პორნო და მელოდრამა

Sooo true

_ გავიდეთ და კინოში ვუყუროთ მელოდრამას თუ სახლში დავრჩეთ და კომპში ვუყუროთ პორნოს?_ მეკითხება ჩემი მმმ.. ჩემი კაცი.

_ წავიდეთ და კინოში ვუყუროთ პორნოს _ ვეუბნები და მეცინება.

ამერიკულ ფილმებში მინახავს ეგეთი კინოთეატრები, ღამე რომ ჩართულია მაიმუნობები და დარბაზში ასე 5 კაცი ზის მოწყენილი. რაკი საქართველოში ეგეთი არაფერი არსებობს, ვიბრალებ, რომ სიამოვნებით წავიდოდი. სინამდვილეში, არ წავიდოდი. მოვკვდებოდი იქ, ვერც ვისიამოვნებდი, ვერც გავერთობოდი და სადღაც აღგზნებასა და უხერხულობას შორის გაჭედილი ჩავიკუჭებოდი სკამში. მაგრამ მან ხომ ეს არ იცის. მას, ისევე, როგორც თქვენ, ჰგონია, რომ ყველაფერი იდეალურადაა, რაკი ჩემს ბლოგზე თეგებში პორნო  მოზრდილად წერია..

სინამდვილეში პორნოსთან მეტი პრეტენზია მაქვს, ვიდრე ჩანს. დაწყებული იქიდან, რომ სასტიკად სექსისტურია (ლესბი-პორნოს ჩათვლით, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს მოსწონთ), დამთავრებული იმით, რომ საშინელ სტერეოტიპებს ამკვიდრებს _  იმდენად ბევრი პრეტენზია მაქვს, რომ ხანდახან ვჩუმდები, რომ ვინმეს დისნეიზე გაზრდილი არ ვეგონო.

ნუ, სულ რამდენიმე პუნქტს ჩამოვთვლი. თენდება უკვე.

კაცს, რომელიც სულ პორნოს უყურებს, გაუკვირდება, რატომ არ კვნესი თითის ერთ შეხებაზე.

კაცს, რომელიც სულ პორნოს უყურებს, გაუკვირდება, რატომ შეიძლება რამე გეტკინოს

და

კაცს, რომელიც სულ პორნოს უყურებს, გაუკვირდება, რატომ ხარ ასეთი ნამდვილი.

მას ხომ უკვე წარმოდგენილი აქვს, რა ხმაზე უნდა იკვნესო და როგორ უნდა გაინაბო.

გარდა ამისა, პორნოსგან კაცები რაღაც სულელურ კომპლექსებსაც იკიდებენ ხოლმე, რომელთა ჩამოთვლაც აქ მაინცდამაინც არ მეხალისება. თქვენ თვითონაც მიხვდებით.

მაგრამ ამის გამო ნუ იფიქრებთ, რომ პარტნიორთან ერთად პორნოს ყურება ცუდი იდეაა. პირიქით, პირიქით: ახალი შეგრძნებებია, მინი-თავგადასავალია და წყვილს ძალიან აახლოებს. მთელი ეფექტის განსაცდელად, უბრალოდ, ანალიზის უნარი უნდა გამორთო და სასიამოვნო რამეებზე იფიქრო.

მაგრამ მე.. მე რჩევების მიცემა უკეთ გამომდის,  ვიდრე მათი გათვალისწინება. ამიტომაც ნაცვლად იმისა, რომ  ახალი წამოწყებით აღვტაცებულიყავი, ჩემს კაცს, რაც აქ დავწერე, ის ვუამბე: ცოტა ვრცლად და ცოტა გულწრფელად. ყურადღებით მომისმინა და  გადაწყვიტა, რომ  დღეს ანალიზის უნარის გამორთვას ვერ შევძლებდი.

ჰოდა, მელოდრამას ვუყურეთ. კომპში :დ

მე ვიძინებ.

24 thoughts on “პორნო და მელოდრამა

    1. ანი

      ეს დიდი, მანათობელი ასოებით რომ დაწერო ჰედერში არ ჯობია? თორემ ხალხს უკვირს ქუჩაში ტყავის ჩექმებით და წითელი დახეული კალგოტკით რომ ვერ გხედავენ :დ

  1. სტერეოტიპებს ამკვიდრებს და ძალიან ყალბია
    ვერ ვერთობი პორნოზე :ს ფოტოები მეტად მომწონს, ვიდრე ვიდეო 🙂

  2. მომთაბარე

    რაღაც მსგავსი დასკვნები უნდა დაწერილოყო და ის გოგოს უნდა დაეწერა, მომეწონა 🙂

    ჰო, ანალიზის უნარჩართულზე სიამოვნების მიღებას სწავლა და ცოდნა უნდა, სულაც არაა გამორთვა საჭირო, პირიქითაც კი 🙂

  3. აუუ – ყველამ ჩაბერეთ! ანომ დაწერა – წაიკითხეთ რაა. რატომ აკრიტიკებთ? რატომ ცდილობთ რაღაც სუსტი წერტილის მოძებნას? რატომ გჭირთ ეს “ავადმყოფობა” ყველას? მიიღეთ ისე როგორც არის და ნუ შეეცდებით ფერების შეცვლას. პორნო – რაა: ზოგისთვის ხელოვნებაა, ზოგისთვის ხელო–ვნება, მერე რა, ყველა თავისებურად, პიროვნულად აღიქვამს ამას. პორნო–ში უაროფითის ძებნას ნუ დაიწყებთ, რადგან იგი ყველაშია – რაღაც გარკვეული (თუ გაურკვეველი ზომით).

    1. tu ar ginda rom replikebi da gareshe mosazrebebi moyves, mashin ratom wer internetshi? were dgiurshi, romelsac gasagebi aqvs; aset shemtxvevashi veravin gaigebs, ra dawere. imistvis wer, rom mere xalxis azri wamovides, amastanave, ufro karg azrebs elodebi, xolo “kritikis avadmyofur taviseburebas” mashin ishvelieb, roca ukve dzalian arasasurveli ragac dawares. ase rom, gashifruli xar da ar ginda eg avadmyofuri tavis martleba. rac davwere chems tavze maqvs gamocdili, ar gegonot saocrebebis qveynidan mosuli arseba.

  4. ვერაფერს ვიტყვი ამ ახალ პოსტზე. შთაბეჭდილება მექმნება თითქოს უკვე წაკითხული მქონდა ეს, ცოტათი გავს შენი ნაწერები ერთმანეთს. ისე სიმართლე რომ გითხრა დავიღალე გადაღეჭილი მასალის კითხვით, წიგნებიდან ამოკრეფილი შთაბეჭდილებების თვითნებურად გადამუშავება, გამოუცდელი შეგრძნებების თხრობა უნდა დაამთავრო.

    ჩემ ახალ ნაწერს თუ გამოეხმაურები კარგი იქნება, მაინტერესებს შენი აზრი.
    http://bit.ly/iflQBY

  5. tako

    ძალიან სწორი დანახვა იყო პორნო სტერეოტიპები, ადამიანს შეატყობ რეალურ ქალთან მეტი დრო აქვს გატარებული თუ ეკრანის წინ უხერხულ მდგომარეობაში. ნუ მეორე ისედაც ჭარბობს მაგრამ შეფარდება

  6. giorgi bego

    amxela filosofias ro awyobt nebismieri tqvengani,ramdens gaqvt iseti seqsi romelsac garyvnilebis dneze ar shexedavt? an piriqit gijuri seqsi? visac piradulad ar miachnia da-reply-os chemi posti… es xom erotikacaa da ara marto porno… me piradad pornos ufro zereled vuyureb, erotika sxvaa, is xelovnebaa… lol porno…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s