საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები

Another day spent home, doing nothing. . .
almost nothing.
That’s how I live, I’m lonely and boring, full of unattained goals. .

ხდება ხოლმე, სახლში ძალიან მთვრალი ბრუნდები, შედიხარ საშხაპეში, ძალიან ცხელ წყალს უშვებ და ფიქრობ, რომ ცოტაც და გული აგერევა. იცი, რომ როგორც კი გამოხვალ, დაგხვდება დედა, რომელმაც შენ გამო არ დაიძინა და გეჩხუბება.  შენ იმედოვნებ, რომ ის სასმელის სუნს ვერ იგრძნობს. პრინციპში, შეგიძლია მასთან შეხვედრა ცოტა გადადო, მაგრამ ძალიანაც არა. შეგიძლია, შხაპში დიდხანს დარჩე, სანამ წყალი  არ გაცივდება და შენც არ გალურჯდები.  მერე კანკალით გამოხვიდე, პირსახოცი მოიხვიო და ძალიან სწრაფად შეძვრე ლოგინში. თმას არ გაიშრობ, თვალებს მაგრად დახუჭავ და საკუთარ თავს მისცემ პირობას, რომ ეს აღარ განმეორდება. რა თქმა უნდა, შეგიძლია, ასე მოიქცე. შეგიძლია, საკუთარ თავს იმდენი პირობა მისცე, რამდენიც გინდა, რადგან შენ თვითონაც იცი _  საკუთარი თავის მოტყუება ყველაზე ადვილია.

ხდება ხოლმე: მიდიხარ პაემანზე და ფიქრობ, რომ დღეს მას არ აკოცებ, არც ხელს არ ჩასჭიდებ, სექსზე ხომ საუბარიც ზედმეტია. უბრალოდ ისაუბრებთ,  თითო ჭიქა ღვინოს დალევთ და ბოლოს ის სახლში ტაქსით გაგიშვებს. თავს არწმუნებ, რომ ეს ბიჭი არაფერს ნიშნავს და მხოლოდ იმიტომ ნახულობ, რომ მოწყენილი ხარ, მაგრამ  რატომღაც შენს  საუკეთესო საცვლებს იცვამ და ყოველი შემთხვევისთვის ამოწმებ, იქ, ქვემოთ, ყველაფერი რიგზეა თუ არა. სინამდვილეში კი ცოტას კი არა, ძალიან ბევრს დალევთ, ღვინოს კი არა_ არაყს და შენ ვერ გაუძლებ ცდუნებას, რომ მას სახლში არ გაჰყვე. სანამ ტანსაცმელს გაგხდის, შენ ძალიან მოგინდება გაქცევა, მაგრამ ამას არ იზამ. იმიტომ რომ შენც ამ ბიჭივით ფიქრობ: რაკი სახლში ავყევი, ახლა უკვე ყველაფერი გვიანაა..  შენ არ გაიქცევი და  როცა ყველაფერი დასრულდება, ტირილი მოგინდება იმის გამო, რაც მოხდა.

ხდება ხოლმე: ძალიან მშიერი ზიხარ კომპიუტერთან და საკუთარ თავს ეჩხუბები, რომ ახლა ჭამა არაფრით არ შეიძლება, რომ ისედაც ძროხა ხარ, რომ მალე აღარავის მოეწონები, მაგრამ 10ოდე წუთის მერე დგები, მიდიხარ მაცივართან და ჭამ ყველაზე კალორიულ საჭმელს, რაც კი იქ დევს. ჭამ საკმაოდ სწრაფად და დიდხანს, სანამ  არ დამშვიდდები და საკუთარი თავი ბოლომდე არ შეგძულდება უნებისყოფობის გამო. მერე კომპიუტერთან ბრუნდები და ხვდები, რომ შენ შენი თავის მეგობარი კი არა, ნომერ პირველი მტერი ხარ. მაშინაც მტერი ხარ, როცა პირობებს იძლევი და მაშინაც, როცა მათ არღვევ. შეიძლება ცრემლებიც კი წამოგივიდეს ამ ყველაფრის გამო, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის. შენ იცი, რომ ეს საერთოდ არაფერს შეცვლის.

როცა ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები საშინლად იქცევიან, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ _ მათგან შორს უნდა  დავიჭიროთ თავი და დაველოდოთ, სანამ გონს მოეგებიან. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როცა ჩვენ ვიქცევით ამაზრზენად და არ შეგვიძლია შევჩერდეთ?  საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევი, იგნორირებას ვერ გაუკეთებ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ვერც გამოცვლი. ასეთ დროს შეგიძლია, წახვიდე და სადმე გამოთვრე. დასასრულისთვის კი იხილეთ პირველი აბზაცი.

18 thoughts on “საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები

  1. ანი

    ჩამოთვლილთაგან არცეთი არ “დამმართნია”(რა მოსაწყენი ცხოვრება მაქვს), მაგრამ ვიზიარებ პათოსს – საკუთარი თავისთვის მიცემული პირობების ნახევარს მაინც რომ ვასრულებდე, დედამიწის თუ არა საქართველოს გეოგრაფიული მდგომარეობა მკვეთრად შეიცვლებოდა – მთებს გადავდგამდი.
    ორშაბათიდან…

  2. ‎”ხდება ხოლმე, სახლში ძალიან მთვრალი ბრუნდები, შედიხარ საშხაპეში, ძალიან ცხელ წყალს უშვებ და ფიქრობ, რომ ცოტაც და გული აგერევა.” როგორ მიხარია, რომ ეს პერიოდი დავმარხე. არადა შარსან ამ დროს ზუსტად……….. !!! ააააააააააააა

  3. მშვენიერი ჩანაწერია და … ალბათ, მსგავსი შემთხვევებია იმის წინაპირობა, რომ ასაკთან ერთად ადამიანი იზრდება, ბრძენდება თუ … 🙂
    განსხვავებით იმ 30, 35, 40, 45, 50, 55,60 … წლის „გოგოშკებისა“ … ვინც ფბ-ზეა(და არ მხლოდ იქ) – აშკარად დაინახავს … თინეიჯერი ქალები …

  4. ალალად გეტყვი – ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს საკუთარი თავისთვის მიცემული კიდევ ერთი პირობა დაარღვიე.

  5. es leqsi gamaxsena shenma postma(sh.nishnianidze)
    რა დიდებული სიტყვა არსებობს
    ეს დალოცვილი “ხვალე”.
    – დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
    ხვალეც მალეა, მალე!

    ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
    ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
    ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
    წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.

    ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
    ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
    წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
    ხვალვე გავგზავნი ბარემ.

    – ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
    ხვალ ანონსია “ღალატის”!
    – ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
    ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!

    იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
    ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
    ხვალე ვისესხებ… ხვალე გიყიდი…
    კარგი… დაწყნარდი, კარგი!

    ეხლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
    ეს დღეც დადგება მალე,
    სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
    ხვალე, ხვალე და ხვალე!

    შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
    რა გამოგილევს ხვალეს,
    ეს ხვალე მუდამ, მუდამ იქნება,
    მიდი თვალე და თვალე!

  6. ძალიან რეალური სიტუაციებია მაგრამ არცერთ მსგავს სიტუაციაში არ მიმიცია ჩემი თავისთვის პირობა რომ ამას აღარ გავიმეორებ…უფრო სხვა რაღაცეებში ვიჩენ სისუსტეებს და რამდენი პირობაც არ უნდა დავდო მაინც ძლიერია ჩემზე…

  7. egrea..
    mec bevrjer mimicia chemi tavistvis pirobebi magram…………..
    ufro sxvanairi pirobebi..
    magalitad: roca gavbrazdebi dzalian da vityvi agar davurekav arasodes, esec zedmetia, agar vupasuxeb morcha vsooo da smsm modis xeli mainc gamirbis.
    ar modis mainc gamirbis eeeh :(((

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s