რატომ დამჭირდა პასპორტი
გადაწყდა. აგვისტოში ლიტვაში მივდივარ 1 კვირით. აი, ასე, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიტვაში მაგზავნიან, რადგან ვარ ქართველი, ვარ მწერალი, ვარ ქალი და მოვხვდი ბედნიერ ხუთეულში. თრიფის მიზანია, რომ იქაური მწერლები გამაცნონ და ჩემი მოთხრობა თარგმნონ.
მითხრეს, რომ ფული საჭირო არაა, უბრალოდ უნდა გავუგზავნო 1 მოთხრობა, რამდენიმე სურათი, ბიოგრაფია და.. საპასპორტო მონაცემები.
_ უპს. პასპორტი არ მაქვს_ ვუთხარი და ოდნავ შემეშინდა, რომ ამის გამო ვინმეთი ჩამანაცვლებდნენ.
_ სასწრაფოდ უნდა აიღოთ_ იყო პასუხი.
უნდა ავიღო და ავიღებ :]
პასპორტის ასაღებად მზადება თმის მოწესრიგებით დავიწყე. [მინდა, რომ კარგი სურათი მქონდეს პასპორტში]ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი წელამდე თმა ამ ცოტა ხნის წინ მხრებამდე შევიმოკლე და თავს ახლა უფრო ბედნიერად (და მსუბუქადაც) ვგრძნობ.
მერე წარბები გავიკეთე, რაც ძალიან-ძალიან უსიამოვნო პროცედურაა და მსუბუქი მაკიაჟიც მინდოდა, სანამ გავიგებდი, რომ 25 ლარი ღირს.
მერე სელფ-შოთი გადავიღე, რაც იმდენად ნარცისიზმით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც იმით, რომ დედაჩემს ჩემს ფოტოაპარატთან ურთიერთობა არ მოსწონს.
ახლა გამოვიყურები ასე და ვაპირებ წავიდე სამოქალაქო რეესტრის უახლოეს სააგენტოში, რომელიც მდებარეობს ქ. წამებულის 65-ში, მე კი ქ. წამებულის 10-ში ვცხოვრობ. ( პროცედურის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ )_
თან მიმაქვს პირადობის მოწმობა და 100 ლარი. როგორც მითხრეს, დანარჩენი საბუთები ადგილზევე უნდა მოვიპოვო.
აფდეითები, რა თქმა უნდა, იქნება : ]
update: 104 ლარი უნდა წამეღო.
3 ლარი სურათის გადაღებისთვისაა საჭირო. 1ლარიც ბანკის მომსახურებისაა. სამოქალაქო რეესტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან სასიამოვნო თანამშრომლები ჰყავთ. ეგრევე მომცეს მიმართულება და ღიმილიც არ დავიწყებიათ. თავდაპირველად ფოტოსურათის გადამღებ აპარატთან მივედი, თვალი გავუსწორე და გა-ვი-ღი-მე. მერე 3 ლარი ჩავყარე და ძალიან მალე სურათი ავიღე. სურათითა და პირადობის მოწმობით ხელში სხვა ფანჯარასთან გადავინაცვლე, სადაც 101 ლარი გადამახდევინეს და ფურცელი მომცეს, რომელზეც ხელი მოვაწერე. ბოლოს კი მესამე პუნქტში გამაგზავნეს, სადაც ხალისიანი ბიჭი დამხვდა, რომელმაც რაღაც ხელსაწყოზე ელექტრონული ხელისმოწერა დამატოვებინა, ანაბეჭდები ამიღო და მომცა ფურცელი, რომლითაც 10 სამუშაო დღეში მომცემენ პასპორტს.
და ამან წაიღო სულ 10 წუთი
ჰოდა, ახლა აღფრთოვანებული ვარ და არ მჯერა, რომ ეს ამბავი მოვაგვარე. ველ დან, მთავრობა : ]
კაი, რომ მიხვალ, აღმოაჩენ, რომ ეგ შენი ლამაზი თმა უნდა გადაიწიო და ყურები გამოაჩინო და ბიომეტრიული ფოტო უნდა გადაიღო, რომელშიც შეიძლება ყურებიც მოგეჭრას 😀 ჰოდა, მერე ველოდები აფდეითს 😀
ჰო, და რაც მთავარია, გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი 😉
წინა პოსტი axe-ზე ვერ წავიკითხე პაროლი მომთხოვა 😦 არადა მაინტერესებდა 😦
გილოცავ, კარგია გამიხარდა კიდევ ერთი ბლოგერის წარმატება:)
გილოცავ ანინა, წარმატებები. მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და იმსახურებ წარმატებებს
კარგი ამბავია. ბევრი გქონოდეს ასეთი და უკეთესები 😉
104 ლარი დაგჭირდება და გედოს ის 4 ლარიც ^_^
გილოცავ ანინა. წარმატებებს გისურვებ
პ.ს. რეესტრში რომ მიხვალ აღმოაჩენ, რომ სურათში გაღიმებაც კი არ შეგიძლია 🙂
ანინ , გინდა გნახო? არც ისე შორს იქნები როცა ჩამოხვალ . 🙂
წარმატებები ^_^
წარმატებები. გიხდება ახალი ვარცხნილობა 🙂 თმის შემოკლებაზე მეც ვფიქრობ, თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია. თან მომწონს გრძელი თმა, თან მოკლე თმით მონიჭბული სიმსუბუქის შეგრძნება მომენატრა :დ
გილოცააავ, მაგარია 🙂 რაც შეეხება პასპორტს, პირადად მე ფოტო მძლივს გადავიღე, საკმაოდ უხერხული პროცედურაა და სულ მეცინებოდა, რამდენიმე ცდის შემდეგ გამომივიდა მხოლოდ 😀
ვაჰ, დროული პოსტი იყო ჩემთვის, პასტორტთან დაკავშირებით.
ui , ase gaadzvires? me 2 wlis ukan avige zustad da 40 laramde damijda …
ყველაზე გემრიელი მომენტი 3 წლის წინ ჩემი სახლში ყოფნისას იყო მიღებული sms: “თქვენი პასპორტი მზადაა. შეგიძლიათ მობრძანდეთ ამა და ამ საათებში”.
ისე ვიამაყე პროგრესით.
😀
მაგრამ აშკარად გაუძვირებიათ, მე ნაკლები გადავიხადე, როგორც მახსოვს.
ბიომეტრიულ პასპორტებს გასცემენ ახლა და იმიტომ 🙂
სად შეიძლება შენი მოთხრობების წაკითხვა ?
https://aninaland.wordpress.com/liberali/ აი აქ ნახავ
Bravo! Respect! We are proud for you!
დავიჯერო რიგი არ იყო? :ურწმუნო თომა:
რასაც რეესტრები “სერვის +”-ზე მუშაობენ… კარგი ბიჭები და გოგოები არიან – არ გაგიღიმონ… 🙂
dzalian rbili da nazi kani gaqvs! :* love u ….momenatrsavit..
modi ra, rom chamoxval gnaxav ok?
ანინა
აქვე დავამატებ, რომ შენი პასპორტი უკვე გადავაგზევნეთ დასაბეჭდად და გელით 1-ში :)))
მეგონა წამებულზე მიხვიდოდი..
გუშინ აღმოვაჩინე შენი სტატიები ტაბულაზე, შემდეგ ბლოგის გვერდი ფეისბუქზე და ბოლოს – ბლოგი. თითქმის ყველაფერი წავიკითხე და დილას დედაჩემს ვკითხე – დე, აარჩიე ხუთივე მწერალი ლიტვაში წასასვლელად? დედამ მიპასუხა, კიო და თითქოს გული დამწყდა, რომ შენი კანდიდატურა ვერ შევთავაზე. თურმე, სადა ხარ!?!?!? 😀 ჩათვალე, რომ ორჯერ გაგიმართლა, რადგან შენთვის, რომ არ დაერეკათ გასულ დღეებში, დღეს ან ხვალ აუცილებლად დაგირეკავდნენ! 🙂
გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი