100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები

რამე წყევლა უნდა მოვიფიქრო, რომელიც მაშინ ამოქმედდება თუ სამ დღეზე მეტ ხანს გავქრები ბლოგიდან.. აი, მაგალითად, რა კარგი იქნება, სლოკინი  რომ დამეწყოს და მანამდე არ გამიაროს, სანამ ახალ პოსტს არ გამოვაქვეყნებ.  ან ქავილი, ან ლომკა, ან რამე მსგავსი…

აი, დღეს უკვე ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე, კონკურსების შედეგებს აქამდე როგორ არ მივხედე-მეთქი. არადა, სად გაიქცევი : ]

აი, ნაშრომების სია:

1. გია სამნიძე_ ,,ახალი ცხოვრება”

2.  catherinemolko _ ,,ადიბასი”

3. prodigycow_ ,,დუბლინელები”

4. cdispireli_ ჩინუა აჩებე “A Man of the People”

5. ლიტერატორი_ “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები”

6.  kevana_ სომერსეტ მოემის “ადამიანური რამ”

7. თენგო მორჩილაძე_ ,,ანა ფრანკის დღიურები” _

8. ბაკურ სულაკაური_ ,,ვიკინგები”

9. teya chagua _ ,,გაშიშვლებული ბიზნესი”_

10. ნუცა_ ,,ბინდი” _

11. Sonee Sone _ ,,ლოლიტა”_

12. მევლუდი _ ,,სამოსელი პირველი”_


ჩემი აზრით,  საუკეთესო ნაშრომი, რაც ამ კონკურსის ფარგლებში დაიწერა, ეკუთვნოდა ბაკურ სულაკაურს _ (სიგრიდ უნსეტის ,,ვიკინგები”) (სახალისო, დამაინტრიგებელი, სწორი აქცენტებით), მაგრამ რაკი ცოტა უცნაურად მომეჩვენა გამომცემლის დასაჩუქრება მისივე წიგნებით, გადავწყვიტე, სხვა ნაშრომებიდან შემერჩია საუკეთესო.

ბაკურზე თუ თვალს დავხუჭავთ, საუკეთესო  მიმოხილვა prodigycow-მ დაწერა.

,,დღეს მეგობარს ვეუბნები, რომ გუშინ დავამთავრე ჯოისის “დუბლინელების” კითხვა და ძალიან მომეწონა. ის მეკითხება: “რაზეა?” მე ვეუბნები, რომ უბრალო დუბლინელების უბრალო ისტორიები არის მოთხრობილი. ის მთხოვს რომელიმე გავიხსენო. მე ვუყვები, როგორ იყიდა ძმასთან სტუმრად მიმავალმა გრძელცხვირა მერიმ ბაზარში კექსის დიდი ნაჭერი, რომელიც ტროლეიბუსში გვერდზე მჯდომმა მომხიბვლელმა ჯელტმენმა შეუმჩნევლად ამოაცალა ჩანთითან. ის მიყურებს. მაკვირდება. მერე მეკითხება: “და რა არის ამაში საინტერესო?” მე კი ვეუბნები, რომ გრძელცხვირა მერის ეს კექსი მთელი დღის ნამუშევარ ფულად დაუჯდა და რომ ძმის ოჯახში ხელცარიელი მივიდა. ეს მისთვის უდიდესი ტრაგედია იყო. აი ასე, უბრალო ისტორიებზეც შეიძლება დაწეროს კაცმა წიგნი და აჯობოს ტოლკინს (ჩემს თვალში მაინც). ერთი, ორი, სამი.”

მომეწონა, რომ ბლოგის სტილში იყო დაწერილი, მომეწონა, რომ ,,დუბლინელებზე” იყო და  დასასრულმა ორიგინალურობით მომხიბლა. მოკლედ, ეს იყო ის, რაც მე მინდოდა.

დანარჩენებს კი დიდი მადლობა. თქვენ მე თვითრწმენას მმატებთ : ]

პ.ს. ფროდიჯ, შეგიძლია, უკვე მითხრა, რა წიგნები გინდა : ]

11 thoughts on “100 სიტყვიანი კონკურსის შედეგები

  1. ყველა არ წამიკითხავს, მაგრამ გამარჯვებული მიმოხილვა მეც მომეწონა. თვითრწმენა თუ გაკლია (თუმცა აქ უფრო შემატებაზე ამბობ) ჩემი სხვა პოსტებიც წაიკითხე. 😉

  2. ე რაო? მოვიგე?
    ცხოვრებაში პირველად გავიმარჯვე სადღაც 😀
    მადლობა.
    წიგნს რაც შეეხება “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” იყოს. ბოლო დროს ყველა მაგაზე ლაპარაკობს და ძალაუნებურად დამაინტერესა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s