ამ ბოლო დროს, როცა დალევა ყველაზე მოსალოდნელია, არ ვსვამ ხოლმე და კითხვაზე: გინდა დავლიოთ? სულ არას ვპასუხობ, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ მიუხედავად ჩემი მრავალი მცდელობისა, სასმელი ცხოვრებიდან გამეძევებინა, მაინც ალკო-გოგონად ჩამოვყალიბდი. ახლა კი უბრალოდ უარს ვამბობ. იმის წარმოდგენა მეზარება, რომ უნდა დავლიო.
ცოტა რომ გავაანალიზე ეს სიტუაცია, დავასკვენი: დალევა ორი მომენტისგან შედგება: საკუთრივ დალევა (ანუ ალკოჰოლის მიღება და მოქმედება) და დალევის პონტი (მეგობრები, სიცილი, ,,ტალკაჩის” გადაწოდება-გადმოწოდება, ერთმანეთის სახეებზე კაიფი. დათრობა, უფრო ხმამაღალი საუბრები, გულისრევაც კი აქ შედის და შეიძლება ოდესმე კარგად გაგახსენდეს). ჰოდა, ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი საერთოდ აღარ მომწონს, არადა ვგიჟდებოდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლზე, როგორც სითხეზე, რომელსაც პირში ისხამ_ მოთხოვნილებას ისევ ვგრძნობ.
ამ ცოტა ხნის წინ ,,ლიგამუსში” გადავფურცლე წიგნი, რომელსაც ერქვა ,,როგორ გავთავისუფლდეთ ალკოჰოლისგან”. ვფურცლავდი იმ შეგრძნებით, რომ ეს ამბავი მე საერთოდ არ მეხება, რომ ეს რჩევები და დარიგებები მძიმე ავადმყოფებისთვისაა, რომლებიც ამ წიგნს წაუკითხავად გადაცვლიან სამედიცინო სპირტში.. მაგრამ მერე გონება გამინათდა: რა თქმა უნდა, ეს წიგნი ჩემთვისაცაა. თუ დარწმუნებული ვარ, რომ სასმელი ფეხებზე მკიდია, რატომ, რატომ ვკითხულობ ამ წიგნს?
ასე თუ ისე, ახლა ნაკლებ რამეს ვეკითხები ჩემს ორგანიზმს. უბრალოდ, მის ალღოს ვენდობი. თუ დალევის შემოთავაზებაზე მხოლოდ უსიამოვნო ემოცია მოდის, ესე იგი ასეც არის საჭირო და ,,არას” თქმა საერთოდ არ ტეხავს.
I’m proud to say NO!
პ.ს.
ერთ დროს ვსვამდი თითქმის ყოველდღე. ფული რომ არ გვქონდა, რაღაც საზიზღარ ჩამოსასხმელ არაყს ვყიდულობდით მე და ჩემი მეგობრები . გომზე ბევრად უარესი გემო ჰქონდა. ახლა უკვე აღარ მხიბლავს “დალევის პონტები”, თავისით გადამიარა ამ სიყვარულმა :დ არაყს არ გავკარებივარ ძალიან დიდი ხანი. ხანდახან ლუდს თუ დავლევ ერთი-ორ ჭიქას 🙂
ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, სად გაქრა ის სიყვარული ან რატომ? :)) შევიცვალე ვითომ? :დ
შენ მერე უნდა ნახო, სექსზე რომ უსიამოვნო იმპულსები წამოვა ორგანიზმიდან :))
ზოგჯერ ვსვამ, მაგრამ საერთოდ არ ვსვამს დავაჭირე, ასეთი ადამიანი არ მეგულება უბრალოდ. ანუ “ისეთ სიტუაციებში” რომ ვარდები, ჰა 1 ჭიქა. ჩემით არასდროს.
me mteli gazafxuli shemodgoma zamtari ar vsvam magram ai mteli zafxuli “batumeli var” yoveldge vbuxaob gonebis dakargvamde 🙂
წყლის გარეშე ვიცოცხლებ და ლუდის გარეშე მოვკვდები!
აუ, ერთი პერიოდი გოგო მევასებოდა და აი ყოველ დღე ხომ ვაცილებდი სახლამდე და მერე იმის სახლიდან ჩემ სახლამდე მთელი გზა ლუდს ვსვავდი.. მერე მივხვდი რომ ხელოვნური ოპიატები დამღუპავდა და გადავეჩვიე როგორღაც. არადა ცოტაც და პეწენიკა ლოთიდან კაი შეკრულ ლოთად ვიქცეოდი. 😦
xandaxan martla mgonia rom alkoholizmis sashisroebis cin vdgevar. ra vkna, ak evropashi kvela ise svams luds rogorc cyals. tan germanuli ludii…. kovel dge vsvam 1 an 2 lits… jandabas xan 3 litrsac… dges gaachnia, magram ubediureba is aris rom ludi ukve chemtan alkoholtan argar asocirdeba, shualedshi gvinos, martins an viskis mivirtmev…
da ra unda vkna?
ზოგჯერ მახასიათებს ხანგრძლივი დალევა, ყოველდღე გამუდმებით….. შეჩვევა იცის.. ბოლო დროს ვცდილობ ნაკლები დავლიო და უკვე დამუღამებული მაქვს, როდის უნდა ვთქვა “სტოპ” … კაია თუ შეგიძლია “არას” თქმა.. ბევრს არ შეუძლია :))
ეს აქ რა მოსატანია ,მაგრამ ერთმა მითხრა დღეს
მე ვარ ანინისტი, მაშასადამე მე ვარ ანანისტიო!
ნეტა ვიცოდიე ასე როგორ აგიჟებ ამ ხალხს 🙂
ვაიმე 😦 ალკოჰოლი… ნეტა ვისწავლო “არა”– ს თქმა :))))
გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი
sashinelebaaa koveldxe daleva arada uaris tkma ukve mijirs imdenad gavxdi alkoholze damokidebuli neta tu aris rame samkurnalo dawesebuleba tavs ro vushvelo tu icit vinmem daweret ok