მე ჩამოგითვლით, რა უნდა ვაკეთოთ წვიმიან შაბათს
- შევიდეთ ექსების პროფილებზე და კიდევ ერთხელ გაგვიხარდეს, რომ მათ დავშორდით.
- დააყენოთ ახალი გაფართოება ქრომისთვის, რომელიც დაგვეხმარება, განვსაზღვროთ გამოძახებების რაოდენობა, შევურჩიოთ იმიჯები და უფრო მოსახერხებელი გავხადოთ ბრაუზერი
- მერე შევცვალოთ სურათი desktop-ზე
- წავიკითხოთ რობიკო სტურუას სკანდალის შესახებ ყველა სტატია, მოგვინდეს, დავწეროთ გამოხმაურება და გადავიფიქროთ
- გავაკეთოთ ცივი ყავა და დავამატოთ ,,ბარამბოს” 50თეთრიანი ნაყინი, რომ უფრო გემრიელი იყოს
- მოვუსმინოთ the knife-ს და აღვფრთოვანდეთ
- დროდადრო მივწეროთ მესიჯები შეყვარებულს. ზოგჯერ თბილი, უმეტესად ცივი
- დავიწყოთ რამე ახალი სერიალის ყურება, როგორიცაა დოდკას მიერ რეკომენდებული gilmore girls
- მერე თავს ძალა დავატანოთ, ავდგეთ კომპიუტერიდან და ცივმესიჯებწაკითხული შეყვარებულის შემოსარიგებლად გავწიოთ
- მანამდე ფაბლიშსაც დავაწვეთ : ]
ვასრულებ და ვიწყებ ქრომის გაფართოების დაყენებას ^^ : ))))
უყურა დოდკამ ბოლო-ბოლო მაგ სერიალს? კაია?
მე დილიდან ვჭრი-ვკერავ-ვჭამ-ვჭრი-ვკერავ-ვჭამ :))
gilmore girls ჩემი ერთ–ერთი საყვარელი სერიალია
წვიმაში ველოსპორტი რაღაცნაირად.. კარგი არ ქვია ამას.. რაღაცნაირია რა, განსხვავებული. 🙂 ანუ მე ველოსიპედით დავდივარ წვიმაში.
Done.
ცოდოა შეყვარებული, თბილ-თბილად მისწერე ხოლმე ^_^
ქრომი ყველაზე კარგი ბრაუზერია
da me ra gavaketooooooooooooooooooooooooooooooo?
“შევიდეთ ექსების პროფილებზე და კიდევ ერთხელ გაგვიხარდეს, რომ მათ დავშორდით.” —> ra nagdia ;D
წავიკითხე შენი ბლოგი(ჯერ ყველაფერი არა, დამეზარა) და გავბრაზდი! რომ დავფიქრდი, უადგილო იყო გაბრაზება და არაცნობიერს ჩავუჯექი “გავბრაზდი”ს გასაშიფრად. მოკლედ კარგად წერ. სქესი რომ მქონდეს( მდედრობითი) ანინობა მომინდებოდა(კიდევ ბევრი რამე მომინდებოდა), ანუ შენი შემშურდა(არ ვამბობ რომ იდეალური ხარ). რომ შემშურდა საკუთარ თავზე გავბრაზდი. იმის აღიარება, რომ საკუთარ თავზე გავბრაზდი= შურიანობის აღიარებას. ჩემში არსებული ცენზორი უზრუნველყოფს ჩემს კარგ კაცობას,უნაკლოდ მუშაობს (შედეგად გავბრაზდი შენზე და არა მეზე,) მაგრამ მე ცენზორს ვაბოლებ. ვერ ხვდება რომ ტყუილად წვალობს, მაინც ვშიფრავ! თუ გაიგე რაც ვთქვი, საღოლ შენ!