგერის ნახვა ვერ მოვახერხე 😐
ara dzaladobas!
http://facebook.com/pages/მოვაწყოთ-მშვიდობიანი-საპროტესტო-აქცია-ყველანაირი-პოლიტიკური-ლიდერის-გარეშე/100762690017361?_rdr
:დ:დ მე რატომ დავრჩი იმედგაცრუებული ნეტა ო_ო :დ
თითქმის იგივე ფასები იყო, რაც იმ მაღაზიებში მე, რომ დავეთრევი :დ
წიგნი ვიყიდე, კამიუს და ქარჩხაძის.
ფამუქის “მე მქვია წითელი” 3 ლარით მეტი ღირდა ვიდრე ხვალ ან ზეგ, რომ ვიყიდი იქ :დ..
ხალხაც რაღაც “არაცივილური” სურნელი ასდიოდა :დ
ერთადერთი რაც ქონდა + ის იყო, რომ ბევრი წიგნი იყო ერთად თავმოყრილი და აქეთ იქით ბოდიალი არ დამჭირდა.
მაგაში მეც გეთანხმები. შარშანდელი წიგნის ფესტივალზე აგცილებით იაფი იყო ყველაფერი, ვიდრე წელს
ვიყავი და დაგინახე, მაგრამ ისეთი ჩართული იყავი დისკუსიაში 😀 მერე აღარ დამინახიხარ.
ხშირად უნდა იმართბოდეს ასეთი ფესტივალები.:) ჩემი გული იქ დავტოვე. იმდენი რამის ყიდვა მინდოდა, მაგრამ არ მოხერხდა! 😦 ბოლოს 15 ლარად 4 ფრანგული წიგნი ვიყიდე და ერთიც მაჩუქეს, ლექსები, რომელსაც მუღამი ჯერ ვერ დავუჭირე და გაწამაწიის მერე ჩავუჯდები კარგად და ვნახოთ
99 ფრანკი [ბეგბედერი]
და შენც ფიქრობ რომ შედევრია?
ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები [ჯერალდ დარელი]
საყვარლები [ელფრიდე იელინეკი]
აი ეს ორი კარგია???
უჩინარი კაცი [ჰერბერტ უელსი] ძალიან მაგარი წიგნია ყველაზე მაგარი ფანტასტიკაა რაც ოდესმე წამიკითXავს ver movwydi iseti magaria