26 მაისი_ ვიზეიმოთ თუ არა?

მე მიყვარს 26 მაისი და მხოლოდ იმიტომ არა, რომ დასვენების დღეა. იმიტომ, რომ ერთადერთი დღეა, რომელიც ყველასთვის დღესასწაული უნდა იყოს, ვინც საქართველოში ცხოვრობს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. და კიდევ იმიტომ, რომ როცა ვაცნობიერებ, რა მასშტაბის მოვლენაა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვება, მაჟრიალებს.

მგონი, იმ ხალხს, ვინც ამ დღეებში პარლამენტთან იდგა, მსგავსი შეგრძნებები არ ჰქონიათ. მგონი კი არა, არ ჰქონიათ. გუშინ რომ ჩავიარე პარლამენტთან, რომელიღაც გამომსვლელი ხალხს  მოუწოდებდა, ფეხი არ მოვიცვალოთ,  სააკაშვილს დღესასწაული უნდა ჩავუშხამოთო. ხალხი კი ტაშს უკრავდა.  ნუთუ 26 მაისი მიშას დღესასწაულია? ვაი.

გუშინ სულ სხვანაირ განწყობას ვგეგმავდი დღევანდელი დღისთვის. ახლა კი არაფერი მიხარია,  ვზივარ და ვფიქრობ იმ საშინელებაზე, რაც გვჭირს.

როგორ ხდება, რომ ხალხის გარკვეული ნაწილი ნაძირალა ოპოზიციონერების დაძახებისთანავე გამოდის და ფეხს არ იცვლის, სანამ რამე უბედურება არ მოხდება.

როგორ ხდება, რომ ამ ხალხისთვის  ქვეყანა მხოლოდ მთავრობასთან იგივდება და ამის გამო შეუძლიათ, ისეთი მნიშვნელოვანი დღე გააფუჭონ, როგორიც 26 მაისია.

როგორ ხდება, რომ მიტინგზე გამოსულებს ის უამრავი ადამიანი ავიწყდებათ,  რომელიც მუშაობს, აკეთებს თავის საქმეს და ფიქრობს, რომ ესაა ქვეყნის განვითარების და ჭაობიდან ამოყვანის ერთადერთი გზა. არადა ხო მართლა ესაა: გადარჩენის სხვა რეცეპტი უბრალოდ არ არსებობს: ყველამ ჩვენი  საქმე უნდა ვაკეთოთ!

როგორ ხდება, რომ ამ მარაზმის ლიდერები უკვე მერამდენედ ძვრებიან მშრალად ამ  ამბიდან და გულუბრყვილო  ხალხი  მაინც  ვერ სწავლობს ჭკუას.

როგორ ხდება, რომ პოლიციელები მხეცურად იქცევიან, მხოლოდ იმიტომ_ რომ შეუძლიათ ასე მოქცევა და როგორ ხდება, რომ ისინი  ხალხის დაშლის ბრძანებას ისე კი არ უდგებიან, როგორც პროფესიულ დავალებას, არამედ როგორც ძალადობის ნებართვას.

როგორ ხდება, რომ იმ ყველაფრის მერე, რაც ვნახეთ, ჯერაც ვერ ვაცნობიერებთ, რას ნიშნავს 2 დაღუპული ადამიანი. ამ სისულელის გამო დაღუპული  2 ადამიანი.

როგორ ხდება, რომ ვიღაცები ყველაფერს, რაც მოხდა,  მიშას აბრალებენ. ვერ ხედავთ, რომ ყველა მხარეს საზიზღრობაა? როცა მომიტინგეები საცოდავ ტიპს ურტყამენ, მაშინ არა უშავს. საკმარისია, მომიტინგეებს შეეხოს ვინმე, რომ ყველა მზადაა, პოლიციელები ხელით გაგლიჯოს შუაზე.

როგორ ხდება, რომ ასე გულუბრყვილოდ გვჯერა ხელისუფლების შეცვლით ყველაფრის მოგვარებისა? როგორ ხდება რომ სიმართლეს ამდენი წელია ვერ ვუსწორებთ თვალს: ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა მთავრობა კი არა, ჩვენ ვართ_ ზუსტად იმიტომ, რომ ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ.

და ბოლოს:

როგორ ხდება, რომ ხალხს ყველაფერი ასე მალე ავიწყდება. აი, ნახავთ შემდეგ წელს კვლავ დაიწყება ,,გეგმიური” მიტინგები და ისევ იგივე განმეორდება. პრინციპში სხვა გზა არც გვაქვს: სხვანაირად იმის დამტკიცება, რომ ცოცხლები ვართ და ვმოქმედებთ_ არ გამოგვდის.

მე მაინც გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ოღონდ ყველას არა. მხოლოდ მათ, ვინც ამ დღის მნიშვნელობას აცნობიერებს.

27 thoughts on “26 მაისი_ ვიზეიმოთ თუ არა?

  1. Givi

    არაჩვეულებრივია… აღფრთვანებული ვარ თქვენი პროგრესული, ლოგიკური აზროვნებით და გილოცავთ 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

  2. გიორგი

    ეს რომ წავიკითხე ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს სულში და ფიქრებში ჩაიხედე (და დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან ბევრი ადამიანის), ყველაფერი ზედმეტი გაფილტრე და არაჩვეულებრივი რაფინირებული სიზუსტით ჩამოაყალიბე ჩემი დამოკიდებულება ამ მოვლენებთან დაკავშირებით. მიხარია, რომ საქართველოში არიან შენნაირი ადამიანები. მადლობა! 🙂

    1. summer

      მეც ეგეთი შეგრძნება მაქვს ხოლმე რომ ჩემს სულში იხედება და იმას ამბობს რასაც ვფიქრობ ან ვიფიქრებდი რომ მეფიქრა

  3. კარგად აღწერე მიმდინარე პრობლემები…მაგრამ ამ აღლუმს საზეიმო ელფერი არ ჰქონია,უფრო პანაშვიდის განწყობა სუფევდა…გულსატკენია,რომ ადამიანთა სიცოცხლე შეეწირა ლიდერთა ამბიციებს.

  4. პოლიციელს ჩვეულებრივ მოქალაქესთან შედარებით მეტი მოეთხოვება, ამიტომ მათი მხრიდან აგრესიის გამოჩენა ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქალაქისგან.

    1. პ.ს “მეტი მოეთხოვება”-ში ვგულისხმობ უსაფუძვლო აგრესიის გამოჩენისგან თავის შეკავებასა და ადამიანებისთვის ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

      1. summer

        არ არის საჭირო საზოგადოების დაყოფა პოლიციელებად და მოქალაქეებად, ოპოზიციად და ხელისფლებად, ყველას თავისი ადამიანური მოეთხოვება და ყველამ ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ პრობლემა..

  5. მადლობა! შენც გილოცავ!
    ძალიან მკაფიოდ,ლოგიკურად და კარგად ჩამოაყალიბე ყველაფერი..პოსტი ძალიან მომეწონა..ეხ,როდის მოვა ეს ხალხი ამ დონემდე…და როდის გააცნობიერებს ამ ყველაფერს… 😦 სანამ თითოეული ადამიანის თვითშეგნება არ ამაღლდება იქამდე, ასე მგონია, ერს და ქვეყანას არაფერი ეშველება … 😦

  6. NINIA

    ძალიან მომეწონა ! :* წუხანდელს შემდეგ რამდენიმე პოსტი წავიკითხე და ყველგან მხოლოდ ერთ–ერთი მხარეა მხილებული, მეორეს კი ტაშს უკრავენ… არა აქვს მნიშვნელობა რომელს! შენ კი ზუუუსტად აღნიშნე ორივე მხარის უარყოფითი, როგორც საჭირო იყო… ის არის რასაც ვფიქრობდი და ალბათ სიამოვნებით დავწერდი შენსავით რომ მეწერებოდეს ! **

  7. saliome

    ასეთი ობიექტური და ძალიან მაგარი პოსტი ნამდვილად იშვიათობაა (ბოლო ორი დღის მანძლიზე ) !!! გულწრფელად ძალიან, ძალიან, ძალიან მომეწონა როგორც პოსტი და პათოსი საერთოდ …. ძალიან კარგი იყო !!!!!!!!!!!!!!!

  8. 1) იმ უამრავმა უმუშევარმა და გაკოტრებულმა ადამიანმა (უშუალოდ ხელისუფლების მიერ) რა ქნას 2)მხეცურ დავალებას ასრულებენ “პროფესიონალები” 3)დაღუპული მეტია, მათ ნიკა კვინტრაძის მამაც მიემატა. 4) მიშა ხელისუფლებას წარმოადგენს და პასუხისმგებლობა მასზეა, განსაკუთრებით მასობრივ სისასტიკეზე. 4)რა ვქნათ მაშინ, თუ ხვდები, რომ არსებული ხელისუფალი არათუ შეცვლის რაიმეს სასიკეთოდ არამედ, პირიქით რადგან უკანარდახევა მისი სტილი კი არ არის, უბრალოდ შეუძლებელია! თუნდაც სასამართლოს გათავისუფლება, მაშინ უმრავლესობა მათგანი ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდება. 5) დიახ დამნაშავე ხალხია, ისინი რომლებიც ამ ყველაფერს ეგუება, რომელიც მოძალადეს ამართლებს და ამით აქეზებს. და ბოლოს 6) 26 მაისი – კიდევ ერთი სისხლიანი დღე საქართველოს ისტორიაში. პ.ს. ბურჯანაძეს არ აკავებენ, რუსულ კვალს კი გაჰყვირიან, ისევ ხალხია მხოლოდ დასჯილი. თუ შეიძლება ღირსები იყვნენ და მსგავს ნეოფაშისტურ გამოთქმებს ნუ მიეძალებით.

  9. magdalina

    chemi fiqrebi martlac ukavshirdeba am yvelafers…:(tundac martla adamianta sicocxle…2 adamiania tu 200 es dzalian mnishvnelovani unda iyos yvelastvis:(26 maisi damoukideblobis dgea,magram daomukideblobis romelic tvitoeulma adamianma unda gaitavisos da ar unda iqces formalobad…romelic mxolod zeimit gamoixateba,damoukideblobas ki sakutari tavis chamoyalibebit moipoveben…saqmec amashia,gamwarebul gulzea yvelaferi chadenili da meordeba mudam…gamudmebit…
    P.S.gilocav anina,kidev erti posti chagvaxede sulshi:*:*:*

  10. summer

    როდის უნდა მივხვდეთ რომ პრობლემა არა მხოლოდ ხელისულების თუ ოპოზიციის ლიდერებში არადემ მთელს საზოგადოებაშია.. რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება ამას არა ხელისუფლების შეცვლა, არამედ ხალხის ცნობიერების შეცვლა თუ უშველის. გული მერევა ამ სიტუაციაზე და მოჩვენებით პატრიოტიზმზე, როდესაც ქართველი ქართველს არ ინდობს, (განსაკუთრებით სეზონური მიტინგების დასკვნით ნაწილში)აშენებულს მხოლოდ იმიტომ ანგრევს რომ ამშენებელი არ მოსწონს, (და ამასობაში აშენებასაც ვერ ვასწრებთ)როცა კადრების შერჩევისას პრიორიტეტი ნაცნობობა-ნათესაობაა,(აბა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება გაჭირვებულ ბიძაშვილს დახმარების ხელი არ გავუწოდოთ) როცა ავტობუსის კონტროლიორიც კი ზოგჯერ მოძალადეა, (როცა ძალიან ადვილია ნორმალურ საზოგადოეაში სულაც არ იყოს საჭირო ამ უკანასკნელის არსებობა) როცა… კიდევ რამდენი რამე ჩამოვთვალო, ან რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი როცა მხოლოდ წლები და ახალი თაობები თუ შევცლის (იმედი მაქვს უკეთსობისკენ) ამ სიტუაციას…

  11. ლეტა

    შენნაირებით რომ სავსეა საქართველო, იმიტომ გვჭირს ეს საშინელება. მაშინ ვიზეიმოთ დამოუკიდებლობის დღე, როცა დამოუკიდებლები ვიქნებით და არა ჩრდილოელი მეზობლის თუ დასავლელი “მეგობრის” კოლონია. ყოველთვის ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახალგაზრდები იმაღლებენ ხმას ყველანაირი უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ უკვე გმოიკვეთა, მართლა რა ვერცხლის მოყვერე ერი ვართ. შენ თავი დიდი მწერალი გგონია, დაჯღაბნი რაღაცას, ვიგაცა გამოგიქვეყნებს, კაპიკებს გადაგიხდის და კმაყოფილი ხარ, გამოდიხარ მერე და ისვრი ლოზუნგებს, თთქოს დიდი საზოგადო მოღვაწე მყავდე. აბა იმაზე აიმღლე ხმა, რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ამ ავტოკრატულ რეჟიმს. სად იყავი 2008 წლის აგვისტოში, რატომ არ გამოხვედი ამ გაუაზრებელი ომის წინააღმდე? რა უნდა ეზეიმათ 26 მაისს, ორი ახალი დეიურე სახელმწიფოს დაბადება საქართველოს ტერიტორიაზე? შენ მარტო კახპა კი არა, პოლიტიკური კახპაც ყოფილხარ. ხმა მაშინ ამიღე, საქართველოს როცა რაიმე ღირებულს შემატებ, დიდო მწერალო!

  12. 26 მაისი ორი რამის გამო მიყვარს.
    1-ლი დამოუკიდებლობის დღეა და მართლა ყველას უნდა უხაროდეს და მეორე ჩემი დაბადების დღეა. შესაბამისად წელს ორმაგად ჩამშხამდა ეს დღე 😦

  13. nona

    გადავხედე შენს ბლოგს, წავიკითხე ეს შენი “ღრმა” აზროვნების შედეგი და ლამის ვიტირო… 19 წლის ხარ, როგორც მივხვდი, და იმასაც მივხვდი, რომ საკუტარი სხეულით და პიროვნებით ტკბობას მისცემიხარ მხოლოდ… 26 მაისი გიყვარს გართობისთვის და არა იდეისთვის… რა გეზეიმებათ? რა გეკონცერტებათ? რა გეამაყებათ? უკიდურესი გაჭირვების გამო მართლა გონიერი და პატრიოტი, მორალისა და სინდისის მქონე ახალგაზრდები ფიზიკურად მუშაობენ გროშების გამო, ან იმ გროშებიან სამსახურებსაც ვერ შოულობენ, მაშინ როცა შენნაირი გარყვნილი და მამიკოების მიერ გაზულუქებული ახალგაზრდები ბლოგებს ქმნიან და თავიანთ შიშველ სხეულებს გამოფენენ..შენი მშობლები რა აზრის არიან ამ შენს ბლოგზე? ალბათ დადებითის, რადგან არსებობს… მეცოდებით დედაბუდიანად… თქვენნაირი გარყვნილი და ეგოისტი “პატრიოტების” გამო არის ქვეყანა ამ დღეში

    1. ლეტა

      გაიხარე, ნონა. კიდევ კარგი რომ შენნაირი ადამიანები ისევ არსებობენ. ნუ დარდობ, ნაცმოცების აღსასრულის დღე მალე დადგება. არ ეპატიებათ სამშობლოს ღალატი ამ ნეობოლშევიკებს, არქიფო სეთურის მონებს, სნობებს, ვითომ ინტელექტუალებს მხოლოდ სხვის დასანახად რომ აფრიალებენ წიგნებს, გილოცავთ ნაცმოცებო, მალე საქართველოს პარლამენტიც აღიარებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას. თქვენ აქ უკმიეთ გუნდრუკი თქვენ კიმ ჩენირს, ჩაატარეთ აღლუმები, იზეიმეთ დამოუკიდებლობის დღე, თქვენ ორ კატეგორიას მიეკუთვნებით: 1) დაუნები, წერა–კითხვის უცოდინრები და 2) ყვარყვარეები. მაგრამ ის ქვეყანა, სადაც “ჩაკლული სულის” ღაღადი გაისმა ერთ დროს, არა მგონია განწირული იყოს ბოლომდე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s