ცოლიანი კაცი

მგონი, რაც 15 წლის გავხდი, დედაჩემი იმის მერე მეუბნება, რომ ცოლიან კაცებს უნდა ვერიდო. ჩემი და ამბობს, რომ შემიძლია, არც ვერიდო, მაგრამ სერიოზულს არაფერს უნდა ველოდო. დარწმუნებული ვარ, დაქალები რომ მყავდნენ, ისინიც მეტყოდნენ, რომ კაცს ჯერ ხელზე უნდა შეხედო და მერე სახეზე.

მაგრამ მე მაინც არ მესმის, რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს და რატომ უნდა ვერიდო მე მათ და არა ვთქვათ, ისინი მე?

რატომაა ამორალური ფლირტზე ფლირტით უპასუხო ცოლიან კაცს? ან მე რატომ უნდა ვიფიქრო მის მცირეწლოვან შვილებსა და სუსტგულიან ცოლზე? არ ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე  და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?

: ]

64 thoughts on “ცოლიანი კაცი

  1. Danny Brown

    რათქმაუნდა. კონკურენცია აუმჯობესებს ხარისხს და ცოლიანი კაცი ყოველთვის მოგებული რჩება.

  2. არა, არ ჯობია. იმიტომ, რომ ოდესმე შენც (ალბათ) გახდები ცოლი და თუ ა პრიორი აიღებ იმას, რომ ქმარი იქნება მუდმივ ძიებაში და შენ მუდმივად კონკურენციაში იქნები 3 მლრდ ქალთან, ამაზე თუ სულ საფიქრი გექნა, მასეთი ურთიერთობის დედა ვატირე 🙂 ოდესმე ყოველთვის გამოჩნდება შენზე უკეთესი. ამიტომ, უნდა ეცადო არ გააკეთო ის, რაც არ გინდა რომ გაგიკეთოს სხვამ, თუ არ გაგიჟდი, გადაირიე და შეგიყვარდა და შეუყვარდი. “ძიშოვი” ფლირტაობის დროს კი, დღეში რომ ათობითაა, არა მგონია ყველა უყვარდებოდეს ადამიანს 🙂

    თუმცა, ცოლი, რასაკვირველია ყოველთვის უნდა ეცადოს იყოს სასურველი/საყვარლი ქმრისთვის და ანალოგიურად ქმარი.

    1. ნუ, დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი ფლირტით იწყება. ასე რომ, დასაწყისში არასდროს იცი, რა გელის ბოლოს.
      რაც შეეხება მეორე საკითხს. ტეხავს, თუ მხოლოდ სხვა ქალების კეთილსინდისიერებაზე ხარ დამოკიდებული და იმაზე, რომ როცა შენი ქმარი მათ ფლირტს გაუბამს, მათ ქალური სოლიდარობა გაახსენდებათ.
      რა თქმა უნდა, უკეთესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის, რაც ქმარს ამაზე ფიქრის საშუალებას არ უნდა აძლევდეს, სიყვარულია.
      თუ ქმარი მაინც ეძებს უკეთესს, რა ,,უკეთესის” ბრალია. ესე იგი, სიყვარული გამქრალა : ]

      1. ქმარს გააჩნია.

        არსებობენ ბუნებით “ოდნოლიუბი” ადამიანები, მასეთებს რომ სხვაგან გააქცევ, ის მართლა ცოლის ბრალია 😀

  3. “ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?” – მკვლელი აზრია! უფრო მომწონს ეს გოგო. ერთი რისკფაქტორი ისაა, რომ “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა..”

  4. “რატომაა ამორალური ფლირტზე ფლირტით უპასუხო ცოლიან კაცს? ან მე რატომ უნდა ვიფიქრო მის მცირეწლოვან შვილებსა და სუსტგულიან ცოლზე? არ ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?”

    ერთი მხრივ მიდგომა სწორია, აშკარაა მოწოდება ქართველი ცოლბისთვის, რომ ისინი უფრო ყუადღებიანები იყვნენ და თავსაც მოუარონ. . . მშვენიერია ასეც უნდა იყოს, მაგრამ აი მოეორე მხრივ აქ ისევ ქალები იჭყლიტებით. . .))) კაცი არაფერს კარგავს, შეინარჩუნებს სექსუალობას მისი ცოლი დარჩება მასთან, ვერ შეინარჩუნებს და კაციც დაიკიდბს ამ უკანასკნელს, დაიობრუნებს ცოლი სექსუალოურობას და ქმარი ახლა საყვარელს იკიდებს. . )))))) ამიტომ როდესაც ქალი ხედავს, რომ მეუღლეში ვეღარ აღძრავს ძველ გრძნობებს, ჩალიჩი კი არ უნდა დაიწყოს, რომ რამენაირად შეინარჩუნოს, არამედ დაიკიდოს და თავად უღალატოს პირველმა. . .)))))))

  5. კი ნამდვილად სჯობს რომ მათ იფიქრონ, და გერიდონ ასე რომ ცოლიანი კაცი რომ გამოჩნდება მის ცოლზე გადი და უთარი რომ უფრო სექსუალური გახდეს : )

  6. მაია ასათიანი

    ძალიან მომწონს შენი ეს პოსტი, აუცილებლად მოგიწვევ შემდეგ გადაცემაში :)))

  7. -ცოლიანზე,რომ უთქვამთ “ლამაზია”-ო,მომკალით და ვერ აღვიქვამდი საერთოდ…
    ასე ვიყავი და ასე დავრჩი ბოლომდე,ჩემთვის მუდამ ტაბუ ედო ცოლიან კაცს!

  8. ანი

    დედაშენი ცდება – არ უნდა ერიდო. არც ამორალურია(შენ თუ ასე არ თვლი სხვა ვერ დაგიდგენს ნორმებს).
    შენი დაც ცდება – თუ ვინმესგან რამეს უნდა ელოდო პირველ რიგში ცოლიანი კაცებისგან. ყველაზე მეტად ისინი არიან მზად ახალი ურთიერთობებისთვის და თავდადებისთვის. მხოლოდ მუტრუკებს ჭირდებათ მეორე ქალი იმისთვის რომ “კაცს საყვარელი უნდა ყავდეს”, დანარჩენი, შედარებით ნორმალური ტიპები, რომლებთანაც შენ შეიძლება მოგიწიოს გადაკვეთა, ეძებენ სითბოს და ყურადღებას, რომელიც აკლიათ, ან ახალი ურთიერთობებს, იმიტომ რომ ძველი მობეზრდათ, ან ობიექტს, რომლის საშუალებითაც აიმაღლებენ თვითშეფასებას.

    იდეალური მდგომარეობა სტანდარტულ ოჯახებში დიდი იშვიათობაა, ასეც რომ იყოს, ერთი და იგივე ხორცი ყველას ბეზრდება, კაცსაც და ქალსაც. უბრალოდ კაცები უფრო ხშრად აძლევენ თავს უფლებას, რომ ეს აღიარონ. ყველა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მათი ცხოვრება მოსაწყენია და კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება მუდმივად ერთი პარტნიორის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი/ქმარი მათ მოთხოვნებს(ინტელექტს, გარეგნობას, ხასიათს და ა.შ, თვისებებს ვგულისხმობ) სრულად აკმაყოფილებს.

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მე თითქმის არასდროს არ ვთვლი თავს ვალდებულად მესამე პირებთან, ცოლთან, შვილთან და გარე ბიძაშვილებთან(როგორ გავრითმე? :დ).

    ასე რომ Go Ahead 😀

    1. ვერ დაგეთანხმებით,
      ცოლი და ქმარი და ოჯახი სამსახური არაა, თან მუშაობდე და თან ახალ, უკეთეს ვაკანსიას ეძებდე.

      ოჯახი მაშინ უნდა შექმნა, როცა მზად ხარ და იმ წუთას მაინც გჯერა, რომ პირველივე შანსის შემთხვევაში არ გამოცვლი მეუღლეს. ამისთვის ოჯახამდელი ურთიერთობები არსებობს. მოწყენა/მობეზრება/შეჩვეულხორცზეარადგომა და ა.შ. გამო გარეთ წანწალი ნორმალური ადამიანისთვის გამონაკლისია და არა ნორმა.

      დამრწუნებული ვარ, ეს პოლიტიკა და მრწამსი სტატუსის (მესამე პირიდან ახალ ცოლამდე) შეცვლისთანავე შეიცვლება და ასეთი ვითომ ლიბერალური მიდგომის მქონე ადამიანების 99% თმით ითრევს პირველივე ქალს, რომელიც მის ქმარს დაეჩალიჩება და სულაც არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ცხოვრება მოსაწყენი გახდა. არადა, დიდი შანსია რომ ამ ტიპს ახალი ცოლიც ისევე მალე მობეზრდეს, როგორც წინა. აი ესაა პრობლემა და არა სხვა ქალის (ახლანდელი ცოლის) მიმართ სოლიდარობა, თანაგრძნობა და ვალდებულება.

      <>

      თვითშეფასების ასამაღლებელი ობიექტის როლში ყოფნაც ვერ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო.

  9. ჩემი აზრით, ქალი არ უნდა გახდეს ცოლიან კაცთან ფლირტის ინიციატორი. არ აქვს მნიშვნელობა ეგ ქალი “აახევს” ქმარს ცოლს, თუ ცოლი ისევ შეიანრჩუნებს ოჯახურ იდილიას, უბრალოდ არასასიამოვნოა როცა შენს ქმარს ვიღაც “ეჩალიჩება” :დ ამიტომ, ვემხრობი რა პრინციპს მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, მე სხვის ქმრებთან ფლირტს არ გავაბამ. აბა გაბედონ და ჩემი ქმრის შებმა დაიწყონ :დ

  10. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ხანდახან სასიამოვნოც შეიძლება იყოს იმის ყურება, როგორ ცდილობს ვიღაც მთელი მონდომებით შენი ქმრის/შეყვარებულის/მეგობარი ბიჭის შებმას და არაფერი გამოსდის :)) სასიამოვნო კი არა ალბათ უფრო საინტერესო :დ

  11. eva

    მე ვარ ცოლიანი კაცითან. უკვე სამი წელია. ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცის მისმა ცოლმა და შვილებმაც. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. შვილები უკვე ზრდასრულები არიან და თავიანთი ცხოვრებით ცხოვორბენ. ცოლმა კიდე იცის რომ არ არის კარგი ცოლი და ამიტომ მოკეტილი აქვს.
    ჩემი .. ცოლიანი კაცი,, არასდროს მიატოვებს მათ და ეს მათთვის საკმარისია. რა მოხდა თუ ადამიანს ცხოვრებაში დიდი სიყვარული გეწვია და თავს უფლემა მიეცი იყო ბედნიერი?

  12. eva

    რაც შეეხება ახევებს, ოჯახის დანგრევას და ა.შ. ამას არც მე მივიჩნევ მართებულად. ვიცი რა ძნელიც არის დანგრეული ოჯახით ცხოვრება. აიტომ მეტი სიფრხილე უნდა გამოიჩინო ყველაფერში. თუ ცოლიან კაცთა ხარ, კაცმა იმდენი უნდა მოახერხოს რომ ოჯახიც შეინარჩუნოს და სხვასთანაც ისე იყოს როგორც სურს.

    1. ნუ მაცინებთ, რა 🙂 გაოცებული ვარ თქვენი დიდსულოვნებითა და სულგრძელობით 🙂
      სინამდვილეში მგონია, რომ წინდების რეცხვა გეზარებათ და ამიტომ არ აიძულებთ ოჯახის მიტოვებას 🙂

  13. eva said 56 minutes ago: არა,მგონია ბედნიერი იყო.შენ ყოველთვის მარტოდ მოგიწევს ძილი,როცა მისი თანადგომა დაგჭირდება შეიძლება მას არ ეცალოს შენთვის,ვერც ნათესავებთან ივლი მასთან ერთად,ვერც შვილებს გააჩენთ…როცა ასაკი მოგემატება მარტოდ დარჩები შენს თავთან…დანარჩენი შენ გაგრძელე….დამერწმუნე არ ღირს ,ამას წლები,რომ მოგემატება მხოლოდ მაშინ იგრძნობ,თუ რისთვის და ვისთვის გაიღე ასეთი მსხვერპლი.

    1. თეონაააა

      იცი მეც არ გეთანხმები მეც ცოლიან კაცთან მაქვს რომანი გაბმული, არა მგონია ბედნიერი იყო საშინელება როცა ღამეში გაიიღვიძებ და დაფიქრდები რომ სულ მარტო ხარ რეალობას გაუსწორე თვალი სულ მარტო ხარ თუ არახარ ამ წუთას მოვა დრო და დარჩები…

  14. როდესაც კაცი ცოლს ღალატობს ეს ცოლის ბრალია და არა იმის ვისთანაც ღალატობს..
    ცოლს უტყდება ისეთი რაღაცეების გაკეთება რასაც სხვა ქალი უკეთებს მის მეუღლეს..
    სხვათაშორის ბევრ კაცსაც უტყდება მოსთხოვოს ცოლს ის რასაც სხვას სთხოვს..

    1. თეონაააა

      ვეთანხმები როცა ცოლს ქმარი რალატობს ცოლის ბრალი და ანალოგიურად როცა ცოლიც ქმარს ღალატობს ასევე ქმარის ბრალია, იცით მე ცოლიან კაცითან მაქვს ურთიერთობა, მიუხედავათ იმისა რომ ჩვენ ერტმანეთი ძალიან გვიყვარს მე მას მივეცი საშუალება რომ წასულიყო ჩემგან და ცოლისთვის ეზრუნა, მაგრამ ის მაინც ჩემთან არის ამიტომ მე დამნნაშავედ არ ვგრძნობ თავს, მე მის ბედს არ ვწყვიტავ მან უნდა გადაწტვიტოს მისი მომავალი, მე მის გადაწყვეტილებას ძალიან დიდი პატივს ვცემ მიუხედავად ჩემი სიყვარულისა…..

  15. რასაკვირველია არ ტეხავს და ყველა საკუთარ საქციელზეა პასუხისმგებელი. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ცოლიან კაცებს ძალიან უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, ბაბაც უნდათ და ჩიჩიაც, პლუს შვილები დიდი კოზირია ცოლის ხელში და ასე შემდეგ ყოველი სექსის დროს შეიძლება დარეკოს რომ პატარას სიცხე აქვს.. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. იდეაში, თუ ტიპს ცოლთან უკვე მობეზრდა, არც უნდა იყოს იმ ცოლთან და თუ რჩება ესე იგი არც აპირებს წამოსვლას და შენით უბრალოდ ცხოვრებას იმრავალფეროვნებს .
    ასე თუ ისე სანამ არ გარისკავ შამპანურს ვერ იგემებ.

    1. თეონაააა

      მართალი ხარ ესე ნამდვილად ხო ცოლიან კაცებს ესე უნდათ არც მწვადი დაწვან და არც სამფური, ამ სემთხვევაში ქალი ზარალდება მამაკაცს რა აქვს დასაკარგი…

  16. kvelani tviton vsazgvravt, ra aris chventvis prioriteti… aninas tavisi stili akvs azrovnebis d satkmelis tkmis… shemoagebs temas da midis tavpiris mtvreva 😀 shen tviton ras pikrob anina? tu gvaidzuleb chven vipikrot? 😀
    me minaxavs arachveulebrivad kargi qalebi, sexualurebi, idealuri dedebi da colebi, romlebsac cxovreba daumaxinjer… romelime ,,sabediscero kals,, akedan hkolia ojaxi? mamakaci, romelsac imdenad endo, rom cxovreba daukavshira, shvilebi gauchinda da uzrdis da mere sulshi chaupurtxebiat? roca mamakaci ggalatobs imas ar nishnavs, rom shen imsxureb… mxolod ertze metkvelebs es, rom mamakaci nadzirala da mogalatea…. sul esaa megobrebo… meti araperi….

  17. გამოხმაურება: ცოლიანი კაცი « მანქიერი ბლოგი

  18. jakondo

    “aseti sashineli” albat araferi ar chirt, nu ashkarad problemebi akvt (coltan an tavistavtan)
    mokled certainly more trouble than single man )
    da shen ra ginda colian kactan urtiertobidan? anu tu sheidzleba qalma icodes ro kacs sxvasac (cols/sayvarels) unawilebs da am urtiertobit mainc bednieri ikos, go for it )

    p.s. sawyis etapze albat ertobi mainc, magram urtierotba ro ar vitardeba dznelia, da dashoreba mainc sucks.

  19. gena

    აი, ბოლო ფრაზა რომ არ წამეკითხა სულ სხვანაირ კომენტარს დავწერდი ალბათ…. 🙂
    ბოლო ფრაზისთვის :*, თუმცა…

    ფლირტი ფლირტია და “ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი ფლირტით იწყება” მართალია, მაგრამ ხშირად ეგ ფლირტი ცეცხლთან თამაში უფროა, ცეცხლი კიდე წვავს. თან ძალიან მაგრად! 🙂

  20. ანინ, კარგად გამოგდის ახალი სადისკუსიო თემების გახსნა 😉 საჭირბოროტო საკითხს ისე დასვამ ხოლმე, თითქოს შენს აზრს გამოთქვამ, რომელსაც გამომწვევი სურნელი ასდის… ამ ანკესს მკითხველი კარგად ეგება – ერთგვარად ისეთ გარემოს უქმნი, რომ დაფიქრდნენ, იმსჯელონ, იკამათონ, რაღაც საერთო აზრამდე მივიდნენ ან ისევ ძველი პოზიცია გაიმყარონ. ამ ყველაფერს კი შენთვის რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს, მე კი იმ მიზნის ამოცნობაზე რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობ :)) 😉

  21. ჯი-ნია-ნი-
    შენს ასაკში და გასათხოვარი,იქნებ მეც ასე ვფიქრობდი?-მაგრამ ასე არ არის,სხვათაშორის
    ხშირად ლამაზ და ღირსეულ ცოლებს უფრო ღალატობენ,თორემ ცუდი ცოლები საბოლოვოდ უკარგავენ ქალებზე წარმოდგენას და მათკენ გახედვის სურვილს!
    ანუ,რაც არ გამოგიცდია იმაზე ასე მკაცრად ნუ იმსჯელებ!

  22. ჰო ცოლია ტუ გფ ყოველთვის მიმზიდველი უნდა იყო შენი ბიჭისთვის /ქმრისთვის
    ჯასთ ისეც ხდება, რომ მიმზიდველობა, კარგი ცოლობა ზოგჯერ არაფერ შუაშია, რარაც მთავრდება და ამაში არცერთია დამნაშავე, ცუდი რეალობაა, მაგრამ ასეა.
    ვერ დავაბრალებ სხვისი მაძიებელი კაცის ცოლს, გოგოს იმას, რომ პარტნიორი სხვას ეძებს.

  23. eva

    ბედნიერება მუდმვი არ არის. ამიტომ ის დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, როცა თავს ბედნიერად გრძნობ. ნათესავებსაც ვსტუმრობთ და მეგობრებსაც ერთად.
    მე ვიცი რომ ეს ურთიერთობა მუდმივი არ არის, ის ჩემზე საკმაოდ უფროსია და მასთან ერთად ოჯახის შექმნა ან შვილის ყოლა არც მიფიქრია.

    ამ მომენტისათვის აგერ უკვე მესამე წელია, თავს მშვენივრად ვგრძნობ და სანამ ასე ვიგრძნობ, მექნება მასთან ურთიერთობა. როცა ოჯახის შექმნაზე დავიწყებ ფიქრს , ვნახავ სხვა, უცოლო მამაკაცს და გავხდი ცოლიანს 😀

  24. likuna

    და საიდან მოიტანეთ, რომ კაცები მარტო იმიტომ ღალატობენ ცოლებს, რომ ცოლები არ არიან ფორმაში და არ არიან მიმზიდველები?
    ზოგი ძალიანაც მიმზიდველია და მშვენიერ ფორმაშიც.. that’s not the case

  25. აუ, შენ არ იცი როგორ მინდოდა, (ალბათ უფრო მჭირდებოდა) ვინმესგან ამის მოსმენა! მაგრამ მართალი გითხრა არის კიდევ ერთი რაღაც, რაც ნერვებს მიშლის! შენთან არის, ბოლომდე კარგად ხართ, სულ ფეხებზე კიდია თავისი ცოლი და აშკარად გრძნობ, რომ ამ მომენტში მხოლოდ შენითაა მოხიბვლული.. ამ დროს ურეკავს ცოლი, ან სიდედრი ან მსგავსი ვინმე და ის გეუბნება – ერთი წუთით ჩუმად.. ამ დროს მეზიზღებიან ეს კაცებიც, ცოლებიც და ცოტა ჩემი თავიც რომ ამ კრეტინთან ერთად ვხარჯავ დროს.

    1. თეონაააა

      არ ვიცი ვინა ხარ მაგრამ ის ვიცი რომ ამ შენს სიტყვებში ჩემი თავი დავინახე საშინელება გაჩუმდი ერთი წუთით უნდა ვუპასუხო საშინელება საშინელება….

  26. natia

    rogor piqrobt, gatxovil qals meti saqme ar aqvs, garda imisa, rom qmrisatvis ‘marad sasurvelobaze’ ipiqros?!.. hei, cxovreba kidev sxva ragacaa. me ar var mxolod xorci, me var individualuri, moazrovne arseba. chemnairi zustad meore bevri araa.. chem partiniors an vikvarvar aseti (cudi an kargi, magram individualuri) an agar vukvarvar da midis sxvastan. parareluri ‘samkaroebi’ magizianebs da mere dzalian cudi vxdebi . dzudzuebis,sexisa da eshmakuri gimilis garda, aris kidev simshvide da bude. chemma mterma icxovros mteli cxovreba vnebis qarcecxlshi!

  27. ხდება ისეც, რომ ვეღარც გაურკვევია ვინ უყვარს და ვინ არა, მაგრამ სტაბილურობის დარღვევა ეზარება (და/ან ეშინია). როგორია, ჰა? გიფიქრია ამაზე? )))) და ნეტა, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სიმშვიდე? გარეთ ცვალებადი მოღრუბლულობა და შინ — შტილი? მთელი ტრაქტატის დაწერა მომინდა ამ თემაზე, ერთხელაც იქნება დავწერ ალბათ — სამკუთხედი ძალიან საინტერესო ფიგურა ყოფილა და თუ სამი კუთხე არ ექნება ვერც იარსებებს…

  28. bevri komentari wavikiTxe da mxolod es momewona….
    natia said 3 weeks ago:

    rogor piqrobt, gatxovil qals meti saqme ar aqvs, garda imisa, rom qmrisatvis ‘marad sasurvelobaze’ ipiqros?!.. hei, cxovreba kidev sxva ragacaa. me ar var mxolod xorci, me var individualuri, moazrovne arseba. chemnairi zustad meore bevri araa.. chem partiniors an vikvarvar aseti (cudi an kargi, magram individualuri) an agar vukvarvar da midis sxvastan. parareluri ‘samkaroebi’ magizianebs da mere dzalian cudi vxdebi . dzudzuebis,sexisa da eshmakuri gimilis garda, aris kidev simshvide da bude. chemma mterma icxovros mteli cxovreba vnebis qarcecxlshi!

  29. გამოხმაურება: 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

  30. kato25

    Saintereso blogia….3welia colian mamakactan ertad vcxovrob.ratqmaunda dzneli shesaguebeliaimaze piqri rom sxvas aubewureb.magrqm saqme imashia rom chven ertad vcxovrobt ert saxshi.misi coli sxva qalaqshi cxovrobs da mizezi me af vyopilvar mati dashorebis magram dznelia mainc eseti cxovreba mitumetes dge da game ertad vaft.misma ojaxmac icis.ravici raqvia amas magram ertad vart da kargat

  31. anagabriel7

    aiii sagoool 😀 1000 posts gadavxede da yvelaze realuri da tamami gancxadeba shen gqonda 😀 blin 😀 da mere weren rom icodet sayvarlis meugle tu tqven gaxdebt tqvenc igive gelito da me ar viqnebi mati colebis nairi )) 😀 ((ara da zogs martla magari coli yavs h ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s