პრინცესები უფრო მოგწონთ თუ ნაშები?
პრინცესები კარგად მღერიან, გემოვნებით იცვამენ, გულუბრყვილოები არიან, პრობლემებს მარტო ვერ უმკლავდებიან (სჭირდებათ ფერიები, სხვადასხვა მეგობარი ცხოველები, პრინცები… ), ბევრი ფული აქვთ და კეთილი გული. სავარაუდოდ, ქორწინებამდე კოცნას არ ცნობენ და მხოლოდ მაშინ დაითანხმებთ, თუ გონზე არ არიან :დ
ნაშებს ხან აქვთ ბევრი ფული, ხან_ არა, მაგრამ პრინცებს ისინიც პრინცესებივით ელოდებიან. იცვამენ გამომწვევად და ხანდახან უგემოვნოდ. ჩიტებთან ერთად სიმღერა არ იციან, მაგრამ შესაძლოა, გიტარაზე დაკვრა იცოდნენ. ნაშას შეუძლია, თავი პრინცესად მოგაჩვენოთ თქვენ და გარშემომყოფებს, განსხვავებით პრინცესისგან, რომელიც ნაშას ვერასდროს ითამაშებს. ასე თუ ისე, თეთრი ცხენი და კარგი სასახლე ნაშის შესაბმელადაც დაგჭირდებათ და მხოლოდ კარგი მოპყრობის შემთხვევაში შეძლებთ, მისგან მაპზე მეტი მიიღოთ.
ჰოდა, რატომ მომაფიქრდა ეს ყველაფერი. სულ ახლახან ,,რაპუნცელის ჩახლართული ამბავი” გამოვიდა ეკრანებზე (მე მივდივარ და ჩემს ორ პატარა დიშვილსაც წავიყვან ). ,,დისნეის” განცხადებით, ესარის მის მიერ შექმნილი ბოლო ,,fairy-tale” მულტფილმი : ] მიზეზი ისაა, რომ თურმე პატარა გოგონებს აღარ უნდათ, რომ პრინცესები იყვნენ. აღარ უნდათ, რომ პრინცს დაელოდონ და გათხოვდნენ. რომანტიკას ვეღარ ხედავენ ფუშფუშა კაბებსა და მეჯლისებში. ისინი მაგალითს კონკიას, ბელის, არიელისა და ავრორასგან კი არა, პერის ჰილტონის, ჯესიკა სიმპსონისა და ლინდსი ლოჰანისგან იღებენ :დ
“They’re interested in being hot, in being cool. Clearly, they see this is what society values.”
პ.ს. რა თქმა უნდა, იმას არ ვგულისხმობ, რომ ვინც ,,ჰოთ” არის, ყველა ნაშაა. უბრალოდ, ეს სიტყვა უფრო მოსახერხებელი იყო პრინცესის ოპოზიციაში ჩასასმელად.
თუ მომეწონა, მერე მულტფილმზეც დავწერ : ]
ამავე თემაზე: დაცემული პრინცესები
შესაძლოა, გიტარაზე დაკვრა იცოდნენ – უფრო კლარნეტზე ან სალამურზე, პრინცს გააჩნია 😉
ააა +1 😀
au au mec magrad minda mag multfilmis naxva magram gaxmovanebis gareshe da ar vici aq gaxmovanebuli rogor iqneba da meshinia medgacruebis 😀
“they see this is what society values”
მართლები არიან ძმაო 😀
ზღაპრების დრო მორჩა
ახლა ბავშვი პერისის ჰოუმ ვიდეოს მოითხოივს ძილის წინ 😀
ჰაჰაა რა შედარებაა = ))
ძალიან მაგარია = ))
OMG საით მივექანებით 😦
გააჩნია რა სიტუაციაში,
მე რაღაც საშუალო მირჩევნია,
პრინცესასა და ნაშავ შორის )))
დაცემულ პრინცესებში გამატარეთ ;დ
პერის ჰილტონი რომ მისაბაძი იქნება.. : ( მაგაზე ლამაზი და წარმატებული ვერ [დაი]ნახეს?
არცერთი არ ვარ 😐 შუალედი ჩემთვის ზედგამოჭრილია 🙂
სხვათაშორის დავაკვირდი :დ ბიჭების უმრავლესობას პრინცესა უყვარდება და არა “ნაშა” (ნუ თუ რათქმაუნდა ნაშაში პრინცესის ელემენტები არ დაინახეს :დ) მაგრამ ნაშის სურვილი უფრო აქვთ! :დ მაგალითად მე გამომიცხადა ერთმა ბიჭმა რომ თავის შეყვარებულზე გიჟდება, მაგრამ მე ვიზიდავ (მგონი იმაზე მეტად ვიდრე თავის პრინცესა) და ჩემთან სექსი უნდა :დ..
2 წელია უკვე ასეა და არამგონია რომელიმე პრინცესასადმი ლტოლვა თუ სიყვარული ამდენ ხანს გაგრძელდეს..
ნაშობაძე პრეტენზიას ვაცხადებ.. ;დ
:დდდდ http://postfinnegan.wordpress.com/
და ვისაც პრინცესობა მოგვწონს რა ვქნათ ბატონო ? ალბათ რაც აქამდე გადაუღიათ ის უნდა ვიკმაროთ…
disneis princesebs titqmis arasdros yavt deda .
sul uamravi problema aqvt da sul mgerian.
lamazi kabebi ki nashebsac aqvt albat pro lamazebic . aba ra albatobaa rom patara gogoebi exla princesobaze sheachereben archevans ??
ise arcaa sachiro)) sul ar minda chemi shvili vinmes elodebodes tetr rashze tu moundeba tviton modzebnos mirchevnia))))