დაიკიდე

by lasharela

WOW, არც მეტი და არც ნაკლები,  ანინამ საკუთარ ბლოგზე (რომელიც თურმე  უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ეიფელი) წვდომა მომცა და მითხრა _  რაც გინდა, დაწერეო. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის-მეთქი , _ ვუთხარი.  დაწერო მწერლის პირად ბლოგზე _ არც ისე იოლი საქმეა. –  არ გამოგივა და გაა@ვამო – აი ასე მარტივად, მაგრამ მაინც დამამშვიდა ანინამ.

შეგრძნება ისეთია, თითქოს შენთვის უცნობ ლაბორატორიაში დიდ სამართავ პულტთან დაგაყენეს და გითხრეს : რაც გინდა, გააკეთეო. უყურებ დიდ მონიტორებს, უამრავ მოციმციმე ღილაკს.  გინდა რომელიმეს დააჭირო მაგრმა რაღაცნაირად ღელავ, თუმცა ქვეცნობიერად იმედს იტოვებ, რომ რაიმეს იმავნებლებ, რომელიმე რეაქტორს გააქტიურებ და განგაშის სიგნალი საშინელიც ჩაირთვება.

როგორც წესი, ასეთ დროს ყველაფერი პირიქით გამოდის. რაც უფრო მეტად ღელავ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას, უფრო  ცუდად ამბობ სიტყვას. რაც უფრო მეტად ცდილობ რომ გამოგივიდეს საქმე, მით უფრო ცუდი შედეგები გაქვს.  ანინას მკითხველს გული რომ არ დაწყდეს, ბარემ აქვე ვიტყვი  _ რაც უფრო მეტად გინდა, რომ გოგომ მოგცეს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რამდენიმეწუთიანი ჰორმონალური ქაოსის შემდეგ  ჰკითხო _ „მოგეწონა“?

ყველაზე კარგად კი დაძაბულობის მოხსნას მაშინ ახერხებ, როდესაც ყევლაფერი გბეზრდება. რადგან როდესაც რაიმე გბეზრდება, გკიდია და თუ გკიდია,  ესე იგი, თავისუფალი ხარ.

***

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა პირდაპირ, ყოველგვარი შესავლის გარეშე, ერთ-ერთ დიდ ბანკში დავიწყე. დამსვეს ლამაზ მაგიდასთან, წინ დამიდგეს დიდი კომპიუტერი და მითხრეს _ ეს ჩვენი საიტია, დღეიდან შეგიძლია ზედ რაც მოგესურვება, ის შეცვალოო.

რა თქმა უნდა, ასეთი ძლევამოსილება იმისთვის არ მოუნიჭებიათ, რომ ზედ პოსტები დამედო. კონკრეტული დავალებები იყო განსახორციელებელი. მახსოვს, რამდენიმე წუთი აღელვებული ვათამაშებდი ხელში მაუსს, სანამ საიტზე პირველად დავაჭირე Delete ღილაკს.

შემდეგ გადის დრო. ეჩვევი. ცოტა ხანში საიტზე, რომელსაც უამრავი ადამიანი ნახულობს და ბანკის სახეა, თავს ისე გრძნობ, როგორც საკუთარ აბაზანაში. ერთფეროვანი კაფელი და უცხოსთვის შეუმჩნეველი, მაგრამ შიგადაშიგ მოშლილი ,,დუში“  მალევე გიშლის ნერვებს. შემდეგ ფერადი ღილაკების არ იყოს, გიჩნდება სურვილი რაიმე იმავნებლო _ მაგალითად „ანაბრების განყოფილებაში“ შენი შეყვარებულის სახელი ჩაწერო, მას აჩვენო და შემდეგ ისევ წაშალო. თანაც აუცილებლად გაქვს სადღაც განცდა, რომ „ერთხელაც გაგისხამს“ და განგაშის სიგნალი ჩიართვება.

ყელში წაჭერილი ჰალსტუხი, გაუთავებელი მეილები, არაფრის მომცემი შეხვედრები მენეჯერთან,  პასუხისმგებლობები და თახვივით თავბრუდამხვევი სირბილი ბორბალში .

გადავწყვიტე _ რახან თვითონ  ვერ ველეოდი მაღალ ხელფასს და თბილ კაბინეტს, ჩემი გაშვება სხვისთვის მეიძულებინა. დავიწყე ყველაფრის გაფუჭება, რაც კორპორატიულ ფარგლებში და შეუმჩნევლად შეიძლება კადრმა გააფუჭოს _ თვეობით ვამისამართებდი მიღებულ დავალებას ერთი დეპარტამენტიდან მეორეში (ოფისის სლენგზე ამას პინ-პონგს ეძახიან),  ვაგვიანებდი დილით მისვლას, ვბლოკავდი ყველა ახალ იდეას, რომელიც  პირადად ჩემთვის არ იყო საინტერესო და სხვა, იმ იმედით რომ ჩემს ამ უმსგავსობას ვინმე შეამჩნევდა და სამსახურიდან გამიშვებდნენ, მაგრამ ამაოდ _ პარადოქსია, მაგრამ, ჩემმა კარიერამ წინსვლა მაშინ დაიწყო, როდესაც ყველაფერი  მაგრად დავიკიდე.

ეფექტი იმდენად დიდი და მოულოდნელი იყო , რომ მოველენებს ვეღარც ვეწეოდი. ყველაფერი თავისით ხდებოდა – მემატებოდა ხელფასი, თანამდებობა, გამოცდილება.  მალე სამსახურს სულ სხვა მუღამი დავუჭირე – ის დაემსგავსა კომპიუტერულ თამაშს, სადაც გიჟივით დარბიხარ, ებრძვი ბოროტ უფროსებს, მოქნილად ახტები დადებულ „პადნოჟკებს“, აკრობატული ნახტომების სხვადასხვა ილეთებსაც ამუღამებ და თამაშში მიმოფანტულ ბონუსქულებსაც აგროვებ.

მალე გავაცნობიერე, რომ ჩემი ძალა ჩემს თავისუფლებაში იყო. თავისუფლება მმატებდა სითამამეს,  სიმტკიცეს, პრინციპულობას, ყველაზე არანორმალური იდეის რწმენას და ძალას მის განსახორციელებლად _  დასაკარგი მაინც აღარაფერი მქონდა.

გავხდი გახსნილი და პირდაპირი  თანამშრომლების, ბიზნესპარტნიორების, გენდირექტორების მაჩვების და მაჩვზღარბების მიმართ. ამან კიდევ უფრო გაამარტივა ყველაფერი. ყველაზე ცუდად განწყობილ თანამშრომლებთანაც კი კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, რადგან ორივემ ღიად ვიცოდით, რომ ერთმანეთი არ „გვევასებოდა“. მოლაპარაკებები არ გრძელდებოდა თვეობით და არ ახლდა თან მილიონნაირად შეფუთული და მიკიბულ-მოკიბული პირობები.

ამ ყველაფერმა კი მიმიყვანა იქამდე, რომ ჰალსტუხმოჭერილი ბიჭი, რომელიც ყველას თქვენობით ესაუბრებოდა და სამას კაცთან ათანხმებდა, წაეშალა თუ არა საიტიდან მოძველებული PDF ფაილი, გადაწყვეტილებებს თავად იღებდა, აკეთებდა ლაღად თავის სამუშაოს და  შუა ოფისში აუტანელი პიჯაკის ნაცვლად მეგობრის ნაჩუქარ კილტს ისწორებდა.

ასე, რომ დამწყებო ბანკირებო, ფინანსისტებო, მეშახტეებო, მწერლებო, უსაქმურებო, სექსუალურო პარნიორებო  და უბრალოდ კარგო ტიპებო , ნუ ეცდებით ზედმეტად, ნუ იღელვებთ, ნუ იქნებით შეციცინებული თვალებში  და ანინას მკითხველს აქაც რომ არ ვაწყენინო, ნუ კითხავთ ორგაზმის შემდეგ  „მოგეწონა?“.  ყველაფერი, უბრალოდ… უბრალოდ… უბრალოდ  და-ი-კი-დეთ!

http://www.youtube.com/watch?v=6gpb-ftPCXw

მერლინ მონროს კი მაინც არ გაგიკეთებთ!

17 thoughts on “დაიკიდე

  1. ანინასი არ იყოს შენც კარგად წერ.იმდენადვე მომეწონა ეს პოსტი,რამდენადაც ჭეშმარიტებას ღაღადებს🙂

    1. ჰო, ლაშა დადის და სხვის ბუდეებში კვერცხს ტოვებს, გუგულივით😀

  2. თეთრი შურით მშურს…. რა დიდი სიამოვნებით მეც დავიკიდებდი🙂

  3. ჩუფსი

    რა ვქნა, ხლეობააა მმმაგარი🙂 წერა მაინც იცოდეთ, ბატონო, არაფერს ვიტყოდი🙂

  4. მობრძანდით ყველა ჩემს ბლოგზე და ”გაიგეთ მარტივად ვინ ხართ სინამდვილეში”. ძალიან ცოტა შემოდის და ცოდო ვარ😦 მე სულ აქ დავდივარ იმ იმედით რომ ნინო ყოველდღე დაწერს ახალს, მაგრამ ასე არ ხდება ხოლმე😦

  5. oda

    ” როდესაც რაიმე გბეზრდება, გკიდია და თუ გკიდია, ესე იგი, თავისუფალი ხარ”
    რა სისულელეა. განსაკუთრებით მეორე წინადადება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s