შაბათი, სოციალური მედია

შაბათი დღე ძალიან მიყვარს და  არასდროს ვუძღვნი რაიმე აზრიან საქმიანობას. უბრალოდ დღის განმავლობაში სულ სახლში ვარ, პიჟამოთი ვბოდიალობ, ყავის ჭიქებით ჩემს ადგილებს ვნიშნავ და მეილებს ვპასუხობ.

მეორე ოთახში დედაჩემის და მამაჩემის მოსწავლეები მოდიან და მიდიან. სათვალავი მერევა ხოლმე, იმდენი არიან.  ყველას უნდა, რომ  ქიმია და მათემატიკა იცოდეს _ სხვანაირად ატესტატს ვერ მიიღებენ. მე კიდევ ფეხებზე მკიდია მათი სასკოლო და ერთიანი ეროვნული გამოცდები. მე მინდა, რომ იმ ოთახში გავიდე, დიდ ტელევიზორში ფლეშკა შევარჭო და რამე კარგ ფილმს ვუყურო ბატიბუტის თანხლებით. მაგრამ ვინ გაცლის კარგ ცხოვრებას. ამიტომ კომპთან ვზივარ და ვწერ, რა მინდა.

ერთ დროს მეც მყავდა მოსწავლეები ქართულში. პირველ კურსზე ვიყავი და ჯიბის ფული მჭირდებოდა. ძალიან ბევრჯერ მიმიტოვებია უნივერსიტეტთან ლუდის სმა და მათთან გავქცეულვარ. მერე ერთად დავმსხდარვართ და გვისაუბრია სკოლაზე, მასწავლებლებზე და ქართულ ლიტერატურაზე.

ხანდახან მენატრება ხოლმე ის დრო. რატომაც არა. ახლაც ვიქნებოდი რეპეტიტორი, მაგრამ ქართულის ნაცვლად ბლოგინგში:  ჩემთან მოვიდოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ვასწავლიდი ბლოგის შექმნასა და წარმოებას. ვასწავლიდი სწორ ბრენდინგს, პატარა მარკეტინგულ ხრიკებს და ისეთ მნიშვნელოვან რამეებსაც, როგორიც, მაგალითად, პუნქტუაციაა.  ძირს ბევრ პუფს დავდებდი, ატმის  წვენს ჩამოვურიგებდი ჭიქებით  და შევუდგებოდით მუშაობას ჩვენ_ჩვენს ლეპტოპებში. კენჭისყრით ავირჩევდით თემას, გვექნებოდა დისკუსია და ერთ საკითხზე ბევრ სხვადასხვანაირ პოსტს დავწერდით. ამას მოყვებოდა ერთმანეთის ნაწერის გარჩევა და შენიშვნები. ბოლოს კი _ პუფებზე გადაწოლა და ჭორაობა.  გასაგებია, რომ ეს ურთიერთობის მოძველებული ფორმატია, მაგრამ რა ვქნა, ასე მირჩევნია. მიყვარს, როცა ინტერნეტსა და ადამიანურ ურთიერთობებს ერთმანეთს ვუკავშირებ.

ინტერნეტისა და ადამიანების კავშირზე გამახსენდა. ამ ბოლო დროს რამდენიმე ბლოგს ვკითხულობ, რომელთა ავტორებსაც სიამოვნებით გავიცნობდი. თითოეული მათგანი გამორჩეული, თვითმყოფადი და საინტერესოა. ისინი არც სოციალური მედიის ექსპერტები არიან და არც უსაქმურები. მათ უბრალოდ სურთ, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეთ ინტერნეტში _ სახლი, რომლის სიმყუდროვეც გადამდებია.

მაშასე:

1. ბაბისა

_ ამ ბლოგზე ყველაფერი მშვენივრად იკითხება კულინარიული რეცეპტებით დაწყებული უბრალო ამბებით დამთავრებული. რაც მთავარია, ყველა ფოტოს განწყობა მოაქვს.

2. ქენდი

_ მე მომწონს ქენდი. ისეთ რამეებზე წერს, რაც მე ხშირად მრჩება ხოლმე თვალთახედვის მიღმა. ხანდახან კი ძალიან ზუსტი და ემოციურია (მაგალითისთვის იხილეთ ეს პოსტი )

3. ნათიკუდა

ამ ბლოგზე რომ მოვხვდი, ისე გადავდიოდი გვერდიდან გვერდზე, რომ ვერც კი დავაფიქსირე, რამდენ ხანს შემოვრჩი. ყველაფერი ძალდაუტანებლად გამოსდის და მრავალფეროვანი პოსტები აქვს. მომწონსმომწონსმომწონს

სხვა ბლოგებზე სხვა დროს იყოს.

12 thoughts on “შაბათი, სოციალური მედია

  1. ‘ ჩემთან მოვიდოდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ვასწავლიდი ბლოგის შექმნასა და წარმოებას. ვასწავლიდი სწორ ბრენდინგს, პატარა მარკეტინგულ ხრიკებსდა ისეთ მნიშვნელოვან რამეებსაც’ – შეიძლება, ბევრი, ბევრი დროის მერე ასე წერონ საშინაო დავალებები ‘ინტერნეტრვეულებში’ და მასწავლებლებმა ბლოგები და ახალი ტექონოლგიები ასწავლონ სკოლებში, რა სახალისო იქნება :)))

    შაბათი კი მეც ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ებრაელივით წმინდად :)))

  2. ყოველ პარასკევს ვაკეთებთ ხოლმე სოციალური მედიის ფონდში მსგავს შეხვედრებს . თუ გაქვს სურვილი სიამოვნებით დაგითმობთ აუდიტორიას, პუფებს , ატმის წვენზეც ვიზრუნებთ 🙂

    1. ქენდის ბლოგი მართლაც კარგია…
      თუმცა უკვე ძალიან იშვიათად ვკითხულობ.

      საერთოდ ეს ბოლო დროა ვორდპრესული ბლოგების გარდა სხვებს თითქმის აღარ ვკითხულობ.
      ასე მოიტანა ცხოვრებამ.

  3. ბაბისა და ქენდი ვიცი. დიდიხნის მკითხველი ვარ. გამორჩეულები არიან ნამდვილად.
    წარმოვიდგინე ანინა მასწავლებელი, მგონი საყვარელი იქნებოდა 🙂

  4. პუფებზე გადაწოლა, ატმის წვენი, პოსტების ერთად წერა და განხილვა – არ ვიცი რამდენად მოძველებული ფორმატია, მე კი არასდროს გამიკეთებია და ისე აღწერე , ძალიან მომინდა :))

  5. პირველი 2 ბლოგი ვიცოდი, მესამე არა, ვნახო აბა :)))

    გააკეთე ღია გაკვეთილი, მე მოვალ და დავესწრები, აი ფულს თუ გადაიხდიან ამაში, ეგ არ ვიცი 🙂

    გაბო, ატმის წვენთან ერთად, წითელი ფორთოხალიც რა, ან ტომატი, ატამი ძაან ტკბილია :შეკვეთა: 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s